განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მანქანის ქირაობა თბილისში

მანქანის ქირაობა თბილისში არის კომფორტული სერვისი, რომელიც ერგება თქვენს საჭიროებებს და გაგიმარტივებთ გადაადგილებას. მანქანის ქირაობა თბილისში ნებისმიერი მიზნით შეგიძლიათ, იქნება ეს სადღესასწაულო ღონისძიება, ქალაქში ტურისტულად გადაადგილება თუ სხვა. ხშირ შემთხვევაში ტაქსის გამოძახების სერვისი თბილისში გადაადგილების დროს საკმაოდ ძვირადღირებულია განსაკუთრებით პიკის საათში.  საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის სამარშრუტო ტაქსები ხშირად ვერ მოძრაობენ განრიგის შესაბამისად ისევ და ისევ გადატვირთული სატრანსპორტო მიმართულებების გამო. მანქანის ქირაობის შემთხვევაში თქვენ ზოგავთ გადაადგილებისთვის საჭირო დროს და მგზავრობთ კომფორტულად. იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ ავტომობილის სამართავად მართვის მოწმობა, შეგიძლიათ ისარგებლოთ მანქანის დაქირავებით მძღოლით.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

2+ დღით ქირავდება სუფთა და მოწესრიგებული

ქირავდება ავტომობილები დღიურად საუკეთესო პირობებით! მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც მძღოლით, ასევე მძღოლის გარეშე. - ფასი: 100–120 ლარი (ფასი დამოკიდებულია ქირაობის დღეების რაოდენობაზე). - დაზღვევა: 100%-იანი სრული დაზღვევით. - მინიმალური ვადა: 2 ან მეტი დღე. ავტომობილებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის: დარეკეთ მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე. შენიშვნა: 22:00 საათის შემდეგ გთხოვთ მოგვწეროთ მხოლოდ WhatsApp-ში.

ვალერი
შეფასება 5.0 , 2 შეფასება
პრო

Land Rover Evoque 2015 ქირავდება სუფთა და მოწესრიგებული

ქირავდება სუფთა და მოწესრიგებული ავტომობილები, ორი და მეტი დღით, მესამე პირის დაზღვევით, არის სრულად გამართული. გვაქვს მაღალი კომპლექტაციის სხვა მანქანებიც. ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე. ქირავდება 23+ ასაკის მქონე პირებზე. მართვის გამოცდილება 2 წელი ან მეტი. დეტალებზე დარეკეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე. 22:00 საათის შემდეგ გთხოვთ მომწეროთ WhatsApp-ზე.

პრო

მანქანის ქირაობა

გთავაზობთ მანქანების ქირაობას დღიურად. ფასი 70/80 ლარი, გააჩნია დღეების რაოდენობას. არის სუფთა და მოვლილი და სრულად გამართული. მანქანები დაზღვეულია. არ ქირავდება სატაქსაოდ და ერთი დღით!

შეფასება 5.0 , 3 შეფასება
1 ვიდეო

ქირავდება Hyundai Elantra

ქირავდება Hyundai Elantra 2.0 ძრავით დაზღვეულიადღ 100%-ით. ქირავდება, როგორც მძროლით, ასევე მძღოლის გარეშე. მინიმალური ასაკი 23 წელი, მინიმალური გამოცდილება 2 წელი დეპოზიტი 100ლ. ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე.

ქირავდება NISSAN ROGUE დღიურად

ქირავდება NISSAN ROGUE 2.5 ძრავით დაზღვეულია 100%-ით. ქირავდება, როგორც მძღოლით, ასევე მძღოლის გარეშე. მინიმალური ასაკი 23 წელი, მინიმალური გამოცდილება 2 წელი, დეპოზიტი 100₾. ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე.

