აღწერა
ჩემი ინტენსიური მომზადების კურსი არის საუკეთესო საშუალება ნებისმიერი აბიტურიენტისათვის: მათთვისაც, ვისაც ისტორიის ცოდნის შედარებით დაბალი წინარე ცოდნა აქვთ, და სურთ რომ 1 წლის განმავლობაში მოემზადონ სრულყოფილად და მათთვისაც, ვინც უკვე კარგად იცის ისტორია და სურთ უშუალოდ გამოცდისათვის მომზადება, ცოდნის გაღრმავება. მოსწავლეს, არც ადგილმდებარეობა შეუშლის ხელს და არც დროს დაკარგავს ტრანსპორტირებაში, რადგან გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ ზუმის აპლიკაციის საშუალებით. ვხელმძღვანელობ აიმც-ს ისტორიის უახლესი გამოშვების წიგნით. მაქვს სპეციალური ფოტომასალები PowerPoint-ში ისტორიის გაკვეთილების უკეთესად გასააზრებლად, ამასთანავე მზად მაქვს კონსპექტები სწავლის გასამარტივებლად. ყველა გაკვეთილი ჩაიწერება და გაეგზავნებათ მოსწავლეებს საერთო ჯგუფში, რომ გაცდენების შემთხვევაშიც არ ჩამორჩნენ სწავლას. სწავლას დავიწყებთ 29 სექტემბრიდან. ვამზადებ ჯგუფურად. დიდი მოთხოვნის შემთხვევაში ჯგუფს დავამატებ. გაკვეთილები ჩატარდება 3-ჯერ კვირაში (ორშ-ოთხშ-პარ) ნაშუადღევს ან/და საღამოს საათებში (საათობრივად უფრო დეტალურად მეცოდინება სექტემბერში). თვიური საფასური 130 ლარი. გაკვეთილის ხანგრძლივობა საშუალოდ 1-1.5 სთ იქნება. არა მარტო გავივლით მთელი ისტროიის მასალას, არამედ თავიდან ბოლომდე გადავიმეორებთ მას და აუცილებლად ვიმუშავებთ ეროვნული გამოცდების ტესტებზეც. ჩემთან მომზადების ან შეკითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებული ნომრებიდან ერთ-ერთზე.
გადახდის მეთოდები
მდებარეობა
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.