მარიამ

მარიამ დავითაშვილი

30/09/23 195 ნახვა

თუ პროგრამირების შესწავლა გინდა

დღეს დღეობით სულ უფრო პოპულარული ხდება ციფრული ტექნოლოგიები და საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს პროგრამირების შესწავლის.
თუ პროგრამირების შესწავლა თქვენც გადაწყვიტეთ დიდი შანსია დაიკარგოთ და ვერ მიხვდეთ თუ საიდან უნდა დაიწყოთ. ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა პროგრამირების შესწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ეს სფერო არც ისე სწრაფად ვითარდება.

რა თქმა უნდა პოზიტიური ძვრები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი ჩამორჩენაა უცხო ქვეყნებთან მიმართებით.

დღევანდელ ბლოგში მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ ქართულ წამოწყებაზე, რომელიც დაგეხმარებათ სრულიად უფასოდ, ყოველგვარი ცოდნის გარეშე დაიწყოთ ვებ-პროგრამირების შესწავლა.

რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ვებ-გვერდი და youtube არხი სახელწოდებით Val Do, ამ არხზე შეხვდებით ვებ-პროგრამირებასთან დაკავშირებულ ვიდეო გაკვეთილებს, რომლებიც დაჯგუფებულია სპეციალურ დასაკრავ სიებში და დამწყებს ნავიგაციას გაუმარტივებს, თუ რომელი ენით უნდა დაიწყოს.

გარდა Youtube არხისა ასევე არსებობს საიტი val-do.com-რომელზეც თითოეულ პროგრამირების გაკვეთილს ქართულად აქვს ახსნა განმარტებები.

საიტზე შეხვდებით შემდეგ გაკვეთილებს საიტზე ასევე შეხვდებით ვებ-პროგრამირების თემატიკასთან არსებულ ბლოგებს, ქვიზებს და გამოწვევებს, რომელიც დაგეხმარებათ მიღებული თეორიული ცოდნის გამტკიცებაში.

რეკომენდირებული სერვისები

პრემიუმი
 წყლის გაჟონვის დიაგნოსტირება პროფესიონალურ დონეზე
წყლის გაჟონვის დიაგნოსტირება პროფესიონალურ დონეზე
pin

ჩვენი ჯგუფი მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღმოფხვრის ჟონვის პრობლემებს. ვმუშაობთ საუკეთესო გერმანული აპარატურით, და დავადგენთ ნებისმიერი სახის გაჟონვას. შეგვიძლია ასევე შეკეთებაც და პლუს პირვანდელი სახის დაბრუნებაც (კაფელი, მეტლახი თუ ლამინატის ჩასმა). ჩვენი უპირატესობებია: 1: ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ გაჟონვის მიმართულებით (შესაბამისად გვაქვს ამბიცია რომ ვთქვათ, ყველაზე კარგად გვესმის ეს საკითხი), გვყავს გაჟონვის კუთხით ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ბრიგადები. 2: სრული სერვისი : დიაგნოსტირება+შეკეთება+პირვანდელი სახის დაბრუნება. ობიექტს გაბარებთ ისე, როგორსაც ჩავიბარებთ (უმაღლესი ხარისხის მასალებით). 3: უმოკლეს დროში ხდება გამოძახებაზე მისვლა, გამომდინარე იქიდან რომ გვყავს 3 ბრიგადა, და ყველა გახლავთ დიდი გამოცდილების მქონე ამ კუთხით. 4: წყლის მოსასმენი დეტექტორი (100% სიზუსტე) თუ ლოკაციას მოვხაზავთ, ერთი კაფელის ამოღებით ხდება პრობლემის ნახვა. 5: წყლის საპრესი აპარატი (ცხელი და ცივი წყლის მილების შემოწმება 10 ბარზე) 6: თერმული კამერა, 2023 წლის მოდელი, რომელიც ზუსტად განახებთ გათბობის და ცხელი წყლის მიმართულებებს, შესაბამისად ახდენს ამავე მილების გაჟონვის დიაგნოსტირებას. 7: კამერით ინსპექტირება, თქვენი საკანალიზაციო მილების თუ სტაიაკების შემოწმება კამერით. ასევე შეგვიძლია კამერით შახტების დათვალიერებაც. ენდეთ პუნქტუალურ და რაც მთავარია უდიდესი გამოცდილების მქონე ჯგუფს, რომელიც მუშაობს მხოლოდ ამ მიმართულებით! ვმუშაობთ თბილისში, მის შემოგარენში და შეთანხმების შემთხვევაში, მთელი საქართველოს მასშტაბით! მუდამ თვენს სამსახურში !!!

