Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქართული ენის რეპეტიტორი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ V-XII კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. განათლება: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. სერტიფიცირება: გავლილი მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა და დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია. მიმდინარე საქმიანობა: ვმუშაობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვარ სარედაქციო კოლეგიის წევრი. პროფესიული მიღწევები: ვარ აბიტურიენტთა მოსამზადებელი წიგნის ავტორი, არაერთი წიგნის რედაქტორი და დოკუმენტური ფილმების სცენარების თანაავტორი. ჩემი აკადემიური კვალიფიკაცია და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება საშუალებას მაძლევს, თითოეულ მოსწავლესთან შევიმუშაო ინდივიდუალური მიდგომა — როგორც სასკოლო პროგრამის გასაძლიერებლად, ისე საგამოცდო შედეგების მაქსიმალური გაუმჯობესებისთვის. გრაფიკი და ღირებულება: V-IX კლასის მოსწავლეები: 120 - 150 ლარი, კვირაში 2 დღე (1.5-საათიანი მეცადინეობა) აბიტურიენტები: 180 ლარი, კვირაში 3 დღე (2-საათიანი მეცადინეობა) დეტალებისთვის დაგვიკავშირდით, ადგილები შეზღუდულია!

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
ქართული ენის რეპეტიტორი ქართული ენა და ლიტერატურა ლიტერატურა ქართულის მასწავლებელი
ქართული, როგორც უცხო ენა
ქართული, როგორც უცხო ენა

ვარ ფილოლოგიის დოქტორი. ვასწავლი ქართულ ენას უცხოელებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ვმუშაობ ონლაინ. მაქვს საჯარო სკოლაში მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება. ასევე, რვა წელია ვმუშაობ კერძო რეპეტიტორად რუსულენოვან მოსწავლეებთან. გთავაზობთ: ? საკომუნიკაციო და აკადემიური ქართული ენის შესწავლას. ? ინდივიდუალურად, თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პროგრამასა და განრიგს; ? სწავლისათვის საჭირო ლიტერატურას, აუდიო, ვიდეო და სხვა სახის რესურსებს.

ქართული ენის რეპეტიტორი ქართული ენა და ლიტერატურა მომზადება ქართულში

მსგავსი კატეგორიები