ავტომობილების დაქირავება დღეს უკვე აღარ არის უცხო, არამედ ერთ-ერთი მოთხოვნადი და კომფორტული სერვისია. ავტომობილების დაქირავებით შეგიძლიათ მიიღოთ ბიუჯეტური და ხარისხიანი მომსახურება, დაზოგოთ დრო და ენერგია. ბაზარზე არსებული კომპანიები და კერძო პირები არაერთი განსხვავებული მოდელისა და კლასის ავტომობილის გაქირავების სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ქირავდება მანქანა, როგორც დაბალბიუჯეტური, ისე შედარებით მაღალბიუჯეტური და განსხვავებული კლასის ან მოდელის. მანქანების გაქირავების სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ ასევე სხვადასხვა ტიპის
სპეც-ტექნიკის დაქირავებითაც, დაზოგონ დრო და ფინანსები.
რა დადებითი მხარე აქვს მანქანების დაქირავებას ?
გადაადგილდებით თავისუფლად - თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი მგზავრობა და გადაადგილდეთ კომფორტულად ყოველგვარი ნერვიულობისა და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე. არ გჭირდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, რომლის განრიგიც შეიძლება არ ემთხვეოდეს თქვენს მარშრუტს. ავტომობილის დაქირავებით სარგებლობის დროს შეგიძლიათ რომ გაჩერდეთ, სადაც გინდათ ან რამდენი ხნითაც გსურთ და განაგრძოთ მგზავრობა.
ზოგავთ თანხას - როდესაც ქირაობთ ავტომობილს თქვენ იხდით ქირის ღირებულებას, რაც არის საკმაოდ მინიმალური თანხა. ასევე, იხდით საწვავის იმ რაოდენობის ღირებულებას, რომელსაც თავად მოიხმართ გადაადგილების დროს. თქვენ არ გიწევთ ზედმეტი თანხის გადახდა მანქანის დაზღვევაში ან სხვა ნაწილების შეცვლაში. ეს კი მნიშვნელოვნად აისახება თქვენს ფინანსებზე, განსაკუთრებით მაშინ როცა გადასაადგილებლად ტაქსის გამოძახება გჭირდებათ. თქვენ არ გიწევთ თანხის დახარჯვა ძრავის ან მანქანის მოვლა-პატრონობაზე და არც სხვა ხარჯებზე. ყველა ამ დეტალზე ზრუნავს მფლობელი.
კომფორტი და მოხერხებულობა - დღეს უკვე საკმაოდ მარტივია მანქანის დაქირავება. თქვენ შეგიძლიათ ონლაინ მარტივად მოიძიოთ სხვადასხვა კომპანიები ან კერძო პირების განცხადებები, რომლებიც აქირავებენ მანქანას, როგორც
დღიურად, ასევე საათობრივად და სასურველი დროით. საკმარისია აირჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მანქანა და დაჯავშნოთ მარტივად ონლაინ. გაქირავების სააგენტომ შეიძლება მოგთხოვოთ მართვის მოწმობა და თანხის წინასწარ გადახდა ონლაინ, ან გადაიხადოთ ნაწილი ავანსად, დანარჩენი კი მანქანის ჩაბარების შემდეგ.
მრავალფეროვანი არჩევანი - დღეს, როცა მანქანის გაქირავების სერვისი საკმაოდ აქტუალური, მომხმარებელს საშუალება აქვს ბაზარზე არსებული კომპანიებისა და კერძო პირებისაგან შეარჩიოს მანქანა, რომელიც არის თანამედროვე მახასიათებლების, ასევე ძველი ან გამორჩეული კლასის. ეს კი მნიშვნელოვნად ერგება მომხმარებლის სურვილებს, რადგან მარტივად შეგიძლიათ ის ავტომობილი, რომლის შეძენასაც ვერ ახერხებთ და ძალიან მოგწონთ იქირაოთ თუნდაც რამდენიმე დღით ან კვირის განმავლობაში.