რომარომა
557 11 19 39

რეკომენდირებული სტატიები

ყველაფერი რაც ტექდათვალიერების შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი რაც ტექდათვალიერების შესახებ უნდა იცოდეთ

3 ნოე 2023

ტექნიკური ინსპექტირება ავტომობილის მდგომარეობას ამოწმებს და სავალდებულო მოთხოვნებთან მის შესაბამისობას ადგენს. ის საჭიროა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუმცა მანქანის მფლობელს შეუძლია ნებაყოფლობითაც გაიაროს.
ტექდათვალიერების გავლა აუცილებელია ქვეყანაში არსებული ნებისმიერი ავტომფლობელისთვის. სახელმწიფო ადგენს სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების და ტექნიკური მდგომარეობის კრიტერიუმებს. ავტომფლობელი კი ვალდებულია დაიცვას ისინი და დაადასტუროს მანქანის შესაბამისობა. 
ტექდათვალიერებას ატარებენ აკრეტიდებული ტექინსპექტირების ცენტრები. მათი მოქმედების რეგლამენტს და მომსახურების ღირებულებას ადგენს საქართველოს მთავრობა. 

რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ ინსპექტირების ოპერატორებს?
ტექნიკური ინსპექტირების ოპერატორი ვალდებულია:

  • ჩაატაროს შემოწმება;
  • შეადგინოს დიაგნოსტიკური ბარათი ერთიან საინფორმაციო სისტემაში, აღწეროს მანქანის ტენიკური მდგომარეობა;
  • უზრუნველყოს ტექნიკური დათვალიერებისას წარმოდგენილი ავტომობილის უსაფრთხოება;
ოპერატორი ვალდებულია მომსახურება გაუწიოს ნებისმიერ ავტომფლობელს. არ აქვს მნიშველობა მის ფაქტობრივ მისამართს. მანქანის სახელმწიფო რეგისტრაციის რეგიონს მნიშვნელობა არ აქვს. ოპერატორს არ აქვს უფლება ვინმე გადაგზავნოს ტექნიკური ინსპექტირებისთვის მისი რეგისტრაციის ადგილზე. 


როდის არის საჭირო ტექდათვალიერების გავლა?

შემოწმების სიხშირე დამოკიდებულია მანქანის ასაკზე. იმისთვის რომ ზუსტი ვადა გამოთვალოთ მანქანის რეგისტრაციის მოწმობა უნდა შეამოწმოთ.
თუ ავტომობილი ახალია და 4 წელი არ არის გასული მისი გამოშვებიდან, ის არ საჭიროებს ტექდათვალიერებას. 4-8 წლამდე ავტომობილებისთვის შემოწმება ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ხოლო 8 წელზე მეტი ასაკის მანქანებისთვის ყოველწლიურად. 
ტექნიკური შემოწმებისგან თავისუფლდებიან ის მანქანები, რომელთა სიჩქარე 25 კმ/სთ-ს არ აღემატება. ასევე ისტორიული თვალსაზრისით დაცული მოდელები და უძრავად მყოფი ავტომობილები. 

რას შეამოწმებენ ტექდათვალიერებისას?
  • სამუხრუჭე სისტემების მდგომარეობა;
  • შუშების მდგომარეობა და ხილვადობა;
  • ყველა ტიპის ქარხნულად გათვალისწინებული ნათურა;
  • საჭის მართვის სისტემის მდგომარეობა;
  • შასი თავის შემადგენელი ნაწილებით;
  • გამონაბოლქვი და მისი უარყოფითი ზემოქმედება;
  • საბურავები და დაკიდება;
  • სარკეების მდგომარეობა;
  • ფარები და ელექტრომოწყობილობები;
  • ავტომობილის კორპუსი;
ავტომობილს დათვალიერებისას ქვემოდან ფარნით ამოწმებენ. თუ რომელიმე ნაწილი ჩამოვარდნილია ან ზეთი ჟონავს შესაძლოა ტექდათვალიერება ვერ გაიაროთ. უმჯობესია შემოწმებამდე ტექნიკოსის მომსახურებით ისარგებლოთ და ყველა დეტალი საგულდაგულოდ გაასუფთავოთ


რა საბუთები უნდა წარვადგინოთ ტექდათვალიერებაზე?

აუცილებელია თან იქონიოთ ტექპასპორტი, მისი ასლი ან ფოტო. ასევე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თუ ავტომობილი გაზზე მუშაობს, მაშინ შესაბამისი საბუთიც. შესაძლებელია თქვენს მაგივრად ავტომობილი ტექდათვალიერებაზე ოჯახის წევრმა ან მეგობარმა გაიყვანოს. ამ მიმართულებით შეზღუდვა არ მოქმედებს. 


თუ ტექდათვალიერება ვერ გაიარეთ

თუ თქვენი ავტომობილი დახარვეზდა მოგეცემათ 30 კალენდარული დღე. თუ ამ პერიოდში ხარვეზებს გამოასწორებთ და განმეორებით შემოწმებაზე გახვალთ გადაიხდით 20 ლარს მსუბუქი ავტომობილებისთვის, 30 ლარი M2, M3, N2, N3 ავტომობილებისთვის, ხოლო ელექტრომობილებისთვის 15 ლარი.

განმეორებითი ინსპექტირება ამოწმებს ავტომობილის უკვე დახარვეზებულ დეტალებს. თუ ავტომობილი ხელმეორედ დახარვეზდება ის თავიდან უნდა შემოწმდეს პირველადი ინსპექტირების წესით 10 კალენდარულ დღეში. ასევე გადაიხდის პირველადი ინსპექტირების საფასურს. 10 დღიანი ვადის მიცემა ავტომფლობელისთვის შესაძლებელია იმდენჯერ და იმ დრომდე სანამ ხარვეზები არ გამოსწორდება. ყოველ ჯერზე ის გადაიხდის პირველადი ტექინსპექტირების საფასურს. 

განმეორებითი ინსპექტირების გადავადება არ ხდება. თუ შესაბამის ვადებში ვერ ჩაეტევით თავიდან მოგიწევთ პირველადი ინსპექტირების გავლა. სრულ შემოწმებას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. 
ტექინსპექტირების პროცესს შესაძლებელია თვალი ადევნოთ გამჭვირვალე შუშებიდან. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ინსპექტირების პროცესზე უშუალო დასწრება არ არის დაშვებული. 

როგორ გადავიხადო ტექინსპექტირების საფასური?

ინსპექტირების ცენტრებში გადახდა შესაძლებლია ნებისმიერი პლასტიკური ბარათით. ასევე ინტერნეტბანკით და სწრაფი გადახდის აპარატით. ადგილზე აუცილებელია თან იქონიოთ გადახდის ქვითარი. 

სად შევამოწმო ავტომობილი ტექდათვალიერებამდე?

თუ ტექინსპექტირების დრო მოახლოვდა და თქვენ ავტომობილის შემოწმებას გეგმავთ, ჩვენს ვებგვერდზე საჭირო სპეციალისტს მარტივად იპოვით. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ განცხადებებს, წაიკითხოთ მომხმარებელთა კომენტარები და სპეციალისტი თქვენივე მისამართზე გამოიძახოთ. ამ გზით თქვენ თავიდან აირიდებთ მანქანის გაუმართაობის გამო წარმოქმნილ პრობლემებს და დახარვეზების რისკებს. 
გაითვალისწინეთ რომ მომსახურებაზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. სერვისის ღირებულება სამუშაოს მოცულობიდან და აღმოსაფხვრელი პრობლემების სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება. 

