განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ავეჯის გადაზიდვა რუსთავში

თუ გჭირდებათ ავეჯის გადაზიდვა რუსთავში ან რუსთავიდან საქართველოს ნებისმიერი რეგიონის მიმათულებით Servisebi.ge-ს დახმარებით, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ გადამზიდის მოიძიებას.
ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ შემოგთავაზონ თქვენს საჭიროებაზე მორგებული პირობები და იმუშაონ რუსთავის ნებისმიერ ნაწილში იქნება ეს ჟიული შარტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, კოსტავას გამზირი, მეტალურგიული ქარხნის ტერიტორია თუ სხვა.
შესაძლებელია ავეჯის გადაზიდვა თბილისიდან რუსთავშიც, ქალაქთაშორისი გადაზიდვების დროს, სწორად შერჩეულ ტრანსპორტთან ერთად, მნიშვნელოვანია ავეჯის სწორად შეფუთვა და დამაგრება, რათა შევამციროთ ტრანსპორტირებისას დაზიანების რისკი.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

საქართველოს მასშტაბით გადავზიდავ: - ტვირთს; - ავეჯს; - გადაზიდვა მიკრო ავტობუსით; - შესაძლებელია მუშებით ტვირთის ჩამოზიდვა / გადატანა; - ვმუშაობთ 24/7-ზე საქართველოს მაშტაბით; დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

გიორგი
შეფასება 5.0 , 10 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

გთავაზობთ სატვირთო გადაზიდვებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი უპირატესობები: საუკეთესო ფასები, კომფორტული პირობები და სრული პასუხისმგებლობა თქვენს ტვირთზე. მუშების მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველგყოფთ გამოცდილი მუშების დახმარებით. მანქანის პარამეტრები: - ბორტის სიგრძე: 3.00 მ - სიგანე: 1.70 მ - სიმაღლე: 2.0 მ დეტალური ინფორმაციისთვის და ფასის დასაზუსტებლად დამიკავშირდით ნომერზე.

სერგო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვა

მოგემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი, გადაზიდის სერვისი: - ნებისმიერი ავეჯის გადაზდვა; - პიანინო-როიალის გადატანა; - კარადების დაშლა-აწყობა-გადატანა; - სართულებიდან სხვადასხვა ავეჯის-ჩამოტანა-ატანა;

ვალერი
შეფასება 5.0 , 6 შეფასება
ვერიფიცირებული

გადაზიდვა + ზედა საბარგული

გთავაზობთ გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით შეღავათიან ფასში. მანქანას აქვს ასევე ზედა საბარგული გრძელი ნივთებისთვის. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

შეფასება 5.0 , 5 შეფასება

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

ნებისმიერი სახის ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა (ავეჯის დაშლა-აწყობა) როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მაშტაბით, საჭიროების შემთხვევაში მოგემსახურებიან პროფესიონალი მუშებიც. ასევე სამშენებლო ნარჩენების გატანა.

ავეჯის გადაზიდვის სერვისი რუსთავი

ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვის სერვისები საკმაოდ მოთხოვნადია საქართველოს ყველა რეგიონში, განსაკუთრებით კი ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ 
ამ სერვისებზე წვდომას კი ჩვენი პლატფორმა გაგიმარტივებთ.
მაგალითად: თუ რუსთავში გჭირდებათ დახმარება საწოლების, კარადების ან სხვა ნივთების გადატანაში, ჩაწერეთ Servisebi.ge-ს საძებო ველში ავეჯის გადაზიდვის სერვის რუსთავი ამოგიგდებთ შესაბამის განცხადებებს და მარტივად ნახავთ სერვისის გამწევი პირების საკონტაქტო ინფორმაციასაც.
შესაძლოა კონკრეტული დროისთვის ასეთი შეთავაზება არ იძებნებოდეს ან უბრალოდ განმცხადებელს არ ჰქონდეს რუსთავში მომსახურების დეტალები მითითებული, მაგრამ მაინც ანხორციელებდეს აღნიშნულ ლოკაციაზე სერვისს, ასეთ შემთხვევაში გირჩევთ გაესაუბროთ მათ და აუხსნათ, თუ საიდან სად გსურთ მიწოდება, ისინი კი შემოგთავაზებენ თქვენთვის ხელსაყრელ გადაზიდვის ვარიანტებს.

