განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ავეჯის გადატანა

ავეჯის გადატანა სხვადასხვა მიზეზების გამო შესაძლოა დაგვჭირდეს, მაგალითად:
  • როცა ახალ ბინასა თუ სახლში გადავდივართ - ამ დროს უმეტესწილად გვიწევს ძველი საცხოვრებელი ადგილიდან ისეთი მნიშვნელოვანი ავეჯის წაღება, როგორიცაა: საწოლები, მაგიდები, კარადები და სხვა.
  • ახალ ოფისში გადასვლისას - კომპანიები ხშირად იცვლიან ოფისებს უკეთესი ლოკაციისთვის ან უფრო დიდი ფართის გამო და ხშირად სჭირდებათ ავეჯის გადატანის სერვისი.
  • ხშირია ავეჯის გადატანა რემონტის დროსაც -  როდესაც სახლში სამღებრო, ბურღვითი თუ სხვა სამუშაოები უნდა ჩატარდეს და არ გვაქვს დიდი ფართი ერთ ოთახში ავეჯის თავმოყრისთვის, სასურველია მათი გარკვეული ნაწილი დროებით სხვა ლოკაციაზე გადავიტანოთ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, აუცილებლად დაგჭირდებათ პროფესიონალების დახმარება, მათ კი Servisebi.ge-დან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. 

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ტვირთის გადაზიდვა

გადაზიდვების სერვისი Carrier Group გთავაზობთ ტვირთების გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით. - ვემსახურებით, როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს; - შეგვიძლია ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვა; დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ლაშა
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთების გადაზიდვა

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით. მარშუტკის ზომებია: - სიგრძე 3.3მ; - სიმაღლე 2მ; - სიგანე 1,75მ; მყავს დამხმარე მუშახელიც საჭიროების შემთხვევაში. უსაფრთხოებისთვის მაქვს დამჭმი ღვედები ტვირთის დასაფიქსირებლად და დამცავი საშუალებები ტრანსპორტირებისას. დეტალებზე დამიკავშრდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე

ანტონ
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ტვირთისა და ავეჯის გადატანა

ტვირთის გადატანა, ავეჯის გადაზიდვა ნებისმიერი მიმართულებით + მუშები. დაგეხმარებათ გამოცდილი ჯგუფი, დაგვიკავშირდით.

დათო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

გთავაზობთ სატვირთო გადაზიდვებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი უპირატესობები: საუკეთესო ფასები, კომფორტული პირობები და სრული პასუხისმგებლობა თქვენს ტვირთზე. მუშების მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველგყოფთ გამოცდილი მუშების დახმარებით. მანქანის პარამეტრები: - ბორტის სიგრძე: 3.00 მ - სიგანე: 1.70 მ - სიმაღლე: 2.0 მ დეტალური ინფორმაციისთვის და ფასის დასაზუსტებლად დამიკავშირდით ნომერზე.

სერგო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვის სერვისი

ავეჯის გადაზიდვის სერვისი მთელ საქართველოში, უმაღლეს დონეზე, ავეჯის დაშლა / აწყობით. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მალხაზი
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა საქართველოს მაშტაბით

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მაsშტაბით. საჭროების შემთხვევაში მყავს მუშებიც. სატვირთოს ზომები: ბორტის სიგრძე 2.80, სიგანე 1.70 სიმაღლე 2.0. მომსახურება საუკეთესო ფასითა და პირობებით, დეტალებზე დამირეკეთ მითითებულ ნომერზე

რატი
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

საქართველოს მასშტაბით გადავზიდავ: - ტვირთს; - ავეჯს; - გადაზიდვა მიკრო ავტობუსით; - შესაძლებელია მუშებით ტვირთის ჩამოზიდვა / გადატანა; - ვმუშაობთ 24/7-ზე საქართველოს მაშტაბით; დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

გიორგი
შეფასება 5.0 , 10 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვა

მოგემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი, გადაზიდის სერვისი: - ნებისმიერი ავეჯის გადაზდვა; - პიანინო-როიალის გადატანა; - კარადების დაშლა-აწყობა-გადატანა; - სართულებიდან სხვადასხვა ავეჯის-ჩამოტანა-ატანა;

