ტაქსის მომსახურება მოთხოვნადი, ხელსაყრელი და ბიუჯეტური სერვისია. ადამიანები ყოველდღიური გადაადგილებისთვის აქტიურად იყენებენ ტაქსის. შესაბამისად, მათთვის ვისაც შემოსავლის გაზრდა სურს ხშირად ტაქსაობენ. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ გაზარდოთ შემოსავალი, ან იმუშაოთ თავისუფალი გრაფიკით ტაქსის სერვისზე, არ არის აუცილებელი ავტომობილის ფლობა, შეგიძლიათ მანქანის ქირაობა სატაქსაოდ.
ტაქსის მომსახურების გაწევისთვის მანქანის დაქირავება გულისხმობს მანქანების ქირით გაცემას მგზავრების გადასაყვანად კომერციული მიზნით. ტრადიციული ავტომობილის დაქირავებისგან განსხვავებით, ტაქსის სერვისებისთვის დაქირავებული მანქანები, როგორც წესი, აღჭურვილია კომერციული ტრანსპორტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, არის ბიუჯეტური და ეკონომიური.
მანქანის ქირაობა სატაქსაოდ მძღოლებს აძლევს საშუალებას შეარჩიონ მათთვის სასურველი ავტომობილი. ბაზარზე არსებული მანქანის გაქირავების კომპანიები და კერძო პირები აქტიურად სთავაზობენ მსურველებს ეკონომიური წვის მანქანის მოდელებს, ასევე, როგორც დიდი ზომის, ისე სპორტულ და მცირე ზომის ავტომობილებს. დამქირავებლებს შეუძლიათ საჭიროებისამებრ შეცვალონ ავტომობილი და მოერგონ ბაზრის მოთხოვნებს.
რას მოიცავს ხელშეკრულება, როცა ქირაობთ მანქანას სატაქსაოდ ?
მანქანის დაქირავების შემდეგ ქირავნობის ხელშეკრულებები ხშირად მოიცავს ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებას, რაც ტაქსის ოპერატორებს ათავისუფლებს სატრანსპორტო საშუალების მოვლასთან დაკავშირებული ტვირთისგან.
გაქირავების სააგენტოები ან კერძო პირები მუდმივად ახდენენ მანქანების რუტინულ მოვლა-პატრონობას, რაც უზრუნველყოფს თქვენს მშვიდ გადაადგილებას ტრანსპორტით.
ზოგიერთ შემთხვევაში ავტომობილის ქირაობა სატაქსაოდ მოიცავს სადაზღვევო პაკეტსაც. დაზღვევის არსებობა კი, დაგეხმარებათ რომ იყოთ დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს ზედმეტი თანხის გადახდისა და ზარალის ანაზღაურების ხარჯისგან. თუმცა, სანამ იქირავებთ მანქანას წინასწარ დააზუსტეთ დაზღვევის პირობები, რათა საჭირო მომენტში არ დადგეთ გაუთვალისწინებელი ფაქტის წინაშე.
თუ გსურთ მანქანის ქირაობა სატაქსაოდ, საიტზე
servisebi.ge დაგხვდებათ არაერთი მოდელისა და მარკის ავტომობილი, დაქირავების ხელსაყრელი პირობები და ფასები.