განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

გადაზიდვის სერვისი

გადაზიდვის სერვისი მოიცავს ავეჯის, მყარი სამშენებლო მასალების (მაგ: ბლოკი, აგური, ქვა, ბეტონის ბორდიური, მოსაპირკეთებელი ფილები)  და სხვადასხვა ზომის ტვირთების გადაზიდვას, როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ.
ნებისმიერი ტიპის ტვირთის გადაზიდვა წარმატებულად რომ განხორციელდეს, სერვისის მომსახურება უნდა აერთიანებდეს ჩამოთვლილ კომპონენტებს:
  • საიმედოობას
  • უსაფრთხოებას 
  • ეფექტურ ლოგისტიკას
  • პროფესიონალურ მიდგომას
  • კვალიფიციურ პერსონალს
  • თანამედროვე ტრანსპორტსა და ხელსაწყოებს
ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კომპანიებსა და ფიზიკური პირებს აქვთ შესაბამისი გამოცდილება ამ საქმეში. 
არ აქვს მნიშვნელობა სად გსურთ მომსახურების მიღება,თბილისში, ბათუმში თუ რუსთავში. გადაზიდვა მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

საქართველოს მასშტაბით გადავზიდავ: - ტვირთს; - ავეჯს; - გადაზიდვა მიკრო ავტობუსით; - შესაძლებელია მუშებით ტვირთის ჩამოზიდვა / გადატანა; - ვმუშაობთ 24/7-ზე საქართველოს მაშტაბით; დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

გიორგი
შეფასება 5.0 , 10 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვის სერვისი

ავეჯის გადაზიდვის სერვისი მთელ საქართველოში, უმაღლეს დონეზე, ავეჯის დაშლა / აწყობით. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მალხაზი
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

გთავაზობთ სატვირთო გადაზიდვებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი უპირატესობები: საუკეთესო ფასები, კომფორტული პირობები და სრული პასუხისმგებლობა თქვენს ტვირთზე. მუშების მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველგყოფთ გამოცდილი მუშების დახმარებით. მანქანის პარამეტრები: - ბორტის სიგრძე: 3.00 მ - სიგანე: 1.70 მ - სიმაღლე: 2.0 მ დეტალური ინფორმაციისთვის და ფასის დასაზუსტებლად დამიკავშირდით ნომერზე.

სერგო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვა

მოგემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი, გადაზიდის სერვისი: - ნებისმიერი ავეჯის გადაზდვა; - პიანინო-როიალის გადატანა; - კარადების დაშლა-აწყობა-გადატანა; - სართულებიდან სხვადასხვა ავეჯის-ჩამოტანა-ატანა;

ვალერი
შეფასება 5.0 , 6 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

თუ გაქვთ საყოფაცხოვრება ნივთები გადასატანი, დაგვიკავშირდით ჩვენ. ავეჯის გადაზიდვა, დაშლა-აწყობა, პიანინოს გადატანა, ოფისებისა და საწყობების დაცლა და გადაზიდვა ყველა ზომის ტრანსპორტით.

გოგა
შეფასება 4.3 , 1 შეფასება

ტვირთისა და ავეჯის გადაზიდვა

გთავაზობთ სატრანსპორტო და სრულ ლოჯისტიკურ მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. როგორც მცირე მეწარმე, ვცდილობთ თითოეულ პარტნიორს შევთავაზოთ მოქნილი, პასუხისმგებლიანი და ხარისხიანი მომსახურება — როგორც ერთჯერადი შეკვეთების, ისე გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს: სატვირთო ავტომობილით გადაზიდვას პროფესიონალი მძღოლის უზრუნველყოფას დამხმარე პერსონალის უზრუნველყოფას ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვას ტვირთის დაცლა-დატვირთვას ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური პროცესების სრულ ორგანიზებას ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, მაღაზიებთან, საწარმოებთან და სხვა ბიზნესებთან — როგორც ერთჯერადად, ასევე მუდმივი თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სანდოობა, პასუხისმგებლობა, დროული მომსახურება და თითოეულ დამკვეთზე მორგებული პირობები. დაგვიკავშირდით თანამშრომლობისთვის და შევათანხმოთ თქვენზე მორგებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურება.

ტვირთისა და ავეჯის გადაზიდვა იაფად

თუ გსურთ, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ და იაფად, დამიკავშირდით. ჩემს საქმეს ვასრულებ ხარისხიანად და დიდი პასუხისმგებლობით. (ვმუშაობ საქართველოს მასშტაბით).

გადაზიდვა

გადაზიდვა დღეს გაცილებით უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომია, ვიდრე წინა წლებში. 
ინტერნეტისა და ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მოგვცა ონლაინ მოვძებნოთ გადაზიდვის სერვისი და ტელეფონით დავუკავშირდეთ შემსრულებლებს.
ჩვენი პლატფორმაც სწორედ ამ მიისით შეიქმნა, რომ გაგიმარტივოთ თქვენთვის სასურველი მომსახურების პოვნა.
თუ ტვირთის ან ავეჯის გადაზიდვა გსურთ ერთი ლოკაციიდან მეორეზე, ან უბრალოდ ნაგვის ნარჩენების გატანა, მიუთითეთ შესაბამისი დასახელება Servisebi.ge-ს საძიებო ველში, დააჭირეთ ძებნის ღილაკს და ვებგვერდი განცხადებებს თქვენი მოთხოვნის შესაბამისად გაფილტრავს.
ძებნის შედეგების გადახედვის შემდგომ, შეარჩიეთ ის განცხადება, რომელიც ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს თქვენს პირობებს და დეტალების დასაზუსტებლად დაეკონტაქტეთ მომსახურების გამწევ კომპანიასა ან ფიზიკურ პირს.

მცირე ზომის ტვირთების გადაზიდვა

მცირე ზომის ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით. 800 კგ-მდე წონის. ბორტის ზომები: სიგანე-145 სმ. სიმაღლე-120სმ. სიგრძე - 150 სმ. მგზავრის სავარძლის ჩაკეცვით-250სმ. ვარ მცირე მეწარმე.

ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა

გთავაზობთ ტვირთების და ავეჯის გადაზიდვას მთელი საქართველოს მასშტაბით. ვარ ინდ.მეწარმე და ვთანამშრომლობ კომპანიებთანაც. არ მეხება საათობრივი შეზღუდვა. მაქვს ღვედები ავეჯის დასამაგრებლად. მყავს დამხარე ბიჭებიც. დიდ ქალაქებში ფიქსირებული ფასია: თბილისი-ბათუმი 750ლ თბილისი-ზუგდიდი 650ლ თბილისი-ქუთაისი 550ლ ვმუშაობთ ყოველ დღე.

ტვირთის გადაზიდვა

ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით, მოგემსახურებით მისაღებ ტარიფში.

ტვირთის გადაზიდვა ბათუმიდან

გადამაქვს ტვირთი ბათუმის -ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილამდე. -ასევე, ბათუმიდან: ბათუმი-ქუთაისი ბათუმი-თბილის მარშუტზე დამიკავშირდით ნებისმიერ დროს,მითითებულ ნომერზე.

სატვირთო გადაზიდვა

გთავაზობთ გადაზიდვას მტვირთავების მომსახურებით ბათუმში და საქართველოს მასშტაბით. ფასი შეთანხმებით.

ტვირთის გადაზიდვა

ავეჯის და ნებისმიერი ტვირთის გადაზიდვა თბილისში და საქართველოს მასშტაბით. ფორდ ტრანზიტით სწრაფი და იაფი მომსახურება.

ვერიფიცირებული

გადაზიდვა + ზედა საბარგული

გთავაზობთ გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით შეღავათიან ფასში. მანქანას აქვს ასევე ზედა საბარგული გრძელი ნივთებისთვის. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

შეფასება 5.0 , 5 შეფასება

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

ნებისმიერი სახის ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა (ავეჯის დაშლა-აწყობა) როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მაშტაბით, საჭიროების შემთხვევაში მოგემსახურებიან პროფესიონალი მუშებიც. ასევე სამშენებლო ნარჩენების გატანა.

მომხმარებლის შეფასებები

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: თაკო

რეკომენდაციას ვუწევვ ამ ადამიანს, არის პროფესიონალი თავისი საქმის და საქმეზე ორიენტირებული

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დიმიტრი

რეკომენდაციას ვუწევ. პუნქტუალური და ხარისხიანი სერვისი, კმაყოფილი დავრჩი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მაკა

ძალიან კარგი მომსახურეობა გაქვთ და დიდი მადლობა გაწეული დახმარებისათვის, ჩემი შეფასება ათიდან ათი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კმაყოფილი დავრჩი თქვენი მომსახურეობით წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა❤️

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: ანანო

პროფესიონალთა გუნდი, დროულად მოდიან, დაუზიანებლად გადააქვთ, რაც არ უნდა ძვირადღირებული იყოს, ადეკვატურ ფასად.

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დავით

სამუშაოს შესრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საფასური გაიზარდა მანძილის მოულოდნელად გაზრდის გამო. უმჯობესი იქნებოდა წინასწარ...

რას მოიცავს გადაზიდვის სერვისი?

  • გადაზიდვის სერვისი მოიცავს ნებისმიერი სახის ტვირთის ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორეში. ეს შეიძლება იყოს ავეჯი, სამშენებლო მასალა, საოფისე აღჭურვილობა, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა. პროცესს ანხორციელებენ საქმის მცოდნე კომპანიები ან ფიზიკური პირები, რომელთაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია.
იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად წარიმართოს საჭიროა თანმიმდევრული მოქმედება და ლოგისტიკური პროცესების სწორად დაგეგმარება.

გადაზიდვისას რას უნდა მიაქციოს ყურადღება შემსრულებელმა მხარემ?

იმისათვის, რომ გადაზიდვა გამოწვევების გარეშე შესრულდეს, სასურველია სერვისის მომწოდებელმა მხარემ ყურადღება გაამახვილოს ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა:
  1. ტვირთის სწორად შეფასება - სანამ გადაზიდვაზე შეთანხმდებით, საჭიროა ზუსტად შეფასდეს ტვირთის ტიპი, ზომა, წონა და მოცულობა. შემდგომ კი ამის მიხედვით შეირჩეს სატრანსპორტო საშუალება.
  2. უსაფრთხოება - თქვენ, როგორც შემსრულებელმა, უნდა უზრუნველყოთ ტვირთის დაუზიანებლად ტრანსპორტირება, ამისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, შეფუთვა, სწორად ჩატვირთვა, საჭიროების შემთხვევაში დამჭერებით დამაგრება და ასევე სწორი ტექნიკით გადმოტვირთვა.
  3. ლოგისტიკა - მნიშვნელოვანია უსაფრთხო, სწორი მარშრუტის შერჩევა, განსაკუთრებით ქალაქგარეთ გადაზიდვისას, რათა თავიდან ავიცილოთ დაბრკოლებები. 
  4. კვალიფიციური პერსონალი და გამართული ტექნიკა - გამოცდილი, პასუხისმგებლიანი მძღოლები და გამართული სატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფს ხარისხიანი სერვისის მიწოდებას.
  5. ვადების დაცვა- გადაზიდვისას მოუფრთხილდით,როგორც თქვენს, ასევე  დამკვეთის დროსაც, დაიცავით დათქმული ვადები და გაუთვალისწინებელი შემთხვევისას, აუცილებლად იქონიეთ პირდაპირი კომუნიკაცია კლიენტთან.
  6. სერვისების მრავალფეროვნება - შესთავაზეთ სხვადასხვა ტიპის ტვირთების გადაზიდა და სხვა დამატებითი მომსახურებები.
  7. ფასების გამჭვირვალობა - აუცილებლად  წინასწარ გაიარეთ ფინანსური ნაწილი და თუ არსებობს დამატებითი ხარჯი, ესეც დაუზუსტეთ დამკვეთს. მნიშვნელოვანია მათ ზუსტად, თავიდანვე  იცოდნენ თუ რა თანხა დაუჯდებათ ტვირთისა თუ ავეჯის გადაზიდვა.
ხარისხიანი გადაზიდვის სერვისი აერთიანებს ყველა ამ კომპონენტს და უზრუნველყოფს  დამკვეთისთვის სწორი მოლოდინების შექმნას.