ვალერი
შეფასება 5.0 , 6 შეფასება

ავეჯის გადატანის სერვისი

არ აქვს მნიშვნელობა, მისამართი შეიცვალეთ, საცხოვრებლის განახლება გადაწყვიტეთ თუ სამომავლოდ აპირებთ გადასვლას, ყველა შემთხვევაში დაგჭირდებათ ავეჯის გადატანის სერვისი.
პროცესი საკმაოდ სპეციფიკურია - გადაზიდვისას ავეჯი სათანადოდ უნდა იყოს შეფუთული, დამაგრებული და დაცული დაზიანებისგან. ნაწილი, რომელთა გადატანსაც დაშლა სჭირდება სასურველია დაიშალოს და შემდგომ აიწყოს, ასევე, უნდა დაიგეგმოს სწორი მარშრუტი და გადაზიდვა მოხდეს გამოცდილი მძღოლების მომსახურებით.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლის მათ მომსახურებაში აერთიანებენ კვალიფიციური გადამზიდი კომპანიები და ფიზიკური პირები.
Servisebi.ge-ზე მოიძიებთ როგორც ფიზიკური პირების, ასევე კომპანიების მიერ განთავსებულ ავეჯის გადაზიდვის შესახებ განცხადებებს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 24 საათიანი ავეჯის გადაზიდვის სერვისით. 
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

თუ გაქვთ საყოფაცხოვრება ნივთები გადასატანი, დაგვიკავშირდით ჩვენ. ავეჯის გადაზიდვა, დაშლა-აწყობა, პიანინოს გადატანა, ოფისებისა და საწყობების დაცლა და გადაზიდვა ყველა ზომის ტრანსპორტით.

გოგა
შეფასება 4.3 , 1 შეფასება
პრო

ავეჯის გადაზიდვა

ხელმისაწვდომ ფასებში ● ავეჯის(დაშლა-აწყობა) ● ნებისმიერი ტვირთების გადაზიდვა ● ბინების და ოფისების დაცლა-გადატანა ● მოგემსახურებათ პროფესიონალები მრავალწლიანი გამოცდილებით ● მომსახურება 24 საათის განმვალობაში ● თბილისსა და საქართველოს მასშტაბით

ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა

გთავაზობთ ტვირთების და ავეჯის გადაზიდვას მთელი საქართველოს მასშტაბით. ვარ ინდ.მეწარმე და ვთანამშრომლობ კომპანიებთანაც. არ მეხება საათობრივი შეზღუდვა. მაქვს ღვედები ავეჯის დასამაგრებლად. მყავს დამხარე ბიჭებიც. დიდ ქალაქებში ფიქსირებული ფასია: თბილისი-ბათუმი 750ლ თბილისი-ზუგდიდი 650ლ თბილისი-ქუთაისი 550ლ ვმუშაობთ ყოველ დღე.

მცირე ზომის ტვირთების გადაზიდვა

მცირე ზომის ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით. 800 კგ-მდე წონის. ბორტის ზომები: სიგანე-145 სმ. სიმაღლე-120სმ. სიგრძე - 150 სმ. მგზავრის სავარძლის ჩაკეცვით-250სმ. ვარ მცირე მეწარმე.

ტვირთისა და ავეჯის გადაზიდვა იაფად

თუ გსურთ, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ და იაფად, დამიკავშირდით. ჩემს საქმეს ვასრულებ ხარისხიანად და დიდი პასუხისმგებლობით. (ვმუშაობ საქართველოს მასშტაბით).

ტვირთის გადაზიდვა

ავეჯის და ნებისმიერი ტვირთის გადაზიდვა თბილისში და საქართველოს მასშტაბით. ფორდ ტრანზიტით სწრაფი და იაფი მომსახურება.

ტვირთის გადაზიდვა

ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით, მოგემსახურებით მისაღებ ტარიფში.

