გიფსოკარდონის კედელი

გიფსოკარდონის კედელი წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტურ და გონივრულ გადაწყვეტას შენობების შიდა სივრცეების მოსაწყობად. შედგება სპეციალური ფილებისგან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ემაგრება ლითონის ან ხის ჩარჩოს, ან წებოს საშუალებით პირდაპირ ეკვრის კედლის ზედაპირს.
ორივე მეთოდით, იქნება ეს კარკასული თუ უკარკასო, სწორად შესრულებული სამუშოებისას ვიღებთ იდეალურ სიგლუვეს, რომელიც ფარავს დეფექტებს და შესანიშნავად შეესაბამება როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართების მოთხოვნებს.
კედლების მონტაჟი მოითხოვს გარკვეულ უნარ-ჩვევებს, სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია კონსტრუქციის გაკეთება მოხდეს კვალიფიციურ სპეციალისტების მიერ.
გიფსო კარდონის გაკვრა თუ დაგჭირდებათ Servisebi.ge-ზე მარტივად იპოვით სერვისის გამწევი კომპანიებისა თუ კერძო პირების განცხადებებს.
პრემიუმი
თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის)  ხელოსანი
თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის) ხელოსანი
pin თბილისი

ვარ გიფსოკარდონის ხელოსანი. შეგისრულებთ გიფსო კარდონის ყველანაირ სირთულის კონსტრუქციებს. ვმუშაობ ლაზერებით იდეალურ სისწორით. ასევე ვაკეთებ რელსურ განათებებს ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში სარგებლობთ შემდეგი პაკეტით: 1.სამუშაო ფართის ნახვა,ნახაზების განხილვა თქვენი ან ჩვენი კატალოგების მიხედვით,იმის მიხედვით სად რას ამონტაჟებთ ან სად რა ავეჯი იქნება 2.მასალების აღრიცხვა დიზაინის მიხედვით 3.მასალების მიტანა-ატანა(სართულზე ატანის ხარჯებს იხდის მეპატრონე) 4.მასალების მონტაჟი სწრაფად და ხარისხიანად 6.შეგისრულებთ გიფსოკარდონის ფორმებს და საფარდულებს თავისი ამონათებით და ჩამონათებით დამიკავშირდით ნებისმიერ დროს. ვმუშაობთ თბილისის შემოგარენის მაშტაბით. სამუშაოებს შეგისრულებთ სწრაფად და ხარისხიანად.

video icon ვიდეო
რამინი ლონდარიძე
პრო
პროფესიონალი გიფსოკარდონის ხელოსნები
პროფესიონალი გიფსოკარდონის ხელოსნები

პროფესიონალი გიფსოკარდონის ხელოსნები გთავაზობთ გიფსოკარდონის სამუშაოების შესრულებას, რთული და ურთულესი კონსტრუქციების მიუხედავად, ხარისხის მაქსიმალური უზრუნვეყოფით! ვუზრუნველყოფთ სამუშაო პროცესის სწორ მიმდინარეობას უახლოესი ტექნიკისა და მაღალი დონის ხელსაწყოების მეშვეობით. სამუშაო პროცესში სისწორის მისაღებად ვიყენებთ უახლოეს სტანდარტების მქონე ლაზერს. ჭერზე გიფსოკარდონის მონტაჟის დროს ვიყენებთ, გიფსოკარდონის ასაწევ სპეციალურ მოწყობილობას, ასევე გვაქვს მალიარნი (სამოძრაო) კიბეები, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ ბევრად სწრაფად ვიდრე ეს შესაძლებელია სტანდარტული ხარაჩო_დასადგომების შემთხვევაში. მიმდინარე სამუშაოებს შევასრულებთ ხარისხის მაქსიმალური გათვალისწინებით, საქმის ორგანიზებული და მოწესრიგებული შესრულებით. რაც შეეხება ხელობას გთავაზობთ შეღავათიან ფასებს, ასევე ვითვალისწინებთ კლიენტის მიერ შემოთავაზებულ ფასებსაც. დაგვიკავშირდით.

