ფეხსაცმლის ფორმის, სიცოცხლისუნარიანობისა და უბრალოდ, ესთეტიურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სწორი მოვლა და რეგულარული წმენდა, რაც მოიაზრებს გარკვეული პერიოდულობით ქიმწმენდის პროცედურების ჩატარებას.
ფეხსაცმლის ქიმწმენდა მრავალი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი:
ქიმწმენდა აღადგენს ფეხსაცმლის პირვანდელ იერსახეს, აშორებს ლაქებს და აბრუნებს მის ბზინვარებას.
სწორი მოვლა ახანგრძლივებს ფეხსაცმლის სიცოცხლეს, იცავს მას დაზიანებისგან და უნარჩუნებს მას სტრუქტურულ მთლიანობას.
პროფესიონალური წმენდა აშორებს ბაქტერიებს და სოკოებს, რაც ამცირებს არასასიამოვნო სუნის წარმოქმნის რისკს და იცავს ფეხის ჯანმრთელობას.
რეგულარული მოვლა ამცირებს ახალი ფეხსაცმლის შეძენის საჭიროებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურად მომგებიანია.
შესაძლებელია ყველა ტიპის ფეხსაცმლის ქიმწმენდა, თუმცა თითეულის დამუშავებისას გასათვალისწინებელია მასალის თავისებურებები.
მაგალითად: ტყავის ფეხსაცმლის დამუშავებისას იყენებენ სპეციალურ კრემებსა და საცხებს მასალის დასარბილებლად, ასევე რბილ ნაჭრებს წმენდისთვის.
ზამშის ფეხსაცმლის ქიმწმენდა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, ზამშის ტექსტურის შესანარჩუნებლად გამოიყენება მშრალი წმენდის მეთოდები და სპეციალური ჯაგრისები.
ზოგადი პროცედურები ფეხსაცმლის ქიმწმენდის კი ასეთია:
პირველ რიგში, ფეხსაცმლს ათვალიერებენ დეტალურად, განისაზღვრება დაბინძურების ხარისხი და ხდება ფეხსაცმლის მასალისა და ფერის იდენტიფიცირება.
შემდეგ ეტაპზე ფეხსაცმელი მუშავდება სპეციალური ჯაგრისებით, რის საშუალებითაც სცილდება ზედაპირული ჭუჭყი, მტვრი, ქვიშა.
იწყება ქიმიური დამუშავება, ეს ეტაპი ითვალისწინებს დაბინძურებული უბნების დამუშავებას სპეციალური ქიმიური ხსნარებით.
ისინი ღრმად აღწევენ ფეხსაცმლის მასალაში, "ჭამენ" და შლიან რთულ ლაქებს.
ქიმიური დამუშავების შემდეგ ფეხსაცმელი ირეცხება სუფთა წყლით და შრება ოთახის ტემპერატურაზე და ქიმწმენდის დასკვნით ეტაპზე ხდება ფეხსაცმლის ბზინვარების, ელასტიურობისა და ფორმის აღდგენა.
ერთი და იგივე მოდელი შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულად დამუშავდეს კონკრეტული ეგზემპლარის მდგომარეობიდან გამომდინარე. პროცესის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია შესასრულებელ სამუშაოზე.