გიფსო კარდონის გაკვრა

გიფსო კარდონის გაკვრა არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება გიფსო კარდონის ფილების დამონტაჟება კედლებზე ან ჭერზე კონსტრუქციის შესაქმნელად. ეს პროცესი საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, სამუშოს ატარებს გიფსოკარდონის ხელოსანი და მოიცავს შემდეგ 3 ძირითად ეტაპს:
▶ მოსამზადებელ ეტაპს რა დროსაც ტარდება მოსამზადებელი სამუშაოები იწმინდება სამონტაჟო ზედაპირები მტვრის, ნარჩენებისა და ძველი მასალის ნაშთებისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
▶ კონსტრუქციის აგების ეტაპს - კარკასული ვერსიის შემთხვევაში იგება საყრდენი კარკასი, ხდება ლითონის ან ხის პროფილების დამონტაჟება ჭერსა და იატაკზე ზუსტი გეომეტრიული განლაგები, პროფილები მაგრდება ხრახნებითა და საკიდებით და ა.შ
▶ ფილების დამონტაჟების ეტაპს - რა დროსაც მასალა იჭრება წინასწარ გათვლილი ზომების შესაბამისად, სპეციალური ხრახნებით ან საკიდებით ემაგრება კარკას, ან ხდება პირდაპირი, წებოთი/ქაფით გიფსოს გაკვრა.

გიფსოკარდონის ხელოსანი

გიფსოკარდონის ხელოსანი არის პროფესიონალი, ვისი სპეციალიზაციაც მოიცავს გიფსოკარდონის კონსტრუქციების მონტაჟს და დემონტაჟსაც. შეუძლია ისეთი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა: გიფსოს გაკვრა, გიფსო კარდონის გაკვრა კედელზე, ჭერის კონსტრუქციების აგება, სხვადასხვა დეკორატიული ელემენტების - თაროების, თაღების, ტიხრების, გადახურვების და ა.შ. გაკეთება.

მოიძიო გიფსოს ხელოსანი რომელიც უზრუნველყოფს მაღალხარისხიან მომსახურებას გონივრულ ფასად, საკმაოდ რთული მისიაა, თუმცა ჩვენს პლატფორმაზე აღნიშნული სერვისის შესახებ საკმაოდ ბევრი განცხადება დევს, როგორც კომპანიების, ასევე კერძო შემსრულებლების და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებასა და ბიუჯეტზე მორგებული შეთავაზება.

პროფესიონალი გიფსო კარდონის ხელოსანი, გამოცდილების, არსებული ცოდნის, ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და მენეჯმენტის უნარის დახმარებით  შეძლებს შესასრულებელი სამუშაოების ეფექტურად წარმოებას ნებისმიერ ეტაპზე.

მომხმარებლის შეფასებები

თაბაშირმუყაოს გაკეთება სურათი
თაბაშირმუყაოს გაკეთება
ბესო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-06-18 16:33:04

ის ბატონი ხელოსანი რომელზეც მე ვწერ არის ძალიან კარგი და პროფესიონალი პიროვნება.ყველას გირჩევთ დაურეკოთ

თაბაშირმუყაოს გაკეთება სურათი
თაბაშირმუყაოს გაკეთება
დათო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-03-17 13:46:34

1 თვე მალოდინა და არ მოვიდა, როგორც ხელოსნების უმეტესობას ამასაც იგივე თვისებები აღმოაჩნდა :(

გიფსო კარდონის გაკვრა ფასი

თუ არ გვაქვს შესაბამისი ცოდნა, რთულდება იმის დადგენა თუ რა ჯდება გიფსო კარდონის გაკვრა ფასი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: 

ფართის მოცულობა - ღირებულება გამოივლება კვადრატული მეტრის შესაბამისად, აქედან გამომდინარე რაც უფრო დიდია გასაკეთებელი ფართობი, მით უფრო მაღალი იქნება ფასი.
სირთულის ხარისხი - ყურადღება ექცევა, როგორც კედლისა ან ჭერის დამუშავების ეტაპს, ასევე დიზაინის სირთულეს.
თუ რამდენიმე დონიანი ჭერის გაკეთებაა საჭირო, ან რთული კონსტრუქციების, აღნიშნული შესაბამისად იმოქმედებს ფასზე.
მასალის ხარისხი - ბაზარზე გიფსოს ფირფიტების საკმაოდ დიდი არჩევანია, განსხვავებულია ფასთა დიაპაზონიც, მდგრადობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ მასალა იყოს ხარისხიანი და გირჩევთ, ამ ეტაპზე  თანხა არ დაზოგოთ და შევიძინოთ საუკეთესო ხარისხის. ინვესტიცია ნამდვილად გაამართლებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
დამატებითი სპეციფიკაციების საჭიროება - იგულისხმება სპეც.მასალები, როგორიცაა ცეცხლგამძლე, ხმაურგამძლე, თბოიზოლაციის უნარის მქონე ფირფიტები, სტანდარტულ თაბაშირ მუყაოსთან შედარებით, მსგავსი მასალა შედარებით ძვირია.
იმისათვის, რომ ზუსტად დაადგინოთ რა დაჯდება გიფსოს აკვრა ფასი დაანგარიშებინეთ საქმის მცოდნე პროფესიონალს.


როგორ შევარჩიოთ თაბაშირ მუყაოს ხელოსანი?

სარემონტო სამუშაოებისთვის კვალიფიციური ხელოსნის მოძიება და შერჩევა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მათზეა დამოკიდებული თუ როგორ შედეგს მივიღებთ საბოლოოდ.
მათთან ურთიერთობა ცუდ გამოცდილებად რომ არ გვექცეს, მნიშვნელოვანია გავეცნოთ ძირითად ინფორმაციას, რაც კვალიფიციური ხელოსნის მოძიებისას, ამ შემთხვევაში კი გიფსოს ხელოსნის შერჩევისას გამოგვადგება. 
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ გიფსოკარდონის ხელოსანი:

გამოცდილება და კვალიფიკაცია: მნიშვნელოვანია, რომ ხელოსანს გააჩნდეს საკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია გიფსოკარდონის სამუშაოების შესასრულებლად.
შესაძლოა მონტაჟი მარტივ სამუშაოდ მოგეჩვენოთ, თუმცა სინამდვილეში პროცესი საკმაოდ რთული და კომპლექსურია. გამოცდილი ხელოსანი კი იცნობს ყველა დეტალს, მეთოდს და ტექნიკას, რაც აუცილებელია სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის.

რეკომენდაციები და შეფასებები: კარგი ხელოსნის მოსაძებნად ერთ-ერთი საუკეთესო გზა სხვების რეკომენდაციებისა და შეფასებების გაცნობაა. შეეცადეთ გაიგოთ აზრი იმ ადამიანებისგან, ვისაც უკვე აქვს კონკრეტულ ხელოსანთან მუშაობის გამოცდილება .
ამ მიზნით, ჩვენს პლატფორმაზე დამატებულია შეფასების სარეიტინგო სისტემა, სადაც მოხმარებლებს შეუძლიათ შემსრულებლის შეფასება გაწეული სამუშაოს მიხედვით და შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ აღნიშნულითაც.

შესრულებული სამუშაოების ნიმუშები: მოითხოვეთ ხელოსნისგან სამუშაო ნიმუშები, ერთგვარად პორტფოლიო, რათა დარწმუნდეთ მის უნარებში და გაეცნოთ მის შესაძლებლობებს.

სამუშაოსთვის გათვალისწინებული ვადები და ბიუჯეტირება: ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიონალის შერჩევისას. გაესაუბრეთ სხვადასხვა კომპანიასა თუ შემსრულებელს, ერთმანეთს შეადარეთ მიღებული ინფორმაცია ვადებსა და ბიუჯეტთან დაკავშირებით და ასე უკეთ განსაზღვრავთ, თუ რამდენად რეალისტურია მათ მიერ შემოთავაზებული ვადები და ხარჯები სამუშაოს შესრულებისთვის.

გადაავლეთ თვალი ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ შეთავაზებებს თაბაშირ მუყაოს ხელოსნების კატეგორიაში, გაეცანით განცხადების აღწერილობებს, იხელმძღვანელეთ ზემოთ ჩამოთვლილი შერჩევის კრიტერიუმებით და მიანდეთ საპასუხისმგებლო საქმე  გამოცდილ ოსტატს.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არის მნიშვნელოვანი გამოცდილი გიფსოკარდონის ხელოსნის შერჩევა?

გამოცდილი გიფსოკარდონის ხელოსნის შერჩევა მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო:
გიფსოკარდონის მონტაჟის პროცესი საკმაოდ რთული და კომპლექსურია. გამოცდილმა ხელოსანმა იცის ყველა დეტალი, მეთოდი და ტექნიკა ხარისხიანი სამუშაოს შესასრულებლად. გამოცდილება ხელოსანს აძლევს საჭირო უნარ-ჩვევებსა და ცოდნას, რათა სამუშაოს ყველა ეტაპი ეფექტურად წარმართოს.

გიფსოს გაკვრა რა ღირს?

გიფსოკარდონის გაკვრის ღირებულებას განსაზღვრავს შემდეგი  ფაქტორები:
რამდენია ფართის მოცულობა - რაც უფრო დიდია გასაკეთებელი ფართობი, მით უფრო მაღალი იქნება ფასი, რადგან ღირებულება გამოითვლება კვადრატული მეტრის შესაბამისად.
როგორია სირთულის ხარისხი - გათვალისწინებულია როგორც კედლის ან ჭერის დამუშავების ეტაპი, ისე დიზაინის სირთულე. რთული კონსტრუქციები და რამდენიმე დონიანი ჭერები ზრდის ფასს.
როგორია მასალის ხარისხი - გიფსოკარდონის ფირფიტების ხარისხი და ფასი განსხვავდება. რეკომენდებულია ხარისხიანი მასალის შეძენა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.
გვჭირდება თუ არა დამატებითი სპეციფიკაციები - სპეცმასალების (ცეცხლგამძლე, ხმაურგამძლე, თბოიზოლაციის მქონე ფირფიტების) გამოყენება ზრდის ღირებულებას სტანდარტულ გიფსოკარდონთან შედარებით.

​რა მნიშვნელობა აქვს შესრულებული სამუშაოს ნიმუშების გაცნობას ხელოსნის შერჩევისას?

შესრულებული სამუშაოს ნიმუშების გაცნობა ხელოსნის შერჩევისას 
საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ ხელოსნის ტექნიკური უნარები, სამუშაოს ხარისხი, დიიზაინერული გადაწყვეტები სხვადასხვა სტილისა და კონსტრუქციის შექმნაში.განსაზღვრავთ, რამდენად შეესაბამება ხელოსნის უნარები თქვენს მოთხოვნებს.

როგორ მოვიძიოთ რეკომენდაციები გიფსოკარდონის ხელოსნის შესახებ?

ჩვენს პლატფორმაზე  ხელმისაწვდომია შეფასების სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ სხვა მომხმარებლების გამოცდილებას შემსრულებლებთან მუშაობის შესახებ.

თაბაშირ მუყაოს შეღებვა შეიძლება?

თაბაშირ-მუყაოს ანუ გიფსოკარდონის ფირფიტების შეღებვა შესაძლებელია და ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
იმისთვის, რომ თაბაშირმუყაო კარგად შეიღებოს და მასზე ნაკაწრები ან დეფექტები არ დარჩეს, სასურველია მისი წინასწარ დამუშავება და ფითხის (შპაკლის) წასმა.