თაბაშირ მუყაოს ხელოსანი

თუ  საცხოვრებელი ან კომერციული ფართის დიზაინში თაბაშირ მუყაოს ტიპის ჭერის გაკეთება გადაწყვიტეთ, აუცილებლად დაიხმარეთ თაბაშირ მუყაოს ხელოსანი.
ინტერიერში ესთეტიკურ სილამაზესთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანად დამონტაჟებული ჭერი.
სწორად უნდა მოხდეს არმირება (რკინის კარკასის შეკვრა) თაბაშირ მუყაოს ფილების მონტაჟი, ასეთი კონსტრუქციების სწორად აწყობა კი საკმაოდ რთულია და მოითხოვს სპეციალურ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას. 
Servisebi.ge-დან შეძლებთ კვალიფიციური კადრის შერჩევას.
საძიებო ველში ჩაწერეთ სერვისის დასახელება: თაბაშირ მუყაოს გაკვრა, გიფსოკარდონის ხელოსანი ან სხვა მსგავსი საკვანძო სიტყვები, სისტემა გაგიფილტრავთ შემოთავაზებებს, ფილტრაციის შემდეგ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი და შემსრულებელს დაუკავშირდით განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. პროფესიონალების ჩართულობა თავიდან აგარიდებთ რემონტისას წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ პრობლემებს და გახდება სამუშაოს ხარისხიანად შესრულების გარანტი.
თაბაშირ მუყაოს ხელოსანი

​თაბაშირ მუყაოს ხელობის ფასი

როგორც წესი თაბაშირ მუყაოს ხელობის ფასი ფიქსირებული არ არის, ძირითად შემთხვევებში ანგარიშდება კვადრატულობის მიხედვით და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. 
როგორიცაა:
▶ შესასრულებელი საქმის სირთულე
▶ გიფსოს გაკვრა ჭერზე გვინდა თუ კედელზე
▶ რა ტიპის ფილებია საჭირო და ა.შ
შესაბამისად, ამ ძირითადი ინფორმაციის გარეშე რთულია კონრეტული ხარჯების დაანგარიშება.
იმისათვის, რომ დაადგინოთ თუ რა ჯდება გიფსო კარდონის გაკვრა, გირჩევთ გაესაუბროთ თაბაშირ მუყაოს ხელოსანს.
მათთან დაკავშირებას ჩვენი პლატფორმა გაგიმარტივებთ, ვებ-გვერდზე საძიებო ველში ჩაწერეთ სერვისის დასახელება, გაფილტრეთ შეთავაზებები, გაეცანით განცხადების აღწერებს, შერჩეული შეთავაზების ავტორს დაუკავშირდით საკონტაქტო ნომერზე და შემსრულებელი მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად გეტყვით ღირებულებას.

როგორ შევარჩიოთ გიფსოკარდონის ფილები?
ქართულ სამშენებლო ბაზარზე თაბაშირ მუყაოს ფილების საკმაოდ დიდი არჩევანია, ისინი რამდენიმე სახეობად იყოფა და შერჩევა იმის მიხედვით მოგიწევთ, თუ სად და რა დანიშნულებით გსურთ მათი  გამოყენება.
ძირითადად გამოყოფენ თაბაშირ-მუყაოს ფილების 4 ტიპს:
ჩვეულებრივი - გიფსოკარდონის ჭერი ძირითადად სტანდარტული, თეთრი ან მონაცრისფრო ფილებით კეთდება, რომელთა გამოყენებაც სასურველია მშრალი და ნორმალური ტენიანობის პირობებში. ამ ტიპის ფილები აქტიურად გამოიყენება კედლების გასასწორებლადაც.
ნესტგამძლე - იმ სივრცეებში, სადაც მაღალია ნესტიანობა, უნდა გამოვიყენოთ ნესტგამძლე ფილები, რომლებიც მწვანე ან ცისფერი შეფერილობისაა. იდეალურია სააბაზანოში, სამზარეულოსა და სხვა ასეთი ტიპის ოთახებში სადაც მაღალია ტენიანობა.
უზრუნველყოფს ჰიდროიზოლაციას და ხელს უშლის ობის წარმოქმნას.
ცეცხლგამძლე - ასეთი ტიპის ფილები ძირითადად არის წითელი ან ვარდისფერი ფერის. შიგთავსში დამატებულია სპეციალური კომპონენტები, რაც უკეთ უმკლავდება მაღალ ტემპერატურას და ზღუდავს ცეცხლის ალის გავრცელებას.
ამონტაჟებენ ხანძრის რისკის შემცველ სივრცეებში, მაგალითად: თუ გაქვთ ბუხრიანი ოთახი სასურველია ამ ტიპის მასალით მოპირკეთდეს ჭერი და კედელიც.
ხმაგაუმტარი - აქტიურად იყენებენ ხმის ჩამწერი სტუდიებისა და მსგავსი ტიპის დაწესებულებების ინტერიერში.
აქვს ხმის იზოლაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი.

გიფსოკარდონის მონტაჟი კარკასით თუ უკარკასოდ?
გიფსოკარდონის ხელოსანი თაბაშირ მუყაოს კონსტრუქციების გაკეთებისას იყენებს კარკასულ ან უკარკასო მონტაჟის ტიპს.
თითეულს სპეციფიკური მახასიათებლები და უპირატესობები აქვს.
კარკასული მონტაჟი გულისხმობს კარკასის, ანუ ლითონის ან ხის კონსტრუქციის გამოყენებას, ფილას აკრავენ ლითონის პროფილებისგან ან ხისგან წინასწარ გაკეთებულ კარკასზე. 
უკარკასო მონტაჟი გულისხმობს ფილის ზედაპირზე დაკვრა-დაწებებას.
ამ მეთოდის გამოყენებამდე საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა, კედლების გასუფთავება ძველი საღებავის ნარჩენებისგან, ჭუჭყისგან, კედელზე არ უნდა იყოს ბზარები, ობი; ზედაპირი დაცული უნდა იყოს ნესტისა და ყინვისგან.
ჭერზე კარკასულ სისტემას იყენებენ, რა დროსაც მარტივად ხდება სადენების, ვენტილაციის მილების დამალვა კონსტრუქციაში, რაც ესთეტიკური თვალსაზრისით საკმაოდ პრაქტიკულია.
არაკარკასულს კი ძირითადად კედლების მონტაჟისას იყენებენ.
ფასის მხრივ, ცხადია არაკარკასული უფრო ბიუჯეტური ჯდება, ამავდროულად უფრო მარტივიცაა კონსტრუქციების აგებასთან შედარებით, თუმცა გიფსო კარდონის გაკვრა კედელზე მაინც მოითხოვს გამოცდილებას, წებო თანაბრად უნდა გავანაწილოთ კედელზე, მყარად უნდა დავაფიქსიროთ ფირფიტა და დავიცვათ სისწორის პრინციპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ფილების გადახრა და არასწორი კონსტრუქციის მიღება. ამიტომაც ამ მეთოდის გამოყენებისასაც აუცილებლად ისარგებლეთ პროფესიონალი ხელოსნის მომსახურების სერვისით.
პრო
თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის)  ხელოსანი
eyeნანახი
თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის) ხელოსანი

ვარ გიფსოკარდონის ხელოსანი. შეგისრულებთ გიფსო კარდონის ყველანაირ სირთულის კონსტრუქციებს. ვმუშაობ ლაზერებით იდეალურ სისწორით. ასევე ვაკეთებ რელსურ განათებებს ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში სარგებლობთ შემდეგი პაკეტით: 1.სამუშაო ფართის ნახვა,ნახაზების განხილვა თქვენი ან ჩვენი კატალოგების მიხედვით,იმის მიხედვით სად რას ამონტაჟებთ ან სად რა ავეჯი იქნება 2.მასალების აღრიცხვა დიზაინის მიხედვით 3.მასალების მიტანა-ატანა(სართულზე ატანის ხარჯებს იხდის მეპატრონე) 4.მასალების მონტაჟი სწრაფად და ხარისხიანად 5.ვმუშაობ ფრანგულ გასაჭიმ ჭერებზე(ბარისოლი) 6.შეგისრულებთ გიფსოკარდონის ფორმებს და საფარდულებს თავისი ამონათებით და ჩამონათებით დამიკავშირდით ნებისმიერ დროს.ვმუშაობთ თბილისის შემოგარენის მაშტაბით სამუშაოებს შეგისრულებთ სწრაფად და ხარისხიანად

video play icon ვიდეო
ტელეფონი
პრო
ვასრულებთ თაბაშირმუყაოს, აბშივკის, ამსტრონგის, პლინტუსების სამუშაოებს!
eyeნანახი
ვასრულებთ თაბაშირმუყაოს, აბშივკის, ამსტრონგის, პლინტუსების სამუშაოებს!

პროფესიონალი 16 წლიანი გამოცდილებით ასრულებს თაბაშირ მუყაოს სამუშაოებს-( კედლებს როგორც მეტასლის ყველანაირი კონსტრუქციით ასევე იაფი გიფსოზე ). ყველანაირი სირთულის ჭერებს -( გიფსოს -ფიგურებით, ამსტრონგის, აბშივკის და უფრო რთული კონსტრუქციით). ვასრულებ ნებისმიერი სირთულის პლინტუსებს ( მდფს, პლასმასის, ხის) სამუშაოებს! ასევე მაქვს დიდი გამოცდილება მაღაზიების მშენებლობაში ისეთი როგორც H&M, Zara, Victoria secret ! ვსაუბრობ ქართულად, ინგლისურად , რუსულად! სერვისით , ხარისხით და მუშაობის სისწრაფით დარჩებით ისეთი კმაყოფილები რომ რეკომენდაციას გაგვიწევთ თქვენ ნაცნობებში!

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
ტელეფონი

თაბაშირ მუყაოს გაკვრა

თაბაშირ მუყაოს გაკვრა საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია საქართველოში. სამშენებლო მასალა დამზადებულია თაბაშირისა და მუყაოს ფურცლებისგან.
▶ კონსტრუქცია მყარია და საიმედო
▶ აქვს კარგი თერმო იზოლაცია
▶ ითვლება ეკოლოგიურად სუფთა მასალად
▶ აქვს ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა
▶იძლევა მრავალდონიანი კონსტრუქციების შექმნის შესაძლებლობას (შესაძლებელია განათების მოწყობილობების, მათ შორის დეკორატიული ჭერის ჭაღების ინტეგრირება)
 თუ ფართის ინტერიერში უსწორმასწორო ზედაპირების პრობლემა გაქვთ გიფსოკარდონის ჭერი დაფარავს ამ დეფექტებს.
Servisebi.ge-დან მარტივად იპოვით გამოცდილ ხელოსნებს, რომლებიც 
უახლესი ტექნიკისა და ხელსაწყოების მეშვეობით უზრუნველყოფენ სამუშაო პროცესის სწორ მიმდინარეობას, გაითვალისწინებენ სარემონტო სივრცის თავისებურებებს და შემოგთავაზებენ თქვენს საჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.
სულ 12 რეზულტატი

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq