მოცემული პროექტი აკავშირებს მომხმარებლებს და შემსრულებლებს ერთმანეთთან, პროექტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას დამკვეთს და შემსრულებელს ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
Რა არის სერვისები.ჯი?
ვებგვერდზე ხელმისაწვდომია 400 - მდე კატეგორია, რომლებიც მოიცავენ მომსახურების სფეროს.
იქნება ეს დალაგების სერვისი, იურიდიული მომსახურება, მშენებლობა, რემონტი, რეპეტიტორების სერვისი, სატვირთოს დაქირავების სერვისი, გაფუჭებული ტექნიკის შეკეთების სერვისი, ავტომობილის ელექტრონული დიაგნოსტიკის სერვისი, ფოტოგრაფის სერვისი თუ სხვა.
Პროექტი ამარტივებს ნებისმიერი მომსახურების როგორც შეთავაზების, ასევე მოძიების პროცესს.
ერთის მხრივ, შემსრულებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ განათავსონ საკუთარი შეთავაზება და გაზარდონ შეკვეთები, მეორეს მხრივ კი, ჭკვიანი საძიებო სისტემის გამოყენებით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მარტივად, უმოკლეს დროში შეარჩიონ სასურველი მომსახურება.
როგორ დავრეგისტრირდე/ გავიარო ავტორიზაცია ?
ჩაწერეთ თქვენი აქტიური მობილურის ნომერი;
ჩაწერეთ მობილურის ნომერზე გამოგზავნილი SMS კოდი;
შედით სისტემაში;
რა არის და როგორ დავამატო სტანდარტული განცხადება ? რა ვადებში გააქტიურდება?
პაკეტი “სტანდარტი” მოიცავს ვებგვერდზე თქვენი განცხადების 1 თვით განთავსებას, რომლის ფარგლებში თვენ შეძლებთ მომსახურების შესაბამისი აღწერის, ფოტოების, ვიდეოებისა და სერტიფიკატების ატვირთვას. ასევე, გექნებათ შესაძლებლობა, აკონტროლოთ ყოველდღიური სტატისტიკა და მიიღოთ მომხმარებლებისგან შეფასებები.
სტანდარტული განცხადების ფასები დამოკიდებულია თქვენი მომსახურების კატეგორიაზე, ზუსტი ინფორმაცია გამოგიჩდებათ განცხადების დამატებისას.
განცხადების დასამატებლად დააჭირეთ ღილაკს “დაამატე“
შეიყვანეთ ვებგვერდზე უკვე რეგისტრირებული მობილურის ნომერი, ან გაიარეთ მარტივი ავტორიზაცია მხოლოდ ტელეფონის ნომრით;
ჩაწერეთ მობილურზე გამოგზავნილი SMS კოდი;
მოცემულ ბმულზე მიჰყევით მითითებს და განათავსეთ განცხადება;
დამატების ან/და რედაქტირების შემდეგ, ყველა განცხადება გადის მოდერაციას, რომელიც ხორციელდება საიტის მხრიდან. მოდერაცია მოხდება 24 საათის ვადაში, სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირას დამატებული რედაქტირებული განცხადებები მოდერაციას გაივლიან ორშაბათს).
მოდერაციის გავლის შემდეგ, როგორც გააქტიურების, ასევე უარყოფის შემთხვევაში, მიიღებთ SMS შეტყობინებას.
უარყოფის შემთხვევაში, უარყოფის მიზეზი შეგიძლია იხილოთ თქვენს პროფილში “ჩემი განცხადებების” გვერდზე.
როგორ მივიღო სტანდარტულზე მეტი შედეგი ?
სტანდარტულზე მეტი შედეგის მისაღებად, ვებგვერდზე გთავაზობთ დამატებით პაკეტებს : პროს და პრემიუმს.
პრო პაკეტი - მოიცავს სტანდარტული პაკეტის ყველა ფუნქციას, დამატებით კატეგორიაში იკავებს სტანდარტულზე ზედა პოზიციას, ასევე გთავაზობთ კატეგორიაშივე, განცხადების გაუხსნელად ტელეფონის ნომრის გამოჩენას.
პრემიუმ პაკეტი - მოიცავს სტანდარტული და პრო პაკეტის ყველა ფუნქციას, იკავებს მთავარ პოზიციას კატეგორიაში (სტანდარტულ და პრო განცხადებებზე ზემოთ), დამატებით მოიცავს განცხადების საიტის მთავარ გვერდზე გამოჩენას, თქვენი განცხადების შინაარსის გაუმჯობესებასა და პრემიუმ ვიზუალს.
