admin

admin admin

29/03/22 1522 ნახვა

Როდის გვჭირდება ევაკუატორის მომსახურება?

ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან ერთად, მსოფლიო მოსახლეობაც სულ უფრო დაკავებულია.მუდმივად უფრო საჭირო ხდება გამოუვალი სიტუაციიდან  სწრაფად თავის დაღწევა.

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია  ევაკუატორების გამოძახება, რაც განპირობებულია სატრანსპორტო საშუალებების ზრდით გზებსა  თუ ავტობანებზე.

ევაკუატორების სერვისი მოიცავს: 

 
  1. მსუბუქი ავტომობილების,

  2. Სპეცტექნიკის, 

  3. Მოტოციკლების, 

  4.  სხვა ორთვალა საშუალებებისა და 

  5. Წყლის ტრანსპორტის მომსახურებას.

 

Ზემოთ აღნიშნული მომსახურება რამდენიმე სახისაა :

 
  1. წინასწარგანზრახული  _  მაგალითად, პორტიდან ჩამოყვანილი სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილამდე მიყვანა;

  2. Შორ მანძილზე დახმარება _   სიტყვაზე, ევაკუატორების გამოძახება თბილისში, ავტომობილის რაჭაში გადასაადგილებლად;

  3. დაუგეგმავი _  გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის (ავტოსაგზაო მანქანის  მოულოდნელი დაზიანება;

  4. შეუსაბამო გზებზე გადაადგილება _ დავუშვათ,  სკუტერების ჩაყვანა მაგისტრალის გავლით.


    Რატომ ევაკუატორი და არა თვითდახმარება?!

     

    დრო ფულია - საკუთარი ხერხების ცდა შესაძლოა, მეტი რესურსი წაგართვათ: დამხმარე ძალის პოვნა, ტექნიკურად გამართვა, გადაადგილების პროცესი…

    Საბოლოო ჯამში, ბევრად ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ, ვიდრე გამოძახება. 

    უსაფრთხოება - პროფესიონალები უზრუნველყოფენ როგორც თქვენი, ასევე  საკუთრების უსაფრთხოდ გადაზიდვას.

     

    ალბათ, დამეთანხმებით, ნებისმიერ ჩვენგანს შესაძლოა, ზემოჩამოთვლილი დახმარება დასჭირდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ვეძებოთ გამოსავალი.

რეკომენდირებული სერვისები

რეკომენდირებული სტატიები

მთარგმნელი თუ თარჯიმანი? - როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი

მთარგმნელი თუ თარჯიმანი? - როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი

5 ნოე 2024

 თანამედროვე სამყაროში საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდება, კომპანიებსა თუ კერძო პირებს, წარმატების მისაღწევად ხშირად უწევთ ენობრივი ბარიერების გადალახვა.
იქნება ეს საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება, მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის
თარგმნა თუ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება.
ამ ყოველივეს პარალელურად იზრდება თარგმნის სერვისებზე მოთხოვნა, პროცესებში საჭირო ხდება კომპეტენტური პირების ჩართულობა, ვინც უზრუნველყოფს წერილობითი მასალებისა თუ ზეპირი კომუნიკაციის თარგმნას.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტულ სიტუაციაში რომელი სპეციალისტის ჩართულობა და რა ტიპის მომსახურება გვჭირდება.
უპირველესად განვიხილოთ, რას მოიცავს მთარგმნელის და თარჯიმნის პროფესიები.
მთარგმნელი მუშაობს წერილობით ტექსტებზე, ისეთი ტიპის დოკუმენტებზე, როგორიცაა :

  • იურიდიული დოკუმენტაცია - იურიდიული დოკუმენტაციის თარგმნისას, მთარგმნელს უწევს მუშაობა ხელშეკრულებებზე, სასამართლო დოკუმენტებზე, საკანონმდებლო აქტებსა და კორპორატიულ დოკუმენტაციაზე. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი ტერმინოლოგიის ზედმიწევნითი ცოდნა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო სისტემების თავისებურებების გათვალისწინება.
  • სამედიცინო დოკუმენტაცია - სამედიცინო თარგმანი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს მთარგმნელობით საქმიანობაში. ეს არის დარგი, სადაც სიზუსტე და დეტალური ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამედიცინო მთარგმნელები მუშაობენ ფართო სპექტრის დოკუმენტებზე, დაწყებული სამედიცინო ჩანაწერებიდან, დამთავრებული კლინიკური კვლევების ანგარიშებით. თარგმანის სფერო მოიცავს პაციენტების სამედიცინო ისტორიებს, დიაგნოზებს, მკურნალობის გეგმებს, ფარმაცევტულ დოკუმენტაციას, სამედიცინო ხელსაწყოების ინსტრუქციებსა და სამეცნიერო კვლევებს.  მთარგმნელი ამ სფეროში უნდა ფლობდეს არა მხოლოდ სამედიცინო ტერმინოლოგიას, არამედ კარგად უნდა ერკვეოდეს სამედიცინო პროცედურებში, ანატომიაში, ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში. პაციენტებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო მასალების თარგმნა წარმოადგენს განსაკუთრებულ გამოწვევას. აქ მთარგმნელმა უნდა შეძლოს რთული სამედიცინო ტერმინების გადმოცემა მარტივი, გასაგები ენით, ისე რომ არ დაიკარგოს სამედიცინო სიზუსტე. მთარგმნელმა უნდა დაიცვას პაციენტთა კონფიდენციალურობა და სამედიცინო ეთიკის ნორმები.
  • ტექნიკური სპეციფიკაციები - ტექნიკური სპეციფიკაციების გადათარგმნა მოითხოვს განსაკუთრებულ სიზუსტესა და ტექნიკური ტერმინოლოგიის სრულყოფილ ფლობას. მთარგმნელი მუშაობს პროდუქტების აღწერილობებზე, მომხმარებლის სახელმძღვანელოებზე, უსაფრთხოების ინსტრუქციებსა და საინჟინრო დოკუმენტაციაზე.  ამ ტიპის თარგმანებში უმნიშვნელო უზუსტობამაც კი შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს, ამიტომ მთარგმნელს მოეთხოვება მაღალი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი.
  • მარკეტინგული მასალები - მარკეტინგული მასალების თარგმნა წარმოადგენს შემოქმედებით გამოწვევას, სადაც მთარგმნელმა უნდა შეძლოს არა მხოლოდ ტექსტის შინაარსის გადმოცემა, არამედ მისი ადაპტირება სამიზნე აუდიტორიის კულტურულ კონტექსტთან. ეს მოიცავს სარეკლამო ტექსტების, ბროშურების, სოციალური მედიის კონტენტის და პრეს-რელიზების თარგმნას. ამ პროცესში მთარგმნელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნება და მარკეტინგული კომუნიკაციის პრინციპების ცოდნა.
  • ლიტერატურული ნაწარმოებები -  განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნა. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მხატვრული ლიტერატურა თუ პოეზია, ორივე შემთხვევაში მთარგმნელმა უნდა შეძლოს ავტორის სტილის, ემოციური ნიუანსებისა და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, ამავდროულად კი ტექსტის თარგმნა სამიზნე ენაზე, ისე, რომ კარგად იკითხებოდეს.
  • სამეცნიერო პუბლიკაციები - ამ ტიპის თარგმანისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო ტერმინოლოგიის სიზუსტე და აკადემიური წერის სტილის დაცვა.
შესაბამისად, მთარგმნელის მომსახურება გამოგადგებათ, როდესაც :
  • გჭირდებათ დოკუმენტების გადათარგმნა
  • ვებ-გვერდის კონტენტის თარგმნა
  • სათარგმნი გაქვთ სამეცნიერო ნაშრომი ან პუბლიკაცია 
  • გჭირდებათ მარკეტინგული მასალების მომზადება უცხოურ ენაზე და სხვა მსგავსი პროცედურები, როცა საქმე ტექსტების თარგმნას ეხება.

