წარმოიდგინეთ გვიან ღამით გზაზე ან დაუსახლებელ ადგილზე მოულოდნელად გაჩერებული ავტომობილი. მძღოლს თავში ერთი კითხვა უტრიალებს: რა გავაკეთო ახლა? ეს სცენარი ბევრისთვის ნაცნობია და, ხშირ შემთხვევაში, პანიკის მიზეზი ხდება. მაგრამ ასეთ დროს მთავარი ხსნა ევაკუატორის გამოძახებაა, რომელიც თქვენს პრობლემას პროფესიონალურად და სწრაფად გადაჭრის.
ევაკუატორი თანამედროვე გზებზე შეუცვლელი მომსახურებაა. მისი მიზანი არა მხოლოდ მანქანის ტრანსპორტირებაა, არამედ უსაფრთხოება, სანდოობა და კომფორტიც. ფიქრობთ, რომ ეს სერვისი თქვენთვის ზედმეტია? დაფიქრდით: როგორ მოიქცევით, თუ მოულოდნელად გზაზე დარჩებით ტექნიკური პრობლემის გამო? ან თუ თქვენი ავტომობილი რთულად მისადგომ ადგილზე აღმოჩნდება? სწორედ ასეთ დროს ხდება ევაკუატორის საჭიროება განუზომლად მნიშვნელოვანი.
მოწინავე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების დახმარებით, ევაკუატორები დღეს უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ავტომობილის გადაყვანას, არამედ სრულყოფილ სერვისს, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ტიპის საჭიროებებზე. მაგალითად, სპეციალური ევაკუატორები, როგორიცაა ობობა ევაკუატორი რთულად მისადგომი ადგილებისთვის, მოტო ევაკუატორი მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებებისთვის და სპეცტექნიკის ევაკუატორი მძიმე ტექნიკისთვის, უზრუნველყოფენ, რომ ყველა მომხმარებელი მიიღოს საჭირო დახმარება ნებისმიერ სიტუაციაში.
რა ტიპის ევაკუატორი უნდა გამოვიძახო?
ევაკუატორის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სიტუაციაში იმყოფებით და რა სახის დახმარება გჭირდებათ. ევაკუატორები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის და თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ფუნქცია აქვს.
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ავტომობილის მდგომარეობა და მისი ზომები. სტანდარტული ევაკუატორი შესაფერისია მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომლებიც გზაზე გაჩერდნენ ტექნიკური პრობლემის გამო. თუ მანქანა მოხვდა რთულად მისადგომ ადგილზე, მაგალითად, თხრილში ან ვიწრო ეზოში, ობობა ევაკუატორი საუკეთესო გამოსავალია.
მოტო და სკუტერის მფლობელებისთვის საუკეთესო არჩევანია მოტო ევაკუატორი, რომელიც გათვლილია მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებაზე. მძიმე ტექნიკის, როგორიცაა ტრაქტორები ან ბობკატები, გადაადგილებისთვის საჭიროა სპეცტექნიკის ევაკუატორი, რომელსაც გააჩნია უფრო ძლიერი აღჭურვილობა.
დროის ფაქტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. თუ თქვენ იმყოფებით ქალაქიდან შორს ან გადატვირთული მოძრაობის პირობებში, საჭიროა სწრაფი და პროფესიონალური მომსახურება. ევაკუატორის სერვისები ძირითადად გვთავაზობენ 24 საათიან მომსახურებას, იმისათვის რომ საჭირო დახმარება მივიღოთ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დროულად.
სწორი სერვისის არჩევა არა მხოლოდ დაგიზოგავთ დროს და ფინანსებს, არამედ უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხოებას. ყურადღებით შეისწავლეთ მომსახურების სპეციფიკაციები და გაითვალისწინეთ თქვენი საჭიროებები, რათა აირჩიოთ ის ევაკუატორი, რომელიც ოპტიმალურად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. სხვა შემთხვევაში კი გაივლით კონსულტაციას ევაკუატორის სერვისებთან და ისინი შეგირჩევენ სიტუაციის შესაბამის მომსახურებას.
ევაკუატორის მთავარი მიზანია ავტომობილის ან სპეც ტექნიკის უსაფრთხო ტრანსპორტირება იმ ადგილიდან, სადაც პრობლემები წარმოიშვა, იმ ადგილზე, სადაც სჭირდება მისი გადაყვანა. თანამედროვე ევაკუატორები აღჭურვილნი არიან მრავალფეროვანი ტექნიკით, რაც ნებისმიერი ტიპის ავტომობილის ან სპეცტექნიკის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.
ევაკუატორის მომსახურება 24/7 სერვისით გამოირჩევა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოძახება. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება იყოს იაფი და ხარისხიანი. SERVISEBI.GE გთავაზობთ ევაკუატორის სერვისების და მასთან დაკავშირებული მომსახურებების მრავალფეროვან შეთავაზებებს საქართველოს მასშტაბით. იქნება ეს თბილისი, ხაშური, თელავი, ზესტაფონი თუ გურჯაანი. ჩვენთან შეგიძლიათ მარტივად შეარჩიოთ სასურველი შეთავაზება და დაუკავშირდეთ მის ავტორს, შუამავლების გარეშე.
ევაკუატორის სახეობები და მათი სპეციფიკა
ევაკუატორები მრავალი საჭიროების მიხედვით იყოფა და თითოეული მათგანი კონკრეტულ ამოცანებს ემსახურება. სწორად შერჩეული ევაკუატორი მნიშვნელოვნად ამარტივებს ტექნიკური პრობლემების გადაჭრას. ევაკაუტორის რამდენიმე ძირითადი ტიპია:
მოტო ევაკუატორი - იდეალურია მოპედების, სკუტერებისა და მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებების გადასაყვანად.
ობობა ევაკუატორი - გამოიყენება რთულად მისადგომი ადგილებიდან ავტომობილების გადასაყვანად.
სპეცტექნიკის ევაკუატორი - განკუთვნილია მძიმე ტექნიკის, მაგალითად, ტრაქტორებისა და ბობკატების ტრანსპორტირებისთვის.
სტანდარტული ევაკუატორი - ყველაზე გავრცელებული ვარიანტი, რომელიც მსუბუქი ავტომობილების გადაყვანას მოიცავს.
საქართველოში ევაკუატორის მომსახურება ხელმისაწვდომია თითქმის ყველა დიდ ქალაქში და მისი სერვისები სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული. მომსახურების მიღება შეგიძლიათ:
თბილისში: აქ სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია ქალაქის გადატვირთული მოძრაობის გამო.
ბათუმში: ბათუმის პორტიდან მანქანის გამოყვანა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია.
ფოთში: ფოთის პორტიდან ტრანსპორტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ შეძენილი ავტომობილებისთვის.
ქუთაისში, გორში, რუსთავში: ამ ქალაქებში ევაკუატორის გამოძახება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი.
ბაკურიანსა და სამტრედიაში: ზამთრის სეზონზე სპეციალური სერვისები, როგორიცაა ობობა ევაკუატორი და ნასვამი მძღოლის მომსახურება, განსაკუთრებით აქტუალურია.
რა ღირს ევაკუატორის მომსახურება?
ევაკუატორის ფასები მნიშვნელოვანად განსხვავდება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, როგორიცაა მანძილი, ავტომობილის ტიპი და დამატებითი სერვისები. საქართველოში მომსახურების საწყისი ფასი იწყება დაახლოებით 30 ლარიდან, რაც ხელმისაწვდომობას ზრდის. მაგალითად, SERVISEBI.GE გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ ევაკუატორის მრავალფეროვანი შეთავაზებები, რომლებიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. ვებგვერდის დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ კონკურენტული ფასები სხვადასხვა სერვისებზე, რაც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ევაკუატორით იაფად, ხარისხის დანაკარგის გარეშე. სპეცტექნიკის ან ობობა ევაკუატორის სერვისები შედარებით უფრო ძვირია, რადგან ისინი სპეციფიკურ აღჭურვილობას მოითხოვს და გამოიყენება რთულად მისადგომი ადგილებიდან ტექნიკის გადასაყვანად.
ევაკუატორის მომსახურება: კომფორტი და უსაფრთხოება
ევაკუატორის სერვისი თანამედროვე ტრანსპორტის შეუცვლელი ინსტრუმენტია, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკის ტრანსპორტირებას მოიცავს, არამედ უზრუნველყოფს მძღოლების უსაფრთხოებას, სიმშვიდეს და კომფორტს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ თბილისში და გჭირდებათ ავტომობილის გადაყვანა ბათუმის პორტიდან ან პირიქით. ამგვარი სერვისი საშუალებას გაძლევთ, დაზოგოთ დრო, თავიდან აიცილოთ ზედმეტი სტრესი. გაუმკლავდეთ სიტუაციებს, რომლებიც შესაძლოა დაუგეგმავად წარმოიშვას.
ავტომობილის დაქოქვა გამოძახებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისია, რომელიც მძღოლებს მოულოდნელი ტექნიკური შეფერხებისგან ათავისუფლებს. ნასვამი მძღოლის მომსახურება უზრუნველყოფს თქვენი და სხვების უსაფრთხოებას, რაც განსაკუთრებით საჭირო და კომფორტული სერვისია.
გზაზე საბურავის დაზიანება ან საწვავის გათავება აღარ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, რადგან ეს მომსახურებები 24/7 რეჟიმში ხელმისაწვდომია.
სწორი ევაკუატორის არჩევა მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხოებისა და თქვენი სიმშვიდისთვის. გააკეთეთ სწორი არჩევანი ჩვენთან ერთად და მიიღეთ სწრაფი, უსაფრთხო და სანდო მომსახურება ნებისმიერი საჭიროების დროს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ტექნიკური გამოწვევა მარტივად მოგვარებადია პროფესიონალების დახმარებით.
გისურვებთ მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას!
პირველი ცნობილი ამწე მანქანა იყო შადუფი, წყლის ამწევი მოწყობილობა, რომელიც გამოიგონეს ძველ მესოპოტამიაში. სამშენებლო ამწეები მოგვიანებით გაჩნდა ძველ საბერძნეთში, სადაც მათ ამუშავებდნენ ადამიანები ან ცხოველები და იყენებდნენ შენობების მშენებლობისას. უფრო დიდი ამწეები, მოგვიანებით შეიქმნა რომის იმპერიაში, ამისთვის გამოიყენეს სარბენი ბორბლები, რაც უფრო მძიმე სიმძიმის აწევის საშუალებას იძლეოდა.
შუა საუკუნეებში ნავსადგურის ამწეები შემოიღეს გემების ჩასატვირთად და განტვირთვისთვის და მათ მშენებლობაში დასახმარებლად - ამწეებში ზოგი ქვის კოშკებში იყო ჩაშენებული დამატებითი სიმტკიცისა და სტაბილურობისთვის.
ამწეების გამოგონებამ კაცობრიობას გაუადვილა საქმე, რადგან მათ გარეშე ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და აწევა ადამიანის ხელით უნდა მომხდარიყო, ამ პროცესს მეტი დრო სჭირდებოდა და მთელი სისტემა საერთოდ არ იყო ეფექტური.
თანამედროვე ამწე კრანების საშუალებით, შესაძლებელი ხდება ისეთი რთული სამუშაოების შესრულება, რომლებიც ხელით თითქმის წარმოუდგენელია. ბლოგში განვიხილავთ ამწე კრანების ტიპებს, მათ მახასიათებლებს, გამოყენების სფეროებსა და უპირატესობებს.
როდის გამოიგონეს თანამედროვე ამწეები ?
ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამწეების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ცათამბჯენებისა და უზარმაზარი ქალაქების აშენება.
ამწე კრანი არის მანქანა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის და ზომის ტვირთების გადასაადგილებლად , როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. მოწყობილობა იყენებს ერთ ან რამდენიმე მარტივ მექანიზმს როგორიცაა ბერკეტი და საბურველი , რათა შექმნას მექანიკური უპირატესობა თავისი სამუშაოს შესასრულებლად. ამწე კრანი ჩვეულებრივ გამოიყენება ტრანსპორტირებაში ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვისთვის, სამშენებლო მასალების გადაადგილებისთვის და წარმოებაში მძიმე აღჭურვილობის აწყობისთვის.
როგორი ტიპის ამწეები არსებობს და რისთვის გამოიყენება ის ?
ამწე კრანების სხვადასხვა ტიპი არსებობს და მათი გამოყენებაც განსხვავდება სამუშაო პროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე. თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური დანიშნულება, რაც დამოკიდებულია ტვირთამწეობაზე, გადაადგილების შესაძლებლობებზე და სამუშაო გარემოზე. მათ შორის:
20-ე საუკუნის დასაწყისში, ჰიდრავლიკური და ელექტრომექანიკური სისტემების განვითარებამ შესაძლებელი გახადა უსაფრთხო და მობილური ამწე კალათების შექმნა. თავდაპირველად, ისინი ძირითადად გამოიყენებოდა მშენებლობაში, ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაში და სამაშველო ოპერაციებში.
ამწეები არის ე.წ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შექმნილია განსხვავებული მახასიათებლებით და აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სფეროში ისეთ სიმაღლეზე სამუშაოების შესასრულებლად, სადაც კიბის გამოყენებით ძნელად თუ მოხვდებით. ამწე კალათა, სწორედ ერთ-ერთი ასეთია. კალათის ამწეებს, რომლებსაც ხშირად ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, აქვთ განსხვავებული მახასიათებლები მათი გამოყენების არეალის მიხედვით. ამწე კალათის გამოყენებით, მარტივდება მაღალსართულიანი შენობების ფასადების მოწესრიგება, ელექტრო და ინტერნეტ კაბელების მოწესრიგება, ტექნიკური სამუშაოების შესრულება, სარეკლამო ბანერების დამონტაჟება, სარემონტო სამუშაოების შესრულება და სხვა.
რა არის ამწე კალათა?
ამწე კალათები შეიძლება განისაზღვროს, როგორც ამწეები, რომლებიც განლაგებულია კალათების სახით სატვირთო მანქანებზე ან ანალოგიურ ოთხ ბორბლიან სატრანსპორტო საშუალებებზე. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ამწე კალათა არის ასაწევ მექანიზმზე დამონტაჟებული ტექნიკური პლატფორმა, რომელსაც შეუძლია სწრაფად იმოძრაოს სხვადასხვა სირთულის სიმაღლეზე. იგი გამოიყენება ნივთების გადასატანად სიმაღლეზე, რომელთა გადატანა შეუძლებელია კიბის გამოყენებით ან ფიზიკურად მუშაობით. ამწე კალათა უზრუნველყოფს ოპერატორების უსაფრთხო მუშაობასაც ისეთ სიმაღლეებზე, სადაც ძნელად არის მიდგომა შესაძლებელი.
როდესაც საქმე ეხება სამუშაო ადგილების უსაფრთხო წვდომას, ამწე კალათა არის მრავალმხრივი და აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიებში, მათ შორის სამშენებლო და სამრეწველო სფეროში. ამწე კალათები უზრუნველყოფს პერსონალისთვის სტაბილურ და უსაფრთხო პლატფორმას, რაც მათ საშუალებას აძლევს შეასრულონ დავალებები სიმაღლეებზე, რომელთა მიღწევა სხვაგვარად რთულია.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, როგორიცაა ხარაჩოები და საჰაერო სამუშაო პლატფორმები, ამწე კალათებს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ისეთ სამუშაო პროცესებში, სადაც გადამწყვეტია სწრაფი გადაადგილება. პოზიციონირების მოქნილობა და მინიმალური დაყენების დრო. მაგალითად, ამწე კალათები იდეალურია პროექტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ხშირ გადაადგილებას სხვადასხვა სიმაღლეზე ან დახურულ სივრცეებში, სადაც ხარაჩოები არ შეიძლება ეფექტურად დამონტაჟდეს.
სად გამოიყენება ამწე კალათა აქტიურად ?
ამწე კალათები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამწეს მოდელზე, მის ტექნიკურ მახასიათებლებსა და ადამიანის ან ბიზნესის საჭიროებებზე. მათ შორის ყველაზე ხშირად:
მნიშვნელობა არ აქვს, დღეა თუ ღამეა, ქალაქში ხარ თუ რეგიონში, საკურიერო მომსახურება ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ და მცირე დროში მიიღოს ამანათი მითითებულ მისამართზე.
საკურიერო სერვისები, არაერთ ისტორიულ წყაროებში გვხვდება, რაც მიუთითებს ამ მომსახურების მრავალწლიან არსებობაზე. ძველ დროში კურიერი ჯერ კიდევ მესოპოტამიაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში არსებობდა. ძირითადად, მათი მოვალეობა, მნიშნელოვანი ბრძანებების და წერილების ადრესატამდე მიტანა იყო.
არსებობდნენ ე.წ მაცნეები, რომლებიც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გადასცემდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ მაცნეს ევალებოდა სასწრაფო ცნობის გავრცელება, იყენებდნენ ცხენოსანი მაცნეების მომსახურებას.
მარათონი 26 მილის სიგრძეა კურიერის გამო. ცნობილი ძველი ბერძენი კურიერია ფეიდიპიდესი, რომელმაც როგორც ამბობენ, 26 მილი გაირბინა მარათონიდან ათენამდე, რათა მიეტანა ცნობა სპარსელებზე ბერძნების გამარჯვების შესახებ ძვ. წ. 490 წელს.
Wells Fargo იყო პირველი ოფიციალური საკურიერო სერვისი შეერთებულ შტატებში. 1858 წელს, Wells Fargo-მ ხელი შეუწყო Overland Mail Company - განთქმული "Butterfield Line" -ის შექმნას.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკურიერო კომპანია, United Parcel Service (UPS), დაარსდა სიეტლში 1907 წელს ორი თინეიჯერი ბიჭის მიერ. ისინი ამანათებს ძირითადად ფეხით და ველოსიპედით აწვდიდნენ.
XXI საუკუნეში საკურიერო მომსახურება ონლაინ ვაჭრობასთან ერთად მნიშვნელოვნად განვითარდა. გაჩნდა ექსპრეს მიტანის, დრონებით მიწოდების და სხვა სერვისები, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა საერთაშორისო ვაჭრობა.
ვინ არის და რას აკეთებს კურიერი ?
კურიერი არის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ამანათების დროულ და უსაფრთხო მიწოდებას. კურიერი ახორციელებს ამანათების ან ტვირთების ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორეზე უმოკლეს დროში. შესაბამისად, კურიერის ხშირად უწევს ისეთი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევა, რომელიც ამანათების უმოკლეს დროში მიწოდებას მოიცავს.
კურიერი ცნობილია მიწოდების სისწრაფით, საიმედოობითა და დეტალებისადმი ყურადღების მიქცევით. კურიერები ხშირად მუშაობენ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, როგორიცაა: ქალაქი ან რეგიონი, და კარგად ესმით ადგილობრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მარშრუტები.
ონლაინ შოპინგის ზრდისა და სწრაფი და ეფექტური მიწოდების სერვისების საჭიროების გამო, კურიერები თანამედროვე ეკონომიკის და სავაჭრო მიმართულების განუყოფელი ნაწილი გახდა. ისინი კომფორტს უქმნიან ბიზნესს და ადამიანებს სასურველი პროდუქტის სახლთან მიწოდებით.
კურიერი უზრუნველყოფს, რომ გამოძახებული ან შეძენილი პროდუქტები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და სხვადასხვა ამანათები აუცილებლად მივა დანიშნულების წერტილამდე, უსაფრთხოდ და დროულად, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ინდუსტრიის გამართულ ფუნქციონირებას და მომხმარებლის კმაყოფილების გაუმჯობესებას.
რას მოიცავს სწრაფი მიტანის სერვისი ?
სწრაფი მიტანის სერვისი ყოველდღიურობას კიდევ უფრო ამარტივებს და აუცილებელია ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისთვის, რადგან ეს უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილების შენარჩუნებას და ზრდას.
მნიშვნელობა არ აქვს, რა დროა, გემრიელი საკვები მოგინდა, სანატრელი ამანათი ჩამოგივიდა, ეზოს მოწყობა გადაწყვიტე და შესაბამისი ინსტრუმენტები არ გაქვს, ან მოულოდნელად ავტომობილისთვის ზეთის შეცვლა გჭირდება, რემონტის პროცესში საღებავი დაგაკლდა თუ სხვა, ყველა შემთხვევაში, დღესდღეობით სწრაფი მიტანის სერვისი საშუალებას გაძლევს გამოიძახო ის, რაც გჭირდება და კურიერის დახმარებით სასურველ მისამართზე მიიღო.
ტელევიზორი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ტექნიკაა, არამარტო სახლში, არამედ სამუშაო, გასართობ და სხვა ტიპის სივრცეებში. ეს არის ელექტრონული მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც ადამიანი იგებს ახალ ამბებს, უყურებს ფილმებს, თვალს ადევნებს საინტერესო მოვლენებს ან ინტერნეტის ეპოქაში აქტიურად იყენებს სხვადასხვა დანიშნულებით. პირველად ტელევიზორი 1934 წელს დამზადდა გერმანიაში და ნელ-ნელა დაიწყო მისი გავრცელება აშშ-ში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში.
დღესდღეობით ტელევიზორები იყოფა სხვადასხვა კატეგორიად მათი ტექნოლოგიის, ფუნქციების, ეკრანის ტიპის და გამოყენების მიხედვით. ეკრანის ტექნოლოგიის მიხედვით გვხვდება: LED, OLED, Plasma, LCD, QLED, MicroLED და სხვა.
ფუნქციონალის მიხედვით გვხვდება ისეთი ტიპის ტელევიზორები, როგორიცაა: Smart, Android, Google, Apple და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტელევიზორის მენიუ მარტივი ფუნქციონალით გამოირჩევა და მომხმარებელს საშუალება აქვს თავად მოახდინოს მისი ინსტალაცია. გამოცდილი სპეციალისტის მომსახურება ქმნის დამატებით კომფორტს და გთავაზობთ ხარისხიან მომსახურებას თუ თქვენი ტელევიზორის მონტაჟი, შეკეთება ან გასწორება გჭირდებათ.
რას მოიცავს ტელევიზორის ხელოსნის მომსახურება ?
არსებობს სხვადასხვა ტიპის და მოდელის ტელევიზორი. შესაბამისად, მათი შეკეთებისთვის საჭიროა, გამოცდილება და ცოდნა. ტელევიზორის ხელოსანი კი, ის ადამიანია, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია რომ დაზიანებული ან არეული პროგრამის მქონე ტელევიზორი სწორად და მცირე დროში შეაკეთოს. თუ ტელევიზორს უჭირს wifi-ქსელთან დაკავშირება, გამოსახულების ხმა არ ისმის ძველებურად და ეკრანიც ისე მკვეთრად აღარ აჩვენებს, როგორც აქამდე, ტელევიზორის ხელოსანი ყველა ამ პრობლემის მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ.
როდის ან სად შეიძლება ტელევიზორის ხელოსანი გამოვიძახოთ ?
თუ ტელევიზორი მოულოდნელად დაზიანდა შეგიძლია, ისარგებლო ხელოსნის გამოძახების მომსახურებით. ეს სერვისი, განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან არ გიწევთ ტელევიზორის მოხსნა და მისი გადატანა შესაბამის სერვის ცენტრში. ტელევიზორის ხელოსანი გამოძახებით, არის საუკეთესო სერვისი, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე მიიღოთ გამოცდილი ტელევიზორის ხელოსნის მომსახურება. შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით არა მარტო, თბილისსა და ბათუმში, არამედ რუსთავში.