Მანქანის ქირაობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კომფორტული პროცესია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ხშირად მოგზაურობთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთაც.
არსებობს მთელი რიგი მიზეზები იმისა, თუ რატომ სჯობს მანქანის დაქირავება მის შეძენას. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მანქანის ყიდვა გსურთ, აუცილებლად დაგჭირდებათ წინასწარ განსაზღვრული კაპიტალი - დანაზოგისა თუ სესხის სახით. გარდა ამისა, საჭიროა დამატებითი ხარჯების გათვალისწინება დაზღვევის, საბურავების და მანქანის მოვლისა თუ სხვა პროცედურებისთვისაც. ხოლო, მანქანის დაქირავება ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი პროცესია, რომლის დროსაც არ გიწევთ მთელი რიგი პროცესების გავლა.
ამ გზამკვლევში მოგიყვებით იმ პრაქტიკული რჩევების შესახებ, რომელთა გათვალისწინებითაც მანქანის ქირაობა ბევრად უფრო მარტივი გახდება თქვენთვის. ბიუჯეტის დაგეგმვიდან, მანქანის სწორად შერჩევამდე - ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.
რა მიზნით გსურთ მანქანის დაქირავება
- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა ტიპის მგზავრობა გაქვთ დაგეგმილი. მაგალითად, მაღალმთიან რეგიონში მიდიხართ, თუ დაბალმთიან ადგილებს უნდა ეწვიოთ. ამის ცოდნა დაგეხმარებათ შესაბამისი მანქანის მოდელის არჩევაში. ასევე, მგზავრების რაოდენობაც უნდა დააზუსტოთ, რათა იცოდეთ, რამდენ ადგილიანი მანქანა დაგჭირდებათ.
- აარჩიეთ ავტომობილის ტიპი და ზომა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებსა და ბიუჯეტს. საქართველოში შეგიძლიათ ავტომობილის ყველა ტიპის მოდელი დაიქირაოთ, მათ შორისაა: სედანი, ჯიპი, ჰიბრიდი, პრემიუმ და საშუალო კლასის მოდელები, რთულ ლოკაციებზე მისასვლელად განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები და სხვა. პემიუმ ხარისხის ავტომობილები კი განკუთვნილია კორპორატიული ღონისძიებებისათვის.
- შეგიძლია ავტომობილი დაიქირაო სასურველ ლოკაციაზე: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი რუსთავი და ა.შ
მოთხოვნები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოთ
თუკი მანქანის დაქირავება გსურთ, მაშინ მოგიწევთ, რომ რამდენიმე კრიტერიუმი დააკმაყოფილოთ:
- ზოგიერთ კომპანიას მინიმალური ასაკის ზღვარი აქვს, რომელსაც თუ არ აკმაყოფილებთ, მანქანის ქირაობას ვერ შეძლებთ.
- მუდამ იქონიეთ და თან წარმოადგინეთ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მართვის მოწმობა და თან იქონიეთ უნაღდო ანგარიშსწორებისათვის განკუთვნილი ბარათებიც;
- დიდი კომპანიები მძღოლის მართვის ისტორიასა და ქულებსაც აქცევენ ყურადღებას. მაგალითად, რა სახის დარღვევები გაქვთ, ყოფილა თუ არა სერიოზული საავარიო მდგომარეობა, რა იყო გამომწვვეი მიზეზი და სხვა.
დასაქირავებელი მანქანის ღირებულება
აქ რამდენიმე ფაქტორითაა გასათვალისწინებელი:
- მანქანის ტიპი, გამოშვების წელი და ზომა. თითოეული ეს კომპონენტი მნიშვნელოვნად მოქმედებს ავტომობილის გაქირავების ფასზეც, რადგან დიდი ზომისა და მოცულობის მანქანის დაქირავება ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სედანის ტიპის მანქანის.
- დამქირავებლის ასაკი - აუციკებლად სრულწლოვანი უნდა იყოთ, ან შესაძლოა გამქირავებელმა კომპანიამ დამატებითი ზღვარი დააწესოს დამქირავებლისათვის; მაგალითად, გააქირაოს სპორტული მანქანა მხოლოდ 25 წელზე წემოთ მიღწეულ პირებზე.