ვერიფიცირებული

გადაზიდვა + ზედა საბარგული

გთავაზობთ გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით შეღავათიან ფასში. მანქანას აქვს ასევე ზედა საბარგული გრძელი ნივთებისთვის. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

შეფასება 5.0 , 5 შეფასება

ტვირთის გადაზიდვა ბათუმიდან

გადამაქვს ტვირთი ბათუმის -ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილამდე. -ასევე, ბათუმიდან: ბათუმი-ქუთაისი ბათუმი-თბილის მარშუტზე დამიკავშირდით ნებისმიერ დროს,მითითებულ ნომერზე.

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

ნებისმიერი სახის ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა (ავეჯის დაშლა-აწყობა) როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მაშტაბით, საჭიროების შემთხვევაში მოგემსახურებიან პროფესიონალი მუშებიც. ასევე სამშენებლო ნარჩენების გატანა.

სატვირთო გადაზიდვა

გთავაზობთ გადაზიდვას მტვირთავების მომსახურებით ბათუმში და საქართველოს მასშტაბით. ფასი შეთანხმებით.

მომხმარებლის შეფასებები

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: თაკო

რეკომენდაციას ვუწევვ ამ ადამიანს, არის პროფესიონალი თავისი საქმის და საქმეზე ორიენტირებული

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დიმიტრი

რეკომენდაციას ვუწევ. პუნქტუალური და ხარისხიანი სერვისი, კმაყოფილი დავრჩი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მაკა

ძალიან კარგი მომსახურეობა გაქვთ და დიდი მადლობა გაწეული დახმარებისათვის, ჩემი შეფასება ათიდან ათი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კმაყოფილი დავრჩი თქვენი მომსახურეობით წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა❤️

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: ანანო

პროფესიონალთა გუნდი, დროულად მოდიან, დაუზიანებლად გადააქვთ, რაც არ უნდა ძვირადღირებული იყოს, ადეკვატურ ფასად.

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დავით

სამუშაოს შესრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საფასური გაიზარდა მანძილის მოულოდნელად გაზრდის გამო. უმჯობესი იქნებოდა წინასწარ...

ავეჯის გადატანა - გავრცელებული მითები და მცდარი წარმოდგენები

ავეჯის გადატანასთან დაკავშირებით ბევრი მცდარი წარმოდგენაა გავრცელებული. 
განვიხილოთ 7 გავრცელებული მითი ავეჯის გადატანის შესახებ.

N1- გადატანამდე ყველა ავეჯი უნდა დაიშალოს
ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ავეჯს შეიძლება ტრანსპორტირებისთვის დაშლა დასჭირდეს, ყველა ტიპის ავეჯზე  ამის საჭიროება არ გვაქვს. მაგალითად: მაგიდა, ტელევიზორის სადგამი, პატარა კომოდები - შეგიძლიათ კარგად შეფუთოთ და ისე გადაზიდოთ. 

N2- : შაბათ-კვირა საუკეთესო დროა ავეჯის გადასაზიდად 
ჩვენი გადატვირთული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე გასაგები მიზეზია, თუ რატომ ვანიჭებთ უქმეებზე გადაბარგებას უპირატესობას, თუმცა ამ პერიოდში მაღალი მოთხოვნის გამო შესაძლოა მოგვიწიოს უფრო ძვირი ტარიფის გადახდა, ვერ ვიპოვოთ დროულად გადამზიდი და ა.შ.
გირჩევთ სამუშაო კვირის 1 დღე მაინც გამოათავისუფლოთ და ყველაფრის გადაზიდვა უქმეებს არ დაამთხვიოთ.

N3 - : ავეჯის გადატანა პროფესიონალების გარეშეც შემიძლია - 
რა თქმა უნდა, თუ მოვინდომებთ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა რა ფასად, ეს ნაწილიც უნდა გაითვალისწინოთ. 
ავეჯის გადაზიდვა საკმაოდ სტრესული პროცესია, მოითხოვს
დროს, ენერგიას, ფიზიკურ და გონებრივ ჩართულობას.
ხშირად არაპრაქტიკულთან ერთად საფრთხის შემცველიცაა, როცა არ ვიცით შეფუთვის, დაშლის და გადაადგილების წესები.
შეიძლება დავზიანდეთ ჩვენც და ავეჯიც.
ამიტომ, გირჩევთ საქმე მიანდოთ პროფესიონალებს.
მათი მოძიება კი Servisebi.ge-დან ძალიან მარტივად შეგიძლიათ.

