ტანსაცმლის ქიმწმენდა გამოძახებით

ტანსაცმლის ქიმწმენდა გამოძახებით საკმაოდ მოთხოვნად სერვისად გადაიქცა, რაც დროის დაზოგვასთან ერთად, გვთავაზობს კომფორტსა და მოქნილობას.
ტანსაცმლის ქიმწმენდა გამოძახებით ხშირ შემთხვევაში ამ პრინციპით მუშაობს:
  • დაჯავშნა, შეკვეთის გაფორმება 
  • კურიერის გამოძახება 
  • კურიერთან ერთად ნივთების შემოწმება, სადაც ის აღრიცხავს გასაწმენდ ტანსაცმელზე ან ფეხსაცმელზე ლაქებისა თუ სხვა ტიპის მდგომარეობას.
  • ნივთები მიდის ქიმწმენდის ოფისში და გადის პროფესიონალურ წმენდას.
  • გაწმენდილი სამოსი/ფეხსაცმელი თუ სხვა ნივთები, წინასწარ შეთანხმებულ დროს ბრუნდება მომხმარებელთან.

თბილისში არსებული ქიმწმენდის გამოძახების სერვისები  მომსახურების გასაუმჯობესებლად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
გარდა ამისა, უმჯობესდება ანგარიშსწორების დეტალები, პოპულარულია ციფრული ინვოისები და ელექტრონული გადახდები, რაც ამარტივებს ფინანსურ ოპერაციებს. 
ქიმწმენდის სერვისების ფასები თბილისში მერყეობს შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
  • სტანდარტული სერვისი გჭირდებათ თუ პრემიუმი (რა დამატებით მომსახურებებს მოიცავს, მაგ: ანტიალერგიულ დამუშავებას)
  • კორპორატიული პაკეტები: სპეციალური ტარიფები ოფისებისთვის 
  • სეზონური აქციები: პერიოდული ფასდაკლებები.
Servisebi.ge-ზე შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ სხვადასხვა კომპანიის ფასები და შეთავაზებები.

ტანსაცმლის ქიმწმენდა ადგილზე მოსვლით

ტანსაცმლის ქიმწმენდა ადგილზე მოსვლით არ გულისხმობს, რომ პროფესიონალი ქიმწმენდის სპეციალისტები მოვლენ უშუალოდ თქვენს სახლში და ჩაატარებენ ტანსაცმელზე ქიმიურ პროცესებს.
ეს სერვისი გულისხმობს საკურიერო მომსახურებას, სადაც:
  • კურიერი მოდის კლიენტის მითითებულ მისამართზე.
  • იღებს გასაწმენდ ტანსაცმელს და ინიშნავს შესასრულებელ სამუშაოს (ლაქების ინფორმაცია და ა.შ)
  • მიაქვს ტანსაცმელი ქიმწმენდის დაწესებულებაში.
  • ქიმწმენდის პროცედურის დასრულების შემდეგ, კი აბრუნებს გაწმენდილ ტანსაცმელს კლიენტთან.
სერვისი ძალიან მოსახერხებელია დაკავებული ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს დრო ან არ სურს მსივლა ტანსაცმლის ქიმწმენდის პუნქტში, თუმცა 
გასათვალისწინებელი ფაქტორებიც არ უნდა გამოგვრჩეს:


შეიძლება არსებობდეს მინიმალური შეკვეთის მოთხოვნა
ფასების მხრივ - განსხვავებული პირობები ცენტრალური და გარეუბნებისთვის
ძვირადღირებული ან უნიკალური ნივთების შემთხვევაში მოითხოვეთ დაზღვევაზე ინფორმაცია.

