servisebi's large logo

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ლაქები ?

დროთა განმავლობაში ტანსაცმლის წარმოება და მისი მოვლა მნიშვნელოვნად შეიცვალა.
შეიქმნა ათასგვარი ქსოვილი თუ დიზაინი, რომელიც იდეალურად აკმაყოფილებს ჩვენს სხვადასხვა საჭიროებებს.
ამ პროგრესის პარალელურად კი გაჩნდა ახალი გამოწვევებიც რაც ამ ქსოვილებისგან წარმოებული ტანსაცმლის მოვლას უკავშირდება.
წმენდისა და მოვლის თვალსაზრისით სხვადასხვა ტიპის ქსოვილები - ბუნებრივი თუ სინთეტიკური - ხშირად მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას, ზოგიერთი ქსოვილი ადვილად ზიანდება ჩვეულებრივი რეცხვის დროს, ზოგს კი სპეციალური დამუშავება სჭირდება ფერისა და ფორმის შესანარჩუნებლად.
ამას თან ერთვის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიცაა მოულოდნელი ლაქა ტანსაცმელზე, რაც განსაკუთრებით ხშირად ყველაზე არასასურველ მომენტებში ხდება - მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, საზეიმო ღონისძიებაზე, ან უბრალოდ, მაშინ, როცა ჩვენი ყველაზე საყვარელი სამოსი გვაცვია და წარმოადგენს დამატებით გამოწვევას ტანსაცმლის მოვლის პროცესში.
აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორ უნდა მოვაშოროთ ეს ლაქა ისე, რომ არ დავაზიანოთ ქსოვილი და შევინარჩუნოთ ტანსაცმლის პირვანდელი იერსახე ?
თუ ფიქრობ, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლას დამოუკიდებლად შეძლებ და ლაქებს უკვალოდ გააქრობ, წარმატება მისურვებია, ხოლო თუ გამოსავალს ეძებ, მარტივს და კომფორტულს, რაც ლაქებთან ბრძოლის დროსა და ენერგიას დაგიზოგავს, მაშინ კითხვა განაგრძე და დეტალურად მოგიყვები სერვისზე, რომელსაც ტანსაცმლის ქიმწმენდა ჰქვია.

როგორია ქიმწმენდის პროცესი?
ქიმწმენდა ტანსაცმლის წმენდისას წყლისა და სარეცხი საშუალებების ნაცვლად, იყენებს ქიმიურ გამხსნელებს, რომლებიც ეფექტურად აშორებს ჭუჭყს, ლაქებს და სუნს ქსოვილიდან, ამავდროულად ინარჩუნებს მის სტრუქტურას, ფერს და ფორმას.
ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგია ნაზი ქსოვილებისთვის და ისეთი ლაქებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივი რეცხვით არ შორდება.
ქიმწმენდის ზოგადი პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

თუ თავად ვერ ახერხებთ ქიმწმენდაში მისვლას, ან გსურთ დროის დაზოგვა, შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით - ტანსაცმლის ქიმწმენდა ადგილზე მოსვლით.
ქიმწმენდა თუ რეცხვა, რომელი უფრო ეფექტურია ლაქებთან საბრძოლველად?
ამ კითხვაზე საპასუხოდ, პირველ რიგში, განვიხილოთ ლაქების ტიპები და მათი წარმოშობის მიზეზები, ეს კი დაგვეხმარება უკეთ განვსაზღვროთ, რა სჯობს მაღალი ხარისხის ქიმწმენდა თუ რეცხვა.
ლაქები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა შეგვიძლია ოთხ ძირითად ჯგუფად დავყოთ:

 

თითოეული ტიპის ლაქა მოითხოვს სპეციფიკურ მიდგომას, შესაბამისად ყოველდღიური რეცხვა გამოდგება მსუბუქი და ახალი დაბინძურების მოსაცილებლად ისეთი ქსოვილებიდან, რომლებიც კარგად იტანენ წყალს და მაღალ ტემპერატურას (ბამბა, თეთრეული, ჯინსი).
ხოლო რთული, ძველი და ჩამჯდარ ლაქებისთვის გამოიყენეთ ტანსაცმლის ან თუ ფეხსაცმელზე გჭირდებათ, ფეხსაცმლის ქიმწმენდა.

