რას გვაძლევს ზეთის შეცვლა ავტომობილზე?
ზეთი აუცილებელი ელემენტია ძრავის გამართულად ფუნქციონირებისთვისა და მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. ეს ხელს უწყობს ძრავის მოძრავი მეტალის ნაწილების გაპოხვას. ისინი დამცავი ფენით იფარება, რაც ამცირებს ხახუნსა და ცვეთას. Ზეთის მეშვეობით მთელი სისტემა დაცულია კოროზიისგან და ჟანგვისგან.
დროთა განმავლობაში ზეთში გროვდება მეტალის ნაწილაკები, ჭუჭყი, მცირდება მისი სიბლანტე, ამიტომ აუცილებელია, დროულად მისი გამოცვლა.
რამდენ გარბენზეა საჭირო ზეთის გამოცვლა?
ეს ინტერვალი უნიკალურია თითოეული მანქანისთვის, რადგან განისაზღვრება კილომეტრაჟით და ავტომანქანის წლოვანებით, და მაინც, მანძილი მერყეობს 10 000 კილომეტრიდან 30 000-მდე.
ავტომობილების მწარმოებლები ზეთის გამოცვლას გვირჩევენ ყოველი 10 000 – 15 000 კმ-ის გარბენზე, ბენზინის ძრავებისთვის, ხოლო
დიზელზე მომუშავესთვის რეკომენდებულია ყოველი 7 000 კმ-ზე.
აგრეთვე გასათვალისწინებელია, საჭიროა, ზეთის ფილტრების შეცვლაც.
რა მოხდება, თუ თავს ავარიდებთ ზეთის შეცვლას?
დაძველებული ზეთის შემთხვევაში:
მცირდება ზეთის საპოხი თვისებები, რაც ზრდის მოძრავ ნაწილებს შორის ხახუნს. შედეგად იზრდება დატვირთვა ძრავზე და ძრავის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა. მცირდება ძრავის რესურსი, ის დაიწყებს გადახურებას და გაიზრდება საწვავის მოხმარება.
კოროზიისგან დაცვა მცირდება.
წვის და ცვეთის პროდუქტები დაიწყებენ დაგროვებას ძრავში, რასაც მოჰყვება ზეთის არხების გაჭედვა, რაც ასევე გამოიწვევს ძრავის კაპიტალური რემონტის საჭიროებას.
Რა ღირს ზეთის შეცვლა?
Ზეთის გამოცვლა ჰიბრიდებისთვის - 0W20, 1 ლიტრის ფასი 28 ლარი.
Ბენზინის ძრავიანი მანქანებისთვის - 5W20, 5W30, 1 ლიტრის ფასი 28 ლარი, უფრო კარგი ხარისხის ზეთის ფასი 1 ლიტრზე: 35-40 ლარი.
სასურველი სერვისცენტრი ან ავტოექსპერტი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლების მოგვარებაში, შეგიძლიათ იხილოთ აქ - https://servisebi.ge/ka/product/98