ყველაფერი, რაც კანალიზაციის გაწმენდის შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც კანალიზაციის გაწმენდის შესახებ უნდა იცოდეთ

4 ნოე 2023

კანალიზაციის მილების დაბალი გამტარიანობა ან საცობები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა როგორც კომერციული ორგანიზაციებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. მსგავსი სიტუაცია საკანალიზაციო სისტემის არარეგულარული მოვლის გამო წარმოიქმნება. დროთა განმავლობაში მილების გამტარიანობა მცირდება და იქ მოხვედრილმა მცირე ობიექტმაც კი შეიძლება მთლიანი ჩაკეტვა გამოიწვიოს. 
იმ შემთხვევაში, თუ მილები დიდი ხნის განმავლობაში არ გაიწმინდა, წარმოიქმნება საგანგებო სიტუაციები, მათ შორის მილის აფეთქება, რაც სარემონტო ხარჯებს ზრდის. 
საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად საკანალიზაციო მილების რეგულარული, პროფილაქტიკური, წმენდა აუცილებელია. ამასთან, გეგმიური მოვლა უფრო იაფია, ვიდრე ერთჯერადი მომსახურება. 
კანალიზაციის წმენდა მოიცავს:

  • სპეციალისტის ვიზიტს ადგილზე;
  • საკანალიზაციო სისტემის პირველად დიაგნოსტიკას;
  • უშუალო სამუშაოებს სისტემის გასაწმენდად;
  • წმენდის შემდგომ საკანალიზაციო სისტემის ფუნქციონირების შემოწმებას;

რა სიხშირით უნდა გაიწმინდოს საკანალიზაციო სისტემა?

კანალიზაციის გაწმენდის სერვისით უმჯობესია რეგულარულად ისარგებლოთ. სამუშაოს შესრულების სიხშირე დამოკიდებულია:
  1. ობიექტის ტიპზე;
  2. საკანალიზაციო სისტემის დატვირთვაზე;
  3. დამკვეთის სპეციფიკურ მოთხოვნებზე;
დასუფთავების სამუშაოების შესრულების რეკომენდებული ვადა 1-დან 6 თვემდე მერყეობს. როგორც წესი, პირველადი შემოწმების საფუძველზე, სპეციალისტი აღნიშნულ პერიოდს ზუსტად ადგენს. 

კანალიზაციის წმენდის მეთოდები

კანალიზაციის წინასწარი დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ტელეინსფექტირება და ვიდეო დიაგნოსტიკა. ამ გზით სპეციალისტი ზუსტად განსაზღვრავს  ბლოკირების ტიპს და აღმოაჩენს სისტემაში არსებულ უცხო ობიექტებს. ასევე ეს მეთოდი ხელს უწყობს მილსადენის დეფექტების გამოვლენას. აღსანიშნავია, რომ ტელეინსპექტირება პრევენციული კონტროლისთვისაც აქტიურად გამოიყენება. 
ტელეინსპექტირება სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით ხორციელდება. გრძელ კაბელზე დამაგრებული მინიატურული ვიდეოკამერა ჩადის მილში და გამოსახულებას აჩვენებს, ან იღებს ფოტოს. ამის შემდგომ სპეციალისტი არჩევს კანალიზაციის გაწმენდის ყველაზე ეფექტურ მეთოდს. კანალიზაციის სისტემების გასაწმენდად გამოიყენება მექანიკური და ჰიდროდინამიკური მეთოდები.

