დღეს სამყაროში, სადაც ყველაფერ ახალს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ბინისა თუ სახლის რემონტზე.
ნაგებობების შენებასთან ერთად, ძველი ქონებისთვის ახალი იერსახის მიცემაც ძალიან აქტუალურია. ყველას უნდა სასიამოვნო გარემოში ცხოვრება თუ მუშაობა. საკუთარი სურვილებისა და კომფორტის დაკმაყოფილების გარდა, თანამედროვედ გარემონტებული ქონების რეალიზება ბევრად უფრო მარტივია. რაც უფრო იზრდება ამაზე მოთხოვნა ბაზარზე, მეტად დგება იმის საჭიროება, რომ მომდევნო საფეხურებზეც წინასწარ ვიფიქროთ, ერთ-ერთია რემონტის შემდგომი დასუფთავება.
Შიდასარემონტო პროცესი კომპლექსურია, სასურველი შედეგის მისაღებად მხოლოდ ახალი განათება და ჭერი როდია საკმარისი. აუცილებელია, მთლიანი ფართი საგულდაგულოდ დალაგდეს, რომ საბოლოო შედეგი ნათლად დავინახოთ.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რა უნდა გაითვალისწინოთ სახლის მოწესრიგების პროცესში:
დასუფთავება დაიწყეთ ფართში არსებული ყველაზე დიდი ტერიტორიით, პატარა კი ბოლოსკენ მოიტოვეთ, თუ ერთიანი სივრცეა, დიდი ავეჯით ან რთულად მისადგომი ნაწილით;
სასურველია, გამოიყენოთ მაღალი შეწოვის ძალის მქონე მტვერსასრუტი და გაიმეოროთ რამდენიმეჯერ. ბოჭკოებში ჩამჯდარი მტვერი ეტაპობრივად გამოიჩენს თავს. ეს შეგიქმნით როგორც ვიზუალურ, ასევე ჯანმრთელობის პრობლემებს;
Მიხედეთ, უპირველეს ყოვლისა, კედლებს, რომ კარგად გამჯდარი მტვერი და ჭუჭყი მოაშოროთ;
აუცილებლად უნდა დააპრიალოთ სავენტილაციო არხი და ფილტრი;
ბოლოსთვის მოიტოვეთ ფანჯრებისა და კარების წმენდა.
ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რომელიც რისკებისა და რესურსების შეფასებაში დაგეხმარებათ.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დალაგების პროცესის სირთულეები და მეტიც, შეცდომები არ დავუშვათ, უმჯობესია საქმე პროფესიონალებს მივანდოთ.