გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სერვისი მანქანის დაქირავება უკვე საუკუნეზე მეტი ხანია რაც არსებობს. როგორც კი, მანქანები საზოგადოებას წარუდგინეს, ჭკვიანმა მეწარმეებმა გამოავლინეს გაქირავებაზე მზარდი მოთხოვნა. მანქანების დაქირავებაზე ადრეული ჩანაწერები ჯერ კიდევ 1904 წელს არის ნაპოვნი, როდესაც მინეაპოლისში ველოსიპედის მაღაზიამ დაიწყო მანქანების გაქირავება. რამდენიმე წლის შემდეგ, გერმანული კომპანია Sixt დაარსდა და დაიწყო მანქანების გაქირავება სამი ავტომობილით. ის, რაც დაიწყო, როგორც მცირე ბიზნესი, გადაიზარდა გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე სამყაროში.
თუ ადრე, პრობლემას წარმოადგენდა საკუთარი ავტომობილის გარეშე გადაადგილება, დღეს ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ისეთი სერვისის არსებობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იქირაოთ თქვენს სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ავტომობილი საკმაოდ კომფორტულია.
განვიხილოთ ის ძირითადი მიზეზები და ფაქტორები, რის გამოც მანქანების ქირაობა მოთხოვნადია.
- მოქნილობა და კომფორტი - მანქანის დაქირავება უზრუნველყოფს უფრო მოქნილ ტრანსპორტირებას, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან ტაქსის გამოყენება. ეს დიდი უპირატესობაა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს.
- ნაკლები ფინანსური დანახარჯი - მანქანის ყოველდღიური დაქირავება შეიძლება იყოს უფრო ხელმისაწვდომი მანქანის გრძელვადიან დაქირავებასთან შედარებით. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ან ერთდღიანი მოგზაურობისთვის, ის გთავაზობთ უფრო ეკონომიურ ვარიანტს ტაქსის გამოძახებასთან შედარებით.
- სატრანსპორტო საშუალებების ფართო არჩევანი - არსებობს მრავალი ხელმისაწვდომი ვარიანტი მანქანების ასარჩევად.დაწყებული დაბალბიუჯეტური მანქანებიდან, დამთავრებული ძვირადღირებული მოდელებით.
- პრაქტიკული და სწრაფი დაქირავება - შეგიძლიათ მანქანის დაქირავება ვებ-გვერდის ან აპლიკაციების დახმარებით, რაც კიდევ უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს ხდის სერვისს. შეგიძლია ავტომობილი დაიქირაო სასურველ ლოკაციაზე: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ა.შ
- აღმოაჩინეთ ახალი და საინტერესო ადგილები მარტივად - მანქანის დაქირავება დღიურად საშუალებას გაძლევთ გადაადგილდეთ უცხო ქალაქში , როცა ტურისტული ვიზიტით სულ მცირე დროით იმყოფებით და მოასწროთ ძალიან ბევრი ლამაზი, ისტორიული და საინტერესო ადგილების მონახულება. მანქანის დაქირავება გაძლევთ შესაძლებლობას დაზოგოთ თანხა, დრო და აღმოაჩინოთ განსაკუთრებული ადგილები.
- კონფიდენციალურობა და თავისუფლება - როდესაც თქვენ ქირაობთ მანქანას, შეგიძლიათ გადაადგილდეთ მაქსიმალურად თქვენზე მორგებული გზებით. ასე უფრო მეტად დაცულია თქვენი გადაადგილების მარშრუტი და ხართ სრულად თავისუფალი მგზავრობის დროს. ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გაჩერდეთ სასურველ ადგილსა და დროს. მიირთვათ საკვები, უსმინოთ მუსიკას და სხვა.
რა ღირს მანქანის ქირაობა ?
იქამდე სანამ მანქანას იქირავებთ, გაითვალისწინეთ ის ძირითადი ფაქტორები, რაც განსაზღვრავს ავტომობილის გაქირავების ღირებულებას, მათ შორისაა:
- მანქანის ტიპი, გამოშვების წელი და მისი გამავლობა - იქნება ეს სედანი, სპორტული ავტომობილი, ელექტრო ავტომობილი თუ სხვა. თითოეული ეს კომპონენტი მნიშვნელოვნად მოქმედებს ავტომობილის გაქირავების ფასზეც, რადგან დიდი ზომისა და მოცულობის მანქანის დაქირავება ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე სედანის ტიპის მანქანის.
- ასაკი და მართვის მოწმობის ხანგრძლივობა - თქვენ უნდა იყოთ 21 წლის ან მეტი და გქონდეთ მართვის მოწმობა მინიმუმ 1-2 წლის განმავლობაში. შესაძლოა გამქირავებელმა კომპანიამ დამატებითი ზღვარი დააწესოს დამქირავებლისათვის; მაგალითად, გააქირაოს სპორტული მანქანა მხოლოდ 25 წელზე ზემოთ მიღწეულ პირებზე.
