fb

სასაუბრო ინგლისური

სასაუბრო ინგლისური დღევანდელობის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ ბევრს სასწავლო ცენტრში და რეპეტიტორებთან შექმნილია ცალკეული ჯგუფები საუბრის შესასწავლად.
სასაუბრო ინგლისურის  სწავლა მოიცავს პრაქტიკას და მოთმინებას. დაიწყებთ ძირითადი ფრაზებისა და მისალმებების დაუფლებით. ყოველდღიური საუბრები, სხვადასხვა აპლიკაციები, დისკუსები,  ეხმარებათ მოსწავლეებს სასაუბრო უნარების ჩამოყალიბებაში, რაც თანდათან გააფართოებს თქვენს ლექსიკას. ინგლისური პოდკასტების მოსმენამ, ფილმების ყურებამ და ენის შეხვედრებში მონაწილეობამ შეიძლება კიდევ მეტად გააძლიეროს  თქვენი სასაუბრო ინგლისური. დაიხმარეთ პროფესიონალი პედაგოგი, გაითვალისწინეთ შეცდომები და აღნიშნეთ მცირე გამარჯვებები თქვენს ინგლისურენოვან მოგზაურობაში.
სასაუბრო ინგლისური
პრო
ამერიკული სალაპარაკო ინგლისური
eyeნანახი
ამერიკული სალაპარაკო ინგლისური

ემზადებით ამერიკაში გასაგმგზავრებლად? ჩემი კურსი გთავაზობთ ყოველდღიური სასაუბრო ენის პრაქტიკას, მოსაწყენი გრამატიკის წიგნების გამოტოვებით. თანამედროვე, დაჩქარებული მეთოდით, გაივლით მხოლოდ High-frequency words (ხშირად გამოყენებულ სიტყვებს) რისგანაც შედგება ტიპიური ამერიკული დღე. . გასწავლით როგორ შეაკავშიროთ ახალი სიტყვები ერთიმეორეზე, ისე რომ, ჟღერდეთ ბუნებრივად და გასაგებად. ასევე გასწავლით მხოლოდ basic (ელემენტარულ) გრამატიკას, უშუალოდ ისტორიებიდან და რეალური დიალოგებიდან და არა ძველმოდური ტექსბუქებიდან, შექსპირის დროინდელი სიტყვებით რომ არის ხოლმე სავსე. სწავლების მეთოდი არის ინოვაციური, ძირითადად მარტო ხართ, სწავლობთ ინტენსიურად და იღებთ მაღალ პასუხისმგებლობას, რომ თქვენს მაქსიმუმს ჩადებთ ამ საქმეში. მე ვიქნები კურსის ხელმძღვანელი და მხოლოდ მითითებებს მიიღებთ ჩემგან, რომ იცოდეთ რა დროს რა გააკეთოთ. და ასევე, რასაკვირველია რთულ მომენტებშიც მუდამ მოგეხმარებით ყველაფრის ახსნაში. კურსი დასრულებული სახით იყიდება და არ მოითხოვს დამატებით მასწავლებლებს. ერთჯერადად იხდით 250 ლარს, გიგზავნით მთელს მასალას (რომლის გავლასაც, სულ მცირე 6 თვე სჭირდება) თუმცა, გადარბენაზე თუ ხართ, უფრო ჩქარაც შეგვიძლია. რეალურად, გამოდის, რომ თვეში, სადღაც 40 ლარამდე ხარჯავთ. კლასიკური მეთოდი არაეფექტურია, რადგან როცა მასწავლებელს იყვან, მასწავლებელია აქტიურ როლში და სტუდენტი - პასიურში. მასწავლებელი ხსნის, ქაქანებს, ლაპარაკობს, შეკითხვებს სვამს, სტუდენტი კი დუმს და იწერს ახალ რაღაცეებს. . რეალური შემეცნება მოითხოვს აგრესიულ ინტელექტს. სადაც თვითონ სტუდენტი არის მთავარ როლში.

video play icon ვიდეო
ტელეფონი
პრო
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
eyeნანახი
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია რაც ვასწავლი ინგლისურს, განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

ტელეფონი
პრო
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
eyeნანახი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
5.0
| 15 შეფასება

არსებობს უამრავი სასწავლო პროგრამა, რეპეტიტორი და მეთოდიკა. ხშირ შემთხვევაში 3 ვარიანტია: 1.სასწავლო კურსი ზედმეტად აკადემიური და გაწერილია, შესაბამისად მოსაწყენი 2.აქცენტი ენის მარტივ კომპონენტებზეა გამახვილებული (მეტყველება და მოსმენა), წერა, კითხვა და სხვა ასპექტები კი უგულვებელყოფილი. სილაბუსი ხშირად არც არსებობს (სად ვართ და სად უნდა მივიდეთ). 3. ჯგუფები ზედმეტად დიდია,ამიტომ ვერ ხერხდება ინდივიდუალური მიდგომის რეალიზება. რას გთავაზობთ მე? ✅ თქვენს საჭიროებებზე, მოთხოვნებზე მორგებულ, საინტერესო და პრაქტიკულ ონლაინ გაკვეთილებს (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) საშინაო დავალებების გარეშე; ✅აკადემიურ მიდგომას, გაწერილ სასწავლო გეგმას და მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, როგორებიცაა PPP, ESA, TTT, CAP, The Task-Cycle, Dogme და ა.შ., რაც უშუალოდ თქვენზე ადაპტირდება და არ გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან. ✅ გაკვეთილები ტარდება ონლაინ, შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე (მყავს მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში)

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
ტელეფონი
ინგლისურის გაკვეთილები
eyeნანახი
ინგლისურის გაკვეთილები

ვატარებ ინგლისური ენის გაკვეთილებს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. დაგეხმარებით გრამატიკის შესწავლაში, ლექსიკონის გაღრმავებასა და ასევე "სალაპარაკო" ინგლისურის დახვეწაში. ვსწავლობ უნგრეთში, Eotvos Lorand University-ში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით. დავამთავრე კომაროვის სკოლა მედალზე და ვსწავლობდი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც, 100%იანი გრანტით. ვფლობ ინგლისურ ენას C1 დონეზე (მაქვს საერთაშორისო ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები). მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. ჩემი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გაკვეთილებს ჩავატარებ მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით: Whatsapp - +36202221814 ან მომწერეთ სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/ardashelializi

მომზადება ინგლისურში
eyeნანახი
მომზადება ინგლისურში

დროა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ენის-ინგლისურის შესწავლა! ✅ვამზადებ ინგლისურში თანამედროვე და ეფექტური მეთოდებით, რაც მოიცავს როგორც წერითი და კითხვითი უნარ-ჩვევების განვითარებას ასევე მოსასმენი და სალაპარაკო ინგლისურის დახვეწასაც. ✅ვარ სერთიფიცირებული ინგლისურ ენაში კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიკატით,მაქვს ხუთწლიანი გამოცდილება. ✅მე-7კლასის ზემოთ მოსწავლეთა მომზადება მე-11 კლასამდე ჯგუფში (ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა 2-ს არ აღემატება) 100ლარი, აბიტურიენტების მომზადება -150 ლარი, ინდივიდუალური გაკვეთილები- 150 ლარი, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება -150ლარი . ✅მეცადინეობები ტარდება როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად(ორი ადამიანი), თვეში გაკვეთილების რაოდენობა -8 გაკვეთილი,გაკვეთილის ხანგრძლივობა 1:30 წუთი. ✅მეცადინეობები ტარდება გლდანში,ახმეტელის მეტროდან 5წუთის სავალზე.

სალაპარაკო ინგლისური

სალაპარაკო ინგლისურის შესწავლა თუ გსურთ მაქსიმალურად მოკლე დროში ეფექტურად შეძლოთ, პროფესიონალი პედაგოგი და თქვენზე მორგებული პროგრამა დაგჭირდებათ.
ხშირად ვხვდებით ისეთ ფაქტებს, როდესაც მოსწავლეები წლების განმავლობაში სწავლობენ ინგლისურ ენას, მაგრამ საუბარი მაინც ძალიან უჭირთ.  ეს დიდწილად იქიდან არის განპირობებული, რომ მოსწავლეებს ძირითადად ასწავლიან გრამატიკას და სიტყათა მარაგს, ხოლო სასაუბრო უნარები რჩება ყურაადღების მიღმა.  მოსწავლეები კი ნაკლები პრაქტიკის გამო ვერ ახერხებენ საუბარს, დაშვებული შეცდომები კი მათ მონდომებას კიდევ უფრო მეტად აფერხებს.

სალაპარაკო ინგლისურის შესასწავლად, პირველ რიგში, საჭიროა გააცნობიეროთ, რომ შეცდომას ყველა უშვებს.  ადამიანისგან  ვისთვისაც ინგლისური ენა მშობლიური არ არის, არავინ არ მოელის გამართულად საუბარს.  მეტიც,  ხანდახან ჩვენზე მეტ შეცდომას ის ადამიანების უშვებენ ვისი მშობლირუი ენაც ინგლისურია.  
არ იდარდოთ, მიანდეთ თქვენი სასაუბრო უნარები პროფესიონალებს და შედეგსაც მალე დაინახავთ!