მაშ, როდის გვჭირდება თარჯიმანი?

თარჯიმნის მომსახურება დაგჭირდებათ, მაშინ, როცა გვჭირდება ზეპირი თარგმნა ყველა ენაზე, მაგალითად:
  • გაქვთ საერთაშორისო შეხვედრა ან კონფერენცია
  • გეგმავთ საქმიან მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან
  • გჭირდებათ თანხლება უცხოელ სტუმრებთან
  • მონაწილეობთ საერთაშორისო ღონისძიებებში
 მთარგმნელისგან განსხვავებით, ნაცვლად ტექსტისა, თარჯიმანი ზეპირ კომუნიკაციას თარგმნის, სწორედ მასზეა დამოკიდებული სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შორის ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა.
როგორც წესი ფლობენ მინიმუმ 2 სამუშაო ენას, პირობითად, თუ გჭირდებათ თარგმნა ქართულიდან ან თარგმნა ინგლისურიდან შეგიძლიათ აიყვანოთ შესაბამისი ენების მცოდნე კადრი.
თარჯიმნის მომსახურება სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება მოიცავდეს როგორც სინქრონულ, ისე თანმიმდევრულ თარგმანს.
დიდ, საერთაშორისო კონფერენციებზე, როგორც წესი, გამოიყენება სინქრონული თარგმანი, რაც გულისხმობს თარგმანის ისეთი ფორმას, როდესაც თარჯიმანი თარგმნის მოსაუბრის პარალელურად, თითქმის რეალურ დროში.
წარმოიდგინეთ, რომ კონფერენციაზე უსმენთ მომხსენებელს უცხო ენაზე, მაგალითად რუსულად და არ გესმით ენა, თარჯიმანს უწევს თარგმნა რუსულიდან, თქვენ კი დაახლოებით 2-3 წამის დაგვიანებით, სპეციალურ ყურსასმენში გესმით მისი საუბრის თარგმანი თქვენთვის მშობლიურ ენაზე.
ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ რუსული ტექსტის თარგმნა ისე, რომ შენარჩნუდეს კონტექსტი და შინაარსი.
სინქრონული თარგმანი გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით.
ზოგავს დროს, რადგან არ სჭირდება დამატებითი პაუზები თარგმნისთვის, განსაკუთრებით ეფექტურია დიდი აუდიტორიისთვის, რადგან საშუალებას აძლევს ყველა მსმენელს სპეციალური ყურსასმენების მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია თავიანთ ენაზე.
სინქრონული თარგმანი ინარჩუნებს მოსაუბრის ემოციური მუხტსა და გამოსვლის დინამიკას.
რაც შეეხება თანმიმდევრულ თარგმანს, თანმიმდევრული თარგმანი არის თარგმანის ისეთი ფორმა, როდესაც მოსაუბრე აკეთებს პაუზებს, და ამ პაუზების დროს თარჯიმანი თარგმნის ნათქვამს. 
წარმოიდგინეთ საქმიანი შეხვედრა, სადაც მოსაუბრე ამთავრებს აზრს და შემდეგ თარჯიმანი გადმოსცემს ამ ინფორმაციას მეორე ენაზე.
თარჯიმანი დგას მოსაუბრის გვერდით
აკეთებს ჩანაწერებს სპეციალური სისტემით
თარგმნის მოსაუბრის პაუზების დროს
საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დააზუსტოს ინფორმაცია
ეს მეთოდი ეფექტურია მცირე ჯგუფებთან მუშაობისას და დეტალური მოლაპარაკებების წარმოებისას. 
ხშირად, ბიზნეს ურთიერთობების ენას ძირითადად ინგლისური წარმოადგენს, სწორედ ამიტომ  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული თარგმანი ქართულ-ინგლისური ენებისა,თარჯიმანმა უნდა გაითვალისწინოს ამ ორი ენისთვის მახასიათებელი დეტალები და საუბარი თარგმნოს ტერმინოლოგიის სიზუსტის დაცვით.
თანმიმდევრული თარგმანი საშუალებას აძლევს მხარეებს უკეთ გაიაზრონ და დააზუსტონ ინფორმაცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს გარიგებების დროს. 
თარჯიმანთა ბიურო ხშირად გვთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას სხვადასხვა ენაზე. 
მაგალითად, ინგლისურ ენაზე მოგემსახურებათ ინგლისური ენის თარჯიმანი.
გაზრდილია მოთხოვნა ისეთ სპეციალისტებზეც, როგორებიც არიან სპარსული ენის თარჯიმანი , პოლონური ენის თარჯიმანიბერძნული ენის თარჯიმანი.
პროფესიონალი თარჯიმნის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი გამოცდილება კონკრეტულ სფეროში.
მაგალითად, ბიზნეს მოლაპარაკებებისთვის სასურველია თარჯიმანი იცნობდეს ბიზნეს ტერმინოლოგიას. 
გასათავალისწინებელია ისიც, რომ თარჯიმანი უნდა მეგობრობდეს ტექნოლოგიებთან, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ გავლენა მოახდინა თარჯიმნის პროფესიაზეც, დღეს უკვე შესაძლებელია ონლაინ თარგმნა დისტანციური პლატფორმების საშუალებით, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში და შემდგომაც შენარჩუნდა, როგორც მოქნილი და ეფექტური გადაწყვეტილება.
თუ დაგჭირდება თარჯიმანი ონლაინ , მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ ჩვენს პლატფორმაზე servisebi.ge.

როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი მთარგმნელსა და თარჯიმანს შორის?

არჩევანი დამოკიდებულია თქვენს კონკრეტულ საჭიროებასა და რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე.
პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ პროექტის მასშტაბია, საერთაშორისო კონფერენციებზე, სადაც ბევრი უცხოელი სტუმარია, აუცილებლად დაგჭირდებათ თარჯიმნის მომსახურება, ასეთი ტიპის ღონისძიებებზე წერილობითი თარგმანი უბრალოდ ვერ იმუშავებს. თუმცა, თუ გჭირდებათ კომპანიის დოკუმენტების, ხელშეკრულებების ან მარკეტინგული მასალების თარგმნა, ამ შემთხვევაში მთარგმნელის მომსახურება იდეალური გადაწყვეტილება იქნება.
ასევე არჩევანზე მნიშვნელოვნად მოქმედებს დროის ფაქტორი. 
თუ მყისიერი კომუნიკაცია გჭირდებათ უცხოენოვან პარტნიორებთან შეხვედრაზე, ცხადია თარჯიმანის მომსახურება უნდა გამოიყენოთ,
თუ სათარგმნი გაქვთ დოკუმენტი ან ტექსტი, მთარგმნელი შეძლებს ამ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას. 
არჩევანის გაკეთებისას გასათვალისწინებელია ბიუჯეტიც.
განსხვავებულია თარგმნის ღირებულება ენების სპეფიციკის მიხედვით, მაგალითად: რუსულ - ქართული თარგმნა შესაძლოა უფრო ნაკლები დაჯდეს, ვიდრე თარგმნა სპარულიდან ქართულზე.
სწორი არჩევანის გაკეთება მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას და დეტალურ კომუნიკაციას სერვისის მომწოდებელთან. 
გირჩევთ, ნათლად ჩამოაყალიბოთ თქვენი მოთხოვნები, მოლოდინები და პროექტის სპეციფიკური საჭიროებები, შემდგომ კი მიმართოთ თარჯიმანთა ბიუროს ან მთარგმნელობით სააგენტოს. ისინი კი თავის მხრივ შემოგთავაზებენ თქვენი კონკრეტული სიტუაციისთვის შესაფერის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.
პირობითად, თუ თარჯიმანი გჭირდება ორენოვანი პროექტებისთვის, როგორიცაა იტალიური და გერმანული ენები, მათი დახმარებით შეძლებთ ერთ სივრცეში იპოვოთ როგორც იტალიური ენის თარჯიმანი, ისე გერმანული ენის თარჯიმანი.

​როგორ ავირჩიოთ შესაფერისი ნოტარიუსი: რჩევები და რეკომენდაციები

​როგორ ავირჩიოთ შესაფერისი ნოტარიუსი: რჩევები და რეკომენდაციები

1 ნოე 2024

  ნოტარიუსის მომსახურება ყოველდღიურად მრავალი იურიდიული საკითხის სწორად მოგვარების აუცილებელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს ეს პროცესი შეიძლება არასაჭიროდ ეჩვენოს, ნოტარიუსის დახმარებით დოკუმენტების დამოწმება რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი გარიგებების სანდოობას. ნოტარიუსის მომსახურება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა იურიდიულ და ფინანსურ პროცესში. მისი პროფესიული ჩართულობა აუცილებელია დოკუმენტების დამოწმების, გარიგებების ლეგალიზაციისა და მხარეების ხელმოწერების სისწორის დადასტურებისათვის. სწორად არჩეული ნოტარიუსი უზრუნველყოფს იურიდიული პროცესების გამართულობას, უსაფრთხოებას და თავიდან აგარიდებთ შესაძლო შეცდომებს, რომლებიც შეიძლება სამართლებრივად ან ფინანსურად საზიანო იყოს.
 სწორი ნოტარიუსის არჩევა ბევრ საკითხს მოიცავს: მისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, სერვისების ხელმისაწვდომობა და თქვენს მოთხოვნებზე ადაპტირება. ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევასა და რეკომენდაციას, რომლებიც დაგეხმარებათ სწორ ნოტარიუსთან თანამშრომლობაში.

1. ნოტარიუსის პროფესიული გამოცდილება
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც ნოტარიუსის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, მისი გამოცდილებაა. გამოცდილება არა მხოლოდ პროფესიული ცოდნის და უნარების გამომუშავებას გულისხმობს, არამედ იმას, თუ რამდენად კარგად იცნობს ნოტარიუსი სამართლებრივ სისტემას, კანონებსა და რეგულაციებს. გამოცდილ ნოტარიუსს შეეძლება უფრო სწრაფად და გამართულად მოაგვაროს რთული საკითხები და თავიდან აგარიდოთ შეცდომები.
ამასთან, პროფესიული გამოცდილება პირდაპირ კავშირშია ნოტარიუსის რეპუტაციასთან. შეამოწმეთ მისი პროფილი, გაიგეთ, აქვს თუ არა მას სპეციალური სერტიფიკატები და ლიცენზიები, რომლებიც ადასტურებს მის კომპეტენციას.

2. სერვისების მრავალფეროვნება
ნოტარიუსის არჩევისას მნიშვნელოვანია, გაიგოთ, თუ რამდენად მრავალფეროვანი სერვისები აქვს ნოტარიუსს. ზოგჯერ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს შეზღუდული სერვისები, რაც ნიშნავს, რომ ის ყველა ტიპის გარიგებას ან დოკუმენტს ვერ დაამოწმებს. მაგალითად, ნოტარიუსები ხშირად სთავაზობენ სერვისებს, როგორიცაა უძრავი ქონების გარიგებების დამოწმება, მემკვიდრეობის დოკუმენტების ფორმალიზება, ქორწინებისა და განქორწინების დოკუმენტების დამოწმება, ბიზნეს გარიგებების ლეგალიზაცია და სხვა.
თუ გჭირდებათ კონკრეტული სერვისი, მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსთან წინასწარ დააზუსტოთ, შეუძლია თუ არა მას ამ კონკრეტული მომსახურების გაწევა.

3. ლოკაცია და ხელმისაწვდომობა
ლოკაცია და ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ნოტარიუსის მომსახურების სისწრაფესა და კომფორტზე. ნოტარიუსის ოფისის მდებარეობა უნდა იყოს თქვენთვის მოსახერხებელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირად გჭირდებათ სანოტარო სერვისები. მაგალითად, თუ თქვენ მუშაობთ თბილისში, მოსახერხებელია, რომ ნოტარიუსის ოფისი ახლოს იყოს თქვენი სამუშაო ადგილის ან საცხოვრებელი ადგილისთან. თბილისის გარდა, ნოტარიუსის მომსახურების მიღეა შესაძლებელია ბათუმში, რუსთავში, გორში და სხვა ქალაქებში.
ასევე, ზოგი ნოტარიუსი გვთავაზობს ნოტარიუსის 24 საათიან მომსახურებას ან ნოტარიუსის გამოძახების სერვისს. ეს მომსახურება განსაკუთრებით სასარგებლოა გადაუდებელი სიტუაციებისთვის, როდესაც საჭიროა სწრაფი მოქმედება ან დოკუმენტების დამოწმება არასტანდარტულ საათებში.

4. მომხმარებლის შეფასებები და რეკომენდაციები
თანამედროვე ციფრულ სამყაროში ძალიან მარტივია, გაარკვიოთ სხვების გამოცდილება კონკრეტულ ნოტარიუსთან. მომხმარებელთა შეფასებები და რეკომენდაციები გეხმარებათ უკეთ გაიგოთ ნოტარიუსის სერვისის ხარისხი და პროფესიონალიზმი. ჩვენს საიტზე ყველა შეთავაზებაზე მითითებულია შეფასებების ფუნქციონალი, რომელზეც მომხმარებლები აფიქსირებენ უკვე მიღებულ გამოცდილებას. შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ მათ დაწერილ შეფასებებს და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.
შეფასებები ხშირად აღნიშნავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნოტარიუსის სამუშაოს სისწრაფე, მომსახურების ხარისხი, კეთილგანწყობა, და შესაძლო დამატებითი ხარჯები. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ უკეთ აირჩიოთ ნოტარიუსი, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელი და სანდოა.

5. მომსახურების ფასი
ნოტარიუსის მომსახურების ფასები საკმაოდ განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის სერვისს ითხოვთ. ნოტარიუსის ტარიფები კანონით არის რეგულირებული, თუმცა ინდივიდუალური ნოტარიუსები შეიძლება დამატებითი სერვისებისთვის მიიღონ დამატებითი თანხა. მაგალითად, ნოტარიუსის გამოძახების, ან 24/7 სერვისისთვის შესაძლოა იყოს მეტი საფასური, ვიდრე სტანდარტული სამუშაო საათების სერვისებისთვის.
სანოტარო ბიურო უნდა გვთავაზობდეს გამჭვირვალე ფასებს.  გირჩევთ წინასწარ დააზუსტოთ ხარჯები, რათა თავიდან აირიდოთ გაუგებრობა. თუ არ ხართ დარწმუნებული ფასებში, შეგიძლიათ მოიძიოთ რამდენიმე ნოტარიუსის შეთავაზება და შეადაროთ ისინი ერთმანეთს.

6. პროფესიონალიზმი და კომუნიკაცია
ნოტარიუსის მუშაობისას პროფესიონალიზმი და კომუნიკაცია გადამწყვეტი ფაქტორებია. ნოტარიუსი უნდა იყოს მზად, რომ დაგეხმაროთ ყველა ნაბიჯში, გაგიწიოთ კონსულტაცია და დეტალურად აგიხსნათ ის პროცედურები, რომლებიც უნდა განხორციელდეს.
პროფესიონალური ნოტარიუსი დროულად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს და ზუსტად მიჰყვება კანონით გათვალისწინებულ წესებსა და რეგულაციებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსთან კომუნიკაცია იყოს მარტივი და შედეგიანი. ის უნდა იყოს მზად, რომ უპასუხოს თქვენს შეკითხვებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

7. ნოტარიუსის იურიდიული ცოდნა და კანონის დაცვა
ნოტარიუსი არის იურიდიული სისტემის ნაწილი და მისი მუშაობა რეგულირდება შესაბამისი კანონებითა და რეგულაციებით. პროფესიონალი ნოტარიუსი იცავს ყველა კანონიერ მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია იურიდიული დოკუმენტების ნამდვილობისა და ლეგალურობისთვის. მას უნდა ჰქონდეს ფართო იურიდიული ცოდნა, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა პროცედურა სწორად არის შესრულებული და არ არსებობს იურიდიული შეცდომები.
ამიტომ, ნოტარიუსთან მუშაობისას დარწმუნდით, რომ ის იცნობს თქვენს იურიდიულ მოთხოვნებს და სრულად მიჰყვება საქართველოს კანონმდებლობას.
 

როგორ ავიცილოთ შეცდომები ნოტარიუსთან მუშაობისას?
 
ნოტარიუსთან თანამშრომლობა შეიძლება რთული იყოს, თუ არ იცით, რა უნდა მოითხოვოთ და როგორ უნდა დააკვირდეთ პროცესს. აქ არის რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეიძლება თავიდან აიცილოთ შეცდომები:
  • წინასწარ დარწმუნდით ყველა დოკუმენტში: სანამ ნოტარიუსთან წახვალთ, გადაამოწმეთ ყველა საჭირო დოკუმენტი და დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორადაა შევსებული.
  • დააზუსტეთ სერვისების ხარჯები: წინასწარ შეისწავლეთ ნოტარიუსის მომსახურების ფასები, რათა თავიდან აირიდოთ დამატებითი ხარჯები.
  • გადამოწმება პროცედურის შემდეგ: ნოტარიულად დამოწმების შემდეგ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ დოკუმენტები, რომ ყველა ინფორმაცია სწორად იყოს შეტანილი.
 
ნოტარიუსის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს იურიდიულ პროცესებზე და დოკუმენტების სისწორეზე. სწორი ნოტარიუსი დაგეხმარებათ უზრუნველყოთ სამართლებრივი დაცვა და სანდოობის განცდა. ესტუმრეთ ნოტარიუსის მომსახურების კატეგორიას servisebi.ge-ზე და მიიღეთ მომსახურება საუკეთესო სპეციალისტებისგან.

​10 ცრურწმენა, რომელიც დაკავშირებულია დაკრძალვის რიტუალთან

​10 ცრურწმენა, რომელიც დაკავშირებულია დაკრძალვის რიტუალთან

3 ოქტ 2024

   სიკვდილი - ადამიანის არსებობის საბოლოო ეტაპი, ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება კაცობრიობისთვის უდიდეს საიდუმლოდ. 
ამ მოვლენის ირგვლივ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა მრავალი რელიგიური, კულტურული და ხალხური ტრადიცია. დაკრძალვის რიტუალები, რომლებიც ამ ტრადიციების განუყოფელი ნაწილია, ხშირად მოიცავს არა მხოლოდ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, არამედ მრავალ ცრურწმენასაც.
ეს ცრურწმენები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ხშირად იმდენად ღრმადაა ფესვგადგმული საზოგადოებაში, რომ მათ მიჰყვებიან არა მხოლოდ მორწმუნე ადამიანები, არამედ ისინიც, ვინც თავს სკეპტიკოსად მიიჩნევს. 
გარდაცვალების მომენტში, როდესაც ადამიანი სიკვდილის რეალობასთან პირისპირ დგება, ხშირად ყველაზე ურწმუნო პიროვნებაც კი მზადაა დაიცვას ყველა არსებული წესი და ტრადიცია, თუნდაც ის ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარებოდეს.

განვიხილოთ 10 ცრურწმენა, რომელიც დაკავშირებულია დაკრძალვის რიტუალთან.
  • ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა ეხება მიცვალებულის თვალებსა და პირს.
 ითვლება, რომ არ შეიძლება მიცვალებულს თვალები გახელილი ჰქონდეს. ეს ცრურწმენა უკავშირდება შიშს, რომ გარდაცვლილი გახელილი თვალებით ეძებს ვიღაცას, ვისაც თავისთან წაიყვანს. ასევე მიიჩნევა, რომ მიცვალებულს პირიც დახურული უნდა ჰქონდეს.
დამკრძალავი ბიუროები ხშირად ითვალისწინებენ ამ ცრურწმენას, ცხედრის გაპატიოსნების პროცესში სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მიცვალებულის სახის გამომეტყველებას.
მიღებული პრაქტიკაა ყბის ახვევაც. 
  • მეორე მნიშვნელოვანი ცრურწმენა კუბოში ცოცხალი ადამიანების ნივთების ჩადებას კრძალავს. 
ძველი ხალხური რწმენის თანახმად, თუ მიცვალებულს საფლავში ცოცხალი ადამიანის ნივთს ჩაატანენ, ეს უკანასკნელიც მალე გარდაიცვლება.
სარიტუალო მომსახურების დროს, დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები ხშირად აფრთხილებენ ოჯახის წევრებს, რომ თუ რაიმეს ჩატანება სურთ გარდაცვლილისთვის, ყურადღებით შეარჩიონ ის ნივთები, რომლებსაც გატანენ.
 
  • მესამე ცრურწმენა ეხება კუბოს სახურავს, არ შეიძლება კუბოს სახურავის მიცვალებულის სახლში დატოვება.
ხალხში გავრცელებული წარმოდგენით, თუ სახურავი სახლში დარჩება, ოჯახს კიდევ ერთი სიკვდილი ელის.
ამავე ცრურწმენის გაგრძელებით, კუბო სახლიდან აუცილებლად იმ მამაკაცებმა უნდა გაიტანონ, რომლებიც გარდაცვლილის ნათესავები არ არიან. მიიჩნევა, რომ სისხლი სისხლისკენ მიილტვის და მიცვალებული ნათესავებს თან გაიყოლებს.
 