- დაქირავების პერიოდი და ლოკაცია - მანქანის ქირაობის დროს, გამქირავებელი აწესებს ტარიფებს იმ მიმართულების შესაბამისად, სადაც გადაადგილდებით. რაც შეეხება ქირაობის დროს, შეგიძლიათ მანქანის ქირაობა თვიურად ან სასურველი დროით. ლოგიკურია, რომ რაც უფრო დიდი ხნით გსურთ ავტომობილის დაქირავება, მით უფრო მეტი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი.
- გაუთვალისწინებელი ხარჯები - თქვენ მიერ არჩეულ კომპანიას შესაძლოა დამატებითი გადასახადიც ჰქონოდეს დაწესებული. მაგალითად, ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში დაგაკისროთ საურავი.
ავტომობილის დაქირავება მძღოლით თუ მძღოლის გარეშე, რომელია უკეთესი ?
ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ხშირად გამქირავებელი კომპანიები და კერძო პირები, მანქანას აქირავებენ, როგორც
მძღოლთან ერთად, ასევე
მძღოლის გარეშე განვიხილოთ ის ძირითადი ფაქტორები, რაც ორივე სერვისის არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებით მიმზიდველია.
- მანქანის ქირაობა მძღოლით, ერთ-ერთი მოთხოვნადი, მნიშვნელოვანი და გამოცდილი სერვისია, რომელსაც მომხმარებელი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის იყენებს. მანქანის დაქირავება მძღოლით საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს მივლინებით სხვა ქალაქში ვიზიტი, მოგზაურობა თუ ახალი ქალაქის აღმოჩენა. ყველა შემთხვევაში თქვენი მგზავრობა ხდება უფრო უსაფრთხო და მაქსიმალურად მოქნილი, როდესაც გამოცდილ მძღოლთან ერთად მანქანით გადაადგილდებით.
- ავტომობილის დაქირავება მძღოლის გარეშე, განსაკუთრებით მოთხოვნადი და კომფორტულია, რადგან მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ აირჩიოს მარშრუტი, გაჩერდეს საჭიროებისამებრ და იმოძრაოს სრულიად თავისუფლად, დროის ან სხვა შეზღუდვების გარეშე. ეს სერვისი გამოირჩევა კომფორტით, რადგან აღარ ხართ დამოკიდებული მძღოლის განრიგზე ან მის გადაწყვეტილებებზე, თქვენ მართავთ საჭეს და ირჩევთ გადაადგილების გზებს.
რას მოიცავს სერვისი ავტომობილის ქირაობა დღიურად ბიუჯეტურ ფასად ?
ავტომობილის ქირაობა დღიურად 50 ლარად შესაძლებელია არა მხოლოდ
თბილისში, არამედ
ქუთაისში,
ბათუმში,
რუსთავში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ეს სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც მოგზაურობს ქვეყნის მასშტაბით და სურს გადაადგილება მაქსიმალური კომფორტით, ზედმეტი საზრუნავის გარეშე.
ქირაობის დროს მანქანის გამოყენებისას არ გიწევთ ფიქრი მის შეკეთებაზე, თქვენ უბრალოდ იხდით ქირის გადასახადს და საწვავის საფასურს, დანარჩენს კი გაქირავების კომპანია და სადაზღვევო უზრუნველყოფს. ეს ვარიანტი ბევრად უფრო ეკონომიური და მოქნილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე მარშრუტის დაგეგმვას აპირებთ.
კიდევ რა მიზნით შეიძლება ავტომობილის დაქირავება ?
საქორწილო ავტომობილების ქირაობა, ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს საქორწილო წვეულება კიდევ უფრო დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი გახადოს. მანქანის დაქირავების სერვისი კიდევ უფრო მრავალფეროვანია, რადგან მისი დახმარებით, შეგიძლიათ ელექტრო ავტომობილი იქირაოთ და გამოცადოთ თანამედროვე მანქანის მახასიათებლები თქვენთვის სასურველი მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ დამატებით შემოსავლის წყარო გჭირდებათ და არ ფლობთ ავტომობილს, შეგიძლიათ
ავტომობილის ქირაობა სატაქსაოდ.
ხშირად ხდება, რომ სასურველი მოდელის ავტომობილი, რომელიც ადამიანებს მოსწონთ ან მისი შეძენა სურთ საკმაოდ ძვირადღირებულია. იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილის შესაძენად საჭირო სრული თანხა მომხმარებელს არ აქვს, შეუძლია ისარგებლოს სერვისით,
მანქანის ქირაობა საბოლოო შესყიდვით. ეს თანამედროვე ტიპის სერვისი, მომხმარებელს უმარტივებს მანქანის შეძენის პროცესს და საშუალებას აძლევს ისარგებლოს ავტომობილით ნებისმიერი მიზნობრიობით, გადაიხადოს ყოველთვიური ქირის ღირებულება საბოლოო შესყიდვის პირობით.
თუ ეძებთ კონკრეტული მოდელის ავტომობილს და გსურთ, რომ იქირაოთ ვებ.გვერდზე
servisebi.ge აღმოაჩენთ არაერთ განცხადებას ავტომობილების გაქირავების შესახებ. აქვე გაეცნობით მომხმარებლის შეფასებებს და გადაწყვეტილებას რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ.