ტანსაცმლის ქიმწმენდა

ტანსაცმლის ქიმწმენდა სპეციალური მეთოდია, რომელიც ტანსაცმელს წმენდს წყლის გარეშე და შედგება  რამდენიმე ეტაპისგან:
  • მოწმდება  ტანსაცმელი და იშნება ლაქები.
  • წინასწარ მუშავდება რთულ ლაქები.
  • ტანსაცმელს თავსდება სპეციალურ მანქანაში, სადაც ხდება მთავარი წმენდა.
  • ბოლოს ეტაპზე ხდება შრობისა და გაუთოების პროცედურები. 
ქიმწმენდის დროს იყენებენ ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა მაგალითად პერქლორეთილენი. ეს ნივთიერება კარგად აშორებს ცხიმს და ზეთს.
ტანსაცმლის ქიმწმენდა სამოსს ეხმარება დიდხანს შეინარჩუნოს ფორმა და ფერი. თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ ყველა ტანსაცმელს არ სჭირდება ქიმწმენდა.ტანსაცმელების უმრავლესობა შეიძლება გაირეცხოს სახლში, სარეცხი მანქანით.
პროფესიონალები ქიმწმენდის დროს ყურადღებით არჩევენ სწორ მეთოდს ყოველი ტანსაცმლისთვის. ისინი ითვალისწინებენ ქსოვილის ტიპს, ფერს და ლაქის სახეობას, რაც გეხმარებათ მიიღოთ საუკეთესო შედეგი ტანსაცმლის დაზიანების გარეშე.

ტანსაცმლის ქიმწმენდა ფასები

იმის დასადგენად, თუ რა ღირს ტანსაცმლის ქიმწმენდა ფასები შეგვიძლია ინტერნეტშიც მოვიძიოთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ღირებულება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და საკმაოდ ცვალებადია.
მაგალითად: ტანსაცმლის ქიმწმენდა თბილისში შეიძლება შედარებით ძვირი დაჯდეს, ვიდრე რეგიონში. 
ზოგადად, დიდ ქალაქებში ფასების მცირედი სხვაობა განპირობებულია მაღალი საოპერაციო ხარჯებით, როგორიცაა იჯარა და კომუნალური გადასახადები.
ფასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებია:
  • ტანსაცმლის ტიპი
  • ქსოვილის სახეობა
  • ლაქების სირთულე
  • სპეციალური მოთხოვნები
  • სერვისის სიჩქარე
  • დამატებითი სერვისები
ფასებზე ასევე გავლენას ახდენს:
ეკონომიკური მდგომარეობა: ეკონომიკური ცვლილებები აისახება ქიმწმენდის ფასებზეც.
სეზონურობა: ზოგიერთ სეზონზე (მაგალითად, გაზაფხულზე) მოთხოვნა იზრდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების მცირე ზრდა.
კონკურენცია: კონკურენტულ ბაზარზე ფასები შეიძლება უფრო დაბალი იყოს.

რა არის ქიმწმენდა და როგორ მუშაობს ის?

ქიმწმენდა საკმაოდ აქტიურად გამოიყენება რთული ლაქების, ჭუჭყისა და უბრალოდ საყვარელი ნივთების განსაახლებლად.
ტრადიციული, ხელით ან მანქანით რეცხვისგან განსხვავებით წმენდისთვის იყენებენ სპეციალურ ქიმიური ხსნარებს, რომლებიც უფრო ეფექტურია, ღრმად იჭრება ქსოვილში და შეუძლია ძნელად მოსაშორებელი ჭუჭყისა და ლაქების მოცილება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხშირად აუცილებელიც კია ისეთი ნივთებისთვის, რომელთა გარეცხვა ან გასუფთავება ტრადიციული მეთოდებით და საშუალებებით შეუძლებელია, ან რეკომენდებული არ არის, რადგან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქსოვილის მთლიანობასა და ხარისხს.
მაგალითად, აბრეშუმის, შალის, ხავერდის, ბარხატის და სხვა ფაქიზი ქსოვილების პროდუქცია, მაღალი ხარისხის კოსტიუმები, კაბები, პალტოები, საგანგებო სამოსი - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნდა გაიწმინდოს სპეციალური ქიმიური მეთოდებით. 
გარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ქიმწმენდისა, ძალიან მოთხოვნადია მანქანის ქიმწმენდა, ავეჯის ქიმწმენდა და სხვა მსგავსი ტიპის სერვისები.

ტანსაცმლის ქიმწმენდა შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს: 
თავდაპირველად ხდება ნივთის შემოწმება, ქსოვილის შემადგენლობისა და ეტიკეტის გაცნობა და  მასზე არსებული ლაქების ტიპის დადგენა.
განსაკუთრებით რთული და მყარი ლაქების შემთხვევაში, მათ წინასწარ ამუშავებენ სპეციალური გამხსნელებით.


ქიმწმენდის სპეციალისტი არჩევს წმენდისთვის შესაფერის ქიმიურ გამხსნელს, ტემპერატურულ რეჟიმსა და წნევას.
ნივთს ათავსებს ქიმწმენდის ჰერმეტულ მანქანაში, სადაც ქიმიურ გამხსნელში მაღალი ტემპერატურის, წნევისა და ინტენსიური მოძრაობის პირობებში ხდება მისი გაჟღენთვა, ჭუჭყისა და ლაქების გახსნა და მოცილება.
შემდეგ გადააქვთ სპეციალური საშრობ მანქანაში, სადაც ტანსაცმელს გაფილტრავენ და გაანიავებენ, რათა აღარ ჰქონდეს ქიმიკატების სუნი.
ბოლოს კი ნივთს ჩაუტარებენ თბურ დამუშავებას, გააუთოებენ და აღუდგენენ ფორმას.

რა უპირატესობები აქვს ქიმწმენდას?
ქიმწმენდა მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, აი, რამდენიმე მათგანი:
ქიმწმენდას უამრავი გამოყენება აქვს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამრეწველო და კომერციულ სფეროებში, მათი დაჯგუფება შემდეგნაირად შეგვიძლია:
საქართველოში ქიმწმენდის მომსახურება საკმაოდ განვითარებული და ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით კი ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც თბილისი და ბათუმია.
ბაზარზე არსებობს მრავალი კომპანია, რომელიც მომხამრებელს სთავაზობს სხვადასხვა პაკეტებსა და სერვისებს, დაწყებული ინდივიდუალური ნივთების წმენდიდან, დამთავრებული მასშტაბური კორპორატიული მომსახურებით.
მათ აქვთ დამატებითი სერვისებიც, როგორიცაა ტანსაცმლის ქიმწმენდა ადგილზე მოსვლით, ამრიგად, მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის ყველაზე მოსახერხებელი და ხელსაყრელი ვარიანტი.
თუ გჭირდება მაღალი ხარისხის ქიმწმენდა  გადახედე Servisebi.ge-ზე განთავსებულ განცხადებებს, შეარჩიე ფასით, მდებარეობით ხელსაყრელი ვარიანტი და დამატებითი დეტალებისთვის დაუკავშირდი განცხადების ავტორს, განცხადებაში მითითებულ ნომერზე. 

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ტანსაცმლის ქიმწმენდა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ტანსაცმლის ქიმწმენდა არის სპეციალიზებული წმენდის მეთოდი, რომელიც ტანსაცმლის გასაწმენდად იყენებს ქიმიურ ნივთიერებებს. 
ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: 
ტანსაცმელს უნარჩუნებს ფორმასა და ფერს, რაც ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი ნივთები დიდხანს დარჩება გარდერობში.
ებრძვის ისეთ ლაქებს, რასაც ჩვეულებრივი რეცხვა ვერ უმკლავდება
საუკეთესო გამოსავალია დელიკატური ქსოვილების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათ სათუთ მოვლას დაზიანების რისკის გარეშე.
ქიმწმენდა ზოგავს მომხმარებლის დროს და ენერგიას, განსაკუთრებით რთული ლაქების  შემთხვევაში.
ქიმწმენდა არ არის უბრალოდ სერვისი - ეს არის ინვესტიცია თქვენს გარდერობში, საშუალება, შეინარჩუნოთ თქვენი საყვარელი ნივთების სილამაზე და ხარისხი წლების განმავლობაში.