  • რიგით მეოთხე ცრურწმენა მიცვალებულის გამოსვენების ფორმას ეხება.
გამოსვენებისას მიცვალებულს თავი წინ არ უნდა ჰქონდეს. უძველესი დროიდან მიიჩნევა, რომ გასვენების დროს მიცვალებულის კუბო ფეხების მხრიდან წინ უნდა გაიტანონ, რათა სულმა უკან დაბრუნება შეძლოს.
 
  • კიდევ ერთი გავრცელებული ცრურწმენაა, რომ კუბოს გამოსვენების დროს, ცოცხლები უკან არ უნდა მიბრუნდნენ. ითვლება, რომ უკან შებრუნება ან თუნდაც უკან ყურება შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.
 
  • რიგით მეექვსე ცრურწმენა, მეტნაკლებად შინაარსობრივად გასაგებია და ეხება ორსული ქალებისა და ბავშვების დაკრძალვის რიტუალზე დასწრებას. 
მიიჩნევა, რომ დაკრძალვას ორსული ქალები და ბავშვები არ უნდა ესწრებოდნენ. ეს აკრძალვა უკავშირდება შეხედულებას, რომ ახალი სიცოცხლე სიკვდილთან შეუსაბამოა, ხოლო ბავშვების ფსიქიკა არასათანადოდ მყარია სამგლოვიარო რიტუალებისთვის.
 
  • მეშვიდე ადგილს დაკრძალვის დრესკოდი იკავებს, დაკრძალვაზე ღია ფერის სამოსით მისვლა არ არის მიზანშეწონილი, სასურველია ჩავიცვათ შავი ან სხვა მუქი ფერის ტანისამოსი.  ეს ცრურწმენასთან მეტნაკლებად შეიძლება დავაკავშიროთ, რომ არა გავრცელებული მოსაზრება, რომ ნათელი ტანისამოსი, კაშკაშა ფერები იქცევს სიკვდილის ყურადღებას და ამ შემთხვევაში,  მუქი ტანსაცმელი ერთგვარი კამუფლაჟია, სიკვდილისგან თავდასაცავად.
 
  • მერვე ცრურწმენა ეხება სამგლოვიარო პროცესიის ეტიკეტს, მიიჩნევა, რომ არ შეიძლება კუბოს წინ სიარული ან მისთვის გასწრება. ამის მიზეზი არის რწმენა, რომ ადამიანი, რომელიც კუბოს წინ გაივლის ან გაუსწრებს, შეიძლება იყოს შემდეგი, ვინც გარდაიცვლება. 
ეს ცრურწმენა ეფუძნება იდეას, რომ სიკვდილს შეუძლია "დაინახოს" და "აირჩიოს" შემდეგი მსხვერპლი, და თუ ვინმე კუბოს წინ აღმოჩნდება, ის თავს "შესთავაზებს" სიკვდილს.
იგივე ეხება კატაფალკის გასწრებას,
კატაფალკა არის სპეციალური მანქანა, რომელიც გადააქვს კუბო
ცრურწმენის თანახმად, კატაფალკისთვის გასწრებაც არ არის მიზანშეწონილი. ითვლება, რომ ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობის ან სხვა უსიამოვნებების მომასწავებელი. 
ეს წარმოდგენა უკავშირდება იდეას, რომ სიკვდილთან "შეჯიბრმა" ან  "გასწრებამ" შეიძლება გამოიწვიოს მისი"წყენა" ან "ყურადღების მიქცევა", რაც შემდგომში უბედურებას მოიტანს.
 
  • მეცხრე ცრურწმენა ეხება დაკრძავლის პროცესიაზე მისალმების აკრძალვას, სასაფლაოზე ან სახლთან მისვლისას, სადაც გარდაცვლილი იმყოფება, ჭირისუფალსა და დამსწრეებს სასურველია მხოლოდ თავისქნევით მიესალმოთ, რათა გავრცელებული ცრურწმენის თანახმად არ დაარღვიოთ მიცვალებულის სიმშვიდე და არ მიიზიდოთ უბედურება.
 
