აღწერა
მოვამზადებ I-X კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) მოგესალემბით, მაქვს გამოცდილება დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადებაში ყველა ძირითად საგანში, მათ შორის ინგლისურ ენაში. სწავლების პროცესში ვცდილობ, თითოეული მოსწავლისთვის შევქმნა მხარდამჭერი და მოტივაციის მომცემი გარემო, სადაც ბავშვები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრებს და ინტერესს სწავლის მიმართ. ვიყენებ ასაკისთვის შესაბამის, ინტერაქტიულ მეთოდებს, როგორიცაა ვიზუალური მასალები, თამაშები და პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც ხელს უწყობს მასალის უკეთ გააზრებასა და ცოდნის გამყარებას. ინგლისური ენის სწავლებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარების თანაბარ განვითარებას, რათა ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ კომუნიკაციის საფუძვლები. პირობები: * მოვამზადებ ბინაზე მოყვანით, აგრეთვე თქვენთან მოსვლითაც * ვცხოვრობ გლდანის ტერიტორიაზე * სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე * ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით * სასწავლო გამოცდილება: თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი. სწავლის პერიოდი: (2022 დან 2024) წლამდე. * ამ ეტაპისთვის ვსწავლობ იურიდიულ ფაკულტეტზე ევროპის უნივერსიტეტში (2024 წლ დან დღემდე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი) * ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. * მაქვს მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება. საათებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე.
გადახდის მეთოდები
მდებარეობა
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.