ქირავდება სედანი მძღოლის გარეშე

ქირავდება დღიურად მძღოლის გარეშე სედანი ფორდ ფიუჟენ ტიტანიუმი, ტექნიკურად და ვიზუალურად გამართულ/მოწესრიგებული, 100% დაზღვეული. ფასი დამოკიდებულია დაქირავების დღეების რაოდენობაზე. 1 დღე - 120 ლარი 2-5 დღე - 100 ლარი 6 დღეზე მეტი - 90 ლარი

ქირავდება Hyundai Elantra

ქირავდება Hyundai Elantra 2.0 ძრავით დაზღვეულია 100%-ით. ქირავდება როგორც მძროლით ასევე მძღოლის გარეშე. მინიმალური ასაკი 23 წელი, მინიმალური გამოცდილება 2 წელი, დეპოზიტი 100₾. ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე.

ქირავდება Subaru Crosstrek

ქირავდება Subaru Crosstrek 2018 წლიანი. ქირავდება მინიმუმ 3დღე. მძღოლის ასაკი: 23 წლიდან 3 წლიანი მართვის გამოცდილებით. დღიური ფასი 110 ლარი. მანქანა არის დაზღვეულ, ჯიპიესით და პლომბებით აღჭურვილი. დეპოზიტი: 300 ლარი.

მანქანის ქირაობა თბილისი

მანქანის ქირაობა თბილისის თითქმის ყველა უბანში კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას გაძლევთ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კლასის და მარკის ავტომობილი შედარებით ბიუჯეტურად იქირაოთ თბილისის მასშტაბით. თუ კონკრეტული ღონისძიებისთვის გჭირდებათ განსხვავებული ავტომობილი, რომელსაც არ ფლობთ მანქანის გაქირავება თბილისის მთელ ტერიტორიაზე შესაძლებლობას გაძლევთ მარტივად და ბიუჯეტურად გადაადგილდეთ და იქირაოთ ავტომობილი დღიურად 50 ლარად. გარდა ამისა, შეგიძლიათ იქირაოთ, როგორც სპორტული, ისე სხვა ტიპის ავტომობილები. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მოულოდნელად თქვენი კუთვნილი ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და ტაქსით გადაადგილება საკმაოდ ძვირი გიჯდებათ შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა თბილისში და გადაადგილდეთ მცირე დანახარჯებით.

ქირავდება Jeep Renegade

ქირავდება Jeep Renegade 2.4 ძრავით, დაზღვეულია 100%-ით. ქირავდება, როგორც მძღოლით, ასევე მძღოლის გარეშე. მინიმალური ასაკი 23 წელი, მინიმალური გამოცდილება 2 წელი, დეპოზიტი 100₾. ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე.

ქირავდება Hyundai Tucson

ქირავდება Hyundai Tucson 2.5 ძრავით დაზღვეულია 100%-ით. ქირავდება, როგორც მძროლით, ასევე მძღოლის გარეშე. მინიმალური ასაკი 23 წელი, მინიმალური გამოცდილება 2 წელი, დეპოზიტი 100₾. ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე.

ქირავდება Kia Sportage

ქირავდება Kia Sportage 2.4 ძრავით დაზღვეულია 100%-ით. ქირავდება როგორც მძღოლით, ასევე მძღოლის გარეშე. მინიმალური ასაკი 23 წელი, მინიმალური გამოცდილება 2 წელი, დეპოზიტი 100₾. ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე.

ქირავდება Toyota Camry

ქირავდება Toyota camry 2.5 ძრავით დაზღვეულია 100%-ით. ქირავდება, როგორც მძროლით, ასევე მძღოლის გარეშე. მინიმალური ასაკი 23 წელი, მინიმალური გამოცდილება 2 წელი, დეპოზიტი 100₾. ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე.

ქირავდება Ford Fusion

ქირავდება 2019 წლიანი Ford Fusion მინიმუმ 10დღე - 70ლარი. დეპოზიტი 300 ლარი. მანქანა არის იდეალურად სუფთა და მოვლილ მდგომარეობაში. ძალიან ეკონომიური: 5.3-5.6 ლიტრი 100 კილომეტრზე. მანქანა არის პლომბებით და ჯიპიესით აღჭურვილი. მძღოლი უნდა იყოს 25 წლიდან.

ქირავდება Prius C

ქირავდება ტოიოტა პრიუს ც. კვირამდე - 70 ლარი, ხანგრძლივი ვადით - 60 ლარი. მარცხენა საჭით, იდეალურად სუფთა და მოვლილ მდგომარეობაში. მანქანა არის პლომბებით და ჯიპიესით აღჭურვილი. მძღოლი უნდა იყოს 23 წლიდან. დეპოზიტი აუცილებელია - 300 ლარი.

მომხმარებლის შეფასებები

2+ დღით ქირავდება სუფთა და მოწესრიგებული

შეფასების ავტორი: თათი

საუკეთესო მომსახურება! მანქანა ძალიან მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე ვიქირავე. ავტომობილი დამხვდა იდეალურად სუფთა...

მანქანის ქირაობა

შეფასების ავტორი: ლევანი

უკომფორტულესი მანქანაა, ძალიან კმაყოფილი ვარ და ვუწევ რეკომენდაციას ამ მანქანებს

მანქანის ქირაობა

შეფასების ავტორი: მარიამი

ტექნიკურად სრულყოფილად გამართული მანქანები ყავს ბატონ ვახტანგს, ასევე მოვლილი, ეკონომიური და ძალიან კომფორტული. მა...

მანქანის ქირაობა

შეფასების ავტორი: მიხეილი

მოვლილი, სუფთა და გამართული მანქანაა, კმაყოფილი ვარ მომსახურებით, ვუწევ რეკომენდაციას.

მანქანის ქირაობა თბილისში - ბიუჯეტური სერვისი თქვენი კომფორტული მგზავრობისთვის

თბილისში ყოველდღიურად ასობით ათასი ავტომობილი გადაადგილდება. ეს ქალაქი ერთიანად საინტერესო და მიმზიდველია, როგორც აქ მაცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. იმისთვის,  რომ კიდევ უფრო თავისუფლად გადაადგილდეთ ქალაქში ან დაათვალიეროთ აქამდე უცნობი და საინტერესო ღირსშესანიშნაობები შეგიძლიათ, ისარგებლოთ მანქანის დაქირავების სერვისით.

მანქანის ქირაობა დღიურად თბილისში გაგიმარტივებთ გადაადგილებას. თქვენ გექნებათ საშუალება შეადგინოთ ის მარშრუტი, რაც გსურთ და იმგზავროთ მაქსიმალურად კომფორტულად.

მაშინ, როცა თქვენი ავტომობილი მწყობრიდან გამოდის და არ გსურთ ტაქსიში ზედმეტი თანხის გადახდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ მანქანის დაქირავების სერვისით. ან უბრალოდ დაიქირაოთ ავტომობილი ქორწილისთვის და გადაადგილდეთ კომფორტულად.

თუ კონკრეტული ღონისძიებისთვის ან სადღესასწაულო ვახშამზე მისასვლელად გამორჩეული, მაღალი კლასის ავტომობილი გჭირდებათ და ასეთს არ ფლობთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მანქანის ქირაობის სერვისით თბილისში. იმ შემთხვევაში თუ ინოვაციური ელექტრო ავტომობილის გზებზე გამოცდა გსურთ, მანქანის ქირაობა ამ დროსაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

თუ ქალაქში გადაადგილდებით ტურისტულად და გსურთ მოკლე დროში ძალიან ბევრი გამორჩეული ღირსშესანიშნაობების მონახულება, შეგიძლიათ იქირაოთ სპორტული მანქანა, შეადგინოთ თქვენზე მორგებული მარშრუტი და გადაადგილდეთ საკმაოდ მცირე დროში, ნაკლები ბიუჯეტით.

განვიხილოთ ის მთავარი ფაქტორები რაც უნდა გაითვალისწინოთ მანქანის დაქირავებამდე თბილისში:

იმისთვის,რომ მანქანის ქირაობა თბილისში მარტივად და კომფორტულად შეძლოთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე მთავარი ფაქტორი, რათა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

მძღოლის ასაკი და გამოცდილება - ბაზარზე არსებული კერძო კომპანიები, რომლებიც აქტიურად სთავაზობენ მომხმარებლებს ავტომობილების გაქირავებას, ხშირად მძღოლის ასაკს აქცევენ ყურადღებას. უმეტესად, ითხოვენ მართვის მოწმობას ბოლო 1-2 წლის მანძილზე და მძღოლის ასაკს 21 წლიდან . თუ უფრო ახალგაზრდა ხართ, შესაძლოა ქირის ფასი განსხვავდებოდეს და მოგიწიოთ უფრო მეტი თანხის გადახდა.

მანქანის დაზღვევა - მანქანის ქირაობის თანხა უმეტესად ფარავს დაზღვევის ღირებულებას. სანამ იქირავებთ ავტომობილს, რეკომენდებულია შეარჩიოთ სრული დაზღვევის პაკეტი, რათა თავიდან აიცილოთ დამატებითი ხარჯები ავარიის ან ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში.

ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა - იქამდე, სანამ იქირავებთ ავტომობილს შეამოწმეთ ის დეტალურად. გადაამოწმეთ,რამდენად მწყობრშია ყველა ნაწილი, საბურავები, შუქები, მუხრუჭები და სხვა. ეს დაგიზოგავთ დროს,მოგცემთ უსაფრთხოების გარანტიას და იმგზავრებთ უფრო დაცულად.

გაქირავების პერიოდის განსაზღვრა - როცა, მანქანას ქირაობთ, აუცილებელია კომპანიას ან კერძო პირს ვისგანაც ავტომობილი მოგყავთ მიაწოდოთ ინფორმაცია, რა ტერიტორიაზე ან რა მარშრუტით აპირებთ გადაადგილებას. ზუსტი დროისა და ადგილის შეთანხმება მნიშვნელოვანია. გარკვეული დროის დაგვიანება შესაძლოა დამატებითი გადასახადის საბაბი გახდეს.

სასურველი ავტომობილის მოძიება ქირით თანაც ბიუჯეტურ ფასად, შეგიძლია servisebi.ge-ზე. აქ მარტივად აღმოაჩენ შენს საჭიროებებზე მორგებულ ავტომობილს, დაზოგავ თანხას და იმგზავრებ კომფორტულად.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის ქირაობამდე თბილისში ?

ავტომობილის ქირაობამდე თბილისში გაითვალისწინეთ მანქანის მდგომარეობა, თქვენი მარშრუტი და შეარჩიეთ ის მოდელი, რომელიც უფრო კომფორტულად გადაადგილებაში დაგეხმარებათ.

შეიძლება თუ არა 21 წლის ასაკში ვისარგებლოთ მანქანის დაქირავების სერვისით ?

ბაზარზე არსებული კერძო კომპანიები ან ფიზიკური პირები მანქანის გაქირავების დროს ითხოვენ 21+ ასაკს. თუმცა, შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა თუ გაქვთ მანქანის მართვის 2+ წლიანი გამოცდილება.

რა ღირს მანქანის ქირაობა თბილისში დღიურად ?

მანქანის ქირაობის ფასი განსხვავებულია და დამოკიდებულია ავტომობილის მარკაზე, დაქირავების დღეების რაოდენობასა და მძღოლის გამოცდილებაზე. ფასი შეიძლება შეიცვალოს მაღალი კლასის ავტომობილის ქირაობის შემთხვევაშიც. თუ მანქანას მძღოლით, ან მის გარეშე ქირაობთ, ფასი ამ დროსაც განსხვავებულია.

შეიძლება თუ არა ვიქირაოთ თბილისში ავტომობილი მძღოლით ?

დიახ, შესაძლებელია თბილისში ავტომობილის მძღოლის მომსახურებით დაქირავება.