თბილისში ყოველდღიურად ასობით ათასი ავტომობილი გადაადგილდება. ეს ქალაქი ერთიანად საინტერესო და მიმზიდველია, როგორც აქ მაცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. იმისთვის, რომ კიდევ უფრო თავისუფლად გადაადგილდეთ ქალაქში ან დაათვალიეროთ აქამდე უცნობი და საინტერესო ღირსშესანიშნაობები შეგიძლიათ, ისარგებლოთ მანქანის დაქირავების სერვისით.
მანქანის ქირაობა დღიურად თბილისში გაგიმარტივებთ გადაადგილებას. თქვენ გექნებათ საშუალება შეადგინოთ ის მარშრუტი, რაც გსურთ და იმგზავროთ მაქსიმალურად კომფორტულად.
მაშინ, როცა თქვენი ავტომობილი მწყობრიდან გამოდის და არ გსურთ ტაქსიში ზედმეტი თანხის გადახდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ მანქანის დაქირავების სერვისით. ან უბრალოდ
დაიქირაოთ ავტომობილი ქორწილისთვის და გადაადგილდეთ კომფორტულად.
თუ კონკრეტული ღონისძიებისთვის ან სადღესასწაულო ვახშამზე მისასვლელად გამორჩეული, მაღალი კლასის ავტომობილი გჭირდებათ და ასეთს არ ფლობთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მანქანის ქირაობის სერვისით თბილისში. იმ შემთხვევაში თუ ინოვაციური
ელექტრო ავტომობილის გზებზე გამოცდა გსურთ, მანქანის ქირაობა ამ დროსაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
თუ ქალაქში გადაადგილდებით ტურისტულად და გსურთ მოკლე დროში ძალიან ბევრი გამორჩეული ღირსშესანიშნაობების მონახულება, შეგიძლიათ
იქირაოთ სპორტული მანქანა, შეადგინოთ თქვენზე მორგებული მარშრუტი და გადაადგილდეთ საკმაოდ მცირე დროში, ნაკლები ბიუჯეტით.
განვიხილოთ ის მთავარი ფაქტორები რაც უნდა გაითვალისწინოთ მანქანის დაქირავებამდე თბილისში:
იმისთვის,რომ მანქანის ქირაობა თბილისში მარტივად და კომფორტულად შეძლოთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე მთავარი ფაქტორი, რათა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.
მძღოლის ასაკი და გამოცდილება - ბაზარზე არსებული კერძო კომპანიები, რომლებიც აქტიურად სთავაზობენ მომხმარებლებს ავტომობილების გაქირავებას, ხშირად მძღოლის ასაკს აქცევენ ყურადღებას. უმეტესად, ითხოვენ მართვის მოწმობას ბოლო 1-2 წლის მანძილზე და მძღოლის ასაკს 21 წლიდან . თუ უფრო ახალგაზრდა ხართ, შესაძლოა ქირის ფასი განსხვავდებოდეს და მოგიწიოთ უფრო მეტი თანხის გადახდა.
მანქანის დაზღვევა - მანქანის ქირაობის თანხა უმეტესად ფარავს დაზღვევის ღირებულებას. სანამ იქირავებთ ავტომობილს, რეკომენდებულია შეარჩიოთ სრული დაზღვევის პაკეტი, რათა თავიდან აიცილოთ დამატებითი ხარჯები ავარიის ან ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში.
ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა - იქამდე, სანამ იქირავებთ ავტომობილს შეამოწმეთ ის დეტალურად. გადაამოწმეთ,რამდენად მწყობრშია ყველა ნაწილი, საბურავები, შუქები, მუხრუჭები და სხვა. ეს დაგიზოგავთ დროს,მოგცემთ უსაფრთხოების გარანტიას და იმგზავრებთ უფრო დაცულად.
გაქირავების პერიოდის განსაზღვრა - როცა,
მანქანას ქირაობთ, აუცილებელია კომპანიას ან კერძო პირს ვისგანაც ავტომობილი მოგყავთ მიაწოდოთ ინფორმაცია, რა ტერიტორიაზე ან რა მარშრუტით აპირებთ გადაადგილებას. ზუსტი დროისა და ადგილის შეთანხმება მნიშვნელოვანია. გარკვეული დროის დაგვიანება შესაძლოა დამატებითი გადასახადის საბაბი გახდეს.
სასურველი ავტომობილის მოძიება ქირით თანაც ბიუჯეტურ ფასად, შეგიძლია
servisebi.ge-ზე. აქ მარტივად აღმოაჩენ შენს საჭიროებებზე მორგებულ ავტომობილს, დაზოგავ თანხას და იმგზავრებ კომფორტულად.