ლაქების მოშორების ტრადიციული მეთოდები
სამოსსა თუ საყვარელ ნივთზე ლაქის აღმოჩენისას ხშირად პირველი რეაქცია არის მათი ხელით მოშორება - ფხეკა, ხეხვა ან თბილ წყალში ჩალბობა.
თუმცა ამ მეთოდით ლაქები უფრო ღრმად შედის ქსოვილში და ფართოვდება, შეიძლება გაუფერულდეს და დატოვოს კვალი.
ამ და მსგავს ტრადიციულ მეთოდებს ხშირად უფრო არასასურველ შედეგამდე და ქსოვილის დაზიანებამდეც კი მივყავართ.
თუ მაინც გადაწყვეტთ ლაქებთან ტრადიციული მეთოდებით ბრძოლას, სწორად შეარჩიეთ პრეპარატი ქსოვილისა და ლაქის ტიპის მიხედვით, ყურადღებით გაეცანით მოხმარების ინსტრუქციას და ზუსტად დაიცავით დოზირება.
არსებობს მზა საყოფაცხოვრებო საშუალებები ლაქებისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომია სუპერმარკეტებში. ისინი ჩვეულებრივ გათვლილია კონკრეტულ ჯგუფებზე - ცხიმზე, ჟანგზე, ბალახზე და ა.შ.
თუ ჩვენ ზუსტად ვიცით ლაქის ტიპი, შეგვიძლია ავირჩიოთ შესაბამისი პრეპარატი და ვიმოქმედოთ მისი ინსტრუქციის მიხედვით.
არ გირჩევთ ისეთი პროდუქტების გამოყენებას როგორიცაა:
მარილი, ძმარი, ლიმონის წვენი ან სოდა, ამ ტიპის მჟავა და ტუტე ნივთიერებებმა შეიძლება უფრო მეტად დაგიზიანოთ საყვარელი ნივთი.
Ასევე არ გირჩევთ ექსპერიმენტებს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ლაქას ან ჩამჯდარ ჭუჭყს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, აუცილებლად მიანდეთ ეს პროცესი პროფესიონალებს, მითუმეტეს, ამ პირობებში როცა თითქმის ყველა დიდ ქალაქში შეგიძლიათ იპოვოთ უახლოესი ქიმწმენდის სერვისი.
მაგალითად, თუ ტანსაცმლის ქიმწმენდა თბილისში გჭირდებათ, Servisebi.ge-ზე მარტივად იპოვნით მდებარეობის მონიშვნის ან საძიებო ველში კონკრეტული დასახელების ჩაწერით.

მცდარი წარმოდგენები ქიმწმენდის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ ქიმწმენდა ხშირად პრაქტიკულ გადაწყვეტად გვევლინება, საზოგადოებაში მაინც არსებობს გარკვეული მითები და სტერეოტიპები ამ სერვისის შესახებ, რაც ნაწილობრივ ინფორმაციის ნაკლებობას ეფუძნება, ნაწილობრივ კი არასწორ გამოცდილებას ან უბრალოდ სპეციალისტების რჩევების უგულებელყოფას.

მითი #1: ქიმწმენდა აფუჭებს ტანსაცმელს
ბევრს მიაჩნია, რომ ქიმწმენდის პროცესი ძალიან აგრესიულია და უარყოფითად მოქმედებს ქსოვილის ხარისხზე. სინამდვილეში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერტიფიცირებული პრეპარატების გამოყენებით, ქიმწმენდა სრულიად უსაფრთხოა ტანსაცმლისთვის და პირიქით, უნარჩუნებს მათ პირვანდელ სახეს. რა თქმა უნდა, აქ მთავარია პროფესიონალიზმი და გამოცდილება - თუ ქიმწმენდას ჩაატარებს კვალიფიციური სპეციალისტი და სწორად შეარჩევს პროგრამას, არანაირი დაზიანების რისკი არ არსებობს.

მითი #2: ქიმწმენდა ძალიან ძვირია
კიდევ ერთი გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ქიმწმენდა ძვირადღირებული სიამოვნებაა და მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ რეგულარულად ისარგებლონ ამ მომსახურებით. სინამდვილეში, ქიმწმენდის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია საშუალო მომხმარებლისთვისაც.
ტანსაცმლის ქიმწმენდა ფასები დამოკიდებულია კონკრეტული კომპანიის ტარიფებზე, შემოთავაზებულ სერვისსა და შესასრულებელ სამუშაოზე.
ასევე ხანგრძლივი თანამშრომლობის შემთხვევაში არსებობს სხვადასხვა აქციები და შეღავათიანი პაკეტები.


მითი #3: ქიმწმენდა საშიშია ჯანმრთელობისთვის
ეს მითი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ქიმწმენდაში გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება იყოს ტოქსიკური და ალერგიული. თუმცა თანამედროვე პრეპარატები გაცილებით უფრო უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე მათი წინამორბედები. მეტიც, კარგ სამრეცხაოებში პროცესი წარიმართება უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით - გამოიყენება სპეცტანსაცმელი, სავენტილაციო სისტემები და ა.შ. რაც შეეხება თვითონ ტანსაცმელს, ის გადის მრავალჯერად გავლებას და გაშრობას, რაც სრულად აცილებს ტოქსინებისა და ალერგენების ნარჩენებს.

მითი #4 - ქიმწმენდა მხოლოდ ძვირადღირებულ ნივთებსა და ტანსაცმელს სჭირდება
მართალია, ამ ტიპის ტანსაცმელსა თუ ნივთებს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებათ და მწარმოებლების უმეტესობა  პირდაპირ, ეტიკეტზევე მიუთითებს ქიმწმენდის აუცილებლობაზე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მასიური წარმოების ტანსაცმელი არ უნდა გაიწმინდოს ქიმიურად.
ყველა ადამიანის გარდერობში არის ისეთი ნივთები, რომელთა გასუფთავება მანქანაში რეცხვით შეუძლებელია - პალტოები, პიჯაკები, კოსტიუმები, კაბები და სხვა.
რეკომენდირებული მომსახურებები
რეკომენდირებული სტატიები
რეკომენდირებული კატეგორიები
ტანსაცმლის ქიმწმენდა