Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

აღწერა

სექტემბრიდან მოვამზადებ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში სამი დღე ჯგუფთან ერთად(აბიტურიენტებისათვის), ან ორი დღე (მე-10- მე-11 კლასელებისათვის). გაკვეთილის ხანგრძლივობაა: 1:30 - 2:00 საათი. ჯგუფი დაკომპლექტდება არაუმეტეს 5 მოსწავლისა. გპირდებით საინტერესო, შემეცნებით, შედეგზე ორიენტირებულ გარემოსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ მიდგომას. ჩემ შესახებ: ვმუშაობ სკოლაში, ვარ საბაზო საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ვარ ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. მოსწავლეებს ვამზადებ 2020 წლიდან. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. გაითვალისწინეთ, რომ ჯგუფში მიღებამდე აუცილებელია გასაუბრება და მოსწავლის ამჟამინდელი ცონდისა და უნარების განსაზღვრისათვის სადიაგნოსტიკო ტესტის დაწერა. გისურვებთ წარმატებას!

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X - XI კლასი) სააბიტურო პროგრამა
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ჯგუფური მეცადინეობა
clock icon
ორშ / პარ
09:00 - 19:00
შაბათი
09:00 - 19:00
კვირა
09:00 - 19:00
warranty icon
გარანტია
დიახ

მდებარეობა

location pin icon
თბილისი, დიდი დიღომი, პეტრე იბერის ქუჩა

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

საკიდი ორგანაიზერი ჩანთებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 10 განყოფილებით სურათი
25₾
საკიდი ორგანაიზერი ჩანთებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 10 განყოფილებით
საკიდი ორგანაიზერი საცვლებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 15 განყოფილებით სურათი
21₾
საკიდი ორგანაიზერი საცვლებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 15 განყოფილებით
ორგანაიზერი უჯრის საშუალო ზომის  - 11 განყოფილებით, სივრცის ორგანიზებისთვის იდეალური, თეთრი სურათი
7₾
ორგანაიზერი უჯრის საშუალო ზომის - 11 განყოფილებით, სივრცის ორგანიზებისთვის იდეალური, თეთრი
ორგანაიზერი უჯრის - პატარა ზომის - 11 განყოფილებით, პრაქტიკული და კომპაქტური დიზაინი, თეთრი სურათი
6₾
ორგანაიზერი უჯრის - პატარა ზომის - 11 განყოფილებით, პრაქტიკული და კომპაქტური დიზაინი, თეთრი
დასაკეცი საწური - კომპაქტური და მრავალფუნქციური დიზაინი, ცისფერი სურათი
11₾
დასაკეცი საწური - კომპაქტური და მრავალფუნქციური დიზაინი, ცისფერი
დასაკეცი საწური - კომპაქტური და მრავალფუნქციური დიზაინი, წითელი სურათი
11₾
დასაკეცი საწური - კომპაქტური და მრავალფუნქციური დიზაინი, წითელი
მარილისა და პილპილის საფქვავი - რეგულირებადი მექანიზმით, უჟანგავი ფოლადის დიზაინი სურათი
14₾
მარილისა და პილპილის საფქვავი - რეგულირებადი მექანიზმით, უჟანგავი ფოლადის დიზაინი
პატარა კექსების საცხობი ფორმა - არაწებვადი ზედაპირი, 12-უჯრიანი დიზაინი სურათი
24.2₾
პატარა კექსების საცხობი ფორმა - არაწებვადი ზედაპირი, 12-უჯრიანი დიზაინი
კექსის სილიკონის საცხობი ფორმები - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, იასამნისფერი სურათი
11₾
კექსის სილიკონის საცხობი ფორმები - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, იასამნისფერი
კექსის სილიკონის საცხობი ფორმა - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, ვარდისფერი სურათი
11₾
კექსის სილიკონის საცხობი ფორმა - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, ვარდისფერი
ორცხობილების ამოსაჭრელი ფორმები - 5-ცალიანი ნაკრები, უჟანგავი რკინის მასალა სურათი
9₾
ორცხობილების ამოსაჭრელი ფორმები - 5-ცალიანი ნაკრები, უჟანგავი რკინის მასალა
კექსის მინი ფორმები - სილიკონის 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე სურათი
11₾
კექსის მინი ფორმები - სილიკონის 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე
სამზარეულოს ხელსაწყოების ნაკრები - სილიკონის ზედაპირი და ბამბუკის ტარი, 3-ცალიანი კომპლექტი სურათი
19₾
სამზარეულოს ხელსაწყოების ნაკრები - სილიკონის ზედაპირი და ბამბუკის ტარი, 3-ცალიანი კომპლექტი
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი - 3 ფორმის საჭრელი, იასამნისფერი სურათი
8₾
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი - 3 ფორმის საჭრელი, იასამნისფერი
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი • 3 სხვადასხვა ფორმის საჭრელი • ყვითელი სურათი
8₾
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი • 3 სხვადასხვა ფორმის საჭრელი • ყვითელი
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი - 3 ფორმის საჭრელი, ცისფერი სურათი
8₾
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი - 3 ფორმის საჭრელი, ცისფერი
თერმოსი ფერადი სურათი
15₾ 19₾
თერმოსი ფერადი
ნიორის საჭყლეტი - უჟანგავი რკინის მასალა, მრგვალი ფორმა და მარტივი გამოყენება სურათი
15₾ 20₾
ნიორის საჭყლეტი - უჟანგავი რკინის მასალა, მრგვალი ფორმა და მარტივი გამოყენება
კარტოფილის საჭყლეტი - უჟანგავი რკინის მასალა და ერგონომიული ტარი სურათი
9₾
კარტოფილის საჭყლეტი - უჟანგავი რკინის მასალა და ერგონომიული ტარი
მოწნული კალათა - პურისა და ფუნთუშებისთვის, ესთეტიკური და პრაქტიკული დიზაინით სურათი
14₾
მოწნული კალათა - პურისა და ფუნთუშებისთვის, ესთეტიკური და პრაქტიკული დიზაინით
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით, მწვანე სურათი
10₾
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით, მწვანე
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით, ცისფერი სურათი
10₾
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით, ცისფერი
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით სურათი
10₾
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით
საპურე კონტეინერი - პლასტმასის ეკომეგობრული დიზაინი ჰერმეტული დახურვით სურათი
35₾
საპურე კონტეინერი - პლასტმასის ეკომეგობრული დიზაინი ჰერმეტული დახურვით
მსგავსი განცხადებები
პრო
მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

? გინდა, ქართულში მომზადებამ რეალურ შედეგამდე მიგიყვანოს? ვიღებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსამზადებლად. ვარ ქართული ენის ფილოლოგი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი და უფროსი მასწავლებელი. მე-6 წელია აბიტურიენტებთან ვმუშაობ და ამ პერიოდში არც ერთი ჩემი მოსწავლე არ ჩაჭრილა ეროვნულ გამოცდაზე. გაკვეთილები იქნება პრაქტიკასა და შედეგზე ორიენტირებული: ? ტექსტის გააზრება და ანალიზი ✍️ თხზულების წერა და არგუმენტირება ? გრამატიკა ? საგამოცდო სტრატეგიები ყოველ თვე მოსწავლეს ექნება ეროვნული გამოცდის ფორმატის ტესტი, რათა მუდმივად ვაკონტროლოთ პროგრესი და დროულად გამოვასწოროთ სუსტი მხარეები. თუ გინდა, რომ შენი შრომა შედეგში აისახოს — დავიწყოთ ერთად! გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ. ჯგუფში იქნება მაქსიმუმ 3 მოსწავლე. ? ვარკეთილი | ? შესაძლებელია ონლაინ სწავლაც.

პრო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვიწყებ სექტემბრიდან აბიტურიენტების მიღებას,ქართულ ენასა და ლიტერატურაში.გთხოვთ წინასწარ ჩაეწეროთ! სწავლის პროცესი წარიმართება უახლესი მეთოდებით,საფუძვლიანად შეისწავლით გრამატიკის იმ ნაწილს,რომელიც აუცილებელია ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.ლიტერატურული ნაწილის სრული კურსს გაივლით პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით,ხოლო რაც შეეხება თხზულების წერას(რომელიც ყველას უჭირს),ძალიან მარტივად შეგასწავლით,ამომწურავად,დეტალურად!წარმატებებს გისურვებთ ყველა მომავალ აბიტურიენტს..

star icon 5.0 (2)
verify badge პრო
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში X, XI და XII კლასის მოსწავლეებს, როგორც სასკოლო პროგრამის ფარგლებში, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება და პროფესიული კვალიფიკაცია: • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — ქართული ფილოლოგიის ბაკალავრი • მაგისტრატურა — უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია (თსუ) • ამჟამად ვსწავლობ უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე (თსუ) • ჩაბარებული მაქვს VII–XII კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა • მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება სასწავლო პროცესი მოიცავს: • პროგრამული და არაპროგრამული მასალის საფუძვლიანად გავლას • თემების ფუნდამენტურ დამუშავებას — სტრუქტურა, არგუმენტაცია, მსჯელობა და ტექსტის ანალიზი • რედაქტირების სისტემურ სწავლებას • საგამოცდო ფორმატსა და საჭირო უნარებზე მუშაობას ყოველი თვის ბოლოს მოსწავლეებს უტარდებათ იმიტირებული ტესტირება სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სივრცეში, რაც მათ რეალურ საგამოცდო გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება. სურვილის შემთხვევაში, იმიტირებული ტესტის დასკანერებული პასუხები ეგზავნება მშობელს, რათა შესაძლებელი იყოს მოსწავლის შედეგისა და პროგრესის კონტროლი. ჯგუფური სწავლება • კვირაში 2 დღე • თითოეული გაკვეთილი — 1,5–2 საათი • ჯგუფში მაქსიმუმ 6 მოსწავლე • ღირებულება — 180 ლარი თვეში ივნისის თვეში აბიტურიენტებისთვის გაკვეთილები ტარდება ყოველ დღე, საფასური არ ემატება.

star icon 5.0 (1)
პრო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთლები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. ( შესაძლებელია ონლაინ ფორმატით). • ჩემთვის პრიორიტეტია, სწავლის პროცესი იყოს საინტერესო და მოტივაციის მომცემი. გაკვეთილები სრულად ერგება მოსწავლის ინდივიდუალურ ტემპს. მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და ინტერაქციული აქტივობებით თითოეული შეხვედრა მარტივად, ნაყოფიერად და ხალისით მიმდინარეობს. • ჩემ შესახებ: ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მინიჭებული მაქვს ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი (minor) პროგრამა. ვარ სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. ვარ მოქმედი მასწავლებელი.

verify badge პრო
 ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა

გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესიულ სწავლებას სხვადასხვა ასაკისა და მიზნის მქონე მსმენელებისთვის. ინდივიდუალური გაკვეთილები ტარდება როგორც პირისპირ, ისე ონლაინ. სწავლება განკუთვნილია: ✅ დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის; ✅ აბიტურიენტებისთვის – ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება; ✅ ქართული ენის შემსწავლელი ინგლისურენოვანი მოსწავლეებისა და ზრდასრულებისთვის; ✅ სასკოლო პროგრამის გავლა, აკადემიური წერისა და გრამატიკის გაძლიერება; მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ. - ფილოლოგიის დოქტორი - უფროსი მასწავლებელი - კერძო რეპეტიტორი სწავლების მეთოდოლოგია: ✅ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლის საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით; ✅ მდიდარ პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება. მისაღები ადგილი: ვაკე – საბურთალო (გაითვალისწინეთ, რომ პირისპირი /ოფლაინ გაკვეთილები ტარდება მოსწავლისთვის შეთანხმებულ ადგილზე (მაგ., სახლში ან სხვა შეთანხმებულ სივრცეში) და არა მასწავლებლის საცხოვრებელ მისამართზე). ონლაინ გაკვეთილები – მთელი საქართველოდან და საზღვარგარეთ მყოფი მოსწავლეებისთვის. დეტალური ინფორმაციისა და ჩაწერისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

certificate icon 4
პრო
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

? მზადება 2026-2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის! ვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში - თანამედროვე მეთოდოლოგიის, უახლესი სასწავლო რესურსებისა და ეროვნული გამოცდების პროგრამის შესაბამისად. ? სასწავლო პროცესი მოიცავს: • კვირაში 2 მეცადინეობას; • ხანგრძლივობა - 1 სთ. 30 წთ. - 2 სთ.; • ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფებში მუშაობას - მაქს. 4-5მოსწავლე; • ვიზუალურ და ინტერნეტრესურსებს; • ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის სისტემურ შესწავლას; • პრაქტიკულ მუშაობას საგამოცდო დავალებებზე, ტექსტებსა და წერით სამუშაოებზე; • ეროვნული გამოცდის ფორმატთან მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებასა და შედეგების ანალიზს. ? მეცადინეობის ადგილები: • თავისუფლების მოედანი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია; • მოსკოვის გამზირი, 124-ე სკოლასთან; • ? ონლაინ მეცადინეობები - დისტანციური სწავლების მსურველთათვის. ? ჩემ შესახებ: • ქართული ფილოლოგიის მაგისტრი; • უფროსი მასწავლებელი; • სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; • კერძო მოსწავლეებთან/აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; ?მიზანი - არა მხოლოდ პროგრამული მასალის ათვისება, არამედ მისი სიღრმისეული გააზრება, პრაქტიკაში გამოყენება და საგამოცდო დავალებების თავდაჯერებულად შესრულება. ? საფასური განისაზღვრება ფორმატისა და გრაფიკის მიხედვით. ? დამატებითი ინფორმაციისთვის: მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დამიკავშირდით:

certificate icon 2
ქართული ენის მასწავლებელი
ქართული ენის მასწავლებელი

მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში: - მაღალი კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს (VII-XII) - ასევე დაწყებითი კლასის (V-VI კლასი) მოსწავლეებს. როგორ ტარდება გაკვეთილი: გაკვეთილი ჩატარდება დისტანციურად ან ადგილზე მისვლით. ხანგრძლივობა: 1 საათი აბიტურიენტებისთვის: 1 საათ-ნახევარი ფასი: 20-25 ₾, შეთანხმებით სასწავლო პროცესის სტრუქტურა: 1. ვმუშაობ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით 2. ვიყენებ თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდებს. 3. ვატარებ ენობრივ, სახალისო აქტივობებს, რათა მოსწავლემ გაიუმჯობესოს ქართული ენის ფონემატური სმენა. 4. აბიტურიენტებთან ვამუშავებ ეროვნული გამოცდის ამოცანებსა და ტესტის ფორმატს. სწავლების შედეგად მოსწავლე: 1. ჩააბარებს გამოცდას წარმატებით და მაღალ ქულაზე. 2. გააუმჯობესებს ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უნარს. 3. შეძლებს აზრის ზუსტად გადმოცემას წერილობით და ზეპირად. 4. განივითარებს ინტერესს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მადლობა ნდობისთვის! ჩემ შესახებ: წარმატებით ჩავაბარე საგნის კომპეტენციის გამოცდა. გავიარე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა. პირველი პედაგოგიური გამოცდილება მივიღე საგურამოს სკოლაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე დაწყებითების პედაგოგად. მასწავლებლობის პერიოდში ვსწავლობდი ალტერნატიულ პედაგოგიურ მიდგომებს, ვესწრებოდი მასტერკლასებსა და ტრენინგებს, რაც მეხმარება მოსწავლესთან ინდივიდუალურად და მოტივირებულად მუშაობაში.

? ქართული ენა და ლიტერატურა — მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის
? ქართული ენა და ლიტერატურა — მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის

ვიწყებ მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ? სასწავლო კურსის ფარგლებში მოსწავლეები: • საფუძვლიანად შეისწავლიან სასწავლო და ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს; • შეისწავლიან ქართულ გრამატიკასა და ტექსტის რედაქტირებას; • ისწავლიან მხატვრული ტექსტის გააზრებას, ანალიზსა და ინტერპრეტაციას; • იმუშავებენ წერით დავალებებზე და ისწავლიან გამართული, არგუმენტირებული ტექსტის წერას; • მიიღებენ დამატებით ცოდნას ქართული და მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის შესახებ; • განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, მსჯელობისა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარს. ჩემი მიზანია, მოსწავლემ არა მხოლოდ გამოცდისთვის ისწავლოს კონკრეტული მასალა, არამედ ისწავლოს ლიტერატურის კითხვა, ტექსტის გააზრება, აზროვნება და საკუთარი სათქმელის გამართულად ჩამოყალიბება. ? მეცადინეობა — კვირაში 2 დღე ⏰ თითო შეხვედრა — 2 საათი ? მცირე ჯგუფები და ინდივიდუალური მეცადინეობა ? შესაძლებელია სრულად დისტანციური სწავლებაც ? ადგილზე: თბილისი, დიღომი 7, ფერაძის ქუჩა ? ადგილზე: ჯგუფური — 180 ლარი თვეში ინდივიდუალური — 300 ლარი თვეში ? ონლაინ: ჯგუფური — 120 ლარი თვეში ინდივიდუალური — 200 ლარი თვეში ? ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითიტებულ ნომერზე. ? ჯგუფებში ადგილები შეზღუდულია.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ჩემ შესახებ: • დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (წითელ დიპლომზე); • ჩაბარებული მაქვს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა (VII–XII კლასები); • ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესპანური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე; • Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვსწავლობდი ესპანეთში, სევილიის უნივერსიტეტში. გაკვეთილები იქნება როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ (თქვენი სურვილისამებრ), თითოეული მოსწავლის ცოდნის დონესა და საჭიროებებზე მორგებული. დეტალებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.