მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მათემატიკის საბაკალავრო/სასკოლო გამოცდებში მომზადება
მათემატიკის საბაკალავრო/სასკოლო გამოცდებში მომზადება

მოსწავლეთა მომზადება მათემატიკაში – ქართულად და ინგლისურად ჩვენთან ერთად სწავლობენ არა მხოლოდ შედეგის გაუმჯობესებისთვის, არამედ აზროვნების განვითარებისათვის! გთავაზობთ მათემატიკის საგანში მოსწავლეთა მომზადებას როგორც სასკოლო, ასევე საბაკალავრო დონეზე, ქართულად და ინგლისურად. მოსწავლეთა მომზადების პროცესში ჩართული ვართ მე და ჩემი ქალიშვილი. მაია ჭაბაშვილი - პროფესია: მათემატიკოსი -მაგისტრი (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) თეონა ზურაბაშვილი - პროფესია: მათემატიკოსი - მაგისტრი, ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. ? სწავლების დაწყებამდე მოსწავლე ავსებს placement ტესტს, რის საფუძველზეც განვსაზღვრავთ მის დონეს და შესაბამისი ჯგუფის ან ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ვიწყებთ მომზადებას. ? კურსის ძირითადი მახასიათებლებია: აქტიური და ინტენსიური ჩართულობა გაკვეთილზე საშინაო დავალებების სრულყოფილი გარჩევა იმ თემებზე ფოკუსი, რომლებიც ყველაზე რთულად ესმის მოსწავლეს ყოველკვირეული მოკლე ტესტები ცოდნის გასამყარებლად ? რას მიიღებს მოსწავლე: მათემატიკის ღრმა და მკაფიო ცოდნა ტესტის წერის ტექნიკის განვითარება ამოცანების შესრულების სისწრაფის გაუმჯობესება ⏱ გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი ? სასწავლო ენა: ქართული და/ან ინგლისური ? რეკომენდაციები: ჩვენი მოსწავლეები წარმატებით აბარებენ როგორც კომაროვის სკოლაში, ასევე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, მათ შორის საზღვარგარეთაც. ? დაგვიკავშირდით, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილებისთვის!