აღწერა
სექტემბრიდან მოვამზადებ მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მისაღები გამოცდისათვის. კურსის ფარგლებში შეისწავლით: ტექსტის რედაქტირებას, ენის გრამატიკის საკითხებს; ტექსტის მხატვრულ ანალიზს; თემის წერას კრიტერიუმების შესაბამისად; საპროგრამო ტექსტებს და შესაბამის დამატებით ლიტერატურას; აბიტურიენტთა ჯგუფი დაკომპლექტდება 4-5 მსმენლით. ვიხელმძღვანელებთ წინასწარ შემუშავებული და გამოცდილი პროგრამით. გპირდებით მშვიდ და მიზანზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. ჩემს შესახებ: მე ვარ ფილოლოგიის მაგისტრი, სერტიფიცირებული მასწავლებელი. დასაქმებული ვარ სკოლაში და მაქვს მოსწავლეებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. გისურვებთ წარმატებას!
გადახდის მეთოდები
მდებარეობა
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.