განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ძველი ელექტრო ქსელის დემონტაჟი

ძველი ელექტრო ქსელის დემონტაჟი მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოებისა და სისტემის გაუმჯობესებისთვის. დროთა განმავლობაში ძველი გაყვანილობა შეიძლება დაზიანდეს, რაც საკმაოდ სახიფათოა და  ზრდის ხანძრისა და სხვა ელექტრო ავარიების რისკს.
ძველი ელექტრო ქსელის დემონტაჟი მოიცავს ძველი კაბელებისა და მოწყობილობების სრულად ამოღებას, რათა სივრცე მომზადდეს ახალი და უფრო ეფექტური ელექტრო ქსელის დაყენებისთვის. ეს პროცესი უნდა ჩატარდეს მხოლოდ პროფესიონალი ელექტრიკოსების მიერ. პროფესიონალი ელეტრიკოსები servisebi.ge-ზე  უზრუნველყონ, რომ მონტაჟი მოხდება ხარისხიანად, უსაფრთხოდ და სწორად. ძველი ქსელის დემონტაჟი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც შენობაში მიმდინარეობს რემონტი ან განახლება, რადგან ეს უზრუნველყოფს ახალ სისტემასთან თავსებადობას და უფრო უსაფრთხო გარემოს.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

გამოცდილი ელექტრიკოსი

სერთიფიცირებული 8 წლიანი გამოცდილების მქონე ელექტრიკოსი გთავაზობთ ნებისმიერი სახის ელექტროობის მომსახურებას: დაზიანებული წერტილების აღდგენა, ბრების, ჭაღების მონტაჟი, ახალი ქსელის მონტაჟი და სხვა. დეტალური ინფორმაციისათვის დამიკავშირდით ნომერზე.

ზვიადი
შეფასება 5.0 , 3 შეფასება
პრო

კვალიფიციური ელექტრიკი

ელექტრო სამუშაოები – სწრაფად, ხარისხიანად და უსაფრთხოდ! გთავაზობთ ყველა სახის ელექტრო მომსახურებას: ✅ ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი და შეცვლა ✅ ავარიების სწრაფი აღმოფხვრა ✅ ავტომატური ამომრთველებისა და ფარის მონტაჟი ✅ როზეტებისა და ჩამრთველების დაყენება/შეცვლა ✅ სანათებისა და ჭაღების მონტაჟი ✅ ახალი ბინისა და სახლის სრული ელექტროობა ✅ დაზიანების დიაგნოსტიკა და შეკეთება ✔️ პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო ✔️ მისაღები ფასები ✔️ სწრაფი გამოძახება თქვენი უსაფრთხოება იწყება ხარისხიანი ელექტროობით!

პრო

ელექტრიკი

ვასრულებ ყველა სახის ელექტრო მომსახურეობას. ვამონტაჟებ: ჭაღებს, ბრებს, სანათებს, შიდა და გარე გაყვანილობებს, საამქროებს, ოფისებს, კორპუსებს, სპორტულ მოედნებს, გასართობ ცენტრებს. გთავაზობთ ძველი და ახალი ჩამრთველ-გამომრთველების მონტაჟ-დემონტაჟს, ავტომატების აწყობას, ფარებისა და კარადების აწყობას. მაქვს 30 წლიანი კვალიფიციური გამოცდილება. მოგემსახურებით თბილისსა და რუსთავში ნებისმიერ დროს.

შეფასება 5.0 , 36 შეფასება

ელექტროსამონტაჟო მომსახურება

20+ წლიანი გამოცდილება | სრული ელექტრომონტაჟი | 3-კაციანი პროფესიონალური გუნდი გთავაზობთ ელექტროსამონტაჟო მომსახურებას თბილისში და მის შემოგარენში. ჩვენი გუნდი მუშაობს როგორც ახალაშენებულ, ისე სარემონტო ბინებსა და კერძო სახლებში. ვახორციელებთ ელექტროგაყვანილობის სრულ მონტაჟს — დაგეგმვიდან საბოლოო ინსტალაციამდე. ვმუშაობთ ელექტროობის პროექტებისა და ტექნიკური ნახაზების მიხედვით. ჩვენი მომსახურებები: ბინისა და კერძო სახლის სრული ელექტროგაყვანილობის მონტაჟი ძველი ელექტროგაყვანილობის შეცვლა და განახლება ელექტროფარის აწყობა და ავტომატების მონტაჟი როზეტებისა და ჩამრთველების გაყვანა და მონტაჟი განათებისა და სანათების მონტაჟი ინტერნეტისა და სხვა დაბალძაბვიანი კაბელების გაყვანა დამიწების სისტემის მოწყობა ელექტროობის გაუმართაობის დიაგნოსტიკა და შეკეთება მცირე ელექტროსამონტაჟო სამუშაოები რატომ ჩვენ? 20 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება 3-კაციანი სამუშაო გუნდი სრული ელექტრომონტაჟი თავიდან ბოლომდე მუშაობა ტექნიკური ნახაზებისა და პროექტების მიხედვით ობიექტის წინასწარი დათვალიერება სამუშაოს ღირებულება განისაზღვრება ობიექტისა და სამუშაოს მოცულობის მიხედვით ვმუშაობთ თბილისში და თბილისის შემოგარენში, მათ შორის მცხეთაში, წყნეთსა და კიკეთში. შესაძლებელია როგორც მცირე შეკვეთების, ისე დიდი პროექტების შესრულება. კონსულტაციისა და სამუშაოს შესათანხმებლად დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე. დაკავშირება შესაძლებელია WhatsApp - ზეც. მომსახურება ქართულ და რუსულ ენებზე.

ელექტრიკოსი გამოძახებით – ყვარელში

ელექტრო სამუშაოები ელექტრო გაყვანილობის ნებისმიერი სირთულის მონტაჟი (ბინა, კერძო სახლი, ოფისები და სხვა) ძველი გაყვანილობის დემონტაჟი ახალი ელექტრო ქსელის მონტაჟი დაზიანების დიაგნოსტიკა და აღდგენა სამუშაო სრულდება უმოკლეს ვადაში სუფთად და უსაფრთხოდ

ელექტროგაყვანილობის შეცვლა

ელექტროგაყვანილობის შეცვლა გჭირდებათ? პროფესიონალი ელექტრიკოსები სერვისებზე დაგეხმარებიან მიიღოთ ხარისხიანი, უსაფრთხო და სწრაფი მომსახურება ყველაზე მარტივად.
ელექტროგაყვანილობის შეცვლა საჭიროა მაშინ, როდესაც ძველი სისტემა აღარ არის უსაფრთხო ან აღარ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გაყვანილობის შეცვლის პროცესი მოიცავს ახალი კაბელებისა და ელექტრონულ სისტემების დამონტაჟებას, რომლებიც განახლებული სტანდარტების შესაბამისია და უზრუნველყოფენ ენერგიის ეფექტურად და უსაფრთხოდ მიწოდებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველ შენობებში, სადაც ელექტროქსელის გაუმართაობა შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი ან დაზიანებები. პროფესიონალური მონტაჟი გარანტიას იძლევა, რომ ახალი სისტემა იმუშავებს გამართულად და მინიმუმამდე დაიყვანს ავარიების რისკს, ამასთანავე გაზრდის კომფორტს და ენერგოეფექტურობას.

მომხმარებლის შეფასებები

ელექტრიკი

შეფასების ავტორი: ინგა

სწრაფი რეაგირება,საქმის მცოდნე,ყველაფერზე რომ ეტყობა,რომ პროფესიონალია

გამოცდილი ელექტრიკოსი

შეფასების ავტორი: სალომე

კარგი სერვისია ძალიან. კმაყოფილი ვარ. ვისურვებდი რომ ბევრმა მიბაძოს

ელექტრიკი

შეფასების ავტორი: ეკატერინე

თავისი საქმის პროფესიონალი. წელიწადზე მეტი მაწვალეს სხვა სპეციალისტებმა, რაც გულმოდგინე მუშაობით რამოდენიმე საათში მოაგ...

ელექტრიკი

შეფასების ავტორი: ნუკი

ბატონი მურმანი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და საქმის მიმართ დიდი პასუხისმგებლობით. საკმაოდ რთული სამუშაო, იმ დღეს...

ელექტრიკი

შეფასების ავტორი: გოგა

საუკეთესო სპეციალისტი. შეასრულა სამუშაო ხარისხიანად, კეთილსინდისიერად, ოპერატიულად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!!

ელექტრიკი

შეფასების ავტორი: მარიამი

თავისი საქმის პროფესიონალი. დათქმულ ვადებში, შეთანხმებული პირობებით, შეასრულა საქმე ძალიან კარგ ხარისხში. გამიწია რეკომე...

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რომელ ქალაქებში შემიძლია ელექტრო გაყვანილობის სპეცილისტის გამოძახება?

ვებგვერდზე იპოვით სპეციალისტებს, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ. კონკრეტული საათები მათთან დასაკავშირებლად მითითებულია და სპეციალისტთა უმრავლესობა 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია.

რისთვის არის საჭირო ელექტრო გაყვანილობის სპეციალისტთა რეიტინგი?

მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით სპეციალისტს ენიჭება სარეიტინგო შეფასება. ეს გიჩვენებთ რამდენად ხარისხიანი მომსახურების მიღებას შეძლებთ კონკრეტულ ხელოსანთან თანამშრომლობით.

რა ღირს ელექტრო გაყვანილობის შეცვლა?

გაყვანილობის შეცვლის ფასი დამოკიდებულია ფართის სიდიდეზე და მასალების ხარისხზე. წინასწარ მომსახურების საფასურს ვერ განსაზღვრავთ. საჭირო ინფორმაციას სპეციალისტთან კონსულტაციის შემდგომ მიიღებთ.