  • და ბოლო, მეათე ცრურწმენა ეხება სარკეებს, უფრო კონკრეტულად კი  სარკეების დაფარვას გარდაცვლილის სახლში.
როცა ოჯახში ვინმე გარდაიცვლება, სახლში არსებულ ყველა სარკეს თეთრ ნაჭრერს, პირსახოცს ან ნებისმიერი სხვა ქსოვილის აფარებენ.
ბევრს სჯერა, რომ გარდაცვლილის სული შეიძლება "გაიჭედოს" სარკეში. სარკის დაფარვით, კი ცდილობენ დაეხმარონ სულს თავისუფლად გადაადგილებაში და საბოლოო დანიშნულების ადგილზე მშვიდობიანად მისვლაში. 
ზოგიერთ კულტურაში სარკეებს განიხილავენ როგორც "კარებს" ან "პორტალებს" სულების სამყაროში.
 წარმოიდგინეთ, თითქოს სარკე ფანჯარაა, რომლიდანაც სულები შემოდიან და გადიან. ამ რწმენის თანახმად, სარკეების დაფარვა იცავს ცოცხლებს არასასურველი სულების შემოჭრისგან.
საფლავის ქვის შერჩევა და საფლავის ქვაზე ხატვა, ასევე წარწერაც ხშირად ხდება ცრურწმენების საგანი. 
ზოგიერთი სჯერა, რომ გარკვეული სიმბოლოები ან ფრაზები საფლავის ქვაზე დაეხმარება გარდაცვლილის სულს სიმშვიდის პოვნაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეს ცრურწმენა მეცნიერულად დაუსაბუთებელია, კვლავაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ დაკრძალვის რიტუალებში, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ საზოგადოება მოწიწებით ეპყრობა სიკვდილის აქტს და გარკვეული რიტუალ-ჩვევებით გამოხატავენ პატივისცემას გარდაცვლილის მიმართაც.
დამკრძალავი ბიუროები და სარიტუალო მომსახურების სპეციალისტები ხშირად აწყდებიან ამ ცრურწმენებს თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. 
მათი ჩართულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარდაცვლილის უკანასკნელი გზის ორგანიზებაში.
სარიტუალო მომსახურება მოიცავს მრავალ ასპექტს, რაც ეხმარება ოჯახებს ამ რთულ პერიოდში, მათი შემოთავაზებული ძირითადი სერვისებია:
ცხედრის მომზადება: მოიცავს ბალზამირებას, კოსმეტიკურ პროცედურებს და ცხედრის გაპატიოსნებას.
დოკუმენტაციის მოწესრიგება: სპეციალისტები ეხმარებიან ოჯახს ძირითადი დოკუმენტების მომზადებაში, რაც გარდაცვლილის დაკრძალვისთვის და შემდგომი პროცედურებისთვისაა საჭირო.
დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზება: მოიცავს სასაფლაოს ადგილის შერჩევას, კუბოს (იგივე ჩასასვენებელი) შეძენას, მიცვალებულის მაცივრის ქირაობას, ყვავილების შეკვეთას და სხვა დეტალების მოგვარებას.
ტრანსპორტირება: დამკრძალავი ბიუროები უზრუნველყოფენ ცხედრის გადასაყვანად სპეციალურ ავტომობილს კატაფალკას.
კატაფალკის გამოძახება 24/7-ზეა შესაძლებელი.
და სხვა დამატებითი სერვისები, რაც გულისხმობს სარიტუალო დარბაზის მომსახურებას, საფლავების მოპირკეთებას, საფლავის ქვას და ა.შ
დამკრძალავი ბიუროები ცდილობენ გაითვალისწინონ ოჯახის სურვილები და ტრადიციები, მათ შორის ზემოთ ნახსენები ცრურწმენებიც, რათა უზრუნველყონ ღირსეული დამშვიდობება გარდაცვლილთან.
ჩვენი პლატფორმა გთავაზობთ მარტივ და მოსახერხებელ გზას სარიტუალო მომსახურების მოსაძებნად. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ თქვენს რეგიონში არსებული დამკრძალავი ბიუროების სია, იქნება ეს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი ან სხვა. ნახოთ მათი მომსახურების დეტალური აღწერა და ფასები. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა მომხმარებლების შეფასებებს და გამოცდილებას.

როგორ მოვემზადოთ მართვის მოწმობის ასაღებად?

როგორ მოვემზადოთ მართვის მოწმობის ასაღებად?

2 ოქტ 2024

  ცხოვრების გზაზე არსებობს ეტაპები, რომლებიც ჩვენი განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მართვის მოწმობის აღება ერთ-ერთი ასეთი ეტაპია, რომელიც თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ახალი შესაძლებლობების სიმბოლოდ იქცა. თინეიჯერებისთვის ეს პირველი ნაბიჯია დამოუკიდებლობისკენ, ხოლო ზრდასრულებისთვის – ცხოვრების სტილის გარდაქმნის, დროის და ძალისხმევის ოპტიმიზაციის შესაძლებლობა. მართვის მოწმობის მიღება მოითხოვს სერიოზულ მომზადებას, გეგმას და პასუხისმგებლობას.
მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მძღოლს რეალურ საგზაო პირობებში უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს. ამ პროცესში დახმარებას გაგიწევენ პროფესიონალები ავტოსკოლებში, მაგრამ მთავარია, რომ წინასწარ კარგად მოემზადოთ და იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ გამოცდებისგან და რა ტიპის დახმარება შეიძლება მიიღოთ.

  პირველი ნაბიჯი:
თეორიული გამოცდისთვის მომზადება

მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო პირველი ეტაპი თეორიული გამოცდაა. ეს გამოცდა შეამოწმებს თქვენს ცოდნას საგზაო ნიშნების, მოძრაობის წესებისა და საგზაო უსაფრთხოების შესახებ. საქართველოში, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის უნდა გაიაროთ საგზაო წესების ტესტები, რომლებიც მოიცავს კითხვას ასარჩევი პასუხებით. გამოცდისთვის საჭირო ბილეთების შესწავლა არის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ კარგად გაეცნოთ მოძრაობის წესებს.
 რჩევა: თეორიული გამოცდისთვის მზადებისას აუცილებელია არა მხოლოდ ბილეთების დაზეპირება, არამედ მათი არსის გაგებაც. ეს ცოდნა რეალურ ცხოვრებაში ტარების დროს დაგჭირდებათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაიაზროთ თითოეული პასუხის ლოგიკა. გამოიყენეთ ავტოსკოლის მასალები, ან თუნდაც ონლაინ რესურსები, რათა მაქსიმალურად გაიაზროთ თითოეული საკითხი.
საფრთხეები და შეცდომები: ბევრი კანდიდატი უშვებს შეცდომას, როდესაც ცდილობს მხოლოდ ბილეთების დაზეპირებას და მექანიკურად ჩაბარებას. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად იწვევს რეალური საგზაო პირობებში არასწორ გადაწყვეტილებებს, რადგან მძღოლი მხოლოდ დაზეპირებულ პასუხებზეა დამოკიდებული და არა ნამდვილი ცოდნის გამოყენებაზე.

