ფეხსაცმლის ქიმწმენდა

ფეხსაცმლის ქიმწმენდა აუმჯობესებს ფეხსაცმლის გარეგნულ იერსახეს, ხელს უწყობს მის ხანგრძლივ სიცოცხლეს და ჰიგიენას.
ფეხსაცმლის ქიმწმენდა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
  • ინსპექცია: დეტალურად მოწმდება ფეხსაცმელი, დაზიანებებისა და სპეციფიკური პრობლემების გამოსავლენად.
  • წინასწარი დამუშავება: რაც გულისხმობს ზედაპირული ჭუჭყისა და მტვრის მოშორებას.
  • ძირითადი წმენდა: ამ ეტაპზე ხდება შერჩეული მეთოდით ფეხსაცმლის გაწმენდა. ლაქების მოშორება, ასეთის არსებობის შემთხვევაში 
  • დეზინფექცია და დეზოდორაცია: ბაქტერიებისა და არასასიამოვნო სუნის მოშორება.გაშრობა და დასრულება
პროცესში გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები, მათგან გავრცელებულია:
  • ორთქლით წმენდა 
  • მშრალი ქიმწმენდა
  • ოზონით დამუშავება 
მეთოდის შერჩევა ხდება მასალის ტიპიდან გამომდინარე, 
მაგალითად:ზამშის ფეხსაცმლის ქიმწმენდა უმჯობესია მშრალი ქიმწმენდით მოხდეს, რათა მასალამ შეინარჩუნოს ფორმაც და პირვანდელი ფერიც.
თუ დაგჭირდებათ, შესაძლებელია ყველა ტიპის ფეხსაცმლის ქიმწმენდა და ამ სერვისის გამწევ კომპანიებს Servisebil.ge-ზე იპოვნით.

ყველა ტიპის ფეხსაცმლის ქიმწმენდა, ზამშის ფეხსაცმლის ქიმწმენდა

თუ გჭირდებათ ყველა ტიპის ფეხსაცმლის ქიმწმენდა ზამშის ფეხსაცმლის ქიმწმენდა და სხვა მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელების ქიმწმენდა,  მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თითოეული ტიპის ფეხსაცმელი მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და სპეციფიკურ მოვლას.
მაგალითად: ზამშის ფეხსაცმელი საკმაოდ დელიკატური სამუშაოა, იგივე ეხება ტყავსაც და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის წმენდა მიანდოთ კვალიფიციურ კომპანიებსა და ადამიანებს, რადგან სპეციალისტები განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით უდგებიან შესასრულებელ სამუშაოს, გათვალისწინებული აქვთ ყოველი დეტალი და დაგეხმარებიან შეუნარჩუნოთ თქვენს საყვარელ ფეხსაცმელს სილამაზე და ხანგრძილივი მოხმარების ვადა.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალური ქიმწმენდა მნიშვნელოვანია, არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ფეხსაცმლის ყოველდღიურად მოვლაში:
  • რეგულარულად გაწმინდეთ ფეხსაცმელი ხმარების შემდეგ.
  • გამოიყენეთ სპეციალური დამცავი სპრეები წყალგამძლეობისთვის.
  • შეინახეთ ფეხსაცმელი მშრალ და გრილ ადგილას, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულად.
  • გამოიყენეთ ფეხსაცმლის ფორმის შემნარჩუნებლები, განსაკუთრებით ტყავის ფეხსაცმლისთვის.

როგორ განვაახლოთ ფეხსაცმელი?

