Servisebi's large logo

​როგორ უნდა მიხვდეთ რა პრობლემა აქვს სარეცხ მანქანას?

სარეცხი მანქანა საუკეთესო დამხმარეა, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას, მათი უმრავლესობა დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ გვემსახურება, თუმცა დროსთან ერთად ცვდება და ძველდება. სარეცხი მანქანის პრობლემები კი, როგორც წესი, ყოველთვის მოულოდნელად იჩენს ხოლმე თავს და ეს სია შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს გაჟონვითა და უცნაური ხმებიდან დაწყებული, დრენაჟისა და ელექტროობის გაუმართაობამდე.
მოდით, თანმიმდევრულად განვხილოთ სარეცხი მანქანის  4 ყველაზე გავრცელებული პრობლემა როდესაც სარეცხი მანქანიდან წყალი ჟონავს და სარეცხიც სათანადოდ არ ირეცხება ხშირად მიზეზი არის სარეცხი მანქანის წყლის ტუმბოს დაბინძურებული ფილტრი. ეს დეტალი გამოიყენება იმისთვის, რომ აღმოაჩინოს და არ გაატაროს უცხო სხეულები, როგორიცაა ღილები, ხურდები, სხვადასხვა წვრილი ნარჩენები და ა.შ  სადრენაჟე მილში. როგორც წესი, განთავსებულია სარეცხი მანქანის ქვედა მარჯვენა კუთხეში.
გაწმენდა აუცილებელია თვეში ერთხელ მაინც და ამ მარტივი ოპერაციის განხორციელებას თავადაც შეძლებთ.
სარეცხი მანქანის ფილტრის გასაწმენდად პირველ რიგში დაიცავით უსაფრთხოების ზომები და ტექნიკა გამორთეთ დენის წყაროდან.    დააფინეთ იატაკზე მშრალი ტილო და დადგით ტუმბოს ქვეშ ჭურჭელი, რადგან ფილტრის მოხსნისას შეიძლება მანქანაში დარჩენილი წყალი დაიქცეს. ამის შემდეგ მოხსენით ფილტრის თავსახური და საცობი ამოაძვრეთ. ხელით გარეცხეთ  და პარალელურად შეამოწმეთ ფილტრის ღრუ, დაგროვილი ჭუჭყი, მონეტა ან ღილი ხომ არ არის შიგნით.
კარგად გააშრეთ და უკან ჩაამაგრეთ. თუ წერილობითი ინსტრუქციით გაგიჭირდებათ წმენდა, ინტერნეტში მოიძიეთ უფრო დეტალური ვიდეო გაიდლაინი თქვენი სარეცხი მანქანის მოდელის მიხედვით.

 მიზეზი ხშირად დატვირთვის დისბალანსი ან რომელიმე ნაწილის გაუმართაობაა. დისბალანსში იგულისხმება, როგორც გათვლილ წონაზე ბევრად ნაკლები, ასევე მეტი სარეცხის გარეცხვა.
თანამედროვე მანქანებს აქვთ ე.წ ბალანსის სენსორები, რომლებიც ამ მოცემულობას აკონტროლებს, ამიტომ უმჯობესია სარეცხი თქვენი მანქანის მოდელის მოცულობის მიხედვით ჩატვირთოთ.
როდესაც სარეცხი მანქანის ბარაბანი არ ტრიალებს მიზეზი შესაძლოა ასევე იყოს გაჭედილი ფილტრი და მოშვებული ღვედიც. ამ უკანასკნელის შეცვლა სათანადო ტექნიკური ცოდნის გარეშე გაგიჭირდებათ, ამიტომ სჯობს საქმე პროფესიონალს მიანდოთ და ისარგებლოთ სერვისით - სარეცხი მანქანის ხელოსანი გამოძახებით. მათთან დაკავშირებას  Servisebi.ge-დან შეძლებთ.