გიფსოკარდონის ჭერი გიფსოკარდონის ჭერის დიზაინი გიფსო კარდონის გაკვრა გიფსოკარდონის კედელი
ტელეფონი

გიფსოკარდონის ტიხარი

თუ თქვენს საცხოვრებელ ან ბიზნეს ფართში გარკვეული ცვლილებების შეტანა გსურთ, გამოიყენეთ გიფსოკარდონის თაროები და  გიფსოკარდონის ტიხარი, რომლის დახმარებითაც თავიდან აირიდებთ მძიმე სარემონტო სამუშაოებს და შედარებით მარტივად გარდაქმნით სივრცეს.
ამ პროცესს გადატიხვრას უწოდებენ და მისი დახმარებით, შეგვიძლია:
▶ დიდი ოთახი დავყოთ რამდენიმე პატარა ოთახად ან სპეციფიკური დანიშნულების ზონებად, როგორიცაა სამუშაო კუთხე, მოსასვენებელი ადგილი, სასტუმრო ოთახი და ა.შ. 
▶ გამოვათავისუფლოთ სივრცეები და ინტერიერს უფფრო თანამედროვე იერი მივანიჭოთ.
▶ შევქმნათ დეკორატიული გიფსოს თაროები,რაც სივრცეს უფრო ორიგინალურსა და ესთეტიკურს გახდის.

თაბაშირ მუყაოს გარდა, შეგიძლიათ  ლითონის ან ხის თაროებით ოთახის გადატიხვრაც, რასაც თავადაც მარტივად შეძლებთ, Pinterest-ზე შეათავალიერეთ დიზაინები, ხოლო შერჩეულ დიზაინს ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ავეჯის ხელოსნები მარტივად დაგიმზადებენ.

მომხმარებლის შეფასებები

გიფსოკარდონის ხელოსანი სურათი
გიფსოკარდონის ხელოსანი
ოთარ
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
7 დღის წინ

თქვა და შეასრულა. იდეალური ხარისხი, კარგი სიტყვა პასუხი და რაც მთავარია სისუფთავე. ბრავო

თაბაშირმუყაოს ხელოსანი სურათი
თაბაშირმუყაოს ხელოსანი
გოგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 კვირის წინ

როგორც თქვა ისე გააკეთა,რა დროც თქვა უფრო ადრე მორჩა,აკეთებს ნახაზის მიხედვით,როგორც დახაზა ისე ააწყო.პუნქტუალური და ზრდილობიანი

გიფსოკარდონის ხელოსანი სურათი
გიფსოკარდონის ხელოსანი
თიკო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

მე პირადად პირველად მქონდა ასეთ სპეციალისტთან თანამშრონლობის გამოცდილება. ყურადღებიანი, ოპერატიული, აუცილებელ ცვლილებებს მორგებული, ზრდილობიანი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი. 1000 ქულა ამ ადამიანს. მადლობა უღრმესი ❤️

გიფსოკარდონის ხელოსანი სურათი
გიფსოკარდონის ხელოსანი
დავითი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

კარგი ხელოსანია. მუშაობს სწრაფად და ხარისხიანად. კმაყოფილი ვარ შესრულებული სამუშაოთი. ძალიან ადრე იწყებს მუშაობას და არ "საჩკაობს".

გიფსოკარდონის ხელოსანი სურათი
გიფსოკარდონის ხელოსანი
ვახო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

ძალიან კმაყოფილი ვარ ბატონ ირაკლის მომსახურებით. არის თავის საქმის მცოდნე სპეციალისტი და ძალიან სწრაფი ხელი აქვს. მალადეც ნამდვილად

გიფსოკარდონის ტიხარი - ბინის ინტერიერის გადაკეთების მარტივი გზა

სტანდარტულად ბინის დაგეგმარება მშენებლობის ეტაპზე ხდება, ამ დროს  თეორიულად ვეცნობით ოთახების განლაგებას, ავეჯის სივრცულ განაწილებას, ფართის გონივრულად ათვისების პრაქტიკულ შესაძლებლობებს, თუმცა ხშირად ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. 
დროთა განმავლობაში, შესაძლოა პრიორიტეტებიც შეგვეცვალოს და თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე პერიოდულად დაგვჭირდეს საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოს ფუნქციონალური და ესთეტიკური გარდაქმნა.
ცვლილება თუ ფართის ნაწილს ეხება, რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ, რისი განხორციელებაც მძიმე სარემონტო სამუშაოების გარეშეც სავსებით შესაძლებელია.