ფასები დამოკიდებულია თქვენი მომსახურების კატეგორიაზე, ზუსტი ინფორმაცია გამოგიჩდებათ განცხადების დამატებისას, თქვენს გვერდზე ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 032 2 42 47 25
როგორ შევიძინო ფასიანი სერვისები?
შედით ვებგვერდზე მოცემული ბმულის საშუალებით;
გადადით „ჩემი განცხადებების“ გვერდზე;
დააჭირეთ სასურველი ფასიანი სერვისის „ყიდვის“ ღილაკს, სასურველ განცხადებაზე;
აირჩიეთ სასურველი პაკეტი და ვადა;
დააჭირეთ შეძენის ღილაკს და მიყევით ბარათით გადახდის ინსტრუქციას;
თუ გსურთ ანგარიშის ნომერზე გადმორიცხვა, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 032 2 42 47 25
რატომ დაიბლოკა ჩემი ანგარიში ?
თუ თქვენ გაფრთხილების მიუხედავად, რამდენჯერმე დაამატეთ დუბლირებული განცხადება;
თუ იყენებდით სხვადასხვა პროფილებს;
თუ განათავსეთ აკრძალული ტიპის განცხადებები;
თუ დაგიგროვდათ გარკვეული რაოდენობის უარყოფითი შეფასებები;
სრული წესები იხილეთ ბმულზე https://servisebi.ge/rules
რატომ დაიბლოკა ჩემი განცხადება?
განცხადებაში არ იყო მითითებული შესაბამისი აღწერა;
განცხადება დუბლირებულია;
განცხადების აღწერაში, სათაურში ან ფოტოზე მითითებულია ტელეფონის ნომერი;
განცხადებაზე დართული ფოტო ან ვიდეო მასალა არ შეესაბამება საიტის წესებს;
განცხადება არასწორ კატეგორიაშია;
განცხადება არღვევს საიტის სხვა წესებს: https://servisebi.ge/rules
ვის მივმართო თუ ვერ მივიღე სერვისის შესაბამისი მომსახურება? რას ნიშნავს შეფასების სისტემა?
ნებისმიერი მიღებული მომსახურება შეგიძლიათ შეაფასოთ 5 ქულიანი სისტემით, იქნება ეს დროული მომსახურება თუ კომუნიკაციისა და საქმის შესრულების ხარისხი. ასევე, აუცილებლად უნდა აღწეროთ მიღებული სერვისი და დადებითი ან უარყოფითი შეფასების დაწერის მიზეზი.
თუ გაწეული მომსახურება არ აღმოჩდა ხარისხიანი, არ შეესაბამებოდა შეთანხმებას ან სხვა რაიმე მიზეზით იყო მომხმარებლისთვის მიუღებელი, მას აქვს საშუალება დეტალურად აღწეროს მომხდარი და ვალიდაციის შემდეგ, შეფასება აისახება როგორც შეფასებებში, ასევე იმოქმედებს შემსრულებლის რეიტინგზეც.
სხვა მხრივ, შესრულებული სამუშაოს კომპენსაციაზე და პრობლემის გამოსწორებაზე, შემკვეთი და შემსრულებელი უნდა შეთანხმდნენ კომპანიის ჩარევის გარეშე.
მომხმარებელი ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას ეთანხმება მოხმარების წესებს და წინასწარ იღებს პასუხისმგებლობას თავის გადაწყვეტილებაზე.
Როგორ მოვძებნო სასურველი მომსახურება?
თუ კონკრეტულ მომსახურებას ეძებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მარტივი საძიებო სისტემა. საიტის ზედა მხარეს არსებულ საძიებო ველში ჩაწერეთ საძიებო სიტყვა, მაგალითად “დამლაგებელი” და ვებგვერდი შემოგთავაზებთ ამ სიტყვის შესაბამის განცხადებებს.
შემოთავაზებული კატეგორიიდან შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი განცხადება და მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაუკავშირდეთ პროფესიონალს.
არჩევანის პროცესში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ განცხადების აღწერა, ფოტოები, სერტიფიკატები, მდებარეობა, ფასი, მომხმარებლის შეფასებები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც განცხადებაშია მითითებული.