აღწერა
მოვამზადებ მოსწავლეებს/აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ყველა საგანში. ქართულში- მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, ხანგრძლივობა - 2 სთ. მისამართი: ვარკეთილი, ზემო პლატო. ჯგუფში მაქსიმუმ 3 მოსწავლე. ფასი: 150 ლარი ეროვნულ გამოცდებში ჩემი მოსწავლეები ყოველთვის საუკეთესო შედეგებს იღებენ. აქედან გამომდინარე, ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. მცირე ინფორმაცია ჩემ შესახებ: ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი; განათლების მეცნიერებების მაგისტრი; უფროსი მასწავლებელი; მაქვს რეპეტიტორობის თითქმის 10 წლიანი გამოცდილება. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ასევე ვთანამშრომლობ კერძო კომპანიასთან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ბავშვებს ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას ონლაინ რეჟიმში. რაც შეეხება დაწყებით საფეხურს, გაკვეთილის ხანგრძლივობა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მოსწავლეებს დავეხმარები როგორც მომდევნო დღის დავალებების მომზადებაში, ისე მასალის სიღრმისეულად გააზრებაში. ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე. დამიკავშირდით: 514557373
გადახდის მეთოდები
მდებარეობა
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.