გადაზიდვის სერვისი - რას უნდა მიაქციოს ყურადღება დამკვეთმა

გადაზიდვის სერვისის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უნდა მიაქციოთ ყურადღება:
  • გამოცდილებას - დააზუსტეთ რამდენ ხანია მუშაობს ამ სფეროში თქვენი შერჩეული კომპანია თუ ფიზიკური პირი. რა ტიპის ტვირთების გადაზიდვა განუხორციელებიათ და უპირატესობა მიანიჭეთ მათ, ვისაც აქვთ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში. 
ცხადია, ეს არ გაზღვევთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, თუმცა გამოცდილება უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფ და სწორ რეაგირებას.
რეპუტაციას - Servisebi.ge-ზე დამატებულია მომხმარებლების შეფასების სისტემა, რაც ერთგვარად გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით მომსახურების შემსრულებელზე. 
დადებითი რეკომენდაციები ნიშნავს მაღალ ხარისხს.
  • უსაფრთხოებასა და ტექნიკურ აღჭურვილობას - მოიკითხეთ როგორ ხდება ტვირთის დაცვა გადაზიდვისას, არის თუ არა შესაძლებელი დაზღვევა, რა მდგომარეობაშია სატრანსპორტო საშუალებები, თანამედროვეა თუ ძველი? იყენებენ თუ არა ტვირთის გადაზიდვისას თანამედროვე ტექნიკას, თუ მხოლოდ ადამიანური რესურსზე არიან დამოკიდებულნი და ა.შ
  • ხარჯების ნაწილს - როცა შემსრულებელი მხარე მიიღებს დეტალურ ინფორმაციას გადასაზიდი ტვითის შესახებ, აუცილებელია აქედან გამომდინარე დაგითვალონ ხარჯები.  გამჭვირვალე ფასების პოლიტიკა ზრიდს სანდოობას. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რისი გადაზიდვა არის შესაძლებელი Servisebi.ge-ს საშუალებით?

Servisebi.ge არ არის უშუალოდ სერვისის გამწევი კომპანია, ჩვენი ციფრული პლატფორმა გაკავშირებთ შემსრულებლებთან და ყველა დამატებითი დეტალის დაზუსტება თქვენს შორის კომუნიკაციით ხდება.
ამ ეტაპზე გადაზიდვის სერვისი აერთიანებს 100-ზე მეტ განცხადებას და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ნივთისა თუ ტვირთის გადაზიდვა მთელი საქართველოს მასშტაბით.

რას უნდა მოიცავდეს ხარისხიანი გადაზიდვის სერვისი?

ხარისხიანი გადაზიდვის სერვისი უნდა აერთიანებდეს შემდეგ კომპონენტებს:
  • საიმედოობასა და პუნქტუალობას
  • ტვირთის უსაფრთხოების დაცვას
  • ლოგისტიკურ დაგეგმარებას 
  • პროფესიონალ პერსონალს
  • თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობასა და გამართულ სატრანსპორტო საშუალებას
  • გამჭვირვალე და კონკურენტულ ფასებს
  • მრავალფეროვან მომსახურებებს
ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინება ქმნის სრულყოფილ და ხარისხიან გადაზიდვის სერვისს.

რატომ არის მნიშვნელოვანი კვალიფიციური პერსონალის ყოლა გადაზიდვისას?

კვალიფიციური დამხმარე პერსონალის ყოლა მნიშვნელოვანია სამუშაოს შესრულების ყველა ეტაპზე, უპირველესად კი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის დროს, რადგან სწორედ ამ დროს უნდა მოხდეს ნივთების ჩამოტანა და გადამზიდში ისე განაწილება, რომ ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს.
გამოცდილი მძღოლები კარგად იცნობენ მარშრუტებს და პოტენციურ დაბრკოლებებს მარტივად უმკლავდებიან.
უზრუნველყოფენ ტექნიკის გამართულ მდგომარეობას, ასრულებენ საჭირო შემოწმებებს და ზრუნავენ ტვირთის უსაფრთხოებაზე.
იცავენ დადგენილ გრაფიკს და ვადებს, რაც მნიშვნელოვანია დროული მიწოდებისთვის.

გადაზიდვა თბილისიდან ბათუმში შემიძლია?

ტვირთისა თუ ავეჯის გადაზიდვა საქართველოს ყველა რეგიონში შეგიძლიათ.თუმცა სასურველია ინფორმაცია მომსახურების დაფარვის არეალის შესახებ და სხვა დეტალები გადამზიდ მხარესთან დააზუსტოთ.