მოცემული პროექტი აკავშირებს მომხმარებლებს და შემსრულებლებს ერთმანეთთან, პროექტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას დამკვეთს და შემსრულებელს ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
Რა არის სერვისები.ჯი?
ვებგვერდზე ხელმისაწვდომია 400 - მდე კატეგორია, რომლებიც მოიცავენ მომსახურების სფეროს.
იქნება ეს დალაგების სერვისი, იურიდიული მომსახურება, მშენებლობა, რემონტი, რეპეტიტორების სერვისი, სატვირთოს დაქირავების სერვისი, გაფუჭებული ტექნიკის შეკეთების სერვისი, ავტომობილის ელექტრონული დიაგნოსტიკის სერვისი, ფოტოგრაფის სერვისი თუ სხვა.
Პროექტი ამარტივებს ნებისმიერი მომსახურების როგორც შეთავაზების, ასევე მოძიების პროცესს.
ერთის მხრივ, შემსრულებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ განათავსონ საკუთარი შეთავაზება და გაზარდონ შეკვეთები, მეორეს მხრივ კი, ჭკვიანი საძიებო სისტემის გამოყენებით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მარტივად, უმოკლეს დროში შეარჩიონ სასურველი მომსახურება.
როგორ დავრეგისტრირდე/ გავიარო ავტორიზაცია ?
ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის საჭიროა, გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე:
ჩაწერეთ თქვენი აქტიური მობილურის ნომერი;
ჩაწერეთ მობილურის ნომერზე გამოგზავნილი SMS კოდი;
შედით სისტემაში;
რა არის და როგორ დავამატო სტანდარტული განცხადება ? რა ვადებში გააქტიურდება?
პაკეტი “სტანდარტი” მოიცავს ვებგვერდზე თქვენი განცხადების 1 თვით განთავსებას, რომლის ფარგლებში თვენ შეძლებთ მომსახურების შესაბამისი აღწერის, ფოტოების, ვიდეოებისა და სერტიფიკატების ატვირთვას. ასევე, გექნებათ შესაძლებლობა, აკონტროლოთ ყოველდღიური სტატისტიკა და მიიღოთ მომხმარებლებისგან შეფასებები.
სტანდარტული განცხადების ფასები დამოკიდებულია თქვენი მომსახურების კატეგორიაზე, ზუსტი ინფორმაცია გამოგიჩდებათ განცხადების დამატებისას.
განცხადების დასამატებლად დააჭირეთ ღილაკს “დაამატე“
შეიყვანეთ ვებგვერდზე უკვე რეგისტრირებული მობილურის ნომერი, ან გაიარეთ მარტივი ავტორიზაცია მხოლოდ ტელეფონის ნომრით;
ჩაწერეთ მობილურზე გამოგზავნილი SMS კოდი;
მოცემულ ბმულზე მიჰყევით მითითებს და განათავსეთ განცხადება;
დამატების ან/და რედაქტირების შემდეგ, ყველა განცხადება გადის მოდერაციას, რომელიც ხორციელდება საიტის მხრიდან. მოდერაცია მოხდება 24 საათის ვადაში, სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირას დამატებული რედაქტირებული განცხადებები მოდერაციას გაივლიან ორშაბათს).
მოდერაციის გავლის შემდეგ, როგორც გააქტიურების, ასევე უარყოფის შემთხვევაში, მიიღებთ SMS შეტყობინებას.
უარყოფის შემთხვევაში, უარყოფის მიზეზი შეგიძლია იხილოთ თქვენს პროფილში “ჩემი განცხადებების” გვერდზე.
როგორ მივიღო სტანდარტულზე მეტი შედეგი ?
სტანდარტულზე მეტი შედეგის მისაღებად, ვებგვერდზე გთავაზობთ დამატებით პაკეტებს : პროს და პრემიუმს.
პრო პაკეტი - მოიცავს სტანდარტული პაკეტის ყველა ფუნქციას, დამატებით კატეგორიაში იკავებს სტანდარტულზე ზედა პოზიციას, ასევე გთავაზობთ კატეგორიაშივე, განცხადების გაუხსნელად ტელეფონის ნომრის გამოჩენას.
პრემიუმ პაკეტი - მოიცავს სტანდარტული და პრო პაკეტის ყველა ფუნქციას, იკავებს მთავარ პოზიციას კატეგორიაში (სტანდარტულ და პრო განცხადებებზე ზემოთ), დამატებით მოიცავს განცხადების საიტის მთავარ გვერდზე გამოჩენას, თქვენი განცხადების შინაარსის გაუმჯობესებასა და პრემიუმ ვიზუალს.
ფასები დამოკიდებულია თქვენი მომსახურების კატეგორიაზე, ზუსტი ინფორმაცია გამოგიჩდებათ განცხადების დამატებისას, თქვენს გვერდზე ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 032 2 42 47 25
როგორ შევიძინო ფასიანი სერვისები?
ბარათით შეძენა :
შედით ვებგვერდზე მოცემული ბმულის საშუალებით;
გადადით „ჩემი განცხადებების“ გვერდზე;
დააჭირეთ სასურველი ფასიანი სერვისის „ყიდვის“ ღილაკს, სასურველ განცხადებაზე;
აირჩიეთ სასურველი პაკეტი და ვადა;
დააჭირეთ შეძენის ღილაკს და მიყევით ბარათით გადახდის ინსტრუქციას;
თუ გსურთ ანგარიშის ნომერზე გადმორიცხვა, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 032 2 42 47 25
რატომ დაიბლოკა ჩემი ანგარიში ?
თუ თქვენ გაფრთხილების მიუხედავად, რამდენჯერმე დაამატეთ დუბლირებული განცხადება;
თუ იყენებდით სხვადასხვა პროფილებს;
თუ განათავსეთ აკრძალული ტიპის განცხადებები;
თუ დაგიგროვდათ გარკვეული რაოდენობის უარყოფითი შეფასებები;
სრული წესები იხილეთ ბმულზე https://servisebi.ge/rules
რატომ დაიბლოკა ჩემი განცხადება?
განცხადებაში არ იყო მითითებული შესაბამისი აღწერა;
განცხადება დუბლირებულია;
განცხადების აღწერაში, სათაურში ან ფოტოზე მითითებულია ტელეფონის ნომერი;
განცხადებაზე დართული ფოტო ან ვიდეო მასალა არ შეესაბამება საიტის წესებს;
განცხადება არასწორ კატეგორიაშია;
განცხადება არღვევს საიტის სხვა წესებს: https://servisebi.ge/rules
ვის მივმართო თუ ვერ მივიღე სერვისის შესაბამისი მომსახურება? რას ნიშნავს შეფასების სისტემა?
იმისათვის, რომ საიტზე არსებული შეთავაზებები იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის და გაგიმარტივდეთ არჩევანი, საიტზე დაემატა მომხმარებლის შეფასებები.
ნებისმიერი მიღებული მომსახურება შეგიძლიათ შეაფასოთ 5 ქულიანი სისტემით, იქნება ეს დროული მომსახურება თუ კომუნიკაციისა და საქმის შესრულების ხარისხი. ასევე, აუცილებლად უნდა აღწეროთ მიღებული სერვისი და დადებითი ან უარყოფითი შეფასების დაწერის მიზეზი.
თუ გაწეული მომსახურება არ აღმოჩდა ხარისხიანი, არ შეესაბამებოდა შეთანხმებას ან სხვა რაიმე მიზეზით იყო მომხმარებლისთვის მიუღებელი, მას აქვს საშუალება დეტალურად აღწეროს მომხდარი და ვალიდაციის შემდეგ, შეფასება აისახება როგორც შეფასებებში, ასევე იმოქმედებს შემსრულებლის რეიტინგზეც.
სხვა მხრივ, შესრულებული სამუშაოს კომპენსაციაზე და პრობლემის გამოსწორებაზე, შემკვეთი და შემსრულებელი უნდა შეთანხმდნენ კომპანიის ჩარევის გარეშე.
მომხმარებელი ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას ეთანხმება მოხმარების წესებს და წინასწარ იღებს პასუხისმგებლობას თავის გადაწყვეტილებაზე.
Როგორ მოვძებნო სასურველი მომსახურება?
თუ კონკრეტულ მომსახურებას ეძებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მარტივი საძიებო სისტემა. საიტის ზედა მხარეს არსებულ საძიებო ველში ჩაწერეთ საძიებო სიტყვა, მაგალითად “დამლაგებელი” და ვებგვერდი შემოგთავაზებთ ამ სიტყვის შესაბამის განცხადებებს.
