აღწერა
დაგეხმარებით ჩინეთში სასურველი პროდუქციის მოძიებაში. ასევე, ქარხნების იდენტიფიცირებასა და მათთან ურთიერთობაში. დაგიგეგმავთ ეფექტურ საძიებო სქემას, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდეს სასურველი პროდუქტის მოძიება და შესყიდვა. დაგეხმარებით სასაქონლო ინვოისების სწორად შედგენაში და სასაქონლო კოდების სწორად მითითებაში, რაც შემდგომ ტვირთების ტრანსპორტირებისას და განბაჟების პროცედურებისას სერიოზულად დაგიზოგავთ ფინანსებს. ასევე, სხვადასხვა მომწოდებლის მიერ მისაღები ტვირთების გაერთიანებაში, რაც ასევე დაგიზოგავთ სატრანსპორტო ხარჯებს. ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოგთავაზებთ ტრანსპორტირების ეფექტურ გზებს და ასევე, შეგარჩევინებთ სანდო სატრანსპორტო პარტნიორს. დაგეხმარებით იმპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და ყველა საჭირო ნებართვისა თუ წინასწარი სარეგისტრაციო პროცედურის გავლაში (მაგ: ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაწესებული პროცედურები; შესაბამისობის დეკლარაციის მომზადება/თარგმნა/სისტემაში ატვირთვა; წარმოშობის სერტიფიკატის მოპოვება; ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/მგვ რეგისტრაცია და ა.შ) ასევე, გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას და ნებისმიერი სირთულის ხელშეკრულების მომზადებას ქართულ და ინგლისურ ენაზე. ✅ ინდივიდუალურად შემუშავებულ ხელშეკრულებებს — ბიზნესის, საქონლის, მომსახურების, შრომითი ურთიერთობის, საავტორო უფლებებისა თუ სხვა სფეროებისთვის ✅ არსებული ხელშეკრულებების ანალიზსა და რისკების მინიმიზაციას ✅ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას (საჭიროების შემთხვევაში) ✅ სწრაფ და კონფიდენციალურ მომსახურებას
გადახდის მეთოდები
მდებარეობა
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.