ხშირად დაშვებული შეცდომები ქიმწმენდის გამოყენებისას

ადამიანების დიდი ნაწილი არ არის საკმარისად ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ქიმწმენდის წინ, პროცესის მსვლელობისას და მის შემდეგ. 
ამის გამო ხშირად ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რომლებიც საბოლოო ჯამში აზიანებს ჩვენს საყვარელ ნივთებს და გვახარჯინებს ზედმეტ დროსა და ფულს
განვიხილოთ 4 შეცდომა, რომელსაც მომხმარებლების უმრავლესობა უშვებს ქიმწმენდის დროს.

შეცდომა #1 - ნებისმიერი ნივთის გაწმენდის მოთხოვნა ქსოვილის ტიპის გათვალისწინების გარეშე. 

არ შეიძლება ყველა ნაჭრის ერთნაირად დამუშავება, რადგან თითოეულ მათგანს აქვს განსაკუთრებული თავისებურებები, სირთულე და მოთხოვნები. მაგალითად, ბამბის, ლურჯი ჯინსის ან თეთრეულის ქიმწმენდა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე აბრეშუმის, მაქმანის ან ხავერდის. ასევე შალი, ბამბა და სინთეტიკა სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და გამხსნელებს საჭიროებს, ხოლო შერეული ქსოვილები კომბინირებულ მიდგომას.
მიუხედავად მომხმარებლის დაჟინებული მოთხოვნისა, ისეთი ობიექტები, რომელთაც აქვთ მაღალი ხარისხის ქიმწმენდა, აუცილებლად აუხსნიან ქსოვილთან დაკავშირებულ გასათვალისწინებელ დეტალებს მომხმარებელს.

შეცდომა #2 - ქიმწმენდის გადადება ბოლო მომენტისთვის, როდესაც ნივთი უკვე ძალიან ძველი და დაბინძურებულია მრავალი რთული ლაქით. 

მართალია ქიმწმენდით შესაძლებელია ნებისმიერი სახის ლაქის მოშორება, მაგრამ რაც უფრო ძველია ჭუჭყი და უფრო ღრმად შეჭრილი ქსოვილში, მით უფრო რთულდება მისი ამოღება და იზრდება ქსოვილის დაზიანების რისკი. განსაკუთრებით საშიშია ისეთი ლაქები, როგორიცაა ღვინო, ყავა, ნახშირი, მურაბა, რომლებიც სწრაფად იწოვენ და შრება ბოჭკოებში.
ასეთი ლაქების წარმოქმნისთანავე, გირჩევთ დროულად მიაქციოთ მათ ყურადღება და ჩაუტაროთ ქიმწმენდა.


შეცდომა #3  - ქიმწმენდის შემდეგ არასწორი შენახვა

ეს პროცესი ქიმწმენდის პროცედურაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან  არასწორად შენახვამ,  შეიძლება წარმატებული ქიმწმენდის ეფექტიც კი გააქროს.
ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ქიმწმენდიდან ჩამოტანილი ნივთების პირდაპირ კარადაში დახვავება. დახურულ სივრცეში ქსოვილი კარგავს სიმკვრივეს, ეკეცება, ჭმუჭნის, კარგავს გარეგნულ იერს. ასევე ნესტიან გარემოში აქტიურდება ობის სოკო.
თითოეული ნივთი შეინახეთ ინდივიდუალურად, საკიდზე ან სპეციალურ ტანსაცმლის შესანახ ჩასაგებში.
განსაკუთრებული პირობებია საჭირო ნატიფი ქსოვილების, ბეწვეულის, ტყავის და მსგავსი ტიპის ტანსაცმლის შესანახად.
გირჩევთ, დეატალური რეკომენდაციები შენახვის პირობებთან დაკავშირებით, ქიმწმენდის კომპანიას გამოკითხოთ და გაითვალისწინოთ.