შემოთავაზებული კატეგორიიდან შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი განცხადება და მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაუკავშირდეთ პროფესიონალს.
არჩევანის პროცესში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ განცხადების აღწერა, ფოტოები, სერტიფიკატები, მდებარეობა, ფასი, მომხმარებლის შეფასებები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც განცხადებაშია მითითებული.
ავეჯი ინტერიერის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. სხვადასხვა ტიპის ავეჯი ქმნის კომფორტს, როგორც სახლში, ისე სამუშაო, გარე და საოფისე სივრცეებში. გარდა ამისა, ავეჯი ქმნის ჰარმონიას, მშვიდ, განსხვავებულ და ლამაზ გარემოს. ხშირი მოხმარების შემთხვევაში ავეჯის ზედაპირზე გროვდება მტვრის ნაწილაკები, ალერგიის გამომწვევი სხვადასხვა მიკრობები, ჭუჭყი, ჩნდება ლაქები, რაც გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ცვლის მას, უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე. ავეჯის ქიმწმენდა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისუფთავის დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში. უმეტესად ტარდება ქიმწმენდა მშრალი, სველი ან ორთქლის მეთოდით. იმაზე თუ რომელი ტიპის ქიმწმენდას გამოიყენებთ დამოკიდებულია ავეჯის ქსოვილსა და მის მდგომარეობაზე.
რა უპირატესობა აქვს რბილი ავეჯის ქიმწმენდას ?
რბილი ავეჯის ქიმწმენდა უზრუნველყოფს ავეჯის ქსოვილის ძირეულ წმენდას, რაც გამოარჩევს მას რიგი უპირატესობებით ავეჯის გაწმენდის სხვა მეთოდებისგან.
ესენია:
ეზოს მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს სასიამოვნო და ფუნქციურად დატვირთული გარემოს შექმნას. მოვლილი და გამწვანებული ეზო არა მარტო მიმზიდველია, არამედ ქმნის ჯანსაღ და ჰარმონიულ გარემოს. ამ სივრცეში, შეგიძლიათ დაისვენოთ, გაატაროთ დრო ოჯახის წევრებთან ერთად, გაერთოთ, ითამაშოთ, მოამზადოთ საკვები, მოაწყოთ წვეულებები, ისიამოვნოთ მეგობრებთან ერთად ხშირი შეკრებებით ან დაკავდეთ სხვა თქვენთვის სასურველი აქტივობებით.
დიზაინის გარეშე არ გამოვა ?
იქამდე სანამ, დაიწყება ეზოს მოწყობა, დალაგება და მოვლა, აუცილებელია, შეიქმნას ეზოს დიზაინი. ეზოს დიზაინი სივრცის სწორად დაგეგმვას და მოწყობას გულისხმობს. მისი მიზანია, ეზოს ტერიტორია გახდეს უფრო მყუდრო და მოსახერხებელი. ასევე, ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ სივრცე მაქსიმალურად ერგებოდეს თქვენს სურვილებს და საჭიროებებს. ეზოს დიზაინის შექმნა არის ჭკვიანური გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც შეგიძლიათ შეარჩიოთ საჭირო გარე ავეჯი, დეკორაციები, განათებები და სხვა ელემენტები თქვენი ეზოსთვის.
მცენარეები თქვენი ეზოს სიცოცხლის წყაროა
მცენარეების შერჩევამდე გაითვალისწინეთ ეზოს მდებარეობა და არსებული კლიმატური პირობები. ასევე, ყურადღება მიაქციეთ თუ, რამდენად ხშირად და სათანადოდ გაუწევთ მათ მოვლას. თუ ყიდულობთ მზის მოყვარულ მცენარეს დარგეთ ეზოს იმ ტერიტორიაზე, სადაც მზის სინათლე დღის უმეტეს ნაწილში იქნება. მოაწესრიგეთ სარწყავი და სადრენაჟო სისტემა, პერიოდულად შეწამლეთ და მოუარეთ სეზონურად, რომ მცენარემ შეძლოს ზრდა-განვითარება.
