საცხოვრებელი ფართის ინტერიერში ჭერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და თუ ადრე, ნაკლები ყურადღება ექცეოდა და მხოლოდ შეთეთრებით შემოიფარგლებოდნენ,
თანამედროვე ჭერის დიზაინი ბევრად ორიგინალურ, კრეატიულ და ეფექტურ გადაწყვეტებს გვთავაზობს.
ბუნებრივია, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და ჭერის ტიპის შეჩევისას გვიჩნდება კითხვები:
- რომელი უფრო იაფი დაჯდება?
- რომელი უფრო მარტივად მონტაჟდება?
- რომელია უფრო გამძლე და პრაქტიკული?
- რომელს უფრო მარტივი მოვლა სჭირდება?
ამ ბლოგში გავნიხილავთ გასაჭიმი და შეკიდული ჭერის, როგორც დადებით, ისე უარყოფითი მხარეებს და შევეცდებით ვუპასუხოთ ზემოთაღნიშნულ აქტუალურ კითხვებს, რაც გარკვეულწილად დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.
კითხვა N1 - რომელი უფრო იაფი ჯდება?
რემონტის პროცესში თავს იჩენს გაუთვალისწინებელი ხარჯები, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორად მოხდეს ფინანსების ოპტიმიზაცია, ხოლო კითხვაზე, თუ რომელი უფრო იაფი ჯდება,
გასაჭიმი ჭერის გაკეთება თუ
შეკიდულის პასუხის დადგენა დამოკიდებულია 3 ძირითად ფაქტორზე:
ფართის ზომა - ჭერის მონტაჟის საერთო ღირებულება პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული ფართის ზომაზე. რაც უფრო დიდი კვადრატულობა, მით მეტი მასალა და შრომაა საჭირო. პატარა ფართის შემთხვევაში განსხვავება შეკიდულ და გასაჭიმ ჭერს შორის მინიმალური იქნება, მაგალითად: აბაზანაში ჭერის მონტაჟისას ფასი ფიქსირებულია და ორივე ჭერის შემთხვევაში ხელმისაწვდომი ღირებულება აქვს.
დიზაინის სირთულე - ფასის განსაზღვრაზე მოქმედებს ის, თუ რა ტიპის ვიზუალური გადაწყვეტები გვსურს, გასაჭიმი ჭერი შესაძლოა უფრო იაფი ვარიანტი იყოს, თუ ერთ ფერში შევარჩევთ და არ დაგვჭირდება რთული კონსტრუქციების დამზადება, ხოლო თუ დამატებითი ეფექტებით გვსურს გაფორმება, როგორიცაა 3D ელემენტები, ფოტობეჭდვა, არტდეკორი - ბუნებრივია ეს დეტალები აისახება საბოლოო ღირებულებაზე.
შეკიდული ჭერი დიზაინის მხრივ საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, როგორც გასაჭიმი, ისე
თაბაშირ-მუყაოს შემთხვევაში.
შესაძლებელია რამდენიმე დონიანი ჭერის დამზადება, სხვადასხვა გეომეტრიული თუ ასიმეტრიული ფიგურების ამოჭრა, განათების სხვადასხვა ტიპის ინტეგრირება, პროცესი მეტად კომპლექსურია, მეტ შრომას, ჩართულობას და დეტალებზე ორიენტირებულობას მოითხოვს, რაც აისახება ხელობის ფასზე.
მასალის ხარისხი - ამ შემთხვევაში ნამდვილად გამართლებულია მოსაზრება, რომ ფასი ხარისხს განსაზღვრავს, უმეტეს შემთხვევაში რაც უფრო ძვირი ღირს მასალა, მით უფრო მეტად გამძლე და ეფექტურია გამოსაყენებლად.
თუ შევადარებთ ამ შემთხვევაშიც გასაჭიმი ჭერის ფირი უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე გიფსოკარდონის ფილა, თუმცა სხვა მასალებთან შედარებით, შეიძლება ითქვას რომ ორივე საკმაოდ ბიუჯეტურია.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლებელია დაახლოებითი პარალელების გავლება, თუ რომელი უფრო იაფი დაჯდება, მაგრამ ამ გზით ზუსტ პასუხს ვერ დაადგენთ, იმისათვის რომ ზუსტად გათვალოთ ხარჯები და გქონდეთ ინფორმაცია, რომელი ჭერის ტიპია თქვენს ფინანსებთან შესაბამისობაში მიმართეთ
შეკიდული ჭერის და
გასაჭიმი ჭერის ხელოსანს, ორივესგან მიიღეთ ინფორმაცია, შეადარეთ ერთმანეთს, განსაზღვრეთ რომელი უფრო ხელსაყრელი იქნება თქვენთვის მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე და გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი.
კითხვა N2 - რომელი უფრო მარტივად მონტაჟდება?
მეორე კითხვა, რაც ჭერის მონტაჟამდე გვიჩნდება არის ის თუ რომელი კონსტრუქციის მონტაჟია უფრო მარტივი.
გავრცელებული მოსაზრებით,
ფრანგული გასაჭიმი ჭერი უფრო მარტივი დასამონტაჟებელია, ვიდრე
შეკიდული, რაც მეტწილად მართალია, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ერთი ხელის მოსმით გააკრას ფირები.
ორივე ტიპის ჭერის მონტაჟისას, იქნება ეს გასაჭიმი თუ შეკიდული, გჭირდებათ პრაქტიკული გამოცდილება, შესაბამისი ხელსაწყოები და პროცესების თანმიმდევრული ცოდნა, ხოლო ამ ყოველივეს არარსებობის შემთხვევაში კი პროფესიონალი ხელოსნის დახმარება.
დროის მხრივ მომგებიანია გასაჭიმი ჭერის გაკეთება, სწორად შერჩეული კადრების შემთხვევაში ჭერის გაკეთებას სულ რამდენიმე საათი დასჭირდება, ამავდროულად არ დაგიგროვდებათ სამშენებლო ნაგავი და თუ მხოლოდ ჭერის შეცვლა გსურთ სახლში, არც ავეჯის დაცლა იქნება საჭირო, გარემოს მინმალური დაბინძურებით, მაქსიმალურად მოკლედ დროში შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.
რაც შეეხება
შეკიდულ ჭერს, რა თქმა უნდა მონტაჟი აუცილებლად
შეკიდული ჭერის ხელოსნის მიერ უნდა განხორციელდეს, ხოლო სამუშაო პროცესების დაწყებამდე აუცილებელია ოთახიდან ავეჯისა და სხვა ნივთების გატანა, ან მათი შეფუთვა, რათა თავიდან აიცილოთ როგორც მტვირსგან, ასევე საღებავისა და ფითხის ნარჩენებიგან დაბინძურება. როგორც მოგეხსენებათ, თუ შეკიდული ჭერის მასალად
თაბაშირ-მუყაოს აირჩევთ ფინალურ ეტაპზე შეფითხვა და შეღებვაც დაგჭირდებათ.
გაკვრიდან-სამღებრო სამუშაოების ჩათვლით ყველა ეტაპის დასასრულებლად რამდენიმე დღე დაგჭირდებათ.
რომ შევაჯამოთ, თუ მარტივ და ეფექტურ გამოსავალს ეძებთ, გასაჭიმი ჭერი კარგი ალტერნატივაა, ხოლო თუ დროის მხრივ შეზღუდული არ ხართ და მიმდინარე რემონტში აპირებთ ჭერის ინტეგრაციას, ამ შემთხვევაში შეკიდული ჭერიც უდაოდ კარგი არჩევანი იქნება.
კითხვა N3 - რომელი უფრო გამძლეა და პრაქტიკული?
გამძლეობისა და პრაქტიკულობის კუთხით, გასაჭიმ და შეკიდულ ჭერს შორის გარკვეული განსხვავებები არსებობს.
გასაჭიმი ჭერი წყალგამძლეა,მაგალითად: გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, თუ მეზობელმა კორპუსის ბინაში წყალი ჩამოგიშვათ, ამ ტიპის ჭერს შეუძლია 100 ლიტრამდე წყალი შეაკავოს, ხოლო სწორად გამოტუმბვის შემდგომ კი დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას დაზიანების გარეშე. არ იკეთებს კონდენსატს და იდეალურია ისეთი მაღალ ტენიანი სივრცეებისთვისაც კი, როგორიცაა აბაზანა და სამზარეულო.
შეკიდული ჭერის შემთხვევაში, თუ მასალად გიფსოკარდონს გამოვიყენებთ, ფაქტურა არის საკმაოდ მყარია და მექანიკური ზემოქმედების შედეგად მარტივად არ ზიანდება. წყალგამძლეობის მხრივ კონკურენციას ვერ გაუწევს გასაჭიმ ჭერს, არც თუ ისე კარგად იტანს სისველეს და ასეთი შემთხვევების დროს სჭირდება განახლება.მინიმუმ ხელახლა შეფითხვა და გადაღებვა.
გარდა განსხვავებებისა, აქვთ მნიშვნელოვანი საერთო მახასიათებლებიც:
ორივე ტიპის ჭერი, მარტივად ფარავს ჭერის ზედაპირზე წარმოქმნილ ხარვეზებს, ინტერიერს ხდის მეტად ესთეტიურს. Შეგვიძლია ვენტილაციის მილები და ელექტროობა კონსტრუქციის შიგნით მოვაქციოთ, რაც შეეხება გამძლეობას, სწორად მოვლის შემთხვევაში, ორთავეს აქვს ხანგრძლივი გამოყენების ვადა.
კითხვა N4 - რომელს უფრო მარტივი მოვლა სჭირდება?
მოვლის თვალსაზრისით გასაჭიმი ჭერი აშკარა უპირატესობას ფლობს, ეს მასალა თითქმის არ იკრავს მტვერს და მარტივად იწმინდება წყლიანი ტილოთიც კი.
ხოლო შეკიდული ჭერის შემთხვევაში მოვლა შედარებით რთულია, განსაკუთრებით კი მრავალდონიანი კონსტრუქციების შემთხვევაში. თუ გიფსოკარდონის ჭერია მიზანშეწონილი არ არის სველი წმენდა, რადგან მასალა კარგად ვერ იტანს წყალს და შესძლოა დარჩეს ლაქები.
საღებავიც გარკვეული წლების შემდგომ საჭიროებს განახლებას.
შედარებების მხრივ, შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ გასაჭიმი ჭერი უპირობოდ ხელსაყრელი ვარიანტია, თუმცა ეს ასე არ არის.
საბოლოოდ შერჩევა დამოკიდებულია თქვენს პირად გემოვნებაზე, სივრცის ზოგად ინტერიერსა და ფინანსებზე.
ბლოგის ავტორი: ანა ბოლქვაძე