კანალიზაციის მექანიკური გაწმენდა

კანალიზაციის მილების როგორც შიდა ასევე გარე ქსელების მექანიკური გაწმენდისას გამოიყენება უნივერსალური მანქანები, რომლებიც უზრუნველყოფენ მყარი მასალების შეერთებას და ჭრას. კანალიზაციის მექანიკური გაწმენდის მეთოდი გამოიყენება მილების რთული ბლოკირების დროს. გაწმენდის მიზანია დანამატის ან ნამსხვრევების დაშლა, რათა სისტემაში მისი გასვლა გამარტივდეს. პროცედურის დროს გამოყენებული უნივერსალური მანქანები ანაწევრებენ საკვების და სხვა სახის ნარჩენებს, რომლებიც ხშირად ხვდება კანალიზაციაში. 
სანიაღვრე გაწმენდის მექანიკური მეთოდები მოიცავს ტროსის გამოყენებასაც. ტროსი აძლევს ბიძგს და ხვრელში ნარჩენების გადინებას ხელს უწყობს. 


კანალიზაციის ჰიდროდინამიკური წმენდა

ჰიდროდინამიკური გაწმენდა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ყველა სახის კანალიზაციის გასაწმენდად. ჰიდროდინამიკური წმენდისთვის მაღალი წნევის მანქანები გამოიყენება. შიდა კანალიზაციის გასაწმენდად გამოიყენება უფრო მძლავრი დანადგარები.
ეფექტის გასაძლიერებლად წყალში ამატებენ სპეციალურ რეაგენტებს რაც განაპირობებს უფრო ეფექტურ გასუფთავებას ცხიმოვანი ნარჩენების შემთხვევაში.
ცხიმიანი ნარჩენებისგან სისტემის ჩაკეტვა ხშირად ხდება სურსათის საწარმოებში (ხორცის გადამამუშავებელი ქარხნები, რძის პროდუქტების ქარხნები და სხვა.), სადაც ჩამდინარე წყლებში ცხიმის მაღალი კონცენტრაციაა. ჩამდინარე წყლების არასაკმარისი დამუშავება კანალიზაციის მილებში ქმნის ცხიმოვან დეპოზიტებს. საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით მსგავსი საწარმოები უნდა აღიჭურვონ ცხიმის დამჭერებით, რაც ხელს უწყობს უკეთეს ფილტრაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი ვეღარ ჩავა საკანალიზაციო სისტემაში და შეუძლებელი გახდება საწარმოო ობიექტის მუშაობა. 

როგორ გავწმინდოთ გაჭედილი ნიჟარა?

გაჭედილი ნიჟარა საცხოვრებელ სახლში პერიოდული პრობლემაა. ეს არ არის რთული პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ სახლში სადრენაჟე საცობებთან მუშაობისთვის აპრობირებულ მეთოდებს იყენებთ. 
აბაზანის ან სამზარეულოს ნიჟარის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ცხელი წყალი. თუ მილები პლასტიკურია წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60 გრადუსს, რათა პლატმასი არ დაზიანდეს. ლითონის მილების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მდუღარე წყალი.

ჩაასხით 1-1.5 ლიტრი ცხელი წყალი სანიაღვრეში, დაელოდეთ დაახლოებით 20 წუთი, შემდეგ გახსენით ონკანი, გაუშვით წყალი და შეამოწმეთ სანიაღვრე გაწმენდილია თუ არა. მეტი ეფექტურობისთვის გამოიყენეთ დგუში - სპეციალური მოწყობილობა ბლოკირების გასარღვევად. ცხელი წყლის ჩასხმის შემდეგ სანიაღვრე ხვრელს დგუშით მტკიცედ დააჭირეთ და შემდეგ შეამოწმეთ შედეგი. 

ნიჟარების გასაწმენდად სპეციალური ქიმიური საშუალებების გარდა მარტივი საშინაო საშუალებებიც გამოიყენება. მაგალითად, შეგიძლიათ დაასხათ სოდა და მარილი ღამით და სანიაღვრე დილით ჩარეცხოთ გამდინარე წყლით. 
თუ აღნიშნული მეთოდები უშედეგოა საჭიროა ისარგებლოთ სპეციალისტის მომსახურებით, რათა სწორად დაიშალოს სიფონი, გაიწმინდოს ის ფუნჯით და გასუფთავდეს ყველა ზედმეტი ელემენტისგან.

როგორ გავწმინდოთ ონკანი?

ჩვენ რეგულარულად ვაწყდებით უსიამოვნო ლაქებს სამზარეულოსა და სააბაზანოს ონკანებზე. ექსპერტების აზრით არსებობს რამოდენიმე რჩევა, რაც ზედმეტ ძალისხმევას აგარიდებთ და მუდმივი ლაქების ეფექტურად მოშორებაში დაგეხმარებათ. 
ონკანის გასაწმენდად იყენებენ ძმარს ან ლიმონმჟავას. პრობლემურ ადგილას 10-15 წუთი უნდა გააჩეროთ და შემდგომ ონკანი ქსოვილით ან ქაღალდით გაწმინდოთ. მჟავას გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ონკანი კარგად ჩამორეცხოთ, რათა კვალი არ დარჩეს.
  • არ გამოიყენოთ ქრომის შემცველი ნაერთები, რადგან მასში არსებული მჟავები მუქი ლაქების წარმოქმნას უწყობს ხელს;
  • გამწმენდი ფხვნილები შეიცავს მექანიკურ ნაწილაკებს, რომლებიც ადვილად აზიანებენ გლუვ/მბზინავ ზედაპირს. შესაბამისად აუცილებლად შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებული პროდუქტები;

როგორ გავწმინდოთ უნიტაზი?

უნიტაზში ძალიან ცხიმიანი ნივთიერების ჩაღვრისას შესაძლოა ცხიმი სანტექნიკისა და მილების კედლებზე ჩაილექოს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს უნიტაზის ბლოკირება კანალიზაციის სისტემაში.
შესაძლებელია სახლის პირობებში უნიტაზის გაწმენდა ცხელი წყლით, სოდით ან ძმრით სცადოთ. ამ დროს მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, რომელიც ბლოკირების არეალს ათავისუფლებს. ამასთან, შესაძლებელია გამოიყენოთ სპეციალური ქიმიური პროდუქტები.
გაითვალისწინეთ, რომ აგრესიული ქიმიკატების გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე აუცილებელია. ტუტეებს და მჟავებს შეუძლიათ გაანადგურონ არა მხოლოდ კანალიზაციის მილის ნამსხვრევები, არამედ გაწმენდილი კომუნიკაციები. გარდა ამისა, ძლიერი რეაგენტები საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომ მათთან მუშაობისას საჭიროა დაიცვათ თვალები, კანი და სასუნთქი ორგანოები. 

კანალიზაციის ბლოკირების მოსაგვარებლად მექანიკური მეთოდების გამოყენება ეფექტური და ამავდროულად ეკოლოგიურად უსაფრთხოა. 
აღნიშნული მეთოდები არაეფექტური იქნება თუ ბლოკირება უნიტაზის მილის ან გოფრირებული მილისგან ბევრად შორს მდებარეობს. ამ შემთხვევაში პროფესიონალებს დასახმარებლად უნდა მიმართოთ, რომლებიც სპეციალური აღჭურვილობით ნებისმიერი სახის გაუმართაობას აღმოფხვრიან.

რა ღირს საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებული სერვისები?

საკანალიზაციო სისტემა რთულ ქსელს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს:
  • სხვადასხვა დიამეტრის მილებს;
  • კავშირებს სანტექნიკის მოწყობილობებისთვის;
  • გამწოვ მილებს უსიამოვნო სუნის გასაფილტრად და ა.შ.
საკანალიზაციო სისტემის გაყვანისას დგება ინდივიდუალური პროექტი, რომელიც საცხოვრებელ/სამრეწველო ობიექტის ფართობსა და გეგმარებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, კანალიზაციის გაყვანის ფასი ინდივიდუალურად დაანგარიშდება. 
რაც შეეხება კანალიზაციის გაწმენდას, ამ შემთხვევაში ბლოკირების ტიპი და სირთულე სპეციალისტის მომსახურების საფასურს განსაზღვრავს. უმჯობესია servisebi.ge-ზე რეგისტრირებულ ოსტატებთან სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ და სანტექნიკოსი ამის შემდეგ გამოიძახოთ. 