რა ტიპის ტანსაცმელს სჭირდება ქიმწმენდა და რატომ?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტანსაცმელი შეიძლება გაირეცხოს სახლში, ზოგიერთი ტიპის სამოსს სჭირდება პროფესიონალური ქიმწმენდა.
ასეთია: 
დელიკატური ქსოვილები, მაგ: 

  • აბრეშუმი, ზამში, ტყავი და სხვ. ეს მასალები მგრძნობიარეა წყლისა და ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დეფორმაცია ან ფერის დაკარგვა.
  •  დიზაინერული ნაწარმი და ძვირადღირებული სამოსი - ასეთი ნივთები ხშირად შეიცავს რთულ დეტალებს ან უნიკალურ ქსოვილებს, რაც მოითხოვს სპეციალიზებულ მოვლას.
  • ფორმალური ტანსაცმელი: კოსტიუმები, პიჯაკები, საღამოს კაბები, ამ ტიპის სამოსს ფორმისა და ქსოვილის ხარისხის შესანარჩუნებლად სჭირდება პროფესიონალური დამუშავება,
  • მძიმე და ზამთრის ტანსაცმელი:  პალტოები, ქურთუკები, განსაკუთრებით ბუმბულის შემცველი, ასეთი ნივთები ხშირად შეიცავს რთულ საიზოლაციო მასალებს, რომლებიც მოითხოვს სპეციალურ მოვლას ეფექტურობის შესანარჩუნებლად.
  • რთული ლაქებით დაბინძურებული ტანსაცმელი: ნებისმიერი სამოსი ღვინის, ცხიმის, მელნის ან სხვა რთული ლაქებით, ამ ტიპის ლაქებთან ბრძოლა ხშირად შეუძლებელია სახლის პირობებში.
  • ნაქსოვი ტანსაცმელი, დეკორატიული ელემენტებიანი ტანსაცმელი (მაგ: მძივებით, მეტალით და ა.შ) , სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელი

რა ღირს ტანსაცმლის ქიმწმენდა ფასები?

ტანსაცმლის ქიმწმენდის ფასების დადგენა კომპლექსური პროცესია და გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
ტანსაცმლის ტიპი და ზომა - დიდი ზომის ან რთული სტრუქტურის მქონე ნივთები (მაგ., პალტო ან საღამოს კაბა) უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მცირე ზომის მარტივი ნივთები (მაგ., მაისური).
ქსოვილის სახეობა -  დელიკატური ქსოვილები (მაგ., აბრეშუმი, ზამში) მოითხოვს სპეციალურ მოვლას, რაც ზრდის ფასს.
დაბინძურების ხარისხი - რთული ან ძველი ლაქები საჭიროებს დამატებით დამუშავებას, რაც ასევე აისახება ფასზე.
დამატებითი სერვისები - მაგალითად, მიტანა-მოტანა ან მცირე შეკეთებები ზრდის საერთო ღირებულებას.
სეზონურობა და მოთხოვნა - ზოგიერთ სეზონზე (მაგ., გაზაფხულზე) მოთხოვნა იზრდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების მცირე ზრდა.
ქიმწმენდის კომპანიები ამ ფაქტორების გათვალისწინებით ადგენენ თავიანთ ფასებს. ისინი ცდილობენ დააბალანსონ საკუთარი ხარჯები (მაგ., აღჭურვილობა, საწმენდი საშუალებები, პერსონალი) და მომხმარებლისთვის მისაღები ფასი.
Servisebi.ge-ს პლატფორმის გამოყენებით შეძლებთ ერთმანეთს შეადაროთ რამდენიმე სერვისის ფასი და შეთავაზებები, ასევე გაეცნობით  მომხმარებელთა შეფასებებს, ეს კი დაგეხმარებათ იპოვოთ საუკეთესო ბალანსი ფასსა და ხარისხს შორის თქვენზე მორგებული კონკრეტული საჭიროებებისთვის.
 

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ფასისა და ხარისხის ქიმწმენდის სერვისი?

საუკეთესო ფასისა და ხარისხის ქიმწმენდის სერვისის შესარჩევად, პირველ რიგში,ერთმანეთს  შეადარეთ რამდენიმე სერვისის ფასი და შეთავაზებები. 
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Servisebi.ge.
ყურადღება მიაქციეთ მომხმარებელთა შეფასებებსაც - ისინი ხშირად გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნიან სერვისის ხარისხზე. დაინტერესდით, რა მეთოდებსა და საშუალებებს იყენებს ქიმწმენდა, გაარკვიეთ, რა დამატებით სერვისებს გთავაზობენ და საწყის ეტაპზე გამოსცადეთ სერვისი მცირე შეკვეთით, რათა შეაფასოთ მათი მუშაობის ხარისხი.

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ლაქები ?
როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ლაქები ?
...
ყველას ნახვა