ხმაური სარეცხის გაწურვის რეჟიმის დროს შესაძლოა იყოს გაუმართავი საკისრების (პაჩებნიკის), ასევე  მანქანის არასწორ ზედაპირზე მონტაჟისა და მოშვებული ჭანჭიკების ბრალი.
მოშვებული ჭანჭიკების პრობლემა, რომ გამორიცხოთ სცადეთ მოჭერა, ასევე  თუ მანქანა არ არის გათანაბრებული და მყარად არ დგას დაარეგულირეთ ფეხები ისე, რომ გაათანაბროთ. თუ ამ შემთხვევაშიც გაგრძელდება ხმაური, სავარაუდოდ პრობლემა საკისრების გაცვეთის ბრალი იქნება, თუ არ გაქვთ ტექნიკური ცოდნა და შესაბამისი ხელსაწყოები დამოუკიდებლად სარეცხი მანქანის შეკეთება გაგიძნელდებათ,ამიტომ გირჩევთ გამოიძახოთ სარეცხი მანქანის ხელოსანი.

თუ სარეცხი მანქანის კარის ჩაკეტვა ელექტრო ენერგიის გათიშვას უკავშირდება, ეს პროცესი უსაფრთოხების მიზნით ხდება. დაელოდეთ სანამ მანქანა აღადგენს ენერგიას, შემდეგ სცადეთ ხელახლა გააღოთ კარი. სხვა შემთხვევაში მიზეზი შესაძლოა იყოს ჩამკეტი მექანიზმის გაუმართავი მუშაობა ან დაზიანება, რაც ზღუდავს კარის გახსნას, ასევე შესაძლებელია რეცხვის დროს სარეცხი გამოედოს ჩამკეტს და გაჭედოს კარები. ჩაკეტვას იწვევს საკონტროლო დაფის გაუმართაობაც.

როგორც სხვადასხვა პრობლემების განხილვისას გამოიკვეთა, სარეცხი მანქანის გაუმართაობის მიზეზები შესაძლოა საკმაოდ კომპლექსურიც აღმოჩნდეს. თუ თავად ვერ მოახერხებთ გამართაობის მიზეზის ზუსტ იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, კონსულტაციისთვის გამოიძახეთ სარეცხი მანქანის ხელოსანი, ასე მარტივად დაადგენთ მიზეზებს და შეძლებთ პრობლემის დროულად მოგვარებას.

სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები, ანუ რისი თქმა სურს მას ჩვენთვის.

როცა სარეცხ მანქანას რაიმე უჭირს ის ჩვენთან ,,საუბარს’’ ცდილობს, რაც გამოიხატება მის სამართავ პანელზე სხვადასხვა სიმბოლოებისა თუ ინგლისურ ასოთა კომბინაციების გამოსახვაში. 
ეს არის სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები, რომლებიც გვატყობინებენ პრობლემის შესახებ. ყოველი მათგანი კონკრეტულ დაზიანებაზე მიგვანიშნებს და ყველა ბრენდს განსხვავებული კოდები აქვთ. მათი ნახვა თანმხლებ ინსტრუქციაში შეგიძლიათ, ხოლო თუ არ გაქვთ ინტერნეტშიც ნახავთ, შესაბამისი ბრენდით მოძებნეთ.
მაგალითად: თუ ბოშის სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები გაინტერესებთ 

 ამ კოდების მეშვეობით გაგიმარტივდებათ პრობლემის იდენტიფიცირება, ხოლო თუ პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ და სარეცხი მანქანის შეკეთება საუკეთესო ფასად გსურთ, ჩვენს პლატფორმაზე მარტივად იპოვით შესაბამის სერვისს.

როგორ მოვუაროთ სარეცხ მანქანას?

მცდარია წარმოდგენა, რომ სარეცხი მანქანა ის ტექნიკაა რომელიც ძირითად შემთხვევაში “თავს თვითონ მიხედავს” და თავად გაიწმინდება, მიუხედავად ამ ფუნქციონალის არსებობისა.
მნიშვნელოვანია დავიცვათ ის ძირითადი მოვლის წესები, რაც ტექნიკის მუშაობას გაახანგრძლივებს.
გიზიარებთ 5 საბაზისო რჩევას სარეცხი მანქანის მოვლისთვის :

1. სარეცხის გარეცხვამდე შეამოწმეთ ყველა ჯიბე, რათა თავიდან აიცილოთ მონეტების, ქაღალდების და სხვა მსგავსი ნარჩენების ფილტრში გაჭედვა.

2. გამოიყენეთ მხოლოდ ავტომატური რეცხვისთვის შესაბამისი ფხვნილი, სწორი დოზირებით.

3. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან­ქა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა ჩა­ე­ტი­ოს, ერთ ციკლზე ნუ გა­რე­ცხავთ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ო­დე­ნო­ბით სა­რე­ცხს. ზედ­მე­ტი გა­დატ­ვირ­თვის გამო, მან­ქა­ნას შეექმნება სხვადასხვა პრობლემები.

4. კვირაში ერთხელ მაინც გაწმნიდეთ სარეცხი ფხვნილისთვის განკუთვნილი უჯრა, მართვის პანელი, გარე ინტერიერი, ბარაბანი და რეზინი. ამ გზით მოახდენთ უსიამოვნო სუნის პრევენციასაც.
ფილტრის გაწმენდაც არ დაგავიწყდეთ, სასურველია თვეში ერთხელ და თუ მანქანას თვითწმენდის რეჟიმი აქვს, აუცილებლად ჩართეთ პერიოდულობით.

5. სარეცხის გარეცხვისა და გამოღების შემდგომ კარები ღია დატოვეთ. შიდა სივრცის ვენტილაციით თავიდან აიცილებთ ობისა და უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.

როგორ შევარჩიოთ სარეცხის მანქანა?

თუ  სარეცხი მანქანა გაგიფუჭდათ ან უბრალოდ, ძველის ახლით ჩანაცვლება გსურთ, დაგეხმარებით გონივრულად შეარჩიოთ ტექნიკა, რომელიც წლების განმავლობაში უნდა გამოიყენოთ.
სარეცხი მანქანები იყოფიან ფრონტალური და ვერტიკალური ჩატვირთვის მოდელებად.
თუ პატარა ფართი გაქვთ სარეცხი მანქანისთვის, გირჩევთ  ვერტიკალური ჩატვირთვის ტიპზე შეაჩეროთ არჩევანი.
ისინი ფრონტალურთან შედარებით მცირე ზომისაა და კარები ზევიდან ეხსნება. ასეთი მანქანების ბოლო მოდელებში შეიძლება სარეცხი რეცხვის პროცესშიც ჩაამატოთ ან ამოაკლოთ, ასევე სარეცხის ჩატვირთვისა და ამოღების დროს არ გჭირდებათ წელში მოხრა.
თუ ადგილის პრობლემა არ გაქვთ, ფრონტალური სარეცხი მანქანა საუკეთესო არჩევანი იქნება. ამ ტიპის მანქანები მომხმარებლებში ყველაზე მოთხოვნადია, ფრონტალური ჩატვირთვის ტიპის სარეცხი მანქანის მოხმარებაც და შეკეთებაც გაცილებით მოსახერხებელია, გამჭვირვალე ლუქი საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ რეცხვის პროცესს: თუ სარეცხთან ერთად მანქანაში შემთხვევით აღმოჩნდება არასასურველი ელემენტები, შესაძლებელია მათი დანახვა და რეცხვის პროცესის დროულად შეწყვეტა.
შეძენისას ყურადღება მიაქციეთ :


ტექნიკური მახასიათებლების სწორად შერჩევა დაზოგავთ ფულს, ელექტრო ენერგიას, წყლის მოხმარებას და ერთგვარად იქნება გარანტი მანქანის მრავალ წლიანი მუშაობის.

ბლოგის ავტორი: ანა ბოლქვაძე 

რეკომენდირებული მომსახურებები
რეკომენდირებული სტატიები
რეკომენდირებული კატეგორიები
სარეცხი მანქანის ხელოსანი