შეცდომა #4  - მოვლის რეკომენდაციების უგულებელყოფა

მომხმარებელთა უმრავლესობა არ იცავს ქიმწმენდის სპეციალისტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
როგორც წესი, ყველა პროფესიონალურ ქიმწმენდის კომპანიაში, გასუფთავებულ ნივთებთან ერთად, მომხმარებელს გადასცემენ დეტალურ ინსტრუქციას თუ როგორ მოუაროს, გააშროს, შეინახოს ესა თუ ის ქსოვილი. ეს რჩევები ეფუძნება კონკრეტული მასალის თავისებურებებს და მათი დაცვა აუცილებელია ნივთის ხარისხის შესანარჩუნებლად.
აუცილებლად წაიკითხეთ მოვლის ინსტრუქცია, შეისწავლეთ მასში მოცემული წესები და მიჰყევით მათ ყოველი რეცხვისა თუ შენახვისას. 
თუ რაიმე გაურკვეველია ან დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ქიმწმენდის თანამშრომლებს და მათგან მიიღეთ კვალიფიციური პასუხი.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ტანსაცმლის ქიმწმენდა გამოძახებით?

ტანსაცმლის ქიმწმენდა ადგილზე მოსვლით დამატებითი სერვისია და  როგორც წესი ოდნავ აღემატება ფილიალში ქიმწმენდის პროცედურების ფასს, რადგან კომპანია ხარჯავს დამატებით რესურსებს ლოგისტიკაზე. 
თუმცა სხვაობა არც ისე დიდია და თუ გსურთ დროის დაზოგვა, ან გარკვეული მდგომარეობის გამო ვერ ახერხებთ ქიმწმენდაში მისვლას, ეს სერვისი დაგეხმარებათ.
კონკრეტული ფასების დასადგენად მოიძიეთ ქიმწმენდის განცხადება Servisebi.ge-ზე, დაუკავშირდით ავტორს და მასთან დააზუსტეთ დეტალები.

რა განსხვავებაა ქიმწმენდასა და პროფესიულ რეცხვას შორის?

ტანსაცმლის ქიმწმენდა და პროფესიული რეცხვა ორი განსხვავებული მეთოდია ტანსაცმლის გასაწმენდად.
ქიმწმენდა იყენებს სპეციალურ ქიმიურ გამხსნელებს წყლის ნაცვლად, იდეალურია რთული ლაქების მოსაშორებლად და ისეთი ნივთების გასაწმენდად, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ან დეფორმირდეს წყალთან კონტაქტისას.
პროფესიული რეცხვა უფრო ახლოსაა ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო რეცხვასთან,მაგრამ იყენებს უფრო დახვეწილ აღჭურვილობას, ტექნიკას, წყალსა და  სპეციალურ სარეცხ საშუალებებს.
პროფესიული რეცხვა შესაფერისია ბევრი ყოველდღიური ტანსაცმლისთვის, საწოლის თეთრეულისთვის და სხვა ქსოვილებისთვის, რომლებიც კარგად იტანს წყალს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ანტიკვარული ან ვინტაჟური ტანსაცმლის ქიმწმენდისას?

ეს ნივთები ხშირად უნიკალურია და აქვთ ისტორიული ღირებულება, ამიტომ მათ სჭირდებათ სპეციფიკური მოვლა.
ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ სუსტ ადგილს, გაცვეთილ ნაკერებს ან მორღვეულ დეკორატიულ ელემენტებს. ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ქიმწმენდის სპეციალისტს, რათა მან შეძლოს სათანადო ზომების მიღება.
ბევრი ანტიკვარული ნივთი შეიძლება შეიცავდეს ნატურალურ საღებავებს ან დელიკატურ მასალებს, რომლებიც მგრძნობიარეა ქიმიური ნივთიერებების მიმართ. ამიტომ, ხშირად რეკომენდებულია ნაზი, ხელით წმენდის მეთოდების გამოყენება აგრესიული ქიმიური დამუშავების ნაცვლად.
მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ქიმწმენდის სერვისი, რომელსაც აქვს გამოცდილება ანტიკვარულ ტანსაცმელთან მუშაობის.