ლამაზი ეზო თვალისთვის ყოველთვის მიმზიდველია
ლამაზი ეზო ყოველთვის გამოხატავს პიროვნების სურვილებს და მუდმივად იქცევს ადამიანების ყურადღებას. ის აერთიანებს ინდივიდუალურ სტილს და განსხვავებულ მიდგომებს. იმისთვის რომ, ლამაზი ეზო სეზონის ცვლილების მიუხედავად მუდმივად იყოს შენარჩუნებული, საჭიროა სწორად მოხდეს მისი მოვლა. მცენარეები დამუშავდეს სეზონის შესაბამისად სპეციალური საშუალებებით. სეზონის ცვლილებასთან ერთად, გაზონის გაკრეჭა დაგეხმარებათ მუდმივად შეინარჩუნოთ ბალახის სასურველი ფორმა. ამ და სხვა ეზოს სამუშაოების შესასრულებლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ მებაღეს მომსახურებით, რაც თქვენს საქმეს კიდევ უფრო გაამარტივებს.
დეკორატიული ფილები, მოზაიკა თუ ბეტონი - რომელია უკეთესი ?
ეზოს მოსაპირკეთებლად ბაზარზე ძალიან ბევრი, განსხვავებული ფორმის, ზომის, წარმოების და დიზაინის მასალა გვხვდება. მათგან ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი, დეკორატიული ფილებია. ის გამოირჩევა ჭუჭყისამტანობით, დიზაინის მრავალფეროვნებით, ნაკლები ხარჯიანობით და იდეალურად ერგება ნებისმიერ გარემოს. რაც შეეხება, მოზაიკას, გამოირჩევა დიზაინით. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მოზაიკის ზედაპირი ყოველთვის ორიგინალურია. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სივრცეში ფორმის შესაბამისად. მაგალითად, თქვენი ეზოს აუზისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შუშის მოზაიკა, რადგან ის გამოირჩევა გამძლეობით და არის მყარი. რაც შეეხება ბეტონის დაგებას ეზოში, ესეც ერთ-ერთი ბიუჯეტური მოსაპირკეთებელი მასალაა, რომელიც ერთგვაროვან სტრუქტურას ქმნის და მისი მოვლა ბიუჯეტურთან ერთად მარტივიცაა. გარდა ამისა, ისეთ ადგილებში, სადაც ტემპერატურა ხშირად დაბალია ეს საფარი ნაკლებად ზიანდება.
თუ ხანგრძლივმა ზამთარმა შემოგიტია
ზამთარში, როცა ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, საჭიროა, მეტი ყურადღება მივაქციოთ ეზოს გარდენიას მოვლას და გამწვანებას. პირველ რიგში, შევამოწმოთ სარწყავი სისტემა, რათა არ მოხდეს მილებში ნარჩენი წყლის გაყინვა, რამაც შესაძლოა მილების დაზიანება გამოიწვიოს, ან არ მოხდეს, მცენარეების მოულოდნელად მორწყვა, რაც მათ გაყინვას გამოიწვევს. თუ მცენარე ნაკლებად ყინვაგამძლეა აუცილებელია სპეციალური შესაფუთი საშუალებით შევფუთოთ. ნიადაგი რომ არ გამოშრეს და მცენარეებისთვის მიწა იყოს მაქსიმალურად გაჯერებული საჭირო მინერალებით, შეგვიძლია დამატებით სასუქების გამოყენება. ზამთრის პერიოდში ასევე აუცილებელია თოვლის საფარისგან ქვის ან ბეტონის ზედაპირების მალევე გაწმენდა. რადგან ბალახის საფარი ზამთრის სუსხიან ამინდში აქტიურად არ იზრდება, არ არის აუცილებელი მისი ამ სეზონზე გაკრეჭა.
ირგვლივ გაზაფხულის სურნელია
ეზოს გასამწვანებლად იდეალური დროა გაზაფხული. მას შემდეგ, რაც თოვლი დნება და ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს, ნიადაგიც შესაბამისია მცენარეებისთვის. ამიტომ, თუ აპირებთ თქვენს ეზოში რულონური გაზონის დაგებას ან დათესვას გაზაფხული ამისთვის ერთ-ერთი სწორი პერიოდია. გაითვალისწინეთ, ისიც რომ გაზაფხულზე დრო დაუთმოთ ხე-მცენარეების მოვლას, ნიადაგის გასუფთავებას, დამყნობას და სხვა სეზონურ სამუშაოებს.