N4- ავეჯის გადატანის ყველა სერვისი ძვირია
მიუხედავად იმისა, რომ ავეჯის გადატანის ზოგიერთ სერვისს შეიძლება ჰქონდეს მაღალი ფასი, არსებობს ხელმისაწვდომი ვარიანტები. ბევრი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს.
ჩვენი ციფრული პლატფორმიდან შეძლებთ მოიძიოთ ავეჯის გადაზიდვის სერვისი იაფად.

N5 - ავეჯის გადატანის სერვისი გამოიყენება მხოლოდ შორ მანძილზე გადაადგილებისთვის
სერვისით სარგებლობა ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაშია შესაძლებელი, იქნება ეს ქალაქში ავეჯის გადაზიდვა თუ ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში. 
Servisebi.ge-ს დახმარებით ავეჯის გადაზიდვა გლდანში, ვარკეთილში, რუსთავში, თბილისში  და ზოგადად, სრული საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ.

N7 - ავეჯის გადამტანი ყველა კომპანია ერთნაირია
ავეჯის გადაზიდვის ყველა კომპანია არ გთავაზობთ ერთი და იმავე დონის მომსახურებას ან გამოცდილებას.
ბაზარზე შემსრულებლების საკმაოდ დიდი არჩევანია, ჩვენს პლატფორმაზეც 100-ზე მეტი განცხადებაა განთავსებული ავეჯის გადაზიდვის შესახებ და თითეული მათგანი გთავაზობთ განსხვავებულ გამოცდილებას.

მნიშვნელოვანია დაკვირვებით შეარჩიოთ კონკრეტული კომპანია თუ ფიზიკური პირი. 
Servisebi.ge-დან დაეკონტაქტეთ შერჩეულ კომპანიასა ან კერძო პირს, გამოკითხეთ შესრულებულ სამუშაოებზე, გამოცდილებაზე, თუ საიტზე აქვთ მინიჭებული შეფასებები რეიტინგსაც გადაავლეთ თვალი და საბოლოოდ, ეს ყოველივე დაგეხმარებათ შეარჩიოთ ისეთი გადამზიდი, ვინც სრულფასოვნად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

ავეჯის გადატანის სერვისი მხოლოდ ქალაქში შემიძლია გამოვიყენო თუ ქალაქგარეთაც?

Servisebi.ge-ზე რეგისტრირებული სერვისის მომწოდებლები გთავაზობენ ავეჯის გადატანის სერვისს როგროც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ.
კონკრეტულად რა არეალის დაფარვა შეუძლიათ უმჯობესია მათთან ინდივიდუალურად დააზუსტოთ. 

​ავეჯის შეფუთვა თუ თავად არ შემიძლია, გადამზიდი კომპანია დამეხმარება?

Servisebi.ge-ზე განთავსებული განცხადებების აღწერაში ხშირად შეხვდებით ავეჯის შეფუთვის შეთავაზებასაც, ეს როგორც წესი ცალკეული მომსახურებაა და თუ აღნიშნულით სარგებლობა გსურთ აუცილებლად დააზუსტეთ დეტალები გადამზიდ კომპანიასთან.

რატომ არის სარისკო ავეჯის დამოუკიდებლად გადატანა?

ავეჯის გადატანას სჭირდება ჯერ დაშლა, შემდგომ შეფუთვა, სწორი ტრანსპორტის შერჩევა და სხვა დეტალების გათვალისწინება, როცა არ ვიცით შეფუთვის, დაშლის და გადაადგილების წესები.
შეიძლება დავზიანდეთ ჩვენც და ავეჯიც.

ავეჯის გადატანა მჭირდება გლდანში, როგორ მოვძებნო მომსახურება?

Servisebi.ge-ს საძიებო ველში მიუთითეთ სერვისის დასახელება ავეჯის გადაზიდვა გლდანში ან ავეჯის გადაზიდვის სერვისი გლდანში და სისტემა გამოიტანს ძიების რეზულტატებს, შემდეგი ეტაპია განცხადებებში სასურველი შეთავაზების პოვნა/შერჩევა და სერვისის მომწოდებელ კომპანიასა ან ფიზიკურ პირთან დაკონტაქტება.