აღწერა
ვამზადებ ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს გეოგრაფიაში. შემიძლია გაკვეთილის ჩატარება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. გაკვეთილის ჩატარების პროცესში მაქსიმალურად ვცდილობ თითოეული საკითხი დეტალურად განვიხილო მარტივი და გასაგები ენით. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები აითვისებენ ეროვნული გამოცდის პროგრამას სრულფასოვნად. მაქვს მასწავლებლად მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება. ვამაყობ ჩემი წარმატებული ყოფილი აბიტურიენტებით. ვცხოვრობ ვარკეთილში. ფასი შეთანხმებით. საკონტაქტო ნომერი მითითებულია განცხადებაში.
გადახდის მეთოდები
მდებარეობა
თეგები
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.