ავეჯი ინტერიერის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. სხვადასხვა ტიპის ავეჯი ქმნის კომფორტს, როგორც სახლში, ისე სამუშაო, გარე და საოფისე სივრცეებში. გარდა ამისა, ავეჯი ქმნის ჰარმონიას, მშვიდ, განსხვავებულ და ლამაზ გარემოს. ხშირი მოხმარების შემთხვევაში ავეჯის ზედაპირზე გროვდება მტვრის ნაწილაკები, ალერგიის გამომწვევი სხვადასხვა მიკრობები, ჭუჭყი, ჩნდება ლაქები, რაც გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ცვლის მას, უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე. ავეჯის ქიმწმენდა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისუფთავის დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში. უმეტესად ტარდება ქიმწმენდა მშრალი, სველი ან ორთქლის მეთოდით. იმაზე თუ რომელი ტიპის ქიმწმენდას გამოიყენებთ დამოკიდებულია ავეჯის ქსოვილსა და მის მდგომარეობაზე.
რა უპირატესობა აქვს რბილი ავეჯის ქიმწმენდას ?
რბილი ავეჯის ქიმწმენდა უზრუნველყოფს ავეჯის ქსოვილის ძირეულ წმენდას, რაც გამოარჩევს მას რიგი უპირატესობებით ავეჯის გაწმენდის სხვა მეთოდებისგან.
ესენია:
- ქსოვილიდან მარტივად შორდება ღრმად ჩამჯდარი ლაქები, როგორიცაა: ზეთის, ღვინის, მელნის ან სხვა.
- ავეჯს შორდება ჩამჯდარი სუნი, რადგან ქიმწმენდის პროცესში გამოიყენება ანტიალერგიული სპეციალური ხსნარები სუნის გასაქრობად.
- ავეჯის ქსოვილს შორდება ჩამჯდარი მტვერი და ალერგიის გამომწვევი მიკროორგანიზმები, რაც უხილავია თვალისთვის.
- ლამაზდება და სუფთავდება ავეჯის ზედაპირი, რაც კიდევ უფრო ჰარმონიულს ხდის სივრცეს და ახანგრძლივებს ავეჯის გამოყენებას.
რას მოიცავს ავეჯის ქიმწმენდა ორთქლით ?
ავეჯის ორთქლით წმენდა ეფექტური და თანამედროვე მეთოდია, რაც უზრუნველყოფს ავეჯის ქსოვილის მაქსიმალურად გასუფთავებას. ორთქლით წმენდა არ საჭიროებს ქიმიური საშუალებების გამოყენებას, რაც მიუთითებს მის უსაფრთხოებაზე. ორთქლის მაღალი ტემპერატურა ეფექტურად კლავს ბაქტერიებს და სხვადასხვა ალერგენებს.
ავეჯის ორთქლით წმენდის უპირატესობები:
- მაქსიმალურად ეფექტურია, რადგან ორთქლის ნაკადით წმენდა უზრუნველყოფს ქსოვილის ღრმა ფენებში ჩამჯდარი ჭუჭყის და ლაქების მოშორებას.
- ავეჯის წმენდის პროცესი მიმდინაროებს ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე, რაც მიუთითებს მის მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე.
- არის სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რადგან წმენდის შემდეგ არ საჭიროებს დიდ დროს გასაშრობად.
- ეს მეთოდი არამხოლოდ კლავს და ანადგურებს ბაქტერიებს, არამედ აშორებს უსიამოვნო სუნსაც, ცხოველის ბეწვს და რთულ ლაქებს.
- გამოიყენება თითქმის ყველა ტიპის ავეჯის ქსოვილზე და არ აზიანებს, როგორც ნატურალურ, ისე სინთეტიკურ ქსოვილს.
- გარდა რბილი ავეჯის წმენდისა ორთქლის მეთოდით შესაძლოა გაიწმინდოს და დამუშავდეს სხვადასხვა ტიპის მყარი ავეჯი, როგორიცაა: სამზარეულოს ავეჯი, მაგიდა, სკამები და სხვ.
ორთქლით დამუშავება არის შედარებით სწრაფი და კომპლექსური მეთოდი, რომელიც აუმჯობესებს თქვენი ავეჯის მდგომარეობას. თუ თქვენი ავეჯი ხშირი მოხმარებისაა ორთქლით დამუშავება გააუმჯობესებს მის ვიზუალერ მხარეს.
გარდა ავეჯისა შესაძლებელია რბილი იატაკის ქიმწმენდის ჩატარება ?
დიახ, ქიმწმენდა შესაძლებელია ჩატარდეს
რბილ იატაკზეც. რბილი იატაკი გარდა იმისა, რომ ქმნის მყუდრო გარემოს, უზრუნველყოფს თბოიზოლაციასაც, არის გამძლე, გამოირჩევა დიზაინის მრავალფეროვნებით და შედარებით იაფია ვიდრე, სხვა ბუნებრივი იატაკის მასალა. რბილი იატაკი მოითხოვს ხშირ წმენდას, რადგან მასში ადვილად ჯდება ჭუჭყი და მარტივად ემჩნევა ლაქები. რბილი იატაკის ქიმწმენდა უზრუნველყოფს მის სრულ დასუფთავებას. ჩამჯდარი ჭუჭყის, ლაქების, კატის, ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის ბეწვებისა და თმის მოშორებას. რბილი იატაკის ქიმწმენდა სპეციალური აპარატით ხდება, რა დროსაც ზედაპირი ქაფდება და შემდეგ ჯაგრისებით იწმინდება.
რა უპირატესობა აქვს ავეჯის ქიმწმენდას გამოძახებით ?
დღევანდელ რეალობაში დროის დაზოგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, ავეჯის ქიმწმენდა გამოძახებით პოპულარული სერვისია. ეს მომსახურება საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის სასურველ ადგილზე მოვიდეს ქიმწმენდის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატურის და დასუფთავებისთვის საჭირო ქიმიური საშუალებების მოტანას, შემდგომ კი ქიმწმენდის ჩატარებას. გარდა იმისა, რომ პროცესი ზოგავს დროს არის მაქსიმალურად კომფორტული, რადგან არ გიწევთ თქვენი
ავეჯის გადატანა სხვა ადგილას, ხსნარების და საჭირო ტექნიკის შეძენა. ასევე, ხედავთ, თუ როგორ მიმდინარეობს ქიმწმენდა და დაზღვეული ხართ არასასურველი შედეგისგან. ეს სერვისი მოიცავს რბილი ავეჯის, სკამების, დივნების, პუფების,
მატრასების, საწოლების, სავარძლების, დეკორატიული ბალიშების , ხალიჩების ქიმწმენდას და სხვა.
როგორ გამოვიძახოთ ავეჯის ქიმწმენდის სპეციალისტი ?
- პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ გამოცდილი და თქვენი ავეჯისთვის საჭირო ქიმწმენდის სპეციალისტი. შეგიძლიათ მოიძიოთ ონლაინ და დაუკავშირდეთ სატელეფონოდ დეტალების დასაზუზტებლად.
- ამის შემდეგ, ქიმემწნდის სპეციალისტი თქვენთვის სასურველ ადგილზე უზრუნველყოფს ტექნიკის და საჭირო ქიმიური საშუალებების მოტანას და დაიწყებს ქიმწმენდის ჩატარებას.
- გარდა იმისა, რომ ავეჯი დასუფთავდება ჭუჭყისა და ლაქებისგან მას ჩაუტარდება დეზინფექციაც, რაც მას კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის.
- ქიმწმენდის შემდეგ, საჭიროა ავეჯის სწორად გაშრობა, რასაც სჭირდება გარკვეული დრო და ამასთან დაკავშირებულ დეტალებს სპეციალისტი გაგაცნობთ.
რა ღირს ავეჯის ქიმწმენდა ?
ავეჯის ქიმწმენდის ფასი დამოკიდებულია, უშუალოდ, ავეჯის ტიპზე, ქსოვილზე, მის ზომასა და ავეჯის მდოგმარეობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილია თითოეულის შემთხვევაში ქიმწმენდის საშუალო საბაზრო ფასები:
- დიდი ზომის კუთხის დივანი: 100-160 ლარი
- სკამი: თითო 5-10 ლარი
- ერთადგილიანი მატრასი: 50-60 ლარი
- ორადგილიანი მატრასი: 60-80 ლარი
თუ გსურთ თავად გაწმინდოთ სხვადასხვა ტიპის რბილი ავეჯი, თქვენთვის სასურველ სივრცეში, შეგიძლიათ
იქირაოთ ქიმწმენდის აპარატი. საშუალო ფასები ქიმწმენდის აპარატის ქირაობის შემთხვევაში განისაზღვრება დროის მიხედვით:
ავეჯის ქიმწმენდის ეს მეთოდი უფრო ბიუჯეტურია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ ქირაობთ აპარატს და საფასური არ მოიცავს ქიმწმენდის სპეციალისტის მომსახურებას.
რა დრო სჭირდება ავეჯის ქიმწმენდას ?
ავეჯის ქიმწმენდისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია, ავეჯის ტიპზე, მისი ზომაზე, ქსოვილზე და არსებულ ლაქებზე.
- სკამების და მცირე ზომის ავეჯის ქიმწმენდა – გრძელდება 20-40 წუთი
- დივნის ან სავარძლის წმენდა - გრძელდება 1-1,5 სთ, როცა საშუალო დონის გაწმენდა სჭირდება. ხოლო, თუ უფრო მეტად ჩამჯდარი ლაქებია მოსაშორებელი სჭირდება 2-3 სთ.
- მატრასის ქიმწმენდა– ერთადგილიანი მატრასი 30-60 წუთში იწმინდება, ხოლო ორადგილიანის შემთხვევაში საჭიროა 1-2 სთ.
სად შეგვიძლია გამოვიძახოთ ავეჯის ქიმწმენდის გამოცდილი სპეცილისტი ?
ავეჯის ქიმწმენდის გამოძახების სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ, როგორც
თბილისში, ისე
რუსთავში და სხვა ქალაქებში. გამოძახების სერვისით სარგებლობამდე შეგიძლიათ სასურველი სპეციალისტი მოიძიოთ
servisebi.ge- ზე, სადაც ეს პროცესი კიდევ უფრო გაგიმარტივდებად. გაეცანით განცხადებებს, მომხმარებლის რეალურ შეფასებებს და შემდგომ შეუთანხმდით თქვენთვის სასურველ სპეციალისტს. საიტზე არ არის ფიქსირებული ფასი, შესაბამისად, თქვენი მომსახურების ღირებულება განისაზღვრება სამუშაოდან გამომდინარე.