დაწყებითი კლასების რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ყველა საგანში
მოვამზადებ მოსწავლეებს ყველა საგანში

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, შევასრულებთ სკოლაში მიცემულ ყველა დავალებას და რაც, მთავარია სწავლება იქნება ბავშვისთვის საინტერესო და გასართობიც კი. ვარ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, მენეჯმენტის ფაკულტეტის, მე-3 კურსის სტუდენტი. მაქვს ბავშვების მომზადების 2 წლიანი გამოცდილება. შემიძლია, როგორც საკუთარ სახლში მიღება, ასევე თქვენთან მოსვლა. დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ მითითებულ ნომერზე.

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი
დაწყებითი კლასების რეპეტიტორი
დაწყებითი კლასების რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა, მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს (I-IV) ყველა სასკოლო საგანში ვერა-ვაკე-სოლოლაკი (ბინაზე მოსვლით); ✅️ ვარ ისტორიის სერტიფიცირებული მასწავლებელი; ✅️ დამთავრებული მაქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის სპეციალობით; ✅️ ვმუშაობდი თბილისის #56 საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლად; ✅️ მაქვს 4 წლიანი გამოცდილება მანდატურად მუშაობის #157 საჯარო სკოლაში, რაც დამეხმარა მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ფსიქოლოგიის შესწავლაში და ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარებაში; ✅️ მაქვს ბავშვებთან მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება, როგორც რეპეტიტორს;

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი

მოვამზადებ ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. (I-IX კლასები) ჩემი მიზანია, ბავშვმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, მიხვდეს, რომ სწავლა მხოლოდ ვალდებულება კი არა, სასიამოვნო პროცესიცაა. - თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ვუდგები – ვუსმენ, ვეხმარები, ვამხნევებ. - ვარ შედეგზე ორიენტირებული. - ვცდილობ მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გაღვივებას. რაც შემეხება მე: - ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. - ვარ უნივერსიტეტის ოთხგზის და მერიის ექვსგზის სტიპენდიანტი. - ვარ არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული და ნომინანტი. - მაქვს ჩაბარებული, როგორც დაწყებითი, ისე მაღალი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. გაკვეთილების ჩატარება შემიძლია, როგორც ბინაზე მისვლით, ასევე ჩემთან სახლში. პირველი გაკვეთილი საცდელი და უფასოა! 8 გაკვეთილის ღირებულება 100 ლარი. ?

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის ინგლისურში, ბინაზე მისვლით. ასევე შემიძლია სკოლის დავალებებში დახმარება. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტი. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან, მოსწავლის საჭიროების მიხედვით სასურველ საგნებს დავუთმობ შესაბამის ყურადღებას. კვირის დღეებთან, ანაზღაურებასთან, დროებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მომმართეთ ნომერზე.

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 3 შეფასება

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური),ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-IX კლასის ჩათვლით. ✅️ მოვამზადებ ბინაზე მისვლით. ✅️ სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე. ✅️ ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით. - ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის (minor) სტუდენტი. - ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. - მაქვს მოსწავლეთან ურთიერთობის 3 წლიანი გამოცდილება. საათებთან, გაკვეთილის ხანგრძლივობასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით დამიკავშირდით ნომერზე.

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ბავშვების მომზადება ბინაზე მისვლით
ბავშვების მომზადება ბინაზე მისვლით

მოვამზადებ I-IV კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში ბინაზე მისვლით (ხუთი დღე) ან მაღალკლასელებს მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში (2 ან 3 დღე), გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი(საჭიროების შემთხვევაში მეტიც). ერთი გაკვეთილის ღირებულება იქნება 20 ლარი. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, გამოვირჩევი მაღალი აკადემიური მოსწრებით, ვიღებ სახელმწიფო სტიპენდიას. ვიყავი ტუტორი ასევე თსუ-ში და მაქვს სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება. სწავლის პროცესი იქნება მაქსიმალურად სასიამოვნო, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გრამატიკის შესწავლას, რაც მოსწავლეს ჩამოუყალიბებს გამართულად წერისა და მეტყველების უნარს. გარდა ამისა, შევეცდები მოსწავლე დავაინტერესო კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით. მათემატიკის სწავლების პროცესი არ იქნება რთული და მოსაწყენი, მოსწავლე შეძლებს მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. გარდა ამისა, ყოველთვის მზად იქნება მოსწავლე სკოლის შემდეგი დღიეთვის