ვინ გაგიწევს დახმარებას ეზოს მოვლაში, თუ არა, მებაღე
მებაღე არის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ბაღის და ეზოს მოვლა-პატრონობას. ის არამხოლოდ უვლის მცენარეებს, არამედ ქმნის მათთვის აუცილებელ გარემო პირობებს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ისარგებლოთ მებაღე გამოძახებით სერვისით, რომელიც არის სპეციალისტის მომსახურება და გეხმარებათ, რომ თქვენი ბაღი და ეზო იყოს ლამაზი, მოწესრიგებული და განსხვავებული. ის ასრულებს სამუშაოებს, როგორიცაა: ნიადაგის მომზადება, ხე-მცენარეების დარგვა, სარეველებისგან გაწმენდა, ტერიტორიის დასუფთავება, ეზოს გათიბვა, და სხვა. თუ გჭირდება მებაღე მხოლოდ ერთი ან რამდენიმე საქმისთვის, შეგიძლია ეს პირობა გამოძახების დროს დააფიქსირო და შემდეგ ისარგებლო მომსახურებით.
თუ გჭირდება ფლორისტი
ფლორისტი არის სპეციალისტი, რომელიც უმეტესად, ქმნის სხვადასხვა ტიპის, დეკორაციულ ან განსხვავებული დიზაინის მქონე კომპოზიციებს ყვავილებით, ძირითადად სადღესასწაულო ღონისძიებისთვის. ფლორისტს აქვს განსხვავებული და შემოქმედებითი ხედვა, კარგად იცის ყვავილების და მცენარის მოსავლელად საჭირო ყველა ინფორმაცია და დეტალი. მას შეუძლია, დაზიანებული მცენარეების აღდგენა ან გაჯანსაღება. საჭიროებისას, ხეების გასხვლა, რომ მცენარემ არ შეაჩეროს ზრდა. თუ გეგმავ განსაკუთრებული და შენს სურვილებზე მორგებული სადღესასწაულო თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას,ფლორისტი დაგეხმარება შექმნას სხვადასხვა ყვავილებით გამორჩეული დიზაინი. ფლორისტი გამოძახებით არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა განსხვავებული და შემოქმედებითი ხედვით, რაც დაგეხმარებათ შექმნათ ჰარმონიული სივრცე თქვენს ეზოში. თუ გინდათ რომ თქვენი ეზოს დიზაინი განსხვავებულ მწვანე მცენარეებით შექმნათ, გაითვალისწინეთ ფლორისტის რჩევები და გაიარეთ კონსულტაცია მათთან.
რას მოიცავს ეზოს მოვლა-დასუფთავების პროცესი ?
იმისთვის რომ ეზო იყოს მუდმივად ლამაზად და მოვლილ მდგომარეობაში საჭიროა ეზოს დალაგება. ეს სამუშაოები საჭიროა, არამხოლოდ სუფთა და მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად, არამედ, ჰარმონიული და ჯანსაღი სივრცის შესანარჩუნებლად. ეს პროცესი მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამუშაოების შესრულებას, მათ შორის: ნიადაგის დამუშავება, ბალახის გათიბვა, ნარჩენებისგან გასუფთავება, ქვის ან დეკორატიული ზედაპირების მორეცხვა-მოხეხვა, ფოთლების შეგროვება, ნარჩენებისგან ნიადაგის გასუფთავება. ასევე, ინვენტარის ან გარე ავეჯის სათანადოდ მოვლა-შენახვა. ფოთოლცვენის დროს დაასუფთავე ეზო და გამოიყენე შეგროვებული ფოთლები კომპოსტირებისთვის. ეს იქნება ბუნებრივი სასუქი, რომელიც შენს მცენარეებს უფრო მეტად გაამდიდრებს საჭირო მინერალებით.
ყველა ეს საჭირო რჩევა დაგეხმარება შენი ეზოს მოწყობა და მოვლის პროცესში. თუ გჭირდება შესაბამისი სპეციალისტების მოძიება, განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი, დრო, მოთხოვნები, და შეგიძლიათ ეწვიოთ პლატფორმას, servisebi.ge შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტი. დამატებითი დეტალების გასაგებად შეგიძლიათ გაიაროთ უფასო სატელეფონო კონსულტაცია. ასევე, დაეყრდნოთ მომხმარებელთა შეფასებებს და გადაწყვეტილება რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღოთ.