გიფსოს თაროები ერთ-ერთი პრაქტიკული და ესთეტიკური გზაა, სივრცის გადასატიხრად. ეს დეკორატიული ელემენტი შესაძლებლობას გვაძლევს, ერთი დიდი ოთახი ვიზუალურად რამდენიმე ნაწილად დავყოთ და თითოეულ მათგანს განსხვავებული დანიშნულება მივცეთ.
თაროები იქმნება გიფსოკარდონის ფილებისგან და შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა დიზაინი - მარტივი, რთული გეომეტრიული ფორმებით, ღია დახურული თაროებით. იძლევა მრავალფეროვანი დიზაინის შესაძლებლობებს - შეგიძლიათ შეარჩიოთ მათი ფორმა, ზომა, ფერი და ფაქტურა ისე, რომ სრულად შეესაბამებოდეს არსებული ინტერიერის სტილს, ხოლო თაროებზე განათავსოთ დეკორატიული ნივთები, წიგნები, მცენარეები და სხვა აქსესუარები, რაც სივრცეს უფრო ცოცხალს, ლამაზსა და კომფორტულს გახდის.
მონტაჟი რთული არ არის, თუმცა მაინც მოითხოვს სპეციფიურ უნარ-ჩვევებს, დრელისა და სხვა ხელსაწყოების გამოყენებას, ამიტომ გირჩევთ გიფსოს ხელოსანი გამოიძახოთ და მას მიანდოთ კონსტრუქციის აგება.

გიფსოკარდონის ტიხარი შედარებით უფრო კომპლექსური დასამუშავებელია,მოითხოვს სპეციალურ სამუშაო იარაღების ჩართულობას: როგორიცაა თარაზო, შპატელი და შვეული.
ზედა და საყრდენი ფილების მიმაგრებას, ლითონის ან ხის პროფილები (საყრდენები) უნდა დამაგრდეს ჭერსა და იატაკზე უკვე არსებული კედლების გასწვრივ. ისინი წარმოადგენენ მომავალი კონსტრუქციის საყრდენს. სპეციფიურია გიფოს ფილის გაკვრაც, რასაც სჭირდება ცოდნა და გამოცდილებაც. 
გირჩევთ, პროცესის წარმართვა მიანდოთ გამოცდილ პროფესიონალებს, ვინც იცის შესასრულებელი საქმის ყველა ეტაპი.
მათ მოძიებას Servisebi.ge გაგიადვილებთ.
ჩვენი პლატფორმის დახმარებით შეარჩიეთ განცადებები თაბაშირ-მუყაოს მონტაჟის სერვისის შესახებ, დაუკავშირდით სპეციალისტს და მიიღეთ სრულყოფილი მომსახურება კონსულტაციით დაწყებული-გაკვრით დასრულებული.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შეიძლება გიფსოკარდონის თაროებისა და ტიხრის გამოყენება ინტერიერის ცვლილებებისთვის?

გიფსოკარდონის თაროები და ტიხრები იძლევა მრავალმხრივ გამოყენების შესაძლებლობას ინტერიერის გარდაქმნისთვის.
თაროების საშუალებით შეგიძლიათ:
▶ გამოყოთ სივრცე კონკრეტული დანიშნულებისთვის, მაგალითად საკითხავი კუთხე ან სასადილო ზონა.
▶ გაალამაზოთ ინტერიერი - შეარჩიოთ მათი ფორმა, ზომა, ფერი და ფაქტურა თქვენი გემოვნებისა და არსებული სტილის შესაბამისად. დეკორატიულ თაროებზე კი განათავსოთ წიგნები, სუვენირები, მცენარეები და სხვა აქსესუარები,რაც მეტად ესთეტიკურ ეფექტს შესძენს ვიზუალს.
ტიხრის გამოყენებით კი, სივრცეს აითვისებთ ოპტიმალურად.
მაგალითად, დიდ ოთახს დაყოფთ რამდენიმე ფუნქციურ ზონად - სამუშაო კუთხე, საწოლი ოთახი, მისაღები ოთახი და ა.შ.

გიფსოკარდონის კედელი, რამდენად გამძლეა?

სიმტკიცის უზრუნველყოფის მიზნით, გიფსოკარდონის კედლები ხშირად იგება ლითონის ან ხის ჩარჩოს საფუძველზე. ეს საყრდენი კარკასი იძლევა მტკიცე საძირკველს კედლისთვის და ამცირებს დეფორმაციის რისკს.
შესაბამისად, გიფსოკარდონის კედლები საკმაოდ გამძლეა, თუმცა მათი სიმტკიცე დამოკიდებულია სწორ მონტაჟსა და კონსტრუქციის დიზაინზე, აქედან გამომდინარე გირჩევთ, დამოუკიდებლად არ შეეჭიდოთ ამ საპასუხისმგებლო საქმეს და ისარგებლოთ თაბაშირ მუყაოს ხელოსნის მომსახურებით.