fb

ელექტროობის სპეციალისტი

რემონტის პროცესში სახლების დაქსელვა უსაფრთხოების წესების დაცვით უნდა მიმდინარეობდეს, რაშიც გამოცდილი ელექტროობის სპეციალისტი დაგეხმარებათ. ელექტრო ქსელის მოწყობა/მოწესრიგება სახლის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის აუცილებელია, რისთვისაც საჭიროა ელექტრული გაყვანილობის მონაკვეთის გაანგარიშება, ინსტალაციისთვის შესაფერისი მასალების შერჩევა, კედლების და სხვა კონსტრუქციების მოსამზადებელი სამუშაოები და უშუალოდ გაყვანილობის ელემენტების მონტაჟი. თუ საკაბელო ხაზების შეცვლა გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ ფარული გაყვანილობის შემთხვევაში ის კედელშია მოთავსებული. ნაკლები ფინანსური დანახარჯებით სხვადასხვა კომპონენტების შეკეთება servisebi.ge-ზე რეგისტრირებულ სპეციალისტებთან შეთანხმებით შეგიძლიათ. უახლესი აპარატურის დახმარებით ნებისმიერი დაზიანების აღმოფხვრა სწრაფი და მოქნილი პროცესია.
ელექტროობის სპეციალისტი
პრო
კვალიფიციური ელექტრიკი გამოძახებით
კვალიფიციური ელექტრიკი გამოძახებით
სერვის +5.0
| 21 შეფასება

შევასრულებ ნებისმიერი სირთულის ელექტროგაყვანილობის მონტაჟს ბინებში, კერძო სახლებსა და ოფისებში, დამცველების ფარის გაანგარიშებასა და მონტაჟს სტანდარტების დაცვით და გარანტირებული ხარისხით. ხარისხიანი ელექტრო გაყვანილობა თქვენი სიმშვიდის გარანტიაა. ასევე ვასრულებ ცალკეული დაზიანებული როზეტებისა და ჩამრთველების დემონტაჟს და ახლის მონტაჟს, ბრებისა და ჭაღების დაყენება. რევერსიულად მომუშავე სანათების მონტაჟს, ჩვეულებრივი და რევერსიული ძრავების კონტაქტორების და სამართავი ღილაკების შეცვლას და მონტჟს.

ტელეფონი

ელექტრობის გაყვანა

თუ სახლში, ან ოფისში ელექტროობის გაყვანა გნებავთ რამოდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. კერძო სახლის ელექტროფიკაცია ბინისგან მკვეთრად განსხვავდება. ბინების 99%-ში ერთფაზიანი ქსელია დამონტაჟებული, რომლის გარჩევაც სამფაზიანისგან ძალიან ადვილია. თუ შემომავალ კაბელში 3, ან 2 მავთულია მაშინ ქსელი ერთფაზიანია, ხოლო 5-4 კაბელის შემთხვევაში სამფაზიანი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში სადენები ენერგიას შორ მანძილზე გადასცემენ, რაც უფრო მომგებიანია. ელექტროობა დილეტანტი სპეციალისტისთვის საკმაოდ სარისკო საქმიანობაა, რადგან ქსელის არასწორად გაყვანა, ხშირად, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. სერტიფიცირებული სპეციალისტები ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ, რომლებიც კერძო ფართების მოწესრიგებაზე იზრუნებენ და სასურველ მომსახურებას, ნებისმიერ ლოკაციაზე, გაგიწევენ.
მსგავსი ძიებები
მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq