მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ქართულ ენასა და ლიტერატურაში გთავაზობთ საფუძვლიან მომზადებას მრავალწლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილების მქონე სპეციალისტთან, როგორც ეროვნული, ისე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის. გაკვეთილს გავუძღვები სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი - თბილისის კერძო, საჯარო სკოლებსა და სასწავლო ცენტრებში მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით; აგრეთვე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ესეების გამსწორებლად მუშაობის პრაქტიკით. მაქვს 10 კრედიტზე ჩაბარებული 4 სასერტიფიკაციო გამოცდა: 1. ქართული ენა I-VI; 2. ქართული ენა VII-XII; 3. პროფესიული უნარები; 4. ქართული ენა არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის; მომზადება შემდეგ მიმართულებებში: ✔ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში; ✔მასწავლებელთა მომზადება ქართულ ენა-ლიტერატურაში სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის; ✔ სკოლის მოსწავლეების მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში; ✔ ქართული ენის გრამატიკის სისტემური შესწავლა; ✔ პროგრამული და არაპროგრამული ტექსტების ანალიზი, გააზრება და ინტერპრეტაცია; ✔ მხატვრული სახეებისა და გამომსახველობითი საშუალებების ანალიზი; ✔ არგუმენტირებული ესეების აგება; ✔ ქართული ენა არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის; ✔ საგამოცდო ტესტებზე მუშაობა და შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინება; - მომზადება მიმდინარეობს როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე; - გაკვეთილის ფორმატი: ინდივიდუალური და ჯგუფური (ჯგუფში არაუმეტეს 4 მოსწავლის); გისურვებთ წარმატებებს!
- ონლაინ