Servisebi's large logo

განსაბაჟებელი ავტომობილები - რა უნდა ვიცოდეთ ტექდათვალიერების შესახებ

თუ  მანქანისთვის ტექინსპექტირების ჩატარებას აპირებთ, მაშინ უნდა იცოდეთ შემდეგ რამ:

უპირველესად, 4 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წელიწადში ერთხელ მაინც შემოწმდეს ტექნიკურად;

მეორე, თუ თქვენი ოთხბორბლა 4-8 წლამდეა, მაშინ აუცილებელია,  ტექნიკური დათვალიერება 2 წელიწადში ერთხელ გაატაროთ;

მესამე,  ხოლო თუ თქვენი ავტომანქანა რვა წელზე მეტია, რაც გამოუშვეს, ტექნიკური დათვალიერება  ყოველ წელს უწევს;

მეოთხე, მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელის  გამოშვების დღიდან 48 თვეც არაა გასული, აღარაა საჭირო, ინსპექტირების სერვისს მიმართოთ. 

იცოდით, რომ თბილისში 10-ზე მეტი ტექინსპექტირების ცენტრია? თქვენ, უბრალოდ, წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ მომსახურების ადგილას. Მათი ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ კატეგორიაში.

ტექნიკური შემოწმება გრძელდება 20-30 წუთი.

განსაბაჟებელი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ჩატარების ვადა 30 დღეა განბაჟების დღიდან.

სევრისცენტრში ადგილზე დაგჭირდებათ:

1.     ავტომობილის ტექპასპორტი; (მანქანის რეგისტრაციის მოწმობა)

2.     პირადობის მოწმობა;

3.     გაზზე ან თხევად გაზზე მომუშავე ავტომომანქანებისთვის  აირბალონიანი მოწყობილობის სერთიფიკატი და შესაბამისობის წარწერიანი აბრა.

 

ტექდათვალიერების დროს მოწმდება:

1.     სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;

2.     სამუხრუჭე აღჭურვილობა;

3.     საჭით მართვის სისტემა;

4.     ხილვადობა;

5.     ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;

6.     ღერძები, თვლები, საბურავები;

7.     სხვა მოწყობილობები.

         

  უარყოფითი ზემოქმედება:

დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

 თუ არ აქვს თქვენს მანქანას  გავლილი სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, დაჯარიმდებიან 50 ლარით.  იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმა - 200 ლარი. 

 

ტექნიკური დათვალირების ღირებულებაა:  

M1 კატეგორია (მსუბუქი ავტომობილი, ტაქსი) - 60 ლარი;

M2 კატეგორია (მიკროავტობუსი, 5 ტონამდე) - 100 ლარი;

M3 კატეგორია (ავტობუსი, 5 ტონაზე მეტი) - 100 ლარი;

N1 კატეგორია (მსუბუქი სატვირთო, პიკაპი, არაუმეტეს 3.5 ტონა) - 60 ლარი;

N2 კატეგორია (სატვირთო ავტომობილი 3.5-დან 12 ტონამდე) - 100 ლარი;

N3 კატეგორია (სატვირთო ავტომობილი, 12 ტონაზე მეტი) - 100 ლარი;

O3 კატეგორია (ნახევრადმისაბმელი, მისაბმელი 3.5-დან 10 ტონამდე) - 60 ლარი;

O4 კატეგორია (ნახევრადმისაბმელი, მისაბმელი 10 ტონაზე მეტი) - 60 ლარი.

რეკომენდირებული მომსახურებები
რეკომენდირებული სტატიები
რეკომენდირებული კატეგორიები
ავტო სერვისი | დასუფთავება, დალაგება | ტვირთის გადაზიდვა, ლოჯისტიკა | ტვირთის გადაზიდვა, ლოჯისტიკა | მშენებლობა, რემონტი | განათლება | განათლება | დამლაგებელი | დამლაგებელი | დამლაგებელი | სამშენებლო ნარჩენების გატანა | ამწე ლიფტი | ევაკუატორი | ევაკუატორი | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | გათბობის ხელოსანი | გათბობის ხელოსანი