წკრიალა- დასუფთავება რუსთავში
პროფესიონალური დასუფთავების მომსახურება რუსთავში გთავაზობთ სახლებისა და ბინების საფუძვლიან დასუფთ
თუ მანქანისთვის ტექინსპექტირების ჩატარებას აპირებთ, მაშინ უნდა იცოდეთ შემდეგ რამ:
უპირველესად, 4 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წელიწადში ერთხელ მაინც შემოწმდეს ტექნიკურად;
მეორე, თუ თქვენი ოთხბორბლა 4-8 წლამდეა, მაშინ აუცილებელია, ტექნიკური დათვალიერება 2 წელიწადში ერთხელ გაატაროთ;
მესამე, ხოლო თუ თქვენი ავტომანქანა რვა წელზე მეტია, რაც გამოუშვეს, ტექნიკური დათვალიერება ყოველ წელს უწევს;
მეოთხე, მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელის გამოშვების დღიდან 48 თვეც არაა გასული, აღარაა საჭირო, ინსპექტირების სერვისს მიმართოთ.
იცოდით, რომ თბილისში 10-ზე მეტი ტექინსპექტირების ცენტრია? თქვენ, უბრალოდ, წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ მომსახურების ადგილას. Მათი ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ კატეგორიაში.
ტექნიკური შემოწმება გრძელდება 20-30 წუთი.
განსაბაჟებელი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ჩატარების ვადა 30 დღეა განბაჟების დღიდან.
სევრისცენტრში ადგილზე დაგჭირდებათ:
1. ავტომობილის ტექპასპორტი; (მანქანის რეგისტრაციის მოწმობა)
2. პირადობის მოწმობა;
3. გაზზე ან თხევად გაზზე მომუშავე ავტომომანქანებისთვის აირბალონიანი მოწყობილობის სერთიფიკატი და შესაბამისობის წარწერიანი აბრა.
ტექდათვალიერების დროს მოწმდება:
1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
2. სამუხრუჭე აღჭურვილობა;
3. საჭით მართვის სისტემა;
4. ხილვადობა;
5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
6. ღერძები, თვლები, საბურავები;
7. სხვა მოწყობილობები.
უარყოფითი ზემოქმედება:
დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
თუ არ აქვს თქვენს მანქანას გავლილი სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, დაჯარიმდებიან 50 ლარით. იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმა - 200 ლარი.
ტექნიკური დათვალირების ღირებულებაა:
M1 კატეგორია (მსუბუქი ავტომობილი, ტაქსი) - 60 ლარი;
M2 კატეგორია (მიკროავტობუსი, 5 ტონამდე) - 100 ლარი;
M3 კატეგორია (ავტობუსი, 5 ტონაზე მეტი) - 100 ლარი;
N1 კატეგორია (მსუბუქი სატვირთო, პიკაპი, არაუმეტეს 3.5 ტონა) - 60 ლარი;
N2 კატეგორია (სატვირთო ავტომობილი 3.5-დან 12 ტონამდე) - 100 ლარი;
N3 კატეგორია (სატვირთო ავტომობილი, 12 ტონაზე მეტი) - 100 ლარი;
O3 კატეგორია (ნახევრადმისაბმელი, მისაბმელი 3.5-დან 10 ტონამდე) - 60 ლარი;
O4 კატეგორია (ნახევრადმისაბმელი, მისაბმელი 10 ტონაზე მეტი) - 60 ლარი.
პროფესიონალური დასუფთავების მომსახურება რუსთავში გთავაზობთ სახლებისა და ბინების საფუძვლიან დასუფთ
ჩვენ გთავაზობთ: ✔️ ვინდოუსის გადაყენება გამოძახებით და 100% გარანტიით ✔️ კომპიუტერულ მომსახურებას
ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგია დენტალური ქირურგია დენტალური თერაპია დენტალური ორტოპედია დენტალ
ოდესმე გქონიათ შემთხვევა, როდესაც მაღაზიაში უამრავი ტანსაცმელი მოიზომეთ, მაგრამ ვერცერთი მოირგეთ ისე, როგორც გინდოდათ? ან მოგწონებიათ კაბა, რომლის ფერიც იდეალური იყო, მაგრამ სიგრძე…
მანქანის დაქირავება მოსახერხებელი გამოსავალია, როდესაც საკუთარი ავტომობილი არ გაქვთ, მოგზაურობას გეგმავთ ან კონკრეტული საქმისთვის დროებით გჭირდებათ კომფორტულად გადაადგილება საკუთარ…
სამართლებრივი საკითხები მხოლოდ სასამართლო დარბაზსა და რთულ დავებს არ უკავშირდება. ზოგჯერ საკმარისია ხელშეკრულების ერთი პირობის არასწორად გაგება, მემკვიდრეობის განაწილებაზე უთანხმოე…
ახლობლის დაკარგვა ოჯახისთვის მძიმე პერიოდია, როდესაც ემოციურ სირთულესთან ერთად ბევრი პრაქტიკული საკითხის მოგვარებაც უწევს. დაკრძალვის ორგანიზება მოითხოვს სხვადასხვა დეტალის გათვალი…