მომხმარებლის შეფასებები

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: თაკო

რეკომენდაციას ვუწევვ ამ ადამიანს, არის პროფესიონალი თავისი საქმის და საქმეზე ორიენტირებული

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დიმიტრი

რეკომენდაციას ვუწევ. პუნქტუალური და ხარისხიანი სერვისი, კმაყოფილი დავრჩი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მაკა

ძალიან კარგი მომსახურეობა გაქვთ და დიდი მადლობა გაწეული დახმარებისათვის, ჩემი შეფასება ათიდან ათი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კმაყოფილი დავრჩი თქვენი მომსახურეობით წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა❤️

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: ანანო

პროფესიონალთა გუნდი, დროულად მოდიან, დაუზიანებლად გადააქვთ, რაც არ უნდა ძვირადღირებული იყოს, ადეკვატურ ფასად.

რა უნდა გავითვალისწინოთ ქალაქთაშორისი გადაზიდვების დროს

ქალაქთაშორისი გადაზიდვების დროს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება:
  • იმისათვის, რომ სწორად შეირჩეს თუ რა ტიპის ტრანსპორტით უნდა მოხდეს ავეჯისა თუ ტვირთის გადატანა, გადაზიდვამდე  უნდა მოხდეს გადასაზიდი ტვირთის ზუსტი რაოდენობის, ზომებისა და წონის განსაზღვრა. ეს დაგეხმარებათ ოპტიმალური ტრანსპორტის შერჩევაში.ამ დეტალებზე ინფორმაციას ავეჯის გადამზიდი კომპანიაც მოგაწვდით, მას შემდეგ რაც აღუწერთ ავეჯის რაოდენობებს, ზომებსა და სხვა ინფორმაციას.
  • რა დრო დაგჭირდებათ ერთი ლოკაციიდან მეორემდე მისასვლელად ანუ მანძილი დანიშნულების ადგილამდე, რაც განსაზღვრავს ტრანსპორტირების ხანგრძლივობას.
  • ფასის წინასწარ გარკვევა და შეთანხმება გადამზიდ კომპანიასთან.
  • ტვირთის სწორად შეფუთვა და დამაგრება გადაზიდვისას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაზიანების რისკი.
  • გადაზიდვისთვის ოპტიმალური მარშრუტის შერჩევა, სადაც ნაკლები იქნება გზასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები.
  • გამოცდილი მძღოლების შერჩევა, თუ ისარგებლებთ პროფესიონალების დახმარებით, დარწმუნებული იყავით, რომ ამ ნაწილში მაქსიმალურად იქნებით დაზღვეული.
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ნებართვების აღება - ავეჯის გადატანისას ნაკლებად, თუმცა სპეციფიკური ტვირთის გადატანისას აუცილებლად დაგჭირდებათ ამ დეტალების მოგვარება, თქვენ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ გადამზიდს თუ რა ტიპის ტვირთი გადაგაქვთ და შემდგომ ეტაპები მათი მხრიდან დაიგეგმება.


ავეჯის გადაზიდვა ქალაქიდან-ქალაქში

ადრე თუ პრობლემას წარმოადგენდა ლოკალურად სასურველი სერვისის მოძიება და მიღება, ახლა მდგომარეობა შეცვლილია და ჩვენი ვებგვერდის საშუალებით სახლიდან, მობილურის ან კომპიუტერის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ის მომსახურება, რაც გჭირდებათ 24 საათის განმავლობაში.
არ აქვს მნიშვნელობა ავეჯის გადაზიდვა ქალაქიდან-ქალაქში გსურთ თუ უბნიდან უბანში, ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული პროფესიონალები ნებისმიერ ლოკაციაზე დაგეხმარებიან ავეჯისა თუ ტვირთის გადატანაში.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

ავეჯის გადაზიდვა რუსთავში შემიძლია?

Servisebi.ge-ს ციფრული პლატფორმის საშუალებით თქვენთვის საჭირო სერვისს ნებისმიერი მდებარეობით მოიძიებთ, რა თქმა უნდა რუსთავშიც. საძიებო ველში ჩაწერეთ ავეჯის გადაზიდვა რუსთავში, გაფილტრეთ განცხადებები და დეტალების დასაზუსტებლად დარეკეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

ქალაქიდან-ქალაქში ავეჯის გადაზიდვა როგორ არის შესაძლებელი?

ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმერი სასურველი მომსახურება, მათ შორის ავეჯის გადაზიდვა როგორც ქალაქიდან-ქალაქში, ისე უბნიდან უბანში და სართულიდან-სართულზეც კი.

ავეჯის გადაზიდვისას რაიმე ნებართვა მჭირდება?

როგორც წესი ავეჯის გადაზიდვას რაიმე ტიპის ნებართვა არ სჭირდება, ზოგიერთი სპეციფიკური ტვირთის შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ გარკვეული დოკუმენტაცია, ამ შემთხვევაში ინფორმაციას მიაწვდით გადამზიდ მხარეს და ისინი დაგიზუსტებენ უფრო მეტ დეტალს შემდგომ პროცედურებზე.