მიიღე მომსახურება? შეაფასე ანა
✅ ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში,როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეებს. ✅ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერების განხრით, ვარ აქტიური სტუდენტი მაგისტრატურის, ამავე მიმართულებაზე. გავლილი მაქვს წარმატებით 60 კრედიტიანი მაინორ პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ✅ სწავლება მიმდინარეობს 1,30/2 საათი, როგორც ჯგუფში(მოსწავლეების რაოდენობა 4-5 ), ასევე ინდივიდუალურად სურვილისამებრ. ✅ მეცადინეობის ფარგლებში მოსწავლეები გაივლიან გრამატიკის,მათთვის საჭირო სრულ კურსს. ვიმუშავებთ, როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურით,ასევე კლასგარეშე სახელმძღვანელოებით. სწავლების ფარგლებში დრო დაეთმობა ასევე ესეს წერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის პრაქტიკაში გამოყენებას. თეორიული მასალის გავლის პარალელურად მოსწავლეებს ჩაუტარდებათ,გავლილი მასალების შეჯამება გამოცდის სახით. ✅ სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტებით,რაც მოსწავლის აქტურად ჩართვას უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში. ✅ სწავლება მიმდინარეობს ადგილზე მოსვლით/მისვლით.
მიიღე მომსახურება? შეაფასე ანა