მეორე ნაბიჯი: პრაქტიკული გამოცდისთვის მომზადება

პრაქტიკული გამოცდა არის მართვის მოწმობის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს გამოცდა შეამოწმებს თქვენს რეალურ უნარებს მანქანის მართვაში. ადრე პრაქტიკული გამოცდა მოედნებზე ტარდებოდა, თუმცა ბოლო წლებში საქართველოში დაემატა ქალაქში მართვის გამოცდაც. ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქში მართვა მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას, სწრაფი რეაგირების უნარს და შესაბამის ცოდნას.
რჩევა: პრაქტიკული გამოცდისთვის მოემზადეთ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ქალაქში მოძრაობის პირობებშიც. ავტოსკოლა გთავაზობთ სპეციალურ გაკვეთილებს, რომლებიც გეხმარებათ ქალაქში ტარების უნარების განვითარებაში, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ქალაქის საცობებში და რთულ საგზაო პირობებში მანქანის მართვას.
პირველი პრაქტიკული გაკვეთილები: პირველ პრაქტიკულ გაკვეთილზე შეგიძლიათ იგრძნოთ სტრესი და შიში, თუმცა ინსტრუქტორის დახმარებით შეძლებთ ამ შიშის გადალახვას და ნელ-ნელა თავდაჯერებულად მართვის სწავლას. მჭიდრო კონტაქტი პროფესიონალ ინსტრუქტორთან, რომელიც გიცნობთ და თქვენი საჭიროებების მიხედვით გეხმარებათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წარმატებული შედეგისთვის.
ავტოსკოლების სერვისები და მათი სარგებლიანობა
მართვის მოწმობისთვის მომზადება შესაძლოა რთული პროცესია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გამოცდილება არ აქვს. ამ შემთხვევაში, ავტოსკოლა საუკეთესო ადგილია, სადაც გამოცდილი ინსტრუქტორები დაგეხმარებიან როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდისთვის მომზადებაში. ავტოსკოლები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში გვავაზობენ მოქნილ სასწავლო გრაფიკს და სხვადასხვა სერვისს, რომელიც მორგებულია როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი მძღოლებისთვის.

რატომ უნდა მიმართოთ ავტოსკოლას?

ავტოსკოლა გვთავაზობს უსაფრთხო და მართვაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც შეგიძლიათ ნელ-ნელა და ეტაპობრივად შეისწავლოთ მანქანის მართვა. ასევე, ავტოსკოლებში გამოცდილი ინსტრუქტორები ფოკუსირდებიან თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე და დაგეხმარებიან თქვენი უნარების გაუმჯობესებაში.

პრაქტიკული დახმარება: თუ ქალაქში ტარება გაშინებთ, ავტოსკოლაში შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი გაკვეთილები რეალურ საგზაო პირობებში მართვისთვის. ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც უჭირს მოძრაობის დინამიკაში ტარების სწავლა.
 
რა უნდა გავითვალისწინოთ მართვის მოწმობისთვის მომზადების პროცესში?

მართვის მოწმობის გამოცდებისთვის მომზადებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოთ ფოკუსირებული, მშვიდი და მოემზადოთ თითოეული ეტაპისთვის. აქ არის რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში:

არ დაიზაროთ თეორიული ნაწილის სწავლა: მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა არ არის მხოლოდ „ზეპირად ჩაბარება“. ეს ცოდნა დაგეხმარებათ გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილებაში. დაუთმეთ საკმარისი დრო ბილეთების შესწავლას და გაიაზრეთ მათი ლოგიკა.

პრაქტიკული გამოცდა მოითხოვს მეტ ყურადღებას: ქალაქში ტარების გამოცდა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან საცობებსა და რთულ საგზაო პირობებში მართვა რთულია და ბევრ პრობლემებს წარმოშობს.   ამიტომაც მიიღეთ დამატებითი გაკვეთილები ინსტრუქტორისგან და მოემზადეთ ისე, რომ რეალურ მოძრაობაში თავი იგრძნოთ თავდაჯერებულად.

დაისვენეთ გამოცდამდე: გამოცდის დღე შეიძლება იყოს ნერვიულობის მომტანი, ამიტომ სასურველია, რომ ცოტა დაისვენოთ და მაქსიმალურად მშვიდად მიხვიდეთ. ამით თავიდან აიცილებთ ნერვიულობისგან გამოწვეულ შეცდომებს.

ხშირად დაშვებული შეცდომები

მართვის მოწმობის ასაღებად მომზადების დროს ბევრი ადამიანი უშვებს ერთსა და იმავე შეცდომებს, რაც მათ პროცესს ართულებს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა არასწორი წარმოდგენა გამოცდის სიმარტივეზე. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თეორიული გამოცდის დაზეპირება საკმარისია წარმატებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ასევე, პრაქტიკული გამოცდისთვის აუცილებელია სათანადო მომზადება და ინსტრუქტორისგან მიღებული ცოდნა.

შეცდომები თეორიულ ნაწილში: ხშირად კანდიდატები ყურადღებას არ აქცევენ დეტალებს და მხოლოდ ბილეთების დაზეპირებაზე არიან ორიენტირებულები.  საგზაო ნიშნებისა და წესების გაგება მნიშვნელოვანია რეალურ მოძრაობაში.
შეცდომები პრაქტიკულ ნაწილში: ხშირად კანდიდატები ქალაქში ტარების დროს ნერვიულობენ, რადგან არ აქვთ საკმარისი გამოცდილება. ავტოსკოლის ინსტრუქტორების დახმარება და პრაქტიკული გაკვეთილები ქალაქში ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
 
მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო მომზადება მოითხოვს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მუშაობას და პროფესიონალების დახმარებას. ავტოსკოლები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და სხვა ქალაქებში გვთავაზობენ მრავაფეროვან პროგრამებს, რომლებიც მორგებულია როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი მძღოლების საჭიროებებზე. მართვის მოწმობის ასაღებად აუცილებელია კარგად მომზადება, დისციპლინა და სწორი დახმარების გამოყენება, რაც საბოლოოდ გაგიადვილებთ გამოცდების ჩაბარებას და წარმატებით მიიღებთ მართვის მოწმობას.

რეკომენდირებული კატეგორიები
ევაკუატორი