დღეს დღეობით სულ უფრო პოპულარული ხდება ციფრული ტექნოლოგიები და საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს პროგრამირების შესწავლის.
თუ პროგრამირების შესწავლა თქვენც გადაწყვიტეთ დიდი შანსია დაიკარგოთ და ვერ მიხვდეთ თუ საიდან უნდა დაიწყოთ. ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა პროგრამირების შესწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ეს სფერო არც ისე სწრაფად ვითარდება.
რა თქმა უნდა პოზიტიური ძვრები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი ჩამორჩენაა უცხო ქვეყნებთან მიმართებით.
დღევანდელ ბლოგში მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ ქართულ წამოწყებაზე, რომელიც დაგეხმარებათ სრულიად უფასოდ, ყოველგვარი ცოდნის გარეშე დაიწყოთ ვებ-პროგრამირების შესწავლა.
რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ვებ-გვერდი და youtube არხი სახელწოდებით
Val Do, ამ არხზე შეხვდებით ვებ-პროგრამირებასთან დაკავშირებულ ვიდეო გაკვეთილებს, რომლებიც დაჯგუფებულია სპეციალურ დასაკრავ სიებში და დამწყებს ნავიგაციას გაუმარტივებს, თუ რომელი ენით უნდა დაიწყოს.
გარდა Youtube არხისა ასევე არსებობს საიტი
val-do.com-რომელზეც თითოეულ პროგრამირების გაკვეთილს ქართულად აქვს ახსნა განმარტებები.
საიტზე შეხვდებით შემდეგ გაკვეთილებს
საიტზე ასევე შეხვდებით ვებ-პროგრამირების თემატიკასთან არსებულ ბლოგებს, ქვიზებს და გამოწვევებს, რომელიც დაგეხმარებათ მიღებული თეორიული ცოდნის გამტკიცებაში.