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მომზადება ყველა საგანში
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მომზადება ყველა საგანში

გთავაზობთ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მომზადებას ყველა სასწავლო საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა - წერა, კითხვა, ტექსტის გაანალიზება და მართლწერა მათემატიკა - ლოგიკა, ამოცანების ამოხსნა, ანგარიშის ტექნიკა საბუნებისმეტყველო საგნები - გარემოს, საქართველოსა და მსოფლიოს შესახებ ცოდნის გაღრმავება უცხო ენა (ინგლისური) - მეტყველება, გრამატიკა, ლექსიკა, მოსმენა ინტეგრირებული უნარები და დამატებითი აქტივობები - კრიტიკული აზროვნება, წერის უნარები, ტესტური დავალებების შესრულება. თვეში ტარდება 12 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 2 საათი ინდივიდუალურად 300 ლარი აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში მოსწავლე უცხო ენასაც სწავლობს! - გამოცდილი და მეგობრული პედაგოგი - მოქნილი გრაფიკი - კომფორტული გარემო - ინდივიდუალური მეცადინეობა ან მცირე ჯგუფები ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი
დაწყებითი კლასის რეპეტიტორი
დაწყებითი კლასის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლებს (I-Vკლ.) ყველა საგანში, ასევე ვიმუშავებთ დამატებით უნარების გასაუმჯობესებლად: ლოგიკურ აზროვნება, შემოქმედებით და კრიტიკული მსჯელობა. ჩემი კვალიფიკაცია: • ​ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრი. • ​საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი. • ​გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სხვადასხვა ტრენინგი. ​მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბავშვებთან და სტუდენტებთან მუშაობის.

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი
დაწყებითი კლასების რეპეტიტორი
დაწყებითი კლასების რეპეტიტორი

გამარჯობა, მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ( I-V კლასებს) ყველა სასკოლო საგანში, უცხო ენის გარდა, სახლში მოსვლით. ✅️ მაქვს რეპეტიტორად მუშაობის 23 წლიანი გამოვცდილება; ✅️ ჩემი მთავარი მიზანია მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის გაძლიერება, სწავლის პროცესის მარტივად და გასაგებად გადმოცემა. ვფლობ ეფექტურ მეთოდებს, რომლებიც ეხმარება ბავშვებს როგორც სასწავლო მასალის უკეთ გაგებაში, ისე საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში. მოთმინებითა და პასუხისმგებლობით ვეხმარები თითოეულ მოსწავლეს პროგრესის მიღწევაში. სასურველი ტერიტორიებია: ვაკე - ვერა - სოლოლაკი - წერეთელი;

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი

მომხმარებლის შეფასებები

დაწყებითი კლასების რეპეტიტორი სურათი
დაწყებითი კლასების რეპეტიტორი
ანუკი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

არაჩვეულებრივი მასწავლებელი და საუკეთესო ადამიანი. ყველა მოსწავლეს ჭირდება თქვენნაირი მასწავლებელი.

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება სურათი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
ნინო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-05 22:49:34

ძალიან კარგი და მონდომებული ახალგაზრდაა.რეკომენდაცია ჩემგან.თავისი საქმის პროფესიონალი გოგონა❤

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება სურათი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
ნინი სიგუა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-03 22:37:04

ნაია საუკეთესოა როგორც ადამიანობაში, ასევე მის სფეროში. ნამდვილი პროფესიონალი

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება სურათი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-08 20:37:07

სასიამოვნო მოსაუბრე, დადებითად განვეწყვე, ასეთი უნდა იყოს მომავლის პედაგოგი

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები