განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ავეჯის გადაზიდვა თბილისი

თუ თბილისში ცხოვრობთ და გჭირდებათ ავეჯის გადატანა, ჩვენი ვებ-გვერდიდან მოიძიებთ კვალიფიციურ ადამიანებს ვინც დაგეხმარებათ ტრანსპორტირებასა და სხვა საკითხებში, პლატფორმის  საძიებო ველში ჩაწერეთ - ავეჯის გადაზიდვა თბილისი, გამოგიჩნდებათ შეთავაზებები, გადახედეთ და დაუკავშირდით თქვენთვის სასურველს.
რეგისტრირებული მომხმარებლების შემოთავაზებული მომსახურების არეალი საკმაოდ დიდია, მოიცავს მთელ თბილისს - საბურთალო, ვაკე, ბაგები, სანზონა, გლდანი, დიდი დიღომი, ვარკეთილი და სხვა უბნები, შესაძლებელია თბილისიდან ქალაქგარეთ გადაზიდვაც, მთელი საქართველოს მასშტაბით.
კონკრეტულ ლოკაციებზე ინფორმაცია სატელეფონო საუბრის ან მიმოწერის საშუალებით დააზუსტეთ. 

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით

გთავაზობთ ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით, სწრაფად და ხარისხიანად. ავეჯის გადაზიდვა დაშლა / აწყობით. გვყავს გამოცდილი დამხმარეები.

გია
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთების გადაზიდვა

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით. მარშუტკის ზომებია: - სიგრძე 3.3მ; - სიმაღლე 2მ; - სიგანე 1,75მ; მყავს დამხმარე მუშახელიც საჭიროების შემთხვევაში. უსაფრთხოებისთვის მაქვს დამჭმი ღვედები ტვირთის დასაფიქსირებლად და დამცავი საშუალებები ტრანსპორტირებისას. დეტალებზე დამიკავშრდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე

ანტონ
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ტვირთისა და ავეჯის გადატანა

ტვირთის გადატანა, ავეჯის გადაზიდვა ნებისმიერი მიმართულებით + მუშები. დაგეხმარებათ გამოცდილი ჯგუფი, დაგვიკავშირდით.

დათო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

გთავაზობთ სატვირთო გადაზიდვებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი უპირატესობები: საუკეთესო ფასები, კომფორტული პირობები და სრული პასუხისმგებლობა თქვენს ტვირთზე. მუშების მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველგყოფთ გამოცდილი მუშების დახმარებით. მანქანის პარამეტრები: - ბორტის სიგრძე: 3.00 მ - სიგანე: 1.70 მ - სიმაღლე: 2.0 მ დეტალური ინფორმაციისთვის და ფასის დასაზუსტებლად დამიკავშირდით ნომერზე.

სერგო
შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

თუ გაქვთ საყოფაცხოვრება ნივთები გადასატანი, დაგვიკავშირდით ჩვენ. ავეჯის გადაზიდვა, დაშლა-აწყობა, პიანინოს გადატანა, ოფისებისა და საწყობების დაცლა და გადაზიდვა ყველა ზომის ტრანსპორტით.

გოგა
შეფასება 4.3 , 1 შეფასება
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვა

მოგემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი, გადაზიდის სერვისი: - ნებისმიერი ავეჯის გადაზდვა; - პიანინო-როიალის გადატანა; - კარადების დაშლა-აწყობა-გადატანა; - სართულებიდან სხვადასხვა ავეჯის-ჩამოტანა-ატანა;

ვალერი
შეფასება 5.0 , 6 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

საქართველოს მასშტაბით გადავზიდავ: - ტვირთს; - ავეჯს; - გადაზიდვა მიკრო ავტობუსით; - შესაძლებელია მუშებით ტვირთის ჩამოზიდვა / გადატანა; - ვმუშაობთ 24/7-ზე საქართველოს მაშტაბით; დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

გიორგი
შეფასება 5.0 , 12 შეფასება

ავეჯის გადაზიდვის სერვისი თბილისი

შრომატევად საყოფაცხოვრებო საქმეების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ავეჯის გადატანა, საუკეთესო გამოსავალია პროფესიონალი გუნდის მომსახურების გამოყენება, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას ჩვენი პლატფორმიდან შეძლებთ შესაბამისი მდებარეობებით, თუ თბილისში გჭირდებათ ჩაწერეთ: ავეჯის გადაზიდვის სერვისი თბილისი
დააჭირეთ ძებნას და გამოგიჩნდებათ უამრავი განცხადება, რომლიდანაც აირჩევთ თქვენს საჭიროებასა და ფინანსებზე მორგებული შემოთავაზებას.
თქვენ აღარ დაგჭირდებათ კონკრეტულ ადგილებში ფიზიკურად მისვლა, დროისა და სხვა რესურსების დახარჯვა, უბრალოდ ხსნით Servisebi.ge-ს ნებისმიერი მოწყობილობიდან, წერთ საძიებო ველში სასურველ სერვისს და უკავშირდებით შემსრულებელს.

ტვირთის გადაზიდვა

გთავაზობთ ტვირთისა და ავეჯის გადაზიდვას. მყავს 3 ზომის მანქანა: - აქსორი, სიგრძე 8 მეტრი, სიგანე 2.50, სიმაღლე 2.70 - მანი 6.30 სიგანე, 2.45 სიმაღლე .2.35 სამივე მანქანას აქვს ტვირთის ამწე ლიფტი. გადაზიდვა შემიძლია როგორც საქართველოს ყველა წერტილში, ასევე საზღვარგარეთ. ვარ მცირე მეწარმე.

ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა

გთავაზობთ ტვირთების და ავეჯის გადაზიდვას მთელი საქართველოს მასშტაბით. ვარ ინდ.მეწარმე და ვთანამშრომლობ კომპანიებთანაც. არ მეხება საათობრივი შეზღუდვა. მაქვს ღვედები ავეჯის დასამაგრებლად. მყავს დამხარე ბიჭებიც. დიდ ქალაქებში ფიქსირებული ფასია: თბილისი-ბათუმი 750ლ თბილისი-ზუგდიდი 650ლ თბილისი-ქუთაისი 550ლ ვმუშაობთ ყოველ დღე.

ვერიფიცირებული

გადაზიდვა + ზედა საბარგული

გთავაზობთ გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით შეღავათიან ფასში. მანქანას აქვს ასევე ზედა საბარგული გრძელი ნივთებისთვის. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

შეფასება 5.0 , 5 შეფასება

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

ნებისმიერი სახის ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა (ავეჯის დაშლა-აწყობა) როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მაშტაბით, საჭიროების შემთხვევაში მოგემსახურებიან პროფესიონალი მუშებიც. ასევე სამშენებლო ნარჩენების გატანა.

მცირე ზომის ტვირთების გადაზიდვა

მცირე ზომის ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით. 800 კგ-მდე წონის. ბორტის ზომები: სიგანე-145 სმ. სიმაღლე-120სმ. სიგრძე - 150 სმ. მგზავრის სავარძლის ჩაკეცვით-250სმ. ვარ მცირე მეწარმე.

  • გამოძახებით

ტვირთის გადაზიდვა

KALE-TRANS — ტვირთების გადაზიდვა და ლოგისტიკური მომსახურება გთავაზობთ ტვირთების გადაზიდვის მომსახურებას Volkswagen Transporter 2015-ით. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ტვირთების ტრანსპორტირებას, ასევე საზღვართან და საბაჟოსთან დაკავშირებულ მომსახურებასა და იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით დახმარებას. ვმუშაობთ პასუხისმგებლობით, ინდივიდუალური მიდგომითა და მომხმარებელთან შეთანხმებული პირობების დაცვით. KALE-TRANS — თქვენი სანდო პარტნიორი ტვირთების გადაზიდვასა და ლოგისტიკაში.

ტვირთისა და ავეჯის გადაზიდვა იაფად

თუ გსურთ, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ და იაფად, დამიკავშირდით. ჩემს საქმეს ვასრულებ ხარისხიანად და დიდი პასუხისმგებლობით. (ვმუშაობ საქართველოს მასშტაბით).

  • გამოძახებით

ტვირთისა და ავეჯის გადაზიდვა

გთავაზობთ სატრანსპორტო და სრულ ლოჯისტიკურ მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. როგორც მცირე მეწარმე, ვცდილობთ თითოეულ პარტნიორს შევთავაზოთ მოქნილი, პასუხისმგებლიანი და ხარისხიანი მომსახურება — როგორც ერთჯერადი შეკვეთების, ისე გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს: სატვირთო ავტომობილით გადაზიდვას პროფესიონალი მძღოლის უზრუნველყოფას დამხმარე პერსონალის უზრუნველყოფას ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვას ტვირთის დაცლა-დატვირთვას ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური პროცესების სრულ ორგანიზებას ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, მაღაზიებთან, საწარმოებთან და სხვა ბიზნესებთან — როგორც ერთჯერადად, ასევე მუდმივი თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სანდოობა, პასუხისმგებლობა, დროული მომსახურება და თითოეულ დამკვეთზე მორგებული პირობები. დაგვიკავშირდით თანამშრომლობისთვის და შევათანხმოთ თქვენზე მორგებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურება.

ტვირთის გადაზიდვა

ავეჯის და ნებისმიერი ტვირთის გადაზიდვა თბილისში და საქართველოს მასშტაბით. ფორდ ტრანზიტით სწრაფი და იაფი მომსახურება.