რა ღირს კანალიზაციის გაწმენდა?

კანალიზაციის გაწმენდა რთული საინჟინრო პროცესია. პრობლემის სპეციფიკა დიაგნოსტიკის ეტაპზე დგინდება, რის შემდეგაც სპეციალისტი საჭირო მეთოდებს და აღჭურვილობას ირჩევს. აქედან გამომდინარე, კანალიზაციის გაწმენდის ფასი ფიქსირებული არ არის და ის სამუშაოს მოცულობაზეა დამოკიდებული. 


რა ჯდება კანალიზაციის გაყვანა?

კანალიზაციის დასამონტაჟებლად საჭიროა სპეციალისტმა შეადგინოს პროექტი. კანალიზაციის გაყვანის ფასი დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე. ღირებულების დაზუსტება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც გამოითვლება:
  • ჩამდინარე წყლების მოცულობა;
  • შენობის დიზაინის მახასიათებლები;
  • მცხოვრებთა რაოდენობა და სხვა;


როგორ გავწმინდოთ გაჭედილი ნიჟარა?

გაჭედილი ნიჟარის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
ცხელი წყალი და დგუში (თუ პლასტმასის მილები გაქვს წყლის ტემპერატურა 60 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს);
  • სოდა ან ძმარი;
  • ქიმიური საშუალებები;
თუ ეს მეთოდები უშედეგოა მიმართეთ სპეციალისტს.


როგორ გავწმინდოთ ონკანი?

ონკანის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარი ან ლიმონმჟავა. მჟავას გამოყენების შემთხვევაში ონკანი კარგად ჩამორეცხეთ, რათა კვალი არ დარჩეს. გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალიზებული ქიმიური საშუალებები, რათა გლუვი ზედაპირი არ დაზიანდეს. 

როგორ გავწმინდოთ უნიტაზი?

სახლის პირობებში უნიტაზის გაწმენდა შესაძლებელია ცხელი წყლით, სოდით ან ძმრით. თუ ბლოკირება უნიტაზის მილის ან გოფრირებული მილისგან ბევრად შორს მდებარეობს, მიმართეთ სპეციალისტს.

ელექტრიკი გამოძახებით servisebi.ge-ს დახმარებით

ელექტრიკი გამოძახებით servisebi.ge-ს დახმარებით

3 ნოე 2023

თანამედროვე ცხოვრების სწრაფ ტემპში, ტექნოლოგიაზე ჩვენი დამოკიდებულება ხაზს უსვამს ჩვენს სახლებში საიმედო ელექტრო სისტემის კრიტიკულ საჭიროებას. ელექტროენერგიის საკითხებთან გამკლავება, სახლის გადაკეთების დაგეგმვა თუ განახლებაზე ფიქრის დროს პროფესიონალი ელექტრიკოსის გამოცდილება შეუცვლელია. ამ პოსტში მოგიყვებით თუ რაში დაგეხმარებათ ელექტრიკოსი გამოძახებით, ასევე მათ მნიშვნელობას თქვენი სახლის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში.

უსაფრთხოების პრიორიტეტი პროფესიონალი
ელექტრიკი გამოძახებით სერვისით სარგებლობისას.
ელექტრო სამუშაოები თანდაყოლილ რისკებს შეიცავს, რაც საფრთხილო და საშიშიც კია არაპროფესიონალის ხელში, საჭირო ცოდნისა და უნარების გარეშე. პროფესიონალი ელექტრიკოსები პრიორიტეტს ანიჭებენ უსაფრთხოებას და მკაცრად იცავენ უსაფრთხოების წესებს თქვენი სახლის დასაცავად.

ელექტრიკოსებს გააჩნიათ ფართო ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა ელექტრული გამოწვევების გასამკლავებად. პრობლემების აღმოფხვრისას რემონტიდან დაწყებული ინსტალაციებით და განახლებებით დამთავრებული, მათი ყოვლისმომცველი გამოცდილება იძლევა პრობლემების ეფექტურ გადაჭრის შესაძლებლობას.