ფეხსაცმლის ფორმის, სიცოცხლისუნარიანობისა და უბრალოდ, ესთეტიურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სწორი მოვლა და რეგულარული წმენდა, რაც მოიაზრებს გარკვეული პერიოდულობით ქიმწმენდის პროცედურების ჩატარებას.
ფეხსაცმლის ქიმწმენდა მრავალი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი:


ქიმწმენდა აღადგენს ფეხსაცმლის პირვანდელ იერსახეს, აშორებს ლაქებს და აბრუნებს მის ბზინვარებას.
სწორი მოვლა ახანგრძლივებს ფეხსაცმლის სიცოცხლეს, იცავს მას დაზიანებისგან და უნარჩუნებს მას სტრუქტურულ მთლიანობას.
პროფესიონალური წმენდა აშორებს ბაქტერიებს და სოკოებს, რაც ამცირებს არასასიამოვნო სუნის წარმოქმნის რისკს და იცავს ფეხის ჯანმრთელობას.
რეგულარული მოვლა ამცირებს ახალი ფეხსაცმლის შეძენის საჭიროებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურად მომგებიანია.
შესაძლებელია ყველა ტიპის ფეხსაცმლის ქიმწმენდა, თუმცა თითეულის დამუშავებისას გასათვალისწინებელია მასალის თავისებურებები.
მაგალითად: ტყავის ფეხსაცმლის დამუშავებისას იყენებენ სპეციალურ კრემებსა და საცხებს მასალის დასარბილებლად, ასევე რბილ ნაჭრებს წმენდისთვის.
ზამშის ფეხსაცმლის ქიმწმენდა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, ზამშის ტექსტურის შესანარჩუნებლად გამოიყენება მშრალი წმენდის მეთოდები და სპეციალური ჯაგრისები.
ზოგადი  პროცედურები ფეხსაცმლის ქიმწმენდის კი ასეთია:

პირველ რიგში, ფეხსაცმლს ათვალიერებენ დეტალურად, განისაზღვრება დაბინძურების ხარისხი და ხდება ფეხსაცმლის მასალისა და ფერის იდენტიფიცირება.
შემდეგ ეტაპზე ფეხსაცმელი მუშავდება სპეციალური ჯაგრისებით, რის საშუალებითაც სცილდება ზედაპირული ჭუჭყი, მტვრი, ქვიშა.
იწყება ქიმიური დამუშავება,  ეს ეტაპი ითვალისწინებს დაბინძურებული უბნების დამუშავებას სპეციალური ქიმიური ხსნარებით. 
ისინი ღრმად აღწევენ ფეხსაცმლის მასალაში, "ჭამენ" და შლიან რთულ ლაქებს.
ქიმიური დამუშავების შემდეგ ფეხსაცმელი ირეცხება სუფთა წყლით და შრება ოთახის ტემპერატურაზე და ქიმწმენდის დასკვნით ეტაპზე ხდება ფეხსაცმლის ბზინვარების, ელასტიურობისა და ფორმის აღდგენა.
ერთი და იგივე მოდელი შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულად დამუშავდეს კონკრეტული ეგზემპლარის მდგომარეობიდან გამომდინარე. პროცესის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია შესასრულებელ სამუშაოზე.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

​რა სიხშირით უნდა ჩავატაროთ ქიმწმენდა ტყავის ნივთებზე?

ტყავის ნივთების ქიმწმენდის სიხშირე დამოკიდებულია მათი გამოყენების ინტენსივობაზე და გარემო პირობებზე. 
ზოგადად, ტყავის ქურთუკებსა და პალტოებს სჭირდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ქიმწმენდა. 
ტყავის ფეხსაცმელს კი შეიძლება დასჭირდეს უფრო ხშირი პროფესიონალური მოვლა.

არის თუ არა განსხვავება მამაკაცისა და ქალის ფეხსაცმლის ქიმწმენდის პროცესში?

ძირითადი პროცესი მსგავსია, მაგრამ შეიძლება იყოს განსხვავებები გამოყენებულ ტექნიკებში, განსაკუთრებით მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ან დეკორატიული ელემენტების შემთხვევაში.
 ქალის ფეხსაცმელს ხშირად უფრო დელიკატურ მოპყრობა სჭირდება რთული დიზაინის ან ნატიფი მასალების გამო.
ყველა ტიპის ფეხსაცმლის ქიმწმენდა შესაძლებელია ქიმწმენდის დაწესებულებებში, მათთან დაკავშირებას ჩვენი პლატფორმიდან შეძლებ.