მომხმარებლის შეფასებები

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: თაკო

რეკომენდაციას ვუწევვ ამ ადამიანს, არის პროფესიონალი თავისი საქმის და საქმეზე ორიენტირებული

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დიმიტრი

რეკომენდაციას ვუწევ. პუნქტუალური და ხარისხიანი სერვისი, კმაყოფილი დავრჩი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მაკა

ძალიან კარგი მომსახურეობა გაქვთ და დიდი მადლობა გაწეული დახმარებისათვის, ჩემი შეფასება ათიდან ათი

საცხოვრებლის შეცვლა და ავეჯის გადატანა, რჩევები

საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, საოცნებო ბინასა თუ სახლში გადასვლა პოზიტიურ შეგრძნებებთან ერთად, სტრესსა და შფოთვას იწვევს.
ერთდროულად გვიწევს ფიქრი სხვადასხვა პროცესების მართვაზე, ყველაზე პრობლემურ ნაწილს კი წარმოადგენს: ამ პროცესების სწორად დაორგანიზება დაგვეხმარება, როგორც სტრესის შემცირებაში, ასევე წარმატებით გადაბარგებაში.
  • პირველი ეტაპი, რითაც ორგანიზება უნდა დაიწყოთ, პროცედურების ჩამოწერაა ანუ გეგმის შედგენა.
ჩამოწერეთ რა ნივთების წაღებას აპირებთ, რომელი ავეჯი გადაგაქვთ, საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან რას ტოვებთ და რა მიგაქვთ, თუ რაიმეს აღარ იყენებთ შეგიძლიათ გააჩუქოთ ან გაყიდოთ, ასე შეამცირებთ უსარგებლო ბარგს და უფრო გაგიმარტივდებათ გადასვლის პროცედურა.
  • ნივთების გადასაზიდად მოიმარაგეთ მუყაოს ყუთები და შესაფუთი მასალები, ყუთებს დააწერეთ გარედან სად რა დევს, რომელ ყუთშია მსხვრევადი ნივთები განთავსებული და ა.შ. ამით გაგიმარტივდებათ ყუთების გახსნისა და ამოლაგების პროცესი. მაგ: ყუთი #1 - სამზარეულოს ნივთები (თეფშები, კოვზები, დანები და ა.შ.) 
  • წინასწარ დაათვალიერეთ ახალი საცხოვრების შესასვლელები, კიბეები, ლიფტები და გაითვალისწინეთ ტრანსპორტირებისას მათი ფართი და სიმაღლე.  ავეჯის ის ნაწილი, რაც დაუშლელად შეიძლება გადავიტანოთ შესაზლოა ლიფტის ზომას ვერ მოერგოს, ან იმდენად განიერი იყოს ლიფტის არ არსებობის შემთხვევაში კიბეებზე ვერ აიტანოთ. ამიტომ აუცილებლად მიაქცეთ ყურადღება ამ დეტალს.
  • მოიკვლიეთ გადამზიდი კომპანიები ან კერძო პირები ვისაც შეუძლიათ ავეჯის გადატანა, შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ პროცესებს მარტოც გაუმკლავდებით და თან უფრო ბიუჯეტურად, მაგრამ მომხმარებელთა გამოცდილება ცხადყოფს რომ გადაზიდვის დროს პროფესიონალების ჩართულობა უფრო პროდუქტიული და ფასითაც ხელსაყრელია.
ჩვენი პლატფორმა ავეჯის გადაზიდვის სერვისის ნაწილში საკმაოდ დიდ არჩევანს გთავაზობთ, საიტიდანვე მოიძებთ საჭირო კომპანიასა თუ კერძო პირს ვინც გაგიმარტივებთ ავეჯის გადაზიდვას.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავუკავშირდე ავეჯის გადამზიდ კომპანიებს ან ფიზიკურ პირს?

Servisebi.ge-დან ნებისმიერი მომსახურების მოძების პროცესი გამარტივებულია, თქვენ ვებგვერდის საძიებო ველში უთითებთ სერვისის დასახელებას, მაგ: ავეჯის გადაზიდვა
განცხადებების სახით გამოგიჩნდებათ ძიების შედეგები, გახსნით შერჩეულ მათგანს და მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზე დარეკვით ან მიმოწერით შეძლებთ ავეჯის გადამზიდ კომპანიებსა ან ფიზიკურ პირებთან დაკავშირებას.

ავეჯის გადაზიდვის სერვისი მხოლოდ თბილისშია?

არა, საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე შეგიძლიათ ავეჯის გადაზიდვა, არ აქვს მნიშვნელობა იქნება სოფელი თუ ქალაქი, ვებგვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს ეს ინფორმაცია განცხადებებშიც აქვთ მითითებული, თუ ვერ იპოვით აღწერაში  მათთან გასაუბრებისას დააზუსტეთ დამატებითი დეტალები.