Servisebi's large logo

რატომ servisebi.ge ?

Პროექტის შექმნის იდეა დაებადათ ადამიანებს, რომლებსაც თავად აწუხებდათ მომსახურების სფეროში არსებული პრობლემები და გადაწყვიტეს ეს პროცესი გაეხადათ უფრო მარტივი, კომფორტული, კონკურენტუნარიანი და გადამოწმებადი. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია 400 - მდე კატეგორია, რომელიც თითქმის სრულიად მოიცავს მომსახურების სფეროს.
იქნება ეს დალაგების სერვისი, იურიდიული მომსახურება, მშენებლობა, რემონტი, რეპეტიტორების სერვისი, სატვირთოს დაქირავების სერვისი, გაფუჭებული ტექნიკის შეკეთების სერვისი, ავტომობილის ელექტრონული დიაგნოსტიკის სერვისი, ფოტოგრაფის სერვისი თუ სხვა მრავალი.
Პროექტი ამარტივებს ნებისმიერი მომსახურების როგორც შეთავაზების, ასევე მოძიების ციკლს.
ერთის მხრივ, შემსრულებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად განათავსონ საკუთარი შეთავაზება შესაბამის კატეგორიაში და გაზარდონ შეკვეთები, მეორეს მხრივ კი, ჭკვიანი საძიებო სისტემის გამოყენებით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მარტივად, უმოკლეს დროში შეარჩიონ სასურველი მომსახურება.

Პროცესს ყველაზე მეტად ამარტივებს და სანდოობას მატებს შეფასების სერვისი. Იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კომპანია არ მონაწილეობს გარიგების პროცესში და შეუძლებელი იყო ათასობით მომსახურების ხარისხის წინასწარ გადამოწმება, საიტზე დაემატა შეფასებები. 
Როდესაც მომხმარებელი შეარჩევს სასურველ განცხადებას და დაუკავშირდება შემსრულებელს, შესაძლებლობა ექნება მიღებული მომსახურების ხარისხი შეაფასოს ვებგვერდზე არსებული შეფასების სისტემით.
Შეფასებები ისახება განცხადების დეტალურ გვერდზე და მოქმედებს შემსრულებლის რეიტინგზე. Შესაბამისად, სხვა მომხმარებლებს უმარტივდებათ გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებლობა ეძლევათ გაითვალისწინონ სხვისი გამოცდილება შერჩევის პროცესში. Ასევე, შემსრულებლებს ეძლევათ საქმის ხარისხიანად შესრულების დამატებითი მოტივაცია და იზრდება ჯანსაღი 
კონკურენცია.

ალბათ ერთხელ მაინც დამდგარხართ იმ დილემის წინაშე, თუ ვის ანდობდით სახლის დალაგებას ან გაფუჭებული ონკანის შეკეთებას, ან სად მოიძიებდით სანდო თარჯიმანს, როდესაც ძალიან გეჩქარებოდათ...
ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კითხვებზე პასუხი servisebi.ge - ზე იპოვოთ.
რეკომენდირებული მომსახურებები
რეკომენდირებული სტატიები
რეკომენდირებული კატეგორიები
დამლაგებელი