განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ავეჯის გადაზიდვა გლდანში

ჩვენი ვებგვერდის დახმარებით ავეჯის გადაზიდვა გლდანში ნებისმიერ ლოკაციაზე შეგიძლიათ.
საჭირო კომპანიისა თუ ფიზიკური პირის მოძებნას, ვინც გადაზიდვაში დაგეხმარებათ Servisebi.ge-ს საძიებო ველიდან შეძლებთ.
შესაძლოა, შემსრულებელ მხარეს განცხადებაში არ ჰქონდეს მითითებული გლდანის მიკრორაიონები ან ქუჩები, მაგრამ მათი მომსახურება მაინც ფარავდეს ამ ტერიტორიას.
გირჩევთ გაესაუბროთ ნომერზე და ისე დააზუსტოთ ინფორმაცია თუ საიდან სად შეუძლიათ გადაზიდვა და ა.შ
გაითვალისწინეთ ისიც, რომ გლდანში ავეჯის გადაზიდვის სერვისი საკმაოდ მოთხოვნადია, ამიტომ თუ გსურთ ავეჯისა და ტვირთების დროის  კონკრეტულ მონაკვეთში გადაზიდვა, აუცილებლად დაიკავეთ თადარიგი და წინასწარ, ერთი კვირით ადრე მაინც მოიძიეთ გადამზიდი კომპანია ან კერძო პირი.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვა

მოგემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი, გადაზიდის სერვისი: - ნებისმიერი ავეჯის გადაზდვა; - პიანინო-როიალის გადატანა; - კარადების დაშლა-აწყობა-გადატანა; - სართულებიდან სხვადასხვა ავეჯის-ჩამოტანა-ატანა;

ვალერი
შეფასება 5.0 , 6 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ტვირთისა და ავეჯის გადატანა

ტვირთის გადატანა, ავეჯის გადაზიდვა ნებისმიერი მიმართულებით + მუშები. დაგეხმარებათ გამოცდილი ჯგუფი, დაგვიკავშირდით.

დათო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვის სერვისი

ავეჯის გადაზიდვის სერვისი მთელ საქართველოში, უმაღლეს დონეზე, ავეჯის დაშლა / აწყობით. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მალხაზი
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

საქართველოს მასშტაბით გადავზიდავ: - ტვირთს; - ავეჯს; - გადაზიდვა მიკრო ავტობუსით; - შესაძლებელია მუშებით ტვირთის ჩამოზიდვა / გადატანა; - ვმუშაობთ 24/7-ზე საქართველოს მაშტაბით; დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

გიორგი
შეფასება 5.0 , 10 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

თუ გაქვთ საყოფაცხოვრება ნივთები გადასატანი, დაგვიკავშირდით ჩვენ. ავეჯის გადაზიდვა, დაშლა-აწყობა, პიანინოს გადატანა, ოფისებისა და საწყობების დაცლა და გადაზიდვა ყველა ზომის ტრანსპორტით.

გოგა
შეფასება 4.3 , 1 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა საქართველოს მაშტაბით

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მაsშტაბით. საჭროების შემთხვევაში მყავს მუშებიც. სატვირთოს ზომები: ბორტის სიგრძე 2.80, სიგანე 1.70 სიმაღლე 2.0. მომსახურება საუკეთესო ფასითა და პირობებით, დეტალებზე დამირეკეთ მითითებულ ნომერზე

რატი
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

გთავაზობთ სატვირთო გადაზიდვებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი უპირატესობები: საუკეთესო ფასები, კომფორტული პირობები და სრული პასუხისმგებლობა თქვენს ტვირთზე. მუშების მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველგყოფთ გამოცდილი მუშების დახმარებით. მანქანის პარამეტრები: - ბორტის სიგრძე: 3.00 მ - სიგანე: 1.70 მ - სიმაღლე: 2.0 მ დეტალური ინფორმაციისთვის და ფასის დასაზუსტებლად დამიკავშირდით ნომერზე.

სერგო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთების გადაზიდვა

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით. მარშუტკის ზომებია: - სიგრძე 3.3მ; - სიმაღლე 2მ; - სიგანე 1,75მ; მყავს დამხმარე მუშახელიც საჭიროების შემთხვევაში. უსაფრთხოებისთვის მაქვს დამჭმი ღვედები ტვირთის დასაფიქსირებლად და დამცავი საშუალებები ტრანსპორტირებისას. დეტალებზე დამიკავშრდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე

ანტონ

ავეჯის გადაზიდვის სერვისი გლდანში

2017 წლის მონაცემებით გლდანის რაიონში 180 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი ამ ეტაპზე უფრო დიდია. მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნა სხვადასხვა სერვისებზე, მათ შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს ავეჯის გადაზიდვის სერვისი, რაც გასაკვირი არც არის, რადგან ბოლო წლების განმავლობაში გლდანში აშენდა ბევრი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სავაჭრო თუ გასართობი ცენტრი და ბუნებრივია, რომ  ძველი ავეჯის ახლით ჩანაცვლება და მათი ტრანსპორტირება დასჭირვებოდათ.
სამშენებლო პროცესები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს გარკვეულ უბნებში და ამ ტერიტორიებზე სერვისების ნაწილში ლიდერობს სამშენებლო ნარჩენების გატანის სერვისი.
ვერიფიცირებული

გადაზიდვა + ზედა საბარგული

გთავაზობთ გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით შეღავათიან ფასში. მანქანას აქვს ასევე ზედა საბარგული გრძელი ნივთებისთვის. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

შეფასება 5.0 , 5 შეფასება

ტვირთის გადაზიდვა

ავეჯის და ნებისმიერი ტვირთის გადაზიდვა თბილისში და საქართველოს მასშტაბით. ფორდ ტრანზიტით სწრაფი და იაფი მომსახურება.

ტვირთისა და ავეჯის გადაზიდვა

გთავაზობთ სატრანსპორტო და სრულ ლოჯისტიკურ მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. როგორც მცირე მეწარმე, ვცდილობთ თითოეულ პარტნიორს შევთავაზოთ მოქნილი, პასუხისმგებლიანი და ხარისხიანი მომსახურება — როგორც ერთჯერადი შეკვეთების, ისე გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს: სატვირთო ავტომობილით გადაზიდვას პროფესიონალი მძღოლის უზრუნველყოფას დამხმარე პერსონალის უზრუნველყოფას ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვას ტვირთის დაცლა-დატვირთვას ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური პროცესების სრულ ორგანიზებას ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, მაღაზიებთან, საწარმოებთან და სხვა ბიზნესებთან — როგორც ერთჯერადად, ასევე მუდმივი თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სანდოობა, პასუხისმგებლობა, დროული მომსახურება და თითოეულ დამკვეთზე მორგებული პირობები. დაგვიკავშირდით თანამშრომლობისთვის და შევათანხმოთ თქვენზე მორგებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურება.

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

ნებისმიერი სახის ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა (ავეჯის დაშლა-აწყობა) როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მაშტაბით, საჭიროების შემთხვევაში მოგემსახურებიან პროფესიონალი მუშებიც. ასევე სამშენებლო ნარჩენების გატანა.

მცირე ზომის ტვირთების გადაზიდვა

მცირე ზომის ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით. 800 კგ-მდე წონის. ბორტის ზომები: სიგანე-145 სმ. სიმაღლე-120სმ. სიგრძე - 150 სმ. მგზავრის სავარძლის ჩაკეცვით-250სმ. ვარ მცირე მეწარმე.

ტვირთის გადაზიდვა

ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით, მოგემსახურებით მისაღებ ტარიფში.

ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა

გთავაზობთ ტვირთების და ავეჯის გადაზიდვას მთელი საქართველოს მასშტაბით. ვარ ინდ.მეწარმე და ვთანამშრომლობ კომპანიებთანაც. არ მეხება საათობრივი შეზღუდვა. მაქვს ღვედები ავეჯის დასამაგრებლად. მყავს დამხარე ბიჭებიც. დიდ ქალაქებში ფიქსირებული ფასია: თბილისი-ბათუმი 750ლ თბილისი-ზუგდიდი 650ლ თბილისი-ქუთაისი 550ლ ვმუშაობთ ყოველ დღე.

ტვირთისა და ავეჯის გადაზიდვა იაფად

თუ გსურთ, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ და იაფად, დამიკავშირდით. ჩემს საქმეს ვასრულებ ხარისხიანად და დიდი პასუხისმგებლობით. (ვმუშაობ საქართველოს მასშტაბით).

მომხმარებლის შეფასებები

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: თაკო

რეკომენდაციას ვუწევვ ამ ადამიანს, არის პროფესიონალი თავისი საქმის და საქმეზე ორიენტირებული

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დიმიტრი

რეკომენდაციას ვუწევ. პუნქტუალური და ხარისხიანი სერვისი, კმაყოფილი დავრჩი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მაკა

ძალიან კარგი მომსახურეობა გაქვთ და დიდი მადლობა გაწეული დახმარებისათვის, ჩემი შეფასება ათიდან ათი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კმაყოფილი დავრჩი თქვენი მომსახურეობით წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა❤️

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: ანანო

პროფესიონალთა გუნდი, დროულად მოდიან, დაუზიანებლად გადააქვთ, რაც არ უნდა ძვირადღირებული იყოს, ადეკვატურ ფასად.

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დავით

სამუშაოს შესრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საფასური გაიზარდა მანძილის მოულოდნელად გაზრდის გამო. უმჯობესი იქნებოდა წინასწარ...

7 ყველაზე გავრცელებული პრობლემა ავეჯის გადაზიდვისას

დამოუკიდებლად პროცესებთან გამკლავების მცდელობა - ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რასაც ავეჯის გადაზიდვისას ვაწყდებით, ხშირად, ჩვენ არ გვაქვს იმხელა კომპეტენცია და გამოცდილება, რომ ავეჯის გადატანა სათანადოდ ვუზრუნველყოთ. 
დეტალურად განვიხილოთ 7 ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რასაც ვაწყდებით ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვის პროცესში:
  1. დავიწყოთ არასწორი დაშლითა და  არასათანადო შეფუთვით - ამ ორი პროცესის არასწორად შესრულების გამო ავეჯი და ნივთები ხშირად ზიანდება ტრანსპორტირებისას. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა ეს საქმე გააკეთონ პროფესიონალებმა, ვისაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, ხელსაწყოები და მასალები ავეჯის შესაფუთად.
  2. კიბეების, კარებისა და დერეფნების სივიწროვე- ეს ნაწილი ხშირად გვავიწყდება ხოლმე და შესაძლოა გადამზიდ კომპანიასაც გამორჩეს, ავეჯის გადაზიდვისას, განსაკუთრებით კი თუ ავეჯი მოცულობითია, ვიწრო კიბეები, შემოსასვლელები და დერეფნები ართულებს მათ გამტარობას. ძირითადად დიდი ზომის ავეჯი იშლება, თუმცა რიგ შემთხევებში, როცა არ ან ვერ ხერხდება, აუცილებლად გაითვალისწინეთ ავეჯის ზომის ან სიგრძის თანაფარდობა კარებთან და სხვა ნაწილებთან.
  3. მოუმზადებლობა - როცა, ახალ სახლში არ არის მომზადებული ავეჯისთვის სათანადო ადგილი, ან არ გავზომეთ მათი განსათავსებელი სივრცეები.
  4. არასწორად ჩატვირთვა-გადმოტვირთა - როდესაც არასათანადო მანიპულაციის გამო ავეჯი ზიანდება გადაზიდვისას. ეს პრობლემა ნაკლებად ან საერთოდ არ გექნებათ გამოცდილ გადამზიდს თუ მიანდობთ საქმის შესრულებას.
  5. არასაკმარისი დამხმარე პერსონალი - სიმძიმის გამო რთულია ავეჯის გადატანა, ზუსტად უნდა გათვალოთ საჭირო ადამიანური რესურსი და აღჭურვილობა, რაც შესაძლოა დაგჭირდეთ.  ეს ნაწილიც პრობლემდება თუ სათანადოდ არ მივაქცევთ ყურადღებას.
  6. ლიფტის არარსებობა - საკმაოდ გავრცელებული პრობელმაა ავეჯის გადაზიდვისას,  მაღლა სართულებზე ავეჯის გადატანა ჭირს ლიფტის გარეშე.
  7. ლოჯისტიკის პრობლემები - მანქანის, მცირე აღჭურვილობისა და სხვა რესურსების ნაკლებობა.
იშვიათ შემთხვევბში, პროფესიონალებთან ურთიერთობისასაც შეიძლება წარმოიშვას ავტომობილის გაუმართაობის პრობლემა, თუმცა აქ დაზღვეული იმით ხართ, რომ ისინი სწრაფად რეაგირებენ ასეთ პრობლემებზე.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ავეჯის გადაზიდვა გლდანიდან ვარკეთილში?

ავეჯის გადაზიდვის ფასი სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული და საიტზე განთავსებულ განცხადებებს ფიქსირებული ფასი არ აწერია, ეს დეტალები გადამზიდ მხარესთან უნდა დააზუსტოთ. 

ძველი ავეჯის გადატანა ასეთი სერვისი გაქვთ?

ჩვენს პლატფორმაზე უამრავი სერვისის შესახებაა განცხადება განთავსებული, მათ შორის ძველი ავეჯის გადატანაზე, საძიებო ველში ჩაწერეთ სერვისის დასახელება ან დააკლიკეთ აქ - ძველი ავეჯის გადატანა.

რა პრობლემებს ვაწყდებით ავეჯის გადატანისას?

ავეჯის გადატანის პროცესში ხშირად ვხვდებით რიგ პრობლემებს, როგორიცაა: არასწორი შეფუთვა, სივიწროე, მოუმზადებლობა, დაზიანების რისკი, დამხმარე პერსონალის ნაკლებობა, ლიფტის არარსებობა და ლოჯისტიკური სირთულეები. პროფესიონალი გუნდის დაქირავება ხელს უწყობს პროცესის გამარტივებას.