გასართობი ცენტრი ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც მომხმარებელს გართობის და დასვენების საშუალებას აძლევს. სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მქონე პირს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს განსხვავებული ტიპის აქტივობებით და სერვისით. აქ მომხმარებელს საშუალება აქვს დაგეგმოს მისთვის სასურველი კორპორაციული, დაბადების დღის თუ სხვა სადღესასწაულო ღონისძიება.
ბავშვებისთვის, აქ დაგხვდებათ სპეციალურად მოწყობილ სათამაშო ზონები, როლური და ვირტუალური რეალობის კოსტიუმირებული თამაშები, ლაზერ შოუ და სიმღერის კარაოკე. შეხვდებით ანიმატორებს, ზღაპრის გმირებს, და ისარგებლებთ ატრაქციონებით. ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებელს ხვდება კომფორტული და გართობაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც ქმნის დაუვიწყარ მოგონებებს.
რა უპირატესობებით გამოირჩევა გასართობი ცენტრი ?
გასართობ ცენტრში დაგხვდებათ სხვადასხვა ტიპის თემატურად მოწყობილი სივრცეები თამაშებისთვის. ასევე, კინო და ბოულინგ დარბაზები, რაც უფრო მეტად მრავალფეროვანს ხდის მას და ქმნის იდეალურ გარემოს გართობისთვის. სივრცე არის მაქსიმალურად უსაფრთხო და მორგებული, როგორც ბავშვებზე, ისე მოზარდებსა და უფროსებზე. აქ მუდმივად ითვალისწინებენ მომხმარებლის ინტერესებს, ერგებიან მათ საჭიროებებს და დაცულია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები.
რატომ მოსწონთ ბავშვებს გასართობი ცენტრი ?
ბავშვთა გასართობი ცენტრები ეს არის სივრცე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ და გაატარონ დრო მხიარულად. გასართობი ცენტრი ბავშვებს სთავაზობს ასაკის შესაბამის პროგრამას, სპეციალურად მოწყობილ სათამაშო ზონებს. აქ შეხვდებით ანიმატორებს, ზღაპრის გმირებს, დიჯეის და ისარგებლებთ ატრაქციონებით. ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეარჩიოს ბავშვებისთვის და მშობლებისთვის მისაღები კვების მენიუ. ბავშვების გასართობი ადგილები მათ საშუალებას აძლევს დაკავდნენ უამრავი აქტივობით, რაც ხელს შეუწყობს, როგორც გონებრივ განვითარებას ასევე, შეუქმნის პოზიტიურ განწყობას და განავითარებს მათ სოციალურ უნარებს.
როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო საბავშვო გასართობი ცენტრები ?
საბავშვო გასართობი ცენტრების შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ ისეთი დეტალები, როგორიცაა:
წარმოიდგინეთ გვიან ღამით გზაზე ან დაუსახლებელ ადგილზე მოულოდნელად გაჩერებული ავტომობილი. მძღოლს თავში ერთი კითხვა უტრიალებს: რა გავაკეთო ახლა? ეს სცენარი ბევრისთვის ნაცნობია და, ხშირ შემთხვევაში, პანიკის მიზეზი ხდება. მაგრამ ასეთ დროს მთავარი ხსნა ევაკუატორის გამოძახებაა, რომელიც თქვენს პრობლემას პროფესიონალურად და სწრაფად გადაჭრის.
ევაკუატორი თანამედროვე გზებზე შეუცვლელი მომსახურებაა. მისი მიზანი არა მხოლოდ მანქანის ტრანსპორტირებაა, არამედ უსაფრთხოება, სანდოობა და კომფორტიც. ფიქრობთ, რომ ეს სერვისი თქვენთვის ზედმეტია? დაფიქრდით: როგორ მოიქცევით, თუ მოულოდნელად გზაზე დარჩებით ტექნიკური პრობლემის გამო? ან თუ თქვენი ავტომობილი რთულად მისადგომ ადგილზე აღმოჩნდება? სწორედ ასეთ დროს ხდება ევაკუატორის საჭიროება განუზომლად მნიშვნელოვანი.