- დაქირავების პერიოდი და ლოკაცია, რომელზედაც გეგმავთ წასვლას. ლოგიკურია, რომ რაც უფრო დიდი ხნით გსურთ ავტომობილის დაქირავება, მით უფრო მეტი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი.
- დაბოლოს, თქვენ მიერ არჩეულ კომპანიას შესაძლოა დამატებითი გადასახადიც ჰქონოდეს დაწესებული. მაგალითად, ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში დაგაკისროთ საურავი.
ავტომობილის დაზღვევა
ავტომობილის დაქირავებისას კარგად უნდა გაარკვიოთ, დაზღვეულია თუ არა თქვენ მიერ შერჩეული ავტომობილი.
- წინასწარ მოითხოვეთ ინფორმაცია, შედის თუ არა დაზღვევა იმ თანხაში, რასაც მანქანის დაქირავებაში გადაიხდით. ხშირად ეს ფაქტი გაურკვევლობას იწვევს დამქირავებელსა და მქირავებელს შორის. თუკი თქვენ მიერ შერჩეული მანქანა არაა დაზღვეული, შესაძლოა გაუთვალისწინებელ თანხებთანაც მოგიწიოთ შეჭიდება. მაგალითად, მოყვეთ ავტო ავარიაში ან მოხდეს უბედური შემთხვევა. დაუზღვეველი მანქანის დაქირავება ბევრად უფრო რისკიანია, ვიდრე დაზღვეულის.
- აუცილებლად გადახედეთ ქირავნობის კონტრაქტს, დაზღვევის პუნქტთან ერთად კი დააკვირდით ავტომობილის მეპატრონესთან დაბრუნების პირობებსაც. მაგალითად, ზოგიერთ კომპანია დამატებით პუნქტან მოითხოვს ავტომობილის გარეცხვას, სუფთა სალონისა და სავსე ავზით დაბრუნებას. ასე უფრო მიხვდებით, გაწყობთ თუ არა დასაქირავებელი მანქანის პირობები.
მანქანის დაქირავების პროცესი
წინასწარ შეისწავლეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მანქანის დაქირავების სრული ციკლი..
- დაიქირავეთ შესაბამისი ავტომობილი და შეამოწმეთ თუ რა მდგომარეობაში ჩაგბარდათ მანქანა - გადაიღეთ ფოტო და ვიდეო მასალა წინასწარ;
- გაერკვიეთ დოკუმენტაცაში და დამქირავებლის მოთხოვნებში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პუნქტი არ გაწყობთ მოელაპარაკეთ კომპანიას ან კერძო პირს, რომლისგანაც ავტომობილს ქირაობთ;
- მზად იყავით სხვადასხვა გადასახადებისათვის და თუ საჭირო გახდა - ავტომობილის შეკეთებისთვისაც; წინასწარ დაადგინეთ მანქანის წამოსაყვანად საჭირო ყველა დეტალი და ასევე, დასაბრუნებლად რა იქნება საჭირო.
- დაზღვევა - დააზუსტეთ დაზღვევის პირობები;
საკმაოდ ხშირად გაქირავების კომპანიები სტანდარტულ პროცესებს ადგენენ მანქანის ქირაობისათვის, რაც მოიცავს: ონლაინ ჯავშნის გაკეთებას სახლიდან გაუსვლელად, საიჯარო ხელშეკრულების დადებას, თანხის წინასწარ გადახდას და სხვა. კერძო პირისაგან მანქანის დაქირავების შემთხვევაში მომსახურების პირობები შეთანხმების საფუძველზე იდება. ამიტომ, ნებისმიერი დეტალის გარკვევა სწორედ კომპანიასა თუ კერძო პირთან პირადად გასაუბრების საფუძველზე დაადგენთ.
შეჯამება
როგორც დავადგინეთ, ავტომობილის დაქირავების საურავი მისი ტიპისა და ზომის გათვალისწინებით დგინდება. ამ პროცესში აუცილებელია გავითვალისწინოთ ყველა ზემოთ აღნიშნული რჩევა, დანარჩენის გარკვევას კი საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე შეძლებთ.
იმედია, ჩვენ მიერ შემოთავაზებული რჩევები გაგიმარტივებთ ავტომობილის დაქირავებისა და მგზავრობის პროცესს.