Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

პრო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთლები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. ( შესაძლებელია ონლაინ ფორმატით). • ჩემთვის პრიორიტეტია, სწავლის პროცესი იყოს საინტერესო და მოტივაციის მომცემი. გაკვეთილები სრულად ერგება მოსწავლის ინდივიდუალურ ტემპს. მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და ინტერაქციული აქტივობებით თითოეული შეხვედრა მარტივად, ნაყოფიერად და ხალისით მიმდინარეობს. • ჩემ შესახებ: ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მინიჭებული მაქვს ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი (minor) პროგრამა. ვარ სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. ვარ მოქმედი მასწავლებელი.

პრო
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

? მზადება 2026-2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის! ვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში - თანამედროვე მეთოდოლოგიის, უახლესი სასწავლო რესურსებისა და ეროვნული გამოცდების პროგრამის შესაბამისად. ? სასწავლო პროცესი მოიცავს: • კვირაში 2 მეცადინეობას; • ხანგრძლივობა - 1 სთ. 30 წთ. - 2 სთ.; • ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფებში მუშაობას - მაქს. 4-5მოსწავლე; • ვიზუალურ და ინტერნეტრესურსებს; • ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის სისტემურ შესწავლას; • პრაქტიკულ მუშაობას საგამოცდო დავალებებზე, ტექსტებსა და წერით სამუშაოებზე; • ეროვნული გამოცდის ფორმატთან მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებასა და შედეგების ანალიზს. ? მეცადინეობის ადგილები: • თავისუფლების მოედანი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია; • მოსკოვის გამზირი, 124-ე სკოლასთან; • ? ონლაინ მეცადინეობები - დისტანციური სწავლების მსურველთათვის. ? ჩემ შესახებ: • ქართული ფილოლოგიის მაგისტრი; • უფროსი მასწავლებელი; • სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; • კერძო მოსწავლეებთან/აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; ?მიზანი - არა მხოლოდ პროგრამული მასალის ათვისება, არამედ მისი სიღრმისეული გააზრება, პრაქტიკაში გამოყენება და საგამოცდო დავალებების თავდაჯერებულად შესრულება. ? საფასური განისაზღვრება ფორმატისა და გრაფიკის მიხედვით. ? დამატებითი ინფორმაციისთვის: მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დამიკავშირდით:

certificate icon 2
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ მესამე კურსის სტუდენტი . მოვამზადებ ბავშვებს როგორც ქართულში ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს . შემიძლია ბავშვს შევუქმნა კომფორტული და საინტერესო გარემო. მთავარია მათთვის გაკვეთილი არ იყოს მოსაბეზრებელი და იყოს სასიამოვნო. შემიძლიაა ვასწავლო თანამედროვე მეთოდებით. ვასწავლო როგორც ესეების წერა ასევეე გრამატიკაც , შემიძლია დამატებით ლიტერატურაში დახმარებაც . გაკვეთილი შესაძლოაა ჩატარდეს როგორც ონლაინ, ასევე შემიძლია ვიარო სახლშიც . ფასი დამოკიდებულია გაკვეთილის რაოდენობასა და დღეებზე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და VII-XII კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სასწავლო პროცესში ყურადღებას ვამახვილებ: * გააზრებისა და ანალიზის უნარებზე; * გამართულ წერით და ზეპირ მეტყველებაზე; * გრამატიკის საფუძვლიან შესწავლაზე; * სასკოლო პროგრამისა და გამოცდებისთვის ეფექტურ მომზადებაზე; სწავლების პროცესი მიმდინარეობს ინდივიდუალური მიდგომით, მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. გაკვეთილები არის მიზანმიმართული, სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებული. მაქვს განათლების სფეროში მუშაობს რამდენიმე წლიანი გამოცდილება, ვარ უფროსი მასწავლებელი. გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე. მის: გლდანი, მე-2 მ/რ.

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

სექტემბრიდან მოვამზადებ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში სამი დღე ჯგუფთან ერთად(აბიტურიენტებისათვის), ან ორი დღე (მე-10- მე-11 კლასელებისათვის). გაკვეთილის ხანგრძლივობაა: 1:30 - 2:00 საათი. ჯგუფი დაკომპლექტდება არაუმეტეს 5 მოსწავლისა. გპირდებით საინტერესო, შემეცნებით, შედეგზე ორიენტირებულ გარემოსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ მიდგომას. ჩემ შესახებ: ვმუშაობ სკოლაში, ვარ საბაზო საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ვარ ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. მოსწავლეებს ვამზადებ 2020 წლიდან. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. გაითვალისწინეთ, რომ ჯგუფში მიღებამდე აუცილებელია გასაუბრება და მოსწავლის ამჟამინდელი ცონდისა და უნარების განსაზღვრისათვის სადიაგნოსტიკო ტესტის დაწერა. გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი კატეგორიები