ფილტრი
0₾
1000₾
მოიძებნა 35 განცხადება
რეკლამა
ინტერიერის დიზაინი (უფასო ესკიზი)
ინტერიერის დიზაინი (უფასო ესკიზი)
ფასი:შეთანხმებით

ინტერიერის დიზაინერის დაქირავება ძვირადღირებული სიამოვნებაა და რთულია შეარჩიო სპეციალისტი რომელიც თავის იდეას სრულფასოვნად გადმოსცემს. წინასწარი საავანსო თანხის გარეშე არავინ მუშაობს და ხშირ შემთხვევაში ეს თქვენთვის სარისკო ინვესტიციაა. დიდი ხნის ფიქრის შედეგად ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ფორმატი, რომლის ფარგლებში ჩვენ უფასოდ დაგიმზადებთ თქვენი ბინის მოწყობის პირველსდ კონცეფციას და თუ მოგეწონებათ და დაგრჩებათ სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის, შეძლებთ სხვა ჩვენი სერვისებით ისარგებლოთ. ეს არის შემოთავაზება რომელსაც დაფიქრებაც არ უნდა, გადადით ჩვენს საიტზე შეავსეთ განაცხადი, და დაელოდეთ თქვენს დიზაინს. თქვენს დასაკარგი არაფერი გაქვთ! :)

საგანმანათლებლო ცენტრი "ლეველსი".
საგანმანათლებლო ცენტრი "ლეველსი".
ფასი:შეთანხმებით

Levels თანამედროვე და ხარსიხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ცენტრია. ჩვენი კვალიფიური გუნდით ვიზრუნებთ სწორად და ზუსტად შეგირჩიოთ პროგრამა და შეგიქმნათ საუკეთესო სასწავლო გარემო. Levels გთავაზობთ შემდეგ მიმართულებებს: * ინგლისური ენის აკადემია; * საატესტატო/ეროვნული/სამაგისტრო/ გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები; * შაბათ-კვირის სკოლა ბავშვებისთვის; * ხელოვნების აკადემია (გრაფიკა, ფერწერა, ძერწვა) ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. სწავლება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს. ქართული ენა და ლიტერატურა/მათემატიკა: კურსის ხანგრძლივობა: 9 თვე - კვირაში 3-ჯერ 2-საათი ორი ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება: 180 ლარის ნაცვლად 150 ლარი; სწავლის ღირებულება ისტორია/ინგლისური/ზოგადი უნარები/გეოგრაფია/ბიოლოგია/ქიმია/ფიზიკა: კურსის ხანგრძლივობა: 9 თვე - კვირაში 2-ჯერ 2-საათი ორი ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება: 170 ლარის ნაცვლად 140 ლარი. საგანმანათლებლო ცენტრი „LEVELS” გთავაზობთ საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს. ჩვენი ცენტრი ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე, ცენტრში შექმნილია საუკეთესო კომფორტული გარემო სწავლისთვის.სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტებით. საგანმანათლებლო ცენტრი „LEVELS” გთავაზობთ საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებს შემდეგ საგნებში: გეოგრაფია; ბიოლოგია; ქიმია; ფიზიკა; კურსის ხანგრძლივობა: 5 თვე - კვირაში 2-ჯერ 1-სთ ორი ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს: 10% ფასდაკლება

საგანმანათლებლო ცენტრი "Studio კრწანისი".
საგანმანათლებლო ცენტრი "Studio კრწანისი".
ფასი:შეთანხმებით

• სწავლა მიმდინარეობს უახლესი სახელმძღვანელოებით და მთოდებით, გამოცდილ და სერთიფიცირებულ პედაგოგებთან ერთად. • ქართული ენა, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ისტორია, უცხო ენები, ზოგადი უნარები, გეოგრაფია. • სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიული, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით. • ყველა მოსწავლე სარგებლობს ინდივიდუალური ყურადღებით სწავლის პროცესში. • ყოველი თვის ბოლოს გათვალისწინებულია შემაჯამებელი ტესტირებები. კვირაში 2 გაკვეთილი, ხანგრძლივობა: 1,5 საათი. ჯგუფში ბავშვების რაოდენობა: 4. ჯგუფებში ჩაწერა ხორციელდება დონის განმსაზღვრელი ტესტის საფუძველზე!

მომზადება ინგლისურ ენაში
მომზადება ინგლისურ ენაში
ფასი:70.00 ლარი

ვამზადებ ინგლისურ ენაში სკოლის მოსწავლეებს I-IX ის ჩათვლით. ვასწავლი სკოლის გახანძლივებულში დაწყებითი კლასის ბავშვებს ინგლისურ ენაში, ასევე, სახლში ვამზადებ ბავშვებს, მაქვს მუშაობის გამოცდილება ბავშვებთან. თითოეული მეცადინეობა მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს და გათვალისწინებულია მოსწავლის დონეზე : საუბარი, ლექსიკა, გრამატიკა, მართლწერა და მოსმენა. გაკვეთილის დაწყებიდან ვიწყებთ თავიდან სწავლას ან გამეორებას ასევე სკოლის მასალას ვმეცადინებთ. დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. P.S ვამზადებ მხოლოდ საკუთარ სახლში , ვერ ვივლი მე მოსწავლეებთან.

მოვამზადებ გერმანულ ენაში საფუძვლიანად.
მოვამზადებ გერმანულ ენაში საფუძვლიანად.
ფასი:შეთანხმებით

მოვამზადებ გერმანულ ენაში საფუძვლიანად A1-A2-B1 დონეებს ონლაინ-დისტანციურად ან სახლში (ვერაზე) ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი, მაქვს C1 დონის გოეთეს ენის სერთიფიკატი. ვცხოვრობდი გერმანიაში და მაქვს ენის საკმაო გამოცდილება. მაქვს სამედიცინო განათლება და შემიძლია ასევე გერმანულ სამედიცინო ლიტერატურაში დახმარება. მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის მსურველს. ვარ მომთხოვნი, დისციპლინიანი და ორგანიზებული. ერთად შევიმუშავებთ მოქნილ სამუშაო გრაფიკს ონლაინ გაკვეთილის სახით დისტანციურად, ინდივიდუალურად მორგებული გრაფიკითა და პროგრამით გოეთეს ინსტიტუტის პროგრამის ანალოგიურად, მათივე სახელმძღვანელობით. 8 გაკვეთილის ფასი 150ლ (თვეში) გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,5სთ ან მეტი საჭიროებისამებრ.

რეპეტიტორი
რეპეტიტორი
ფასი:შეთანხმებით

მოვამზადებ დაწყებით კლასების ბავშვებს ( I, II, IIIკლასი ) ყველა საგანში უცხოენების გარდა! სახლში მისვლით ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვებს . სასწავლო პროგრამა მოიცავს : 1.წიგნიერება/მეტყველება 2. ხელოვნება 3. სამაგიდო აქტივობები 4. მეცნიერება 5 სენსორული აქტივობები და კულინარია 6 კონსტრუქციული აქტივობები 7. დრამატული აქტივობები სამუშაო საათები : 18:00–20:00 ყოველდღე და შაბათ–კვირას შეთანხმებით. ფასი : პირადი მოლაპარაკების საფუძველზე შეთანხმებით. გამოცდილება: 8 წლიანი მუშაობის გამოცდილება კერძო საბავშვო ბაღში და სკოლაში. მისამართი: ქ. თბილისი, 300 არაგველი, საბურთალო, დიღმის მასივი.

სულ 35 განცხადება