ელექტრო სამუშაოები მოიცავს მკაცრ წესების და პრინციპების დაცვას. პროფესიონალი ელექტრიკოსები კარგად ერკვევიან ამ წესებში, რაც უზრუნველყოფს ყველა სამუშაოს შესაბამისობას. ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს თქვენი სახლის უსაფრთხოებას, არამედ ამცირებს პოტენციურ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს.

დროისა და ხარჯების ეფექტურობა ელექტრიკი გამოძახებით სერვისით სარგებლობისას

მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი ელექტრო სამუშაოები თავდაპირველად შეიძლება ეკონომიურად გამოიყურებოდეს, ტესტირებასა და შეცდომებზე დახარჯული დრო და ფული შეიძლება სწრაფად გაიზარდოს. პროფესიონალ ელექტრიკოსებს შეუძლიათ სწრაფად ამოიცნონ და მოაგვარონ პრობლემები, რაც გაძლევთ შესაძლებლობას თავი აარიდოთ არასასურველ დროისა და ფულად ხარჯებს.

ელექტრიკი გამოძახებით მომსახურების უპირატესობები servisebi.ge-ს გამოყენებით:

ჩვენს ციფრულ ეპოქაში პროფესიონალ ელექტრიკოსთან დაკავშირება უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ვიდრე ოდესმე. servisebi.ge-ს გამოყენებით, აქ შეგიძლიათ ადვილად დაათვალიეროთ კვალიფიციური ელექტრიკოსების პროფილები. თითოეული პროფილი, შეიცავს ინფორმაციას ელექტრიკოსის გამოცდილების, სერთიფიკატების და მომხმარებელთა მიმოხილვების შესახებ, რაც საშუალებას გალევთ მარტივად შეარჩიოთ სასურველი ხელოსანი.
სასურველი ელექტრიკოსი გამოძახებით სერვისი შეგიძლიათ მიიღოთ პირდაპირი სატელეფონო ზარით, შეგიძლიათ განიხილონ მოთხოვნები, მოლაპარაკება მოახდინონ პირობებზე და მიიღოთ ინფორმაცია ელექტრიკოსის მიდგომის შესახებ.

ელექტრიკი გამოძახებით მომსახურები ფასი
პლატფორმაზე მომსახურების ფასები მითითებულია ინდივიდუალური განმთავსებლის პროფილზე თუმცა რიგ შემთხვევებში ფასები შეიძლება არ იყოს მითითებული კონკრეტულ სამუშაოსთან მიმართებაში, თუმცა უშუალო კომუნიკაციისას შეგიძლიათ აწარმოოთ მოლაპარაკება ფასზე უშუალოდ შემსრულებელთან, ასე შეძლებთ შეარჩიოთ ელექტრიკი გამოძახებით თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად. ეს გამჭვირვალე მიდგომა გამორიცხავს შუამავლის არსებობას თქვენსა და შემსრულებელს შორის რაც აგარიდებთ დამატებით ხარჯებს.

დასკვნა:
პროფესიონალი ელექტრიკოსის მომსახურებაში ინვესტიცია არის ინვესტიცია თქვენი სახლის უსაფრთხოებაში და სრულფასოვან ფუნქციონირებაში. servisebi.ge-ს გამოყენებით, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს კვალიფიციურ ელექტრიკოსებთან, თქვენ მიიღებთ წვდომას გამოცდილი პროფესიონალების პროფილებზე რომელთა დახმარებით შეძლებ თქვენი ელექტრო საჭიროებების ეფექტურ გადაწყვეტას. როდესაც საქმე ეხება ელექტრო სამუშაოებს, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პრიორიტეტად დასახვა არის ჰარმონიული სახლის გასაღები.

რეკომენდირებული კატეგორიები
ფითხის, შპალერის და სამღებრო სამუშაოები