მოწინავე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების დახმარებით, ევაკუატორები დღეს უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ავტომობილის გადაყვანას, არამედ სრულყოფილ სერვისს, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ტიპის საჭიროებებზე. მაგალითად, სპეციალური ევაკუატორები, როგორიცაა ობობა ევაკუატორი რთულად მისადგომი ადგილებისთვის, მოტო ევაკუატორი მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებებისთვის და სპეცტექნიკის ევაკუატორი მძიმე ტექნიკისთვის, უზრუნველყოფენ, რომ ყველა მომხმარებელი მიიღოს საჭირო დახმარება ნებისმიერ სიტუაციაში.
რა ტიპის ევაკუატორი უნდა გამოვიძახო?
ევაკუატორის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სიტუაციაში იმყოფებით და რა სახის დახმარება გჭირდებათ. ევაკუატორები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის და თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ფუნქცია აქვს.
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ავტომობილის მდგომარეობა და მისი ზომები. სტანდარტული ევაკუატორი შესაფერისია მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომლებიც გზაზე გაჩერდნენ ტექნიკური პრობლემის გამო. თუ მანქანა მოხვდა რთულად მისადგომ ადგილზე, მაგალითად, თხრილში ან ვიწრო ეზოში, ობობა ევაკუატორი საუკეთესო გამოსავალია.
მოტო და სკუტერის მფლობელებისთვის საუკეთესო არჩევანია მოტო ევაკუატორი, რომელიც გათვლილია მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებაზე. მძიმე ტექნიკის, როგორიცაა ტრაქტორები ან ბობკატები, გადაადგილებისთვის საჭიროა სპეცტექნიკის ევაკუატორი, რომელსაც გააჩნია უფრო ძლიერი აღჭურვილობა.
დროის ფაქტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. თუ თქვენ იმყოფებით ქალაქიდან შორს ან გადატვირთული მოძრაობის პირობებში, საჭიროა სწრაფი და პროფესიონალური მომსახურება. ევაკუატორის სერვისები ძირითადად გვთავაზობენ 24 საათიან მომსახურებას, იმისათვის რომ საჭირო დახმარება მივიღოთ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დროულად.
სწორი სერვისის არჩევა არა მხოლოდ დაგიზოგავთ დროს და ფინანსებს, არამედ უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხოებას. ყურადღებით შეისწავლეთ მომსახურების სპეციფიკაციები და გაითვალისწინეთ თქვენი საჭიროებები, რათა აირჩიოთ ის ევაკუატორი, რომელიც ოპტიმალურად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. სხვა შემთხვევაში კი გაივლით კონსულტაციას ევაკუატორის სერვისებთან და ისინი შეგირჩევენ სიტუაციის შესაბამის მომსახურებას.
ევაკუატორის მთავარი მიზანია ავტომობილის ან სპეც ტექნიკის უსაფრთხო ტრანსპორტირება იმ ადგილიდან, სადაც პრობლემები წარმოიშვა, იმ ადგილზე, სადაც სჭირდება მისი გადაყვანა. თანამედროვე ევაკუატორები აღჭურვილნი არიან მრავალფეროვანი ტექნიკით, რაც ნებისმიერი ტიპის ავტომობილის ან სპეცტექნიკის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.
ევაკუატორის მომსახურება 24/7 სერვისით გამოირჩევა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოძახება. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება იყოს იაფი და ხარისხიანი. SERVISEBI.GE გთავაზობთ ევაკუატორის სერვისების და მასთან დაკავშირებული მომსახურებების მრავალფეროვან შეთავაზებებს საქართველოს მასშტაბით. იქნება ეს თბილისი, ხაშური, თელავი, ზესტაფონი თუ გურჯაანი. ჩვენთან შეგიძლიათ მარტივად შეარჩიოთ სასურველი შეთავაზება და დაუკავშირდეთ მის ავტორს, შუამავლების გარეშე.
ევაკუატორის სახეობები და მათი სპეციფიკა
ევაკუატორები მრავალი საჭიროების მიხედვით იყოფა და თითოეული მათგანი კონკრეტულ ამოცანებს ემსახურება. სწორად შერჩეული ევაკუატორი მნიშვნელოვნად ამარტივებს ტექნიკური პრობლემების გადაჭრას. ევაკაუტორის რამდენიმე ძირითადი ტიპია:
მოტო ევაკუატორი - იდეალურია მოპედების, სკუტერებისა და მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებების გადასაყვანად.
ობობა ევაკუატორი - გამოიყენება რთულად მისადგომი ადგილებიდან ავტომობილების გადასაყვანად.
სპეცტექნიკის ევაკუატორი - განკუთვნილია მძიმე ტექნიკის, მაგალითად, ტრაქტორებისა და ბობკატების ტრანსპორტირებისთვის.
სტანდარტული ევაკუატორი - ყველაზე გავრცელებული ვარიანტი, რომელიც მსუბუქი ავტომობილების გადაყვანას მოიცავს.
საქართველოში ევაკუატორის მომსახურება ხელმისაწვდომია თითქმის ყველა დიდ ქალაქში და მისი სერვისები სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული. მომსახურების მიღება შეგიძლიათ:
თბილისში: აქ სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია ქალაქის გადატვირთული მოძრაობის გამო.
ბათუმში: ბათუმის პორტიდან მანქანის გამოყვანა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია.
ფოთში: ფოთის პორტიდან ტრანსპორტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ შეძენილი ავტომობილებისთვის.
ქუთაისში, გორში, რუსთავში: ამ ქალაქებში ევაკუატორის გამოძახება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი.
ბაკურიანსა და სამტრედიაში: ზამთრის სეზონზე სპეციალური სერვისები, როგორიცაა ობობა ევაკუატორი და ნასვამი მძღოლის მომსახურება, განსაკუთრებით აქტუალურია.
რა ღირს ევაკუატორის მომსახურება?
ევაკუატორის ფასები მნიშვნელოვანად განსხვავდება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, როგორიცაა მანძილი, ავტომობილის ტიპი და დამატებითი სერვისები. საქართველოში მომსახურების საწყისი ფასი იწყება დაახლოებით 30 ლარიდან, რაც ხელმისაწვდომობას ზრდის. მაგალითად, SERVISEBI.GE გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ ევაკუატორის მრავალფეროვანი შეთავაზებები, რომლებიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. ვებგვერდის დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ კონკურენტული ფასები სხვადასხვა სერვისებზე, რაც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ევაკუატორით იაფად, ხარისხის დანაკარგის გარეშე. სპეცტექნიკის ან ობობა ევაკუატორის სერვისები შედარებით უფრო ძვირია, რადგან ისინი სპეციფიკურ აღჭურვილობას მოითხოვს და გამოიყენება რთულად მისადგომი ადგილებიდან ტექნიკის გადასაყვანად.
ევაკუატორის მომსახურება: კომფორტი და უსაფრთხოება
ევაკუატორის სერვისი თანამედროვე ტრანსპორტის შეუცვლელი ინსტრუმენტია, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკის ტრანსპორტირებას მოიცავს, არამედ უზრუნველყოფს მძღოლების უსაფრთხოებას, სიმშვიდეს და კომფორტს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ თბილისში და გჭირდებათ ავტომობილის გადაყვანა ბათუმის პორტიდან ან პირიქით. ამგვარი სერვისი საშუალებას გაძლევთ, დაზოგოთ დრო, თავიდან აიცილოთ ზედმეტი სტრესი. გაუმკლავდეთ სიტუაციებს, რომლებიც შესაძლოა დაუგეგმავად წარმოიშვას.
ავტომობილის დაქოქვა გამოძახებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისია, რომელიც მძღოლებს მოულოდნელი ტექნიკური შეფერხებისგან ათავისუფლებს. ნასვამი მძღოლის მომსახურება უზრუნველყოფს თქვენი და სხვების უსაფრთხოებას, რაც განსაკუთრებით საჭირო და კომფორტული სერვისია.
გზაზე საბურავის დაზიანება ან საწვავის გათავება აღარ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, რადგან ეს მომსახურებები 24/7 რეჟიმში ხელმისაწვდომია.
სწორი ევაკუატორის არჩევა მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხოებისა და თქვენი სიმშვიდისთვის. გააკეთეთ სწორი არჩევანი ჩვენთან ერთად და მიიღეთ სწრაფი, უსაფრთხო და სანდო მომსახურება ნებისმიერი საჭიროების დროს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ტექნიკური გამოწვევა მარტივად მოგვარებადია პროფესიონალების